ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მალაქია წინასწარმეტყველი

თავი მეოთხე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
  თავი მესამე    
1 რადგან, აჰა, მოდის დღე, თონესავით ავარვარებული და ყველა ამპარტავანი და ავისმოქმედი ჩალა იქნება და გადაბუგავს მათ მომავალი დღე, ამბობს ცაბაოთ უფალი; ისე რომ არ შეარჩენს არც ძირს და არც რტოს. 1

მით, რამეთუ, აჰა, დღე მოვალს უფლისაჲ შემწუელი ვითარცა თორნე და აღაგზნნეს იგინი და იყვნენ ყოველნი სხუა ნათესავნი და ყოველნი მოქმედნი უსჯულოთანი ლელწამი, და აღანთნეს იგინი მომავალმან დღემან, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, - და არა დაშთეს მათი ძირი, არცა რტოჲ.

2 ამოგიბრწყინდებათ, ჩემი სახელის მოშიშნო, მზე სიმართლისა და კურნება იქნება მის ფრთებზე; თქვენც გამოხვალთ და აკუნტრუშდებით ბაგის ხბოებივით. 2 და აღმოგიბრწყინდეს თქუენ მოშიშთა სახელისა ჩემისათა მზე სიმართლისა და კურნებაჲ შორის ფრთეთა მისთა. და გამოხჳდეთ და სტულობდეთ და ჰკრთებოდით, ვითარცა ზუარაკნი ჴსნილნი საკრველთაგან.
3 გათელავთ ბოროტეულთ, რადგან უნდა გაცამტვერდნენ ისინი თქვენს ტერფებქვეშ იმ დღეს, რომელსაც მე ვამზადებ, ამბობს ცაბაოთ უფალი. 3 და დასთრგუნვიდეთ უსჯულოთა და იყვნენ ნაცარ ქუეშე ფერჴთა თქუენთა დღესა შინა, რომელსა მე ვჰყოფ, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი.
4 გაიხსენეთ მოსეს, ჩემი მორჩილის, რჯული, რომელიც გამოვუცხადე მას ხორებზე მთელი ისრაელისთვის, და მცნებანი და სამართალნი. 4 მოიჴსენეთ შჯული მოსესი, მონისა ჩემისაჲ, ვითარ-იგი ვამცენ მას ქორებს შინა ყოვლისა მიმართ ისრაჱლისა ბრძანებანი და სამართალნი.
5 აჰა, მოგივლენთ ელია წინასწარმეტყველს უფლის დღის, დიდის და საშინელის დადგომამდე. 5 და, აჰა, მე მოგივლენ თქუენ ილიას თეზბიტელსა პირველ მოსლვისა დღისა უფლისაჲსა დიდსა და განჩინებულსა,
6 ის შეარიგებს მამების გულს შვილების გულთან და შვილების გულს მამების გულთან, რომ ჩემი მოსვლისას ქვეყანა შეჩვენებით არ შევმუსრო. 6 რომელმან კუალად მოაგოს გული მამისა ძისა მიმართ და გული კაცისა მოყუსისა მისისა მიმართ. ნუ მოსრულმან მოვსპო ქუეყანა მყის.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე