მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



სიტყვა კვირიაკესა ზედა შემდგომად ნათლის-ღებისა, თქმული ქუთაისს, ჩყჲბ-სა წელსა
მოწყალე ფილარეტი

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
საქართველო ფრანგი კარტოგრაფის - კლოდ ბუფიეს მიერ 1736 წელს გამოცემულ რუკაზე
ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში

1703 წელს ქართლის ჯანიშინად დაინიშნა ვახტანგი. ის სამეფოში თავიდანვე ენერგიული და მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარებას შეუდგა. მან ქვეყნის მმართველობას ჩამოაშორა ერეკლე I-ის დროს დაწინაურებული მოხელეები. დანიშნა და მეფის ერთგული მოხელეები. ვახტანგი ხვდებოდა რომ ნებისმიერი ღონისძიების გატარება გაჭირდებოდა თუ მას არ ექნებოდა ეკლესიის მხარდაჭერა. 1705 წელს მოწვეულ საეკლესიო კრებაზე კათალიკოსად არჩეული იქნა ვახტანგის ძმა დომენტი.

სამეფო ხელისუფლების გაძლიერებისთვის შექმნა „მცველთა ჯარი", რომელიც თავადიშვილების, აზნაურების და მსახურებისგან კომპლექტირდებოდა. ეს ძირითადად თავადების ურჩობის აღსაკვეთად იყო შექმნილი. მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა ვახტანგმა საკანონმდებლო სფეროში. მისი ინიციატივით საგანგებოდ შეადგინეს სხვადასხვა სახის სასამართლო გადაწყვეტილებები, სიგელები, საბუთები და მათი გათვალისწინებით შეიქმნა დასტურლამარი. მასში შედგენილი იყო მოხელეების უფლება მოვალეობები, მიწათმფლობელობის ფორმები, გადასახადების რაოდენობა და მრავალი საჭირო საკითხი. ვახტანგის ინიციატივით შეკრიბეს ძველი ქართული და უცხოური სამართლის წიგნები. თვითონ ვახტანგმა შეადგინა კანონების კრებული — „”სამართალი ბატონიშვილის ვახტანგისა". რომელიც მთელ საქართველოში მოქმედებდა.

1709 წელს ავღანეთში დაიღუპა ვახტანგის ბიძა ქართლის მეფე გიორგი XI, იგი წარმატებით იბრძოდა აჯანყებული ავღანელების წინააღმდეგ. გიორგი XI-ს თან ახლდა 2 000 ქართველი. ავღანელთა ბელადმა გიორგის დანათესავება შესთავაზა და ნადიმზე მიიწვია. გიორგი ენდო და მცირე რაზმით მივიდა მასთან. ავღანელებმა ქართლის მეფე თავისი მხლებრებით მოკლეს. გიორგი XI-ს მკერდზე ჩამოკიდებული ჯვარი ახსნეს და შაჰს გაუგზავნეს იმის დასტურად, თუ როგორი ერთგული იყო გიორგი ირანის მბრძანებლის. შაჰმა ქართლსი მეფედ გიორგის ძმა ქაიხოსრო დანიშნა და ისიც ავღანელთა წინააღმდეგ გაგზავნა. ქართლის ჯანიშინად კვლავ ვახტანგი დარჩა.

ამავე პერიოდში ვახტანგმა თბილისის ციხეები ყიზილბაშებისგან გაწმინდა და იქ ქართველები ჩააყენა. ვახტანგმა ამ საქმის გასაკებთებლად კარგი დრო შეარჩია. დასუსტებულ ირანს ავღანელთა შემოსევებისგან ქართველები იცავდნენ. ასეთ ვითარებაში შაჰი ყიზილბაში ციხისთავების შეცვლაზე რეაგირებას ვერ მოახდენდა. 1705 წელს ვახტანგის ინიციატივით მოსკოვში დაიბეჭდა „დავითნი". 1709 წელს ვახტანგმა თბილისში დააარსა სტამბა, სტამბის დაარსებაში ვახტანგს დიდი დახმარება გაუწია ანთიმოზ ივერიელმა. ბავშობაში სამშობლოდან მოტაცებული ანთიმოზი იერუსალიმის პატრიარქის კარზე მოხვდა და იქ აღიზარდა. როდესაც ვლახეთის მმართველმა იერუსალიმის პატრიარქს სთხოვა მისთვის გაეგზავნა სასტამბო საქმის მცოდნე პირი, პატრიარქმა ანთიმოზი გაუშვა. ანთიმოზმა რუმინეთში რამდენიმე სტამბა დააარსა. ანთიმოზმა დიდი გავლენა მოახდინა ვლახეთზე, ის ვლახეთის მიტროპოლიტიც გახდა. ანთიმოზი აქტიურად იბრძოდა რუმინეთის დამოუკიდებლობისათვის და მოითხოვდა, რომ მღვდელთმსახურება რუმინულ ენაზე შესრულებულიყო. რუმინულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ანთიმოზი წმინდანად შერაცხა. ანთიმოზ ივერიელმა საქართველოში გამოაგზავნა თავისი მოსწავლე მიხაი იშტვანოვიჩი. თბილისის სტამბაში ვახტანგმა პირველად სახარება დაბეჭდა. სამი წლის განმავლობაში თბილისის სტამბაში 14 წიგნი დაიბეჭდა. 1712 წელს დაიბეჭდა ვეფხისტყაოსანი. 1709 წელს ირანში გარდაიცვალა კახეთის მეფე ერეკლე I. მის ნაცვლად შაჰმა კახეთის მეფედ დავით II დანიშნა.

1712 წელს ყანდარის იერიშის დროს ბევრი ქართველი დაიღუპა, მათ შორის ქართლის მეფე ქაიხოსროც. ამჯერად შაჰმა თავისთან ვახტანგი დაიბარა. 1712 წელს ვახტანგი თავისი ამალით ირანში გაემგზავრა. ვახტანგს თან ახლდა სულხან-საბა ორბელიანიც. ქართლის მეფედ დანიშვნისთვის მთავარი პირობა გამაჰმადიანება იყო. ვახტანგმა გამაჰმადიანებაზე უარი განაცხადა, შაჰმა ის დაატყვევა. ქართლი შაჰმა ვახტანგის გამაჰმადიანებულ ძმას იესეს ჩააბარა. იესე ვახტანგის საპირისპირო პოლიტიკას ატარებდა ყოველმხრივ ცდილობდა შაჰისთვი ერთგულება დაემტკიცებინა. იესესთვის წინააღმდეგობის გაწევას ვახტანგის შვილი ბაქარი ცდილობდა.

ქართველი პოლიტიკოსები შეეცადნენ დახმარება ევროპაში ეპოვნათ და იქნებ ის მაინც მოეხერხებინათ, რომ შაჰს ვახტანგი ქრისტიანი დაესვა ქართლის ტახტზე. ამ მიზნიშ ევროპაში გაემგზავრა სულხან-საბა ორბელიანი. სულხან-საბა შეხვდა საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ს. ქართველი ელჩობა საფრანგეთის მეფეს სთხოვდა რომ ირანში მყოფ საფრანგეთის წარმომადგენელის ვახტანგის გათავისუფლების საკითხს მოაგვარებდა. სულხან-საბა ორბელიანმა შემწეობა რომის პაპს სთხოვა. რომის პაპმა ლუი XIV-ს მართლაც მისწერა წერილი, რომელშიც სთხოვა დახმარება აღმოეჩინა ვახტანგისთვის. ლუი XIV-ს საქართველო არ აინტერესებდა. ევროპელები ირანს თურქეთთან ომში მოკავშირედ აღიქვამდნენ. ვახტანგი მიხვდა რომ დახმარებას ვერსაიდან მიიღებად. თანაც იესეს მართველობით შეწუხებული მოსახლეობა მხოლოდ მასზე ამყარებდა იმედებს. 1716 წელს ვახტანგმა მოჩვენებით მიიღო მაჰმადიანობა. შაჰამ ვახტანგ VI ქართლის მეფედ დაამტკიცა, მაგრამ ირანში დატობა. ქართლის გამგებლად ვახტანგ VI-ის ძე ბაქარი დაინიშნა.

1719 წელს ვახტანგ VI ქართლში დაბრუნდა. ქვეყანა მძიმე მდგომარეობაში იყო. განსაკუთრებულ ზიანს აყენაბდა ქართლს და კახეთს დაღესტნელი მთიელების თავდასხმები. ჯერ კიდევ ირანში ყოფნისას ვახტანგ VI-სთან კავშირი დაამყარა რუსეთის მეფის პეტრე I-ის ელჩმა არტემ სოლინსკმა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ვახტანგ VI-სა და პეტრე I-ს შორის შეთანხმება დაიდო. 1722 წელს პეტრემ კასპიის ზღვის პირეთში ლაშქრობა დაიწყო და ამის შესახებ ამცნობა ვახტანგს. გადასაწყვეტი იყო ჩაბმულიყო თუ არა ქართველები ირანის წინააღმდეგ ბრძოლაში. დარბაზის წევრთა უმრავლესობა წინააღმდეგი იყო მათ ეშინოდათ რომ ქვეყანა ამით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. ვახტანგ VI-მ არ გაიზიარა დარბაზის უმრავლესობის აზრი. მეფემ 40 000 ჯარისკაცი შეკრიბა და განჯასთან დაბანაკდა. აქ უნდა დალოდებოდა საქართველოს მეფე რუსეთის იმპერატორს.

ამ დროს ირანი უმძიმეს მდგომარეობაში იყო. ავღანელებმა ალყა შემოარტყეს ირანის დედაქალაქ ისპაჰანს. ავღანელებთან ბრძოლაში დაიღუპა ვახტანგის ძმა, რომელიც შაჰის ჯარის სარდალი იყო. შაჰმა მის ადგილზე ვახტანგის შვილი ბაქარი დანიშნა და სასწრაფოდ დახმარება ითხოვა. ბაქარი რომელიც არ ეთანხმებოდა მამის კავშირს რუსეთთან, სასწრაფოდ ჯარის შეკრება დაიწყო. ვახტანგ VI-მ ბაქარს შაჰის დახმარება აუკრძალა. ამანაც იქონია გავლენა იმაზე რომ ისპაჰანი ავღანელებმა აიღეს.


^
ვახტანგ VI

სწორედ იმ დღეს როდესაც პეტრე I მა კასპიისპირეთში ლაშქრობა დაიწყო. ვახტანგმა მოკავშირეობა ოსმალთა სულთანსაც შესთავაზა. სულთანი მონაწილეობას აპირებდა ამ ბრძოლაში. ვახტანგ VI ძალიან ენდობოდა რუსეთის იმპერატორს, პეტრეს კი საქართველოსთან მიმართებაში საკუთარი ზრახვები ჰქონდა. რუსებმა დაიკავეს დარუბანდი მაგრამ შემდგომი ბრძოლები არ გააგრძელეს. ვახტანგი განჯასთან იდგა და პეტრეს ელოდებოდა. ვახტანგ VI-მ ვერ გაბედა მარტო დაეწყო ომი ირანის წინააღმდეგ. ქართლის გათავისუფლება ირანელებისაგან იმ დროს რუსების ინტერესებში არ შედიოდა. პეტრეს ასეთმა გააქტიურებამ შეაშფოთა ოსმალეთი. პეტრე I-ს რომ აესრულებინა თავისი დანაპირები მოუწევდა ირანთან და ოსმალეთთან ერთდროული ომი, რაც რუსეთისთვის მეტად რთული იქნებოდა. პეტრე I-ის იმედად მყოფი ვახტანგი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ირანის ახალმა შაჰმა მეფობა ერეკლე I-ის შვილ კონსტანტინეს გადასცა. გამაჰმადიანებული კონსტანტინე კახეთის მეფე გახდა ძმის დავით II-ის გარდაცვალების შემდეგ. მალე ქართლში ოსმალები შემოვიდნენ მათ დაიკავეს თბილისი და მთელი ქართლი, დაიწყო ოსმალობა. ასეთ ვითარებაში 1724 წელს ვახტანგი იძულებული გახდა 1 200 კაცთან ერთად რუსეთში წასულიყო. იმავე წელს დაიდო ხელშეკრულება რუსეთსა და ოსმალეთს შორის, რუსეთმა ცნო ოსმალეთის მიერ აღმოსავლეთ საქართველოს დაპყრობა. ვახტანგს პეტერბურგში ცივად ეპყრობოდნენ. ამის შესახებ წერს ივანე ჯავახიშვილი

„ასე უკუღმართოდ დამთავრდა საქართველოსთვის რუსთა ხელისუფლების მიერ აღთქმული აღმოსავლეთის ქრისტიანთა მფარველობა. ჯერ თავის სასარგებლოდ ქართველთა ომში ჩართვით და მტრისათვის გაცემით, პეტრე პირველმა ისეთი უმადურება გამოიჩინა რომ მის მიერვე მოტყუებული და გაუბედურებული მეფე ვახტანგისთვის შესაფერისი თავშესაფერისა და საცხოვრებელი ადგილის მიჩენა არ ჰნებავდა".


^

ვახტანგ VI-ის დროშა


ქართლში გაბატონებული ოსმალებს ვახტანგ VI-ის ძმა იესე ეახლა და მორჩილება აღუთქვა. დამპყრობლებმა იესე ქართლის მმართველად დანიშნეს. კახთა მეფემ კონსტანტინემ დამპყრობლებს წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ დამარცხდა. კახეთში ლეკების თარეში გაძლიერდა. ისინი არა მარტო კახეთს არამედ ქართლსაც ესხმოდნენ თავს. ქართლის მოსახლეობა ტოვებდა თავის საცხოვრებელ ადგილს, იდევნებოდა ეკლესია. 1732 წელს ოსმალებმა კახთა მეფე კონსტანტინე მოკლეს, კახეთში გამეფდა კონსტანტინეს ძმა თეიმურაზ II.

ამასობაში ვითარება შეიცვალა ირანში. ირანელთ სარდალი ნადირ-ხანი იწყებს ბრძოლას, ავღანელთა წინააღმდეგ. XVIII საუკუნის 30 იან წლებში ნადირმა ბრძოლა დაიწყო ოსმალთა წინააღმდეგ და ისინი აიძულა აღმოსავლეთი საქართველო დაეტოვებინა. ნადირ-ხანი რუსეთსაც დაუპირისპირდა და აიძულა კასპიის ზღვის ტერიტორიები დაეტოვებინა. ნადირმა თავისთან ვახტანგმ VI დაიბარა და ქართლის ტახტს შეჰპირდა. ვახტანგი ნადირს არ ეახლა . ვახტანგ VI 1737 წელს გარდაიცვალა ასტრახანში.



^

სეფიანელთა ირანი 1700 წელს.


1735 წელს ერევანში მყოფმა ნადირ-ხანმა თავისთან დაიაბარა ქართლ-კახეთის თავადები, მათ ხარკი დააკისრა. ოსმალობა, ყიზილბაშობამ შეცვალა. მალე ნადირ-ხანი შაჰი გახდა. 1737 წელს ნადირ-შაჰმა ბრძოლა დაიწყო ინდოეთის წინააღმდეგ ამ ბრძოლაში, მას თან ახლდა თეიმურაზ II-ის ძე ერეკლეც. რომელსაც 15 წლის ასაკიდან საბრძოლო გამოცდილება ჰქონდა მიღებული, მან ლეკთა მარბიელ ლაშქრის წინააღმდეგ ბრძოლაში ლაშქარს უსარდლა.

ნადირ-შაჰმა ქართლს დიდი გადასახადი დააკისრა. ანტიირანული აჯანყება დაიწყო გივი ამილახვარმა. ბრძოლის ბოლო ეტაპზე გივიმ დახმარება ოსმალეთსაც სთხოვა. თეიმურაზ II კარგ ურთიერთობებს ამყარებდა ნადირ-შაჰთან. ამიტომ ნადირ-შაჰმა გივი ამილახვართან ბრძოლა სწორედ თეიმურაზს დაავალა. იმავე წელს დამარცხებული და სურამის ციხეში ალყაშემოტყმული გივი თეიმურაზს დანებდა. 1744 წელს ნადირ-შაჰმა თეიმურაზი ქართლის ერეკლე კი კახეთის მეფეებად დაამტკიცა. 1745 წელს 1 ოქტომბერს სვეტიცხოვლის ტაძარში თემურაზი და ერეკლე ქრისტიანული წესით აკურთხეს მეფედ. 1632 წლის შემდეგ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქართლის ტახტზე ქრისტიანი მეფე ავიდა.
დაამატა: Sarcmunoeba


html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0