მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



სიტყვა თამარ მეფის დღეს
მოკლე მოძღვრება დიდსა ხუთშაბათსა ზედა

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
ირანი 1736-1801 წლებში.
ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში

თეიმურაზ II-ის ქართლში და ერეკლე II-ის კახეთში გამეფებით ფაქტობრივად გაერთიანდა ეს ორი ქართული სამეფო , ვინაიდან მამა-შვილი თანხმობით მოქმედებდნენ და ერთობლივად აძლევდნენ პასუხს მტერ-მოყვარეს. მიუხედავად იმისა რომ შაჰმა ქართლ-კახეთში ქრისტიანი მეფეები დასვა, სულაც არ ნიშნავდა რომ შაჰი ხელს იღებდა ქვეყნის გაყიზილბაშებაზე. ქართლი და კახეთი კვლავ ირანის ვასალ ქვეყანათ ითვლებოდა, აქ ირანული ჯარი იდგა და ირანელი მოხელეები აკონტროლებდნენ მეფეების მოქმედებებს. თეიმურაზი და ერეკლე კარგად იყენებდა ირანულ ჯარს ლეკების წინააღმდეგ, ხოლო ირანელ მოხელეებს თვითნებობის უფლებას არ აძლევდნენ. თეიმურაზი იყენებდა ნადირ-შაჰის კეთილგანწყობას და ამიერკავკასიაში უპირატესობის მოპოვებას ცდილობდა. მისი მოთხოვნით ნადირ-შაჰმა ქართლ-კახეთს გადასახადები შეუმცირა. ამის სანაცვლოდ ირანის შაჰმა თავისთან ერეკლე დაიბარა , ერეკლეს მაგივრად ირანში თეიმურაზი გაემგზავრა რადგან ის გამოცდილი პოლიტიკოსი და დახვეწილი დიპლომატი იყო. თეიმურაზი ჯერ კიდევ გზაში იყო, რომ ირანში გადატრიალება მოხდა 1747 წლის ივლისში ნადირ-შაჰი შეთქმულებმა მოკლეს. ირანის შაჰი გახდა თეიმურაზის სიძე ადილ-შაჰი, მაგრამ მისი ხელისუფლება დიდხანს არ გაგრძელებულა, რამდენიმე თვეში ისიც ჩამოაგდეს. ირანი გაუთავებელმა ანარქიამ მოიცვა. ირანის ამიერკავკასიის სამფლობელო მრავალ წვრილ-წვრილ სახანოდ დაიშალა. მათ შორის ყველაზე ძლიერი ქართლ-კახეთის სამეფოები იყო. ეს ვითარება ერეკლემ კარგად გამოიყენა თავისი მდგომარების განსამტკიცებლად.


^

რუსეთის იმპერატორი პეტრე I დიდი.

თეიმურაზის ირანში ყოფნის დროს ერეკლეს აუჯანყდა ვახტანგ VI-ის ძმისშვილი გამაჰმადიანებული აბდულა-ბეგ იესეს ძე. მეფე ერეკლემ თბილისის კართან სასტიკად დაამარცხა აბდულა-ბეგის ჯარი. შემდეგ ერეკლე შევიდა თბილისში და ქალაქიდან განდევნა ყიზილბაშები, ერეკლემ აიღო მეტეხის და თაბორის ციხეები. გამარჯვებამ დიდი სახელი მოუპოვა ერეკლეს. მეზობელი სახალოების მმართველები ერეკლესთან დაახლოებას და მოკავშირეობას ცდილობდნენ. შაჰის კარი საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭებას ერიდებოდა და მხოლოდ მცირე მოთხოვნილებით კმაყოფილდებოდა. 1748 წელს ერეკლემ ირანის შაჰს მხოლოდ რამდენიმე მხევალი და 100 მეომარი გაუგზავნა ყულის ჯარში სამსარად. ეს იყო უკანასკნელი გადახდილი ხარკი. ამის შემდეგ ქართლ-კახეთს ირანისთვის ხარკი აღარ გადაუხდია. შაჰის თხოვნით ერეკლემ მცირე ხნით თბილისის ციხეებში ჩააყენა 300 ყიზილბაში მეომარი,მაგრამ 1749 წელს როდესაც თეიმურაზი დაბრუნდა ყიზილბაშებმა თბილისი დატოვეს. ქართლ-კახეთი გათავისუფლდა ირანის ბატონობისგან , თუმცა თეიმურაზ II მაინც ატარებდა გურჯისტანის ვალის ტიტულს, რაც მას ირანისადმი გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებდა . გაძლიერებულმა ქართლ-კახეთმა მალე თავის გავლენის და მფარველობის ქვეშ მოაქცია მეზობელი სახანოები. 1749 წელს ერევნის ხანმა ქართლ-კახეთის მეფეებს დახმარებისთვის მიმართა. მის წინააღმდეგ მომთაბარე თარაქამას თურქმანული ტომები დაძრულიყვნენ . ქართველებმა სომხებთან ერთად დაამარცხეს მომთაბარეები, ამის შემდეგ ერევნის სახანო ქართლ-კახეთის მფარველობაში შევიდა. მალე საქართველოს მფარველობა ნახიჭევნის ხანმა , ხოლო 1750 წელს განჯის სახანომაც აღიარა.


^

რუსეთი 1682-1762 წლებში.


იმ წარმატებების ფონზე , რასაც ქართლ-კახეთის სამეფო აღწევდა , მაინც გადაუჭრელ პრობლემად რჩებოდა ლეკიანობა. ლეკების შემოსევები არ წყდებოდა. მართალია ერეკლემ რამდენიმე ბრძოლაში ისინი დაამარცხა მაგრამ ლეკები მაინც განაგრძობდნენ კახეთის აოხრებას. ლეკების საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა კახეთის აღმოსავლეთით მდებარე კაკ-ენისელის სასულთნო და ჭარ-ბელაქანი. ერეკლემ გადაწყვიტა ჭარ-ბელაქნის დამორჩილება. საინგილოში სალაშქროდ ქართველმა მეფეებმა დიდი რაზმი შეკრიბეს, ქართველების გარდა ამ ლაშქარში ყმადნაფიცი ხანების ჯარიც იყო. ერეკლე და თეიმურაზი მის მოკავშირედ მიაჩნდათ შაქ-შირვანის მმართველი აჯი-ჩალაბსაც, რომელიც მამა-შილთან მეგობრობდა კიდეც, მაგრამ მოხდა პირიქით. კაკა-ენისელის და ჭარ-ბელაქნის დამცველი სწორედ აჯი-ჩალაბი გახდა. მან საიდუმლო კავშირი გააბა ქართულ ჯარში მყოფ მაჰმადიან ხანებთან და თავის მხარეს გადაიყვანა. ქართველმა მეფეებმა აჯი-ჩალაბს გვიან გაუგეს მისი საქმიანობა და ალაზანთან ბრძოლაში დამარცხდნენ. ეს იყო თეიმურაზის და ერეკლეს პირველი სერიოზული მარცხი, აშკარა გახდა თუ რა ძნელი იქნებოდა ლეკიანობის დაძლევა.


^

ერეკლე II


მას შემდეგ რაც ქართველები ლეკებთან დამარცხდნენ , მათ თავი კიდევ უფრო გაახშირეს კახეთზე თავდასხმები. ამასობაში ქართლ-კახეთს შემოუტია აზატ-ხანმაც. აზატ-ხანი სამხრეთ ადარბადაგანის ტახტის მფლობელი იყო და ირანის ტახტზეც აპირებდა ასვლას. მან გადაწყვიტა ესარგებლა ერეკლე-თეიმურაზის მდგომარეობის გართულებით და მთელი აღმოსავლეთ ამიერკავკასია დაეკავებინა. აზატ-ხანმა ამიერკავკასიის დამორჩილება ერევნის სახანოდან დაიწყო. მისი ჯარი მიადგა ერევნის ციხეს , ხოლო სახანოს მთელი ტერიტორია მოაოხრა. ერევნელებმა დახმარებისთვის ქართველებს მიმართეს. ერეკლე დაუყოვნებლივ წავიდა სომხეთში შემოჭრილი მტრის წინააღმდეგ. ომი ერევნის მახლობლად ყირღბულახთან მოხდა 1751 წლის 28 ივლისს. აზატ-ხანს ერეკლეზე გაცილებით მეტი ჯარი ყავდა და გამარჯვებაშიც დარწმუნებული იყო. ყიზილბაშებს ერეკლეს ცოცხლად ხელში ჩაგდება სურდათ. ამ ბრძოლაში ერეკლემ დიდი მამაცობა გამოავლინა. მეფე პირადად წარუძღავ ქართველთა მეწინავე ნაწილს და მალევა ყიზილბაშები დამარცხდნენ , მათ გაგქცევა დაიწყეს. ქართველებმა დიდხანს სდიეს გაქცეულ მტერს , თვით აზატ-ხანმაც თავი გაქცევით გადაირჩინა. ეს იყო ქართველების უდიდესი გამარჯვება.


^

ნადირ-შაჰი


შაქ-შირვანის ხანი აჯი-ჩალაბი ქართლ-კახეთის საწინააღმდეგო კოალიციის შექმნას ცდილობდა. მან შეძლო თეიმურაზ-ერეკლისთვის მაჰმადიანი ხანების დაპირისპირება. 1752 წელს აჯი-ჩალაბის ჯარმა განჯასთან მეფე თეიმურაზის და ერეკლეს ჯარი დაამარცხა. ამ წარმატებამ ხანი ძალზე გაათამამა. აჯი-ჩალაბი და მისი მოკავშირეები ქართლის და კახეთის წინააღმდეგ ერთიანად დაიძრნენ. კახეთში შემოიჭრა ლეკთა ბრბოები. ერეკლემ და თეიმურაზმა ენერგიული ღონისძიებები გაატარეს. მოსახლეობა ციხეებში და მიუვალ ადგილებში გახიზნეს , ომში ქუდზე კაცი გაიწვიეს. ჯარის დასაქირავებლად სახსრები არ კმაროდა , მაგრამ მოიძებნა გამოსავალი. მათ სამეფო საგანძურიდან გამოიტანეს ოქროს და ვერცხლის ნივთები , ეს ნივთები გადასცეს ზარაფხანას , რომლისგანაც მოჭრეს ფული, ეს გამოყენებული იქნა ჩრდილო კავკასიელების დასაქირავებლად. ამ საქმის შესრულება ერეკლემ იკისრა, ის გაემგზავრა დარიალისკენ სადაც მოლაპარაკებები გამართა ჩერქეზებთან , მათგან ერეკლემ სერიოზული დახმარება მიიღო. ქართლიდან რუსეთში გაიგზავნა ელჩობა , ელჩებმა საიმპერატორო კარს ამცნობა ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობა და დახმარება სთხოვეს. ამ ელჩობამ ვერც ამჯერად გამოიღო შედეგი. ქართველების ასეთმა ენერგიულმა მოქმედებებმა მტრები შეაშინა და საქართველოს დაპყრობაზე ხელი აიღეს. უკან გაბრუნებულ აჯი-ჩალაბის ჯარებს ერეკლე ყაზახ-შამშადილოს საზღვართან მიეწია და სასტიკად დაამარცხა ეს მოხდა 1752 წლის 5 სექტემბერს. ამ გამარჯვებით ერეკლემ ქვეყანას ააცილა ის დიდი საფრთხე რასაც აჯი-ჩალაბი უქადდა, ამ ბრძოლის შემდეგ დაიშალა მაჰმადიანთა კოალიცია, რომელიც ქართლ-კახეთის საწინააღმდეგოდ იყო მიმართული. ერევნის, განჯის და სხვა ქვეყნების ხანები კვლავ მორჩილების გზას დაადგნენ. სანამ ქართველები ამ ბრძოლას მოიგებდნენ, ქართველების წინააღმდეგ კვლავ დაიძრა აზატ-ხანი, მაგრამ მას შემდეგ რაც მან შეიტყო ქართველების გამარჯვება ქართლ-კახეთის მეფეებს ზავი შესთავაზა. ამ პერიოდში თეიმურაზისთვის და ერეკლესთვის ზავი მეტად მნიშვნელოვანი იყო. ხმა ერეკლეს სამხედრო ქველობის შესახებ საზღვარ გარეთაც გავრცელდა. ამ პერიოდში ევროპულ პრესაში იბეჭდებოდა ერეკლესა და თეიმურაზის შესახებ.


^

თეიმურაზ II


ლეკებისაგან თავის დასაცავად საჭირო იყო დაღესტნიდან მომავალი გზების და ბილიკების გამაგრება, აგრეთვე ქართული სანაპირო ციხეების ჯარის სისტემატიური დგომა და თავდასხმის შემთხვევაში მათი მოგერიება. ლეკებს ჰქონდათ სპეციალური ტაქტიკა შემუშავებული, ისინი დიდი ჯარით იშვიათად შემოდიოდნენ. ისინი მცირე ბრბოებით თავს ესხმოდნენ მშვიდობიან სოფლებს, იტაცებდნენ ხალხს , მათ გათავისუფლებისთვის კი დიდ გადასახადებს ითხოვდნენ. იმ შემთხვევაში თუ მოტაცებულებს ვერ გამოისყიდნენ , მაშინ ლეკები ქართველებს ოსმალეთის მონათა ბაზრობებზე ჰყიდნენ.

1754-1755 წლებში დაღესტნელმა მომთაბარეებმა რამდენიმე მსხვილი ლაშქრობაც მოაწყვეს. ამ ლაშქრობის ორგანიზატორი ხუნძახის მფლობელი ნურსალ-ბეგი იყო. 1754 წელს ხანძახის ბატონი დიდი ჯარით შემოიჭრა კახეთში. ძარცვა-რბევით მან ახმეტა გაიარა და არაგვის ხეობაში გადავიდა. ააოხრა ერისთავის მამული და მჭადიჯვრის ციხეს მიადგა. ციხის აღება ნურსალ-ბეგს გაუჭირდა. ამასობაში ქართლ-კახეთის ჯარები მოვიდნენ ციხესთან,მეფეები დაქირავებულ რაზმსაც ელოდნენ იმიერკავკასიიდან , მაგრამ დრო არ ითმენდა გადაწყდა დაუყოვნებლივ შებმა მტერთან. ჯარს მეფე ერეკლე სარდლობდა, გაბედული მოქმედებების შემდეგ მტერი უკუიქცა. ბრძოლაში თავი გამოიჩინეს არაერთმა თავადიშვილმა და გლეხმა. დამარცხებულმა მტერმა თავს გაქცევით უშველა. ამ გამარჯვების მიუხედავად ლეკების შემოსევები მაინც არ ცხრებოდა. მეფე ერეკლემ მიიღო გადაწყეტილება შეექმნა 1 000 კაციანი მუდმივი ჯარი , რომელსაც ლეკების თარეში უნდა აღეკვეთა და თუ ლეკთა დიდი ძალა შემოიჭრებოდა ქვეყანაში მაშინ ძირითად ძალას გამოიყენებდნენ.


^

ქართლ-კახეთის სამეფოს გერბი


დამარცხებულ ხუნძახის ბატონმა ახალი ბრძოლისთვის დაიწყო მზადება. მან ამჯერად ქართლ-კახეთზე სალაშქროდ მოუწოდა : დაღესტნელებს , კაკ-ენისელის ხანს , ჭარ-ბელაქანის ხანს და მაჰმადიანური სახელმწიფოების ხანებს. ბევრი გაჰყვა ხუნძახის ბატონს დიდი ნადავლის ხელში გდების იმედით. ნურსულ-ბეგს 20 000-ზე მეტი მეომარი შეუგროვდა. ამ ჯარით ისინი საინგილოს მხრიდან შემოვიდნენ და ყვარლის ციხეს ალყა შემოარტყეს. აქ თავშეფარებულები იყვნენ კახეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი. ერეკლემ მტრის დასამარცხებლად გონივრული გეგმა შეიმუშავა. ლეკებმა ყვარლის ციხის აღება ბრძოლით ვერ შესძლეს, ამიტომ მათ ძალიან მჭიდრო ალყა შემოარტყეს ციხეს. ციხეში მყოფებს სურსათი და ტყვია წამალი ელეოდათ, საჭირო იყო მათთვის სურსათის და მეშველი ჯარის დახმარება. ერეკლემ მოხალისეებს მოუწოდა და აღუთქვა თუ ციხეში შევიდოდნენ სათანადო წყალობას მიიღებდნენ. თავადებს და აზნაურებს შესაფერის თანამდებობებს და მამულებს, ხოლო გლეხებს ყმობისაგან გათავისუფლებას , ორ საკომლო მამულს და ფულად ჯილდოს მიიღებდა. მეფის მოწოდებაზე 200-ზე მეტი კაცი გამოვიდა . მათ შორის 9 თავადიშვილი, 2 აზნაური , ერთი ხუცესი, დანარჩენი კი ყველა გლეხი, ამათგან 103 ქიზიყელი. მეომრები ღამით ჩუმად მივიდნენ ციხესთან თავს დაესხნენ მოალყეებს და ხმლით გაიკაფეს გზა , ციხეში თოფის წამლის და სურსათის დიდი მარაგი შევიდა. ამ ამბის შემდეგ ნურსულ-ბეგის ჯარში მერყეობა დაიწყო ამასობაში ერეკლემ ქიზიყელთა ცხენოსანი ჯარი ჭარის დასარბევად გაგზავნა . ციხის ალყაში მდგომი ჭარელები შეშფოთდნენ და თავიანთი უპატრონოდ დარჩენილი სახლების დასაცავად წასვლა დააპირეს. ამ ნიადაგზე ჭარელებსა და ნურსულ-ბეგს შორის მტრობა ჩამოვარდა , ბოლოს კი ისინი ერთმანეთს შეებრძოლნენ. ჭარელებმა მიატოვეს ციხის ალყა და უკან გაბრუნდნენ, მათ მიჰყვა კაკ-ენისელის სულთანი, ასევე ნუხის ხანიც თავის ქვეყანაში დაბრუნდა . ასე თანდათან მოალყეთა რიგები მოიშალა. ნურსულ-ბეგი იძულებული გახდა უკან გაბრუნებულიყო.

ერეკლეს და თეიმურაზის თათბირზე გადაწყდა, რომ რუსეთში ელჩად თვით თეიმურზ II გაემგზავრებოდა. რომელიც რუსეთის საიმპერატორო კარს დახმარებას სთხოვდა და გაბედულ გეგმებსაც შესთავაზებდა. საქართველოს ჯარის რეორგანიზაციისთვის და ახალის დასაქირავებლად მას რუსეთისგან ფული უნდა მიეღო სესხად. ამ ფულით ლეკიანობას აღკვეთავდნენ, შექმნილი ჯარით კი ირანში შევიდოდნენ მოაწყობდნენ ყრილობას და რუსეთისთვის სასურველ პიროვნებას ირანის შაჰად აირჩევდნენ. ამ გეგმის განხორციელების შემთხვევაში ქვეყანა დაისვენებდა იმიერკავკასიელი მთიელების შემოსევებისაგან . 1760 წელს მეფე თეიმურაზ II მრავალრიცხოვანი ამალით რუსეთში გაემგზავრა, რუსეთის საიმპერატორო კარი ვერც ამჯერად შეხვდა სათანადო ინტერესით ქართველთა წინადადებებს. პეტერბურგში უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ თაემურაზი წამოვიდა , 1762 წლის 8 იანვარს მეფე თეიმურაზ II გზაში გარადაიცვალა, ქართველებმა ის წამოასვენეს და დაკრძალეს ასტრახანის მიძინების ტაძარში. მეფე ვახტანგ VI-ის საფლავის გვერდი.

ამასობაში კი ერეკლე II-მ კიდევ უფრო განიმტკიცა თავისი უპირატესობა მეზობელ სახანოებზე. ერეკლემ ტყვედ იგდო მისი ძველი მეტოქე და ირანის შაჰობის პრეტენდენტი აზატ-ხანი. თეიმურაზის გარდაცვალებისთანავე ერეკლემ თავი ქართლ-კახეთის მეფედ გამოაცხადა. ირანის იმდროინდელ მბრძანებელს ქერიმ-ხანს მან თავის ძვირფასი ტყვე , ირანის ტახტზე ქერიმ-ხანის მეტოქე , აზატ-ხანი, მხრებშეკრული გაუგზავნა და ამით დიდი პოლიტიკური სარგებელი ნახა. მადლიერმა ხანმა სცნო ქართლ-კახეთის გაერთიანება. აღიარა ერეკლეს უფლება განჯა-ერევნის სახანოებზე და ამით დაადასტურა საქართველოს უფლება აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში.

ქართლ-კახეთის გაერთიანება და ერეკლეს ხელისუფლების ასეთი გაძლიერება არ მოსწონდათ ქართლის რეაქციულ თავადებს. ისინი ხვდებოდნენ, რომ ერეკლეს ასეთი გაძლიერებით მათი რეაქციული პოლიტიკა სრულ აღკვეთას გამოიწვევდა. ერეკლეს მოქმედებებით აშკარა ხდებოდა რომ ის ვერ მოითმენდა მის სამეფოში ნახევრად დამოუკიდებელ და მეფესთან დაპირისპირებულ თავადების არსებობას. რეაქციული თავადები იმედებს საგარეო მტრებზე ამყარებდნენ , მაგრამ ერეკლემ თავისი მოქმედებებით თავადებს ეს იმედებიც გადაუწურა. ამის შემდეგ მათ შეთქმულების მოწყობა განიზრახეს. მათ ტახტზე ვახტანგ VI-ის უკანონო შვილის პაატა ბატონიშვილის დასმა განიზრახეს. შეთქმულებაში თავადთა დიდი ნაწილი იღებდა მონაწილეობას შეთქმულები 1765 წლის ბოლოს სამშვილდელმა გლეხმა დათუნა ფეიქარმა გასცა. შეთქმულები მკაცრად დაისაჯნენ . თავადთა დიდი ნაწილი მათ შორის პაატა ბატონიშვილიც სიკვდილით დასაჯეს.

1768 წელს დაიწყო რუსეთ-თურქეთის ომი, ამ დროს რუსეთისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა კავკასიის ქრისტიანი ხალხის მხარდაჭერას. იმერეთის მეფე სოლომონ I-მა თავისი ელჩის პირით რუსეთს სთხოვა დახმარება რუსეთის საიმპერატორო კარი დაინტერესებული იყო იმერეთის ომში ჩაბმით, ქართველების აუცილებელი მოთხოვნა იყო, რომ რუსეთს ჯარი გამოეგზავნა, რუსეთი დათანხმდა ამ მოთხოვნას. სოლომონი და ერეკლე ერთმანეთს შეხვდნენ და ერთობლივ მოქმედების გეგმაზე შეთანხმდნენ. რუსეთს არ აინტერესებდა არც ქართლ-კახეთის და არც იმერეთის ბედი , მისთვის მთავარი იყო , თურქეთი კავკასიაში შეევიწროებინა და თურქების მთავარი ყურადღება ჩრდილო შავიზღვისპირეთში გადაეტანა. იმპერატორმა ეკატერინე II-მ კავკასიაში გამოგზავნილი ჯარის სარდლად გენერალი ტოტლებენი დანიშნა

1770 წლის ზაფხულში გენერალი ტოტლებენი 1200 კაციანი კორპუსით და მცირე არტილერიით, ერეკლე II – 7000 კაცითა და 3 ქვემეხით ბორჯომის ხეობიდან ახალციხისკენ გაემართა გენერალი ტოტლებენი დარწმუნებული არ იყო ერეკლეს გაბედული გეგმის შესრულებაში. ამიტომ აწყურის იერეშის წარუმატებლობის შემდეგ , მან მოულოდნელად გადაწყვეტილება მიიღო და უკან გამობრუნდა. მან ერეკლე მარტო დატოვა თურქთა პირისპირ. ამის მიუხედავად ერეკლემ წინსვლა გადაწყვიტა. ქართველთა ჯარს გზა გადაუღობეს ახალციხიდან და ხერთვისიდან წამოსულმა მეციხოვნეება , ერეკლემ ისინი დაამარცხა და ასპინძას მიადგა. აქ კი ოსმალთა და ლეკთა ძირითადი ძალები გადმოდიოდნენ მდინარე მტკვარზე, ერეკლემ უკან დაიხია და მტერს მდინარე მტკვარზე გადმოსვლის საშუალება მისცა. ღამით მისი ბრძანებით აღაბა ერისთავმა, სვიმონ მუხრანბატონმა და ხუდია ბორჩალოელმა მალულად აჰყარეს ხიდი მტკვარზე. ამით თურქები მოწყდნენ თავიანთ რეზერვებს და უკან დასახევი გზაც გადაეჭრათ.

20 აპრილს ქართველები ერეკლეს სარდლობით მტრის პირისპირ საბრძოლო წყობით განლაგდნენ. ბრძოლა ქართველთა იერიშით დაიწყო. მტერმა ვერ გაუძლო ქართველთა შეტევას და უკან დახევა დაიწყეს. ერეკლე გმირობის მაგალითს იძლეოდა, გადმოცემით ერეკლეს პირადად მოუკლავს ლეკთა ბელადი მალაჩალა. ბრძოლაში მოკლეს თურქ-ოსმალთა ყველა გენერალი და კორპუსის მთავარსარდალი. პანიკით მოცული თურქები მტკვრის ხიდისკენ დაიწყეს უკანდახევ მაგრამ რადგანაც ხიდი აყრილი იყო ბევრი მათგანი ადიდებულ მტკვარში ჩაიხჩო გაქცეულებიდან ახალციხეს მხოლოდ 13 კაცმა მიაღწია. ქართველებმა ტყვედ იგდეს რამდენიმე ათეული ტყვე, მრავალი დროშა, ცხენი და დიდძალი იარაღი.

ამ ბრწყინვალე გამარჯვებით ერეკლემ სათანადოდ ვერ ისარგებლა, რადგან ტოტლებენის გაუგონარი მოქმედების გამო იძულებული შეიქმნა სასწრაფოდ თბილისში დაბრუნებულიყო. გენერალი ერეკლეს წინააღმდეგ ქართლის თავადებს ამხედრებდა და ინტრიგების ქსელს ხლართავდა. იგი ციხეების დაკავებას და ხალხის რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე დაფიცებას შეუდგა. ერეკლემ გენერალი აიძულა ამ განზრახვაზე ხელი აეღო და ქართლს გასცლოდა . ტოტლებენი იმერეთში გადავიდა. რუსეთის ჯარის საქართველოში ყოფნამ არავითარი სარგებელი არ გამოიღო. ქართველები დარწმუნდნენ რეგულარული ჯარის არსებობის აუცილებლობაში, დარწმუნდნენ თუ რა დიდი უპირატესობა ჰქონდა მას. ერეკლეს რეგულარი ჯარის შექმნის საშუალება არ ჰქონდა ამიტომ მან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. 1774 წელს დაწესდა მორიგე ჯარი. ქართლ-კახეთის ყველა მამაკაცი არ ჰქონდა მნიშვნელობა ის იყო ბატონი, აზნაური თუ გლეხი, წელიწადში ერთხელ უნდა წასულიყო მორიგე ჯარში. ამ ღონისძიების შემდეგ ერეკლეს ყოველწლიურად დამატებით 5 000 მეომარი გაუჩნდა. მორიგე ჯარმა განსაკუთრებით კარგი შედეგები დაღესტნელი მთიელების წინააღმდეგ ბრძოლაში გამოიღო. მორიგე ჯარის შემქმნელი ერეკლეს ვაჟი ლევანი იყო. ამიტომ ერეკლესთვის დიდი დარტყმა იყო ლევანის მოულოდნელი გარდაცვალება. ლევანის გარდაცვალების შემდეგ მორიგე ჯარი თანდათანობით დაიშალა.
დაამატა: Sarcmunoeba


html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0