მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
საშობაო ეპისტოლე

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

ეგრისის სამეფო

ეგრისის სამეფო

ეგრისის სამეფო, ლაზიკის სამეფო, ძველი ქართული სამეფო დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. წარმოიქმნა კოლხეთის სამეფოს დაშლის და მასში შემავალ ტომობრივ-ტერიტორიულ ერთეულთა მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შედეგად (დაახლოებით ახ. წ. I საუკუნე). ანტიკურ წყაროებში ეგრისის სამეფოს ლაზიკა ეწოდებოდა.

^

გერბი
თავდაპირველად მცირე სამეფო იყო, ეკავა მდ. რიონის ორივე ნაპირი (დაახლოებით ქობულეთიდან მდ. ერისწყლამდე), რომის იმპერია მასზე ფორმალურ სიუზერენობას ინარჩუნებდა. II საუკუნის 30-იან წლებში ეგრისის მეფე მალასა რომის იმპერატორის მიერ იყო დანიშნული, ხოლო მის ზღვისპირა ციხე-ქალაქ ფასისში (ფასიდა) რომაული გარნიზონი იდგა.

III საუკუნის 50-იან წლებში ეგრისის სამეფოს შემოესივნენ გუთები, 90-იან წლებში კი სარმატები. IV საუკუნეში ეგრისის სამეფო გაძლიერდა და გააერთიანა მთელი დასავლეთ საქართველო. სამხრეთით მისმა ტერიტორიამ მიაღწია მდ. ჭოროხის ქვემო დინების რაიონს, ხოლო ჩრდილოეთით მას დამორჩილდა აფსილების, აბაზგების და სანიგების სამთავროები, აგრეთვე სვანები (მისიმიელები) და ლეჩხუმის (სკვიმნიის) მცხოვრებნი. ეგრისის მეფის დამოკიდებულება რომის (ბიზანტიის) იმპერატორზე უფრო ფორმალური გახდა: ეგრისის გარდაცვლილი მეფის მემკვიდრეს, რომელიც უნდა გამეფებულიყო ადგილობრივი წესისა და ადათის მიხედვით, ბიზანტიის იმპერატორი უგზავნიდა სამეფო ნიშნებს. ეგრისელების მოვალეობა მხოლოდ თავისი ქვეყნის ჩრდილო საზღვრების დაცვა იყო, რომ მომთაბარეები ამ გზით არ შეჭრილიყვნენ იმპერიის მიწა-წყალზე. ეგრისის ზღვისპირა პუნქტებში აღარ იდგნენ ბიზანტიის გარნიზონები. ეგრისის მეფეს ჰყავდა თავისი ვასალები: აბაზგების, სანიგების, სვანებისა და სხვა ტომთა მთავრები. ძლიერდებოდა ქვეყნის ფეოდალიზაციის პროცესი.

IV საუკუნის I ნახევარში ეგრისის სამეფოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა და ეგრისი ეკლესიურად კონსტანტინოპოლის პატრიარქს დაექვემდებარა. VI—IX საუკუნეებში ეგრისის სამეფოს ჰყავდა თავისი მიტროპოლიტი (სამიტროპოლიტოს ცენტრი — ფასისი), რომელსაც ოთხი ეპისკოპოსი ექვემდებარებოდა — პატარა ციხისძირის, ზიგანევ-გუდავასი, ცაიშისა და როდოპოლის-ვარდციხისა.

V საუკუნის შუა წლებში მეფე გუბაზ I-მა სცადა განთავისუფლებულიყო ბიზანტიაზე ყოველგვარი დამოკიდებულებისაგან, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. ბიზანტიასთან კონფლიქტით ისარგებლეს სვანებმა და სანიგებმა და V საუკუნის 70-იან წლებში დამოუკიდებლობა მოიპოვეს. VI საუკუნის დასაწყისში ეგრისის სამეფო დროებით ირანის ქვეშევრდომი გახდა. 523 კი ეგრისის მეფემ წათე II-მ გვირგვინი ბიზანტიის იმპერატორისაგან მიიღო. VI საუკუნეში ეგრისის სამეფო ბიზანტიასა და ირანს შორის გამუდმებული ომების ასპარეზი გახდა. მას შემდეგ, რაც ირანმა აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში (იბერია, ალბანეთი, სომხეთის ნაწილი) მტკიცედ მოიკიდა ფეხი, ეგრისის სამეფოს განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობა მიენიჭა. 528 ირანის ჯარმა დასავლეთ საქართველოში დაიკავა ციხე-ქალაქები შორაპანი და სკანდე. ეგრისის მეფეს ბიზანტიის დამხმარე ჯარი მოუვიდა, ირანელები დამარცხდნენ და 532 დაიდო „საუკუნო ზავი", რომლითაც უნდა აღდგენილიყო ომამდელი ვითარება. იმპერატორ იუსტიანე I-მა გააძლიერა თავისი ხელისუფლება ეგრისში (დააარსა ციხე-ქალაქი პეტრა, დააწესა სავაჭრო მონოპოლია და ეგრისის ციხე-ქალაქებში თავისი ჯარი ჩააყენა). ამან გამოიწვია 541 აჯანყება გუბაზ II-ის მეთაურობით (ეგრისის აჯანყებები).

542 ირანის ჯარი შევიდა ეგრისში და დაიწყო 20-წლიანი ომი ბიზანტიასა და ირანს შორის. 562 დაიდო ზავი. ირანმა დათმო ეგრისი, რომელიც ბიზანტიის ვასალურ სამეფოდ დარჩა. VII საუკუნის 20-იან წლებში ეგრისელები აბაზგებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდნენ იმპერატორ ჰერაკლეს ლაშქრობებში ირანის წინააღმდეგ.

VII საუკუნის ბოლოსათვის ეგრისის სამეფო ბიზანტიის პროვინციად იქცა, მისი მმართველი „ლაზაკის მეფედ" კი არა, „პატრიკიოსის" ტიტულით იხსენიებოდა. დამოუკიდებელ სამთავროდ იქცა აბაზგია (აფხაზეთი) და უშუალოდ ბიზანტიას დაუმორჩილდა. 697 ეგრისის მმართველმა პატრიკიოსმა სერგიმ სცადა ბიზანტიისაგან განთავისუფლება არაბების დახმარებით, მაგრამ უშედეგოდ. 736—738 ეგრისში შეიჭრა არაბთა სარდალი მურვან ყრუ, ააოხრა ქვეყანა, დაანგრია დედაქალაქი ციხეგოჯი და სხვა ქალაქები. ამან კიდევ უფრო დააუძლურა დასუსტებული ქვეყანა, რასაც ფეოდალური დაქუცმაცებაც დაერთო. VIII საუკუნის ბოლოს ეგრისის უკანასკნელი მთავრების იოანესა და ჯუანშერის ხელისუფლება მთლიანად შეირყა და დასავლეთ საქართველოს გაერთიანების ინიციატივა აფხაზთა სამთავროს ხელში გადავიდა.

ეგრისის სამეფოში განვითარებული იყო მემინდვრეობა, მევენახეობა და მეცხოველეობა, ამუშავებდნენ სელს, ცვილს, გემთსაშენებელ ხე-ტყეს. ეგრისის სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნებთან, ბიზანტიის მცირეაზიულ და სხვა პროვინციებთან, პონტოსპირა ქალაქებთან, სომხეთთან და მისი მეშვეობით ირანთან და შუა აზიასთან. შემოდიოდა დიდძალი იმპირტული საქონელი (ძვირფასი კერამიკა, მინის ნაწარმი, ფუფუნების საგნები და სამკაულები), მიმოქცევაში იყო ბიზანტიური და აღმოსავლური მონეტები. III საუკუნიდან დაიწყო საქალაქო ცხოვრების აღმავლობა, მსხვილ სავაჭრო-სახელოსნო ხენტრებად იქცა ზღვისპირა ქალაქები (ფასისი, სებასტოპოლისი, ბიჭვინთა), წარმოიქმნა ახალი ქალაქები (შორაპანი, ვარდციხე, მოხირისი და სხვა), აღორძინდა ძველი ქალაქები (ქუთაისი), ვრცელი და ძლიერი იყო სამეფოს დედაქალაქი ციხეგოჯი (არქეოპოლისი).

ეგრისის სამეფოს კულტურამ, ერთი მხრით, გააგრძელა მდიდარი ადგილობრივი ტრადიციები, რომლებიც ძველი კომხური სამყაროდან მომდინარეობდა, მეორე მხრით კი შეითვისა ელინისტურ-რომაული კულტურის ელემენტები. უცხო კულტურის გავლენა ეტყობა ამ ხანის დასავლეთ საქართველოს სააღმშენებლო საქმეს, ჩაცმა-მორთულობას. მაგრამ ეს გავლენა ზედაპირული იყო, მას არ განუსაზღვრავს დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის კულტურის განვითარება. ეგრისის სამეფოს კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვანი ცენტრი იყო კოლხეთის უმაღლესი რიტორიკული სკოლა (III—IV სს.).

დაამატა: Sarcmunoeba


html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0