მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



ბოროტების განკურნება მხოლოდ სიყვარულით და სიკეთით შეიძლება
აღსარება, როგორც კურნება

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

ჰერეთის სამეფო
ჰერეთის სამეფო

ჰერეთის სამეფო, ქართული ფეოდალური სახელმწიფო (IX საუკუნის დასასრული — XI საუკუნის დასაწყისი). მისი დამაარსებელია ჰამამი, რომელმაც, მოსე კალანკატუელის ცნობით, 893 მეფის ტიტული მიიღო.

IX—X საუკუნეებში ჰერეთის სამეფოს პოლიტიკურ-ეკონომიური ძლიერება და მაღალი კულტურა დასტურდება ისტორიულ ჰერეთის ტერიტორიაზე არსებული მატერიალური კულტურის ძეგლების სიმრავლით. შემონახულია შესანიშნავი ხუროთმოძღვრული ძეგლები: ყუმის ბაზილიკა (VIII ს.), ლექეთის ტეტრანკონქი (VIII—IX სს.), გურჯაანის (კახთუბნის) "ყველაწმინდა" (VIII-IX სს.), ხირსის "სტეფანწმინდა" (IX ს.), ოზანიანის „ამაღლება" (IX ს.) და მრავალი სხვა.

ჰამამის გარდაცვალების შემდეგ ჰერეთის სამეფო ტახტზე ადის მისი შვილი ადარნასე. ქართული წყაროების მიხედვით („მატიანე ქართლისაჲ", ვახუშტი ბატონიშვილი) ადარნასე პატრიკი. მის დროს დაახლოებით 915, კახეთის ქორეპისკოპოსმა კვირიკე I-მა (892—918) აფხაზთა მეფე კონსტანტინე III-თან ერთად გაილაშქრა ჰერეთის წინააღმდეგ. მოკავშირეებმა დაიპყრეს და გაინაწილეს ჰერეთის მნიშვნელოვანი პუნქტები: არიში (ახლანდელი მთისძირი), გავაზი (ახლანდელი ახალსოფელი), ორჭობი. რამდენიმე ხნის შემდეგ ადარნასე პატრიკმა ისარგებლა კახეთის სამთავროს საგარეო პოლიტიკური მდგომარეობის გართულებით და დაკარგული ტერიტორიათა დაიბრუნა.

ადარნასე პატრიკის შემდეგ ჰერეთის მეფე იყო მისი ძე იშხანიკი (დაახლოებით 943—X საუკუნის 60-იანი წლები). მასთან ერთად ჰერეთს მართავდა დედამისი — დინარ დედოფალი (ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა სახლის წარმომადგენელი, ადარნასე II-ის ასული და ცნობილი გურგენ IV დიდის, ერისთავთერისთავის, მაგისტროსის და).

იბნ ჰაუკალის თხზულების მიხედვით, იშხანიკის მეფობის დროს ჰერეთი დეილამის მთავრობის - სალარიდების სახელმწიფოს ვასალი იყო. X საუკუნის 50-იან წლებში იშხანიკმა ისარგებლა სალარიდების სახელმწიფოში შინაფეოდალური ომებით და ხარკის მიცემა შეწყვიტა. ქართული წყაროების მიხედვით, იშხანიკისა და დინარ დედოფლის მმართველოს ხანაში ჰერეთმა უარყო მონოფიზიტობა და აღიარა ქალკედონული მრწამსი. ამ დიდმნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული აქტით განხორციელდა ჰერთა საბოლოო გაერთიანება ერთიან ქართულ (მცხეთის) ეკლესიასთან.

იშხანიკის შემდეგ მეფობდა იოანე სენექერიმი (დაახლოებით X საუკუნის დასასრული). ალბანეთისა და კახეთის სამეფოს ხარჯზე, რის გამოც წინართა მეფის ტიტულიც მიიღო. XI საუკუნის დასაწყისიდან საისტორიო წყაროებში ჰერეთის მეფე აღარ იხსენიება. როგორც ჩანს, ამ დროს არსებობა შეწყვიტა ჰერეთის მფლობელთა დინასტიამ.

XI საუკუნის დასაწყისში გაერთიანებული საქართველოს მეფე ბაგრატ III და კახთა ქორეპისკოპოსი დავითი (976—1010) იბრძვიან ჰერეთის დასაპყრობად. XI საუკუნის ოციან წლებში კახეთის მეფე კვირიკე III (1010—1037) დიდმა დაიპყრო ჰერეთი სამეფო რითაც დასრულდა კახეთ-ჰერეთის პოლიტიკური შერწყმის პროცესი. ამიერიდან ჰერეთის სამეფომ შეწყვიტა დამოუკიდებელი არსებობა და მოექცა ახლად შექმნილი პოლიტიკური ერთეულის - "რანთა და კახთა" სამეფოს შემადგენლობაში.

XII საუკუნის დასაწყისში ჰერეთი კახეთის სამეფოსთან ერთად გახდა გაერთიანებული საქართველოს ორგანული და განუყოფელი ნაწილი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში.
დაამატა: Sarcmunoeba


html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0