მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი




წმიდა ილია მართლის დაბადების დღე
ფერისცვალება

მარჯვნივ
მარცხნივ



ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები


უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II ქადაგება პეტრე-პავლობის დღესასწაულზე

სიონის საპატრიარქო ტაძარი, 12 ივლისი, 2004 წელი

„რწმენა, სიყვარული და თავმდაბლობა უნდა გააჩნდეს ადამიანს;
არასოდეს არ უნდა ეგონოს, რომ რაიმეს მიაღწია და სხვაზე აღმატებული გახდე!"

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!

ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს - პეტრესა და პავლეს ხსენების დღეს!

წმიდა მოციქულნი პეტრე და პავლე გამოირჩევიან დიდი რწმენით, სიყვარულითა და თავდადებით; გამოირჩევიან ადამიანური დიდი ღირსებებით. ეს არის ორი საოცარი სვეტი აღმართული ქვეყნიდან ზეცამდე. უფალმა წმიდა მოციქულ პეტრეს შემთხვევით არ უბოძა ეს სახელი, რაც კლდეს ნიშნავს. სახარებაში ვკითხულობთ: „ამა კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას." ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ პეტრეს რწმენაზე აშენდა ეკლესია. წმიდა ეკლესია დაფუძნებულია სხვა მოციქულებზეც. ყველა მოციქული არის კლდე, მაგრამ მოციქულთა შორის გამორჩეულია წმიდა პეტრე და პავლე. საოცარი თვისებები ახასიათებს პეტრეს! იგი მუდამ პირველია. როგორი მკვეთრი და ნათელი პასუხი გასცა მან მაცხოვრის შეკითხვას: ვინ ვარ, - რას ფიქრობს ჩემზე ხალხიო? მოციქულებმა მიუგეს: ზოგი ამბობს წინასწარმეტყველიაო, ზოგს ელია ჰგონიხარ. მაშინ უფალი მეორედ ეკითხება მათ: „და თქვენ ვინ გგონივართ?" ყველა მოციქულის სახელით პეტრე მიუგებს: „შენ ხარ ქრისტე, ძე ღვთისა ცხოველისა!" ე.ი. იგი აღიარებს უფალ იესო ქრისტეს ძედ ღვთისად. უფალი იესო ამაზე დასძენს: „ეს გამოგიცხადა შენ მამა ზეციერმა."

რა არის საჭირო იმისათვის, რომ მამა ზეციერმა გამოგვიცხადოს ნება ღვთისა. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა სიწმინდე: გული წმიდა და სული წრფელი; წმიდა გულში ჭეშმარიტი სარწმუნოება უნდა სუფევდეს, უნდა გვქონდეს სიყვარული და განცდა თვისთა ცოდვათა. რომელსაც გააჩნია „განცდაი თვისთა ცოდვათა", მას აქვს თავმდაბლობა და ის საოცარი თვისება, რომ აღარ განიკითხოს სხვა. ეს კი საჭიროა იმისთვის, რომ უფალი სუფევდეს ადამიანის გულში და ამით შეიცნობს, თუ რაშია ჭეშმარიტება. ფსალმუნში წერია: „მაუწყე მე უფალო გზაი, რომელსაცა ვიდოდე, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი." უფალმა უნდა გვიჩვენოს გზა, რომელსაც უნდა დავადგეთ. მრავალი გზა იშლება ჩვენს წინაშე. ერთია ფართო, მეორე - ნაკლებად ფართო, ზოგი - ვიწრო, ზოგიც - ძალიან ვიწრო. უფალმა უნდა გვიჩვენოს ის გზა, რომელიც ჩვეთვისაა საცხოვნებელი და შეესაბამება ჩვენს ძალებს. თუ ადამიანს სულიერი ძალა არ გააჩნია, იგი ვერ ივლის ვიწრო გზით. ისეც ხდება, რომ როცა მონასტერში მოვა მორჩილი, ცდილობს თავის თავს რაღაც განსაკუთრებული კანონი დაადოს: უჭმელობა ან მეტისმეტად ხანგრძლივი ლოცვები, მძიმე მოღვაწეობა, რაც არასწორია. მათ შესახებ წმიდა მამები გვაფრთხილებენ, რომ დროულად შევაჩეროთ ისინი, რადგან ადიან ისეთ სალ კლდეზე, საიდანაც აუცილებლად გადმოვარდებიან. სულიერი ცხოვრება მოიპოვება არა ერთი დღით, ერთი ლოცვით და ერთი მარხვით, არამედ მთელი ცხოვრებით. ცხოვრება მძიმეა. იგი სულ დაცემისა და ადგომისაგან შედგება. ადამიანი მრავალგზის ეცემა და ისევ დგება, სინანულით, აღსარებით და ზიარებით. მაგრამ ეშმაკს არ ძინავს და იგი ცდილობს, რომ კვლავ დასცეს ის ადამიანი. ასე გრძელდება მის გარდაცვალებამდე.

გავიხსენოთ თუნდაც წმიდა მოციქული პეტრე, რომელიც იყო კლდე, თავისი რწმენითა და მოქმედებით, იგი ეუბნება უფალს: ყველა რომ განგეშოროს, მე არ დაგტოვებ შენ. უფალი კი ხედავდა მის ადამიანურ სისუსტეთ და ეუბნება: „ვიდრე მამალი იყივლებდეს, სამგზის უარმყოფ მე". და მართლაც, ასეთი მტკიცე რწმენის ადამიანი სამჯერ ასეთ სისუსტეს ავლენს.

ან რა ვთქვათ იუდას შესახებ? როცა უფალმა მოუწოდა მოციქულებს, ყველას მისცა სასწაულთმოქმედების სულიერი ძალა: ლოცვით მშიერთ აპურებდნენ, მიცვალებულებს აღადგენდნენ, სნეულებს კურნავდნენ. ასეთი მადლი მიეცა იუდა ისკარიოტელსაც. იუდა ხედავდა არა მარტო მაცხოვრის სასწაულებს, თავადაც იქმოდა მათ იესო ქრისტეს სახელით, მაგრამ ამანაც არ უშველა, რადგან ღვთის სიყვარული და თავმდაბლობა არ ჰქონდა; ადამიანს არასდროს არ უნდა ეგონოს, რომ რაიმეს თავისით მიაღწია და სხვაზე აღმატებული გახდა. ამიტომ წერს პავლე მოციქული: „ცოდვილთაგან პირველი მე ვარ."

თქვენ იცით, პეტრე მოციქული ძალიან ბევრს მოღვაწეობდა და ბოლოს, ძირითადად, რომში იყო, როცა ქრისტიანების საშინელი დევნა დაიწყო, მოწაფეებმა ურჩიეს, დროებით გასულიყო რომიდან. როცა პეტრე მოციქული ქალაქის გალავანს გასცდა, დაინახა, რომ ვიღაც რომისკენ მოდიოდა. რომ მიუახლოვდა, მასში უფალი იესო ქრისტე იცნო, რომელსაც ჯვარი მიჰქონდა (ამ დროს უფალი იესო ქრისტე უკვე ზეცად იყო ამაღლებული და ეს იყო ხილვა). პეტრე მოციქული ეკითხება უფალს: „სად მიდიხარ?" უფალი პასუხობს: „მივდივარ რომში, რათა მეორედ ვეცვა ჯვარს!" ამ სიტყვების შემდეგ მაცხოვარი გაუჩინარდა. ეს მითითება პეტრე მოციქულმა ღვთისგან მიიღო, რათა დაბრუნებულიყო რომში, სადაც ჯვარს აცვამდნენ. ასეც მოიქცა, მაგრამ როგორ გაძლიერდა! სად გაქრა ის შიში, რომელიც ადრე ჰქონდა?! შეპყრობის შემდეგ პეტრე მოციქულმა, ჯალათებს უთხრა: „მე რა ღირსი ვარ, ჯვარს ვეცვა ისე, როგორც უფალი იესო ქრისტე, არამედ თავდაღმა გამაკარით". და ვიდრე ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, ღაღადებდა: „იესო ქრისტეა ჭეშმარიტი ღმერთი!"

სულ სხვა პიროვნებაა პავლე მოციქული. მას ძალიან კარგი განათლება ჰქონდა მიღებული ფარისევლების დიდ მასწავლებელთაგან და თვითონაც ამ ფენას ეკუთვნოდა. ჩვენს დროში ფარისეველი დამამცირებელი სიტყვაა; მაშინ კი ეს კასტა გამორჩეული იყო, როგორც თავადები. ეს იყო ძალიან განათლებული ხალხი. ამასთან, პავლე მოციქულს კიდევ ერთი უპირატესობა ჰქონდა სხვა მოციქულებზე, მას შთამომავლობით ჰქონდა რომის მოქალაქეობის წოდება. ქრისტეს სჯულზე მოქცევით სავლე პავლედ იქცა და თავისი ნიჭით ქრისტეს სამსახურში ჩადგა. როცა პავლე ამის გამო შეიპყრეს, თავი მოჰკვეთეს, რადგან ასეთი სიკვდილი უფრო საპატიოდ იყო მიჩნეული (რომის მოქალაქის ჯვარცმა არ შეიძლებოდა, რადგან ეს იყო სიკვდილით დასჯის დამამცირებელი ფორმა).

აი, ასეთი ძალიან რთული ცხოვრება განვლეს წმიდა მოციქულებმა პეტრემ და პავლემ. ისინი დადიოდნენ ქალაქებში, სოფლებსა და დაბებში და უშიშრად აცხადებდნენ, რომ იესო ქრისტე არის ძე ღვთისა ცხოველისა და მისი უნდა ერწმუნა ხალხს. ამასთან, პავლე მოციქული მოგზაურობდა წარმართთა შორისაც და ქადაგებდა სახარებას.

ამ მოციქულებს ძალიან მოკლე ტროპარი აქვთ: „მოციქულთა თავნო და ყოვლისა სოფლისა მოძღვარნო, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრენით, რათა მოსცეს სოფელსა მშვიდობა და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა." როგორ სჭირდება დღეს ქვეყანს მშვიდობა! როგორ ღელავს დღეს მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველოც. მაგრამ ღმერთი მოწყალეა; იგი მოგვანიჭებს მშვიდობას და ჩვენს სულებს დიდ წყალობას!

კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს! ლოცვა-კურთხევა წმიდა პეტრესა და პავლესი სუფევდეს თქვენზე და მთელს საქრთველოზე! მინდა შევთხოვო მოციქულებს, რომ მათი ლოცვით სამშობლოში დაბრუნდნენ უცხოეთში მცხოვრები ქართველები და გაძლიერდეს ჭეშმარიტი რწმენა და მოგვეცეს მშვიდობა!

ათორმეტთა მოციქულთა ლოცვით, ღმერთმა დალოცოს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი" №26(284), 2004 წ.
წმიდა მოწამენი: მე...
მღვდელმოწამე ალექს...
წმიდა მოწამენი: აბ...
ღირსი ბენედიქტე
წმიდა მოწამენი ადრ...
როგორ ვიზრუნოთ მიც...

გფარავდეს წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი

დათვალიერება...

ღვთისმშობელი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ნინო

დათვალიერება...

ღვთისმშობელი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

ღვთისმშობელი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მიქაელ მთავარანგელოზი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ბერი პაისი ათონელი

დათვალიერება...

გფარავდეს ცხოველსმყოფელი ჯვარი უფალისა

დათვალიერება...

ქრისტე აღსდგა

დათვალიერება...

წიგნი – წმიდა მამა გაბრიელის დარიგებანი

დათვალიერება...

წმიდა ნინო გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

მე მიყვარს საქართველო

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა სერაფიმ საროველი

დათვალიერება...

ცხრა ნეტარება

დათვალიერება...