მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი




აღდგომა
მოძღვრება წმიდა დავით აღმაშენებლის დღეს

მარჯვნივ
მარცხნივ



ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები


ღელეს ამომკვდართასა მტვერიცა არა წარხდეს და არა განქარდეს საუკუნოდ. და მას შემდეგ რაც ეს განადგურებული გორაკი აღმაღლებულ იქნა მაცხოვრის ჯვარით და განდიდებული ქრისტიანთა კეთილმოშიში მოწიწებით, მის ბედ-იღბალს ისეთი დამანგრეველი გარემოებანი ახლდა თან, რომელთა ძალითაც თვით გოლგოთას სახელის ხსენებაც კი შეიძლებოდა სრულიად გამქრალიყო.

მაგრამ ღმერთის განგებულების საიდუმლო მოქმედებით თვით ამ გარემოებებმა შეუწყვეს ხელი იმის აღსრულებას, რომ საუკუნოდ არ განქარვებულიყო და არ წარხოცილიყო წმიდა ადგილი. იმისთვის, რომ შეენელებინათ ქრისტიანთა მოწიწება სიწმიდისადმი, იუდეველები ცდილობდნენ შეურაცხ-ეყოთ იგი. უფლის საფლავის კლდე ღრმად დამარხეს მიწაში, გოლგოთაზეც სულ უფრო და უფრო მატულობდა მიწაყრილები. წარმართებმა მასზე ვენერას საკერპე ბომონი აღმართეს, ხოლო მაცხოვრის საფლავის თავზე - იუპიტერის ბომონი. და ეს უკეთურნი ვერ ხვდებოდნენ, რომ თავიანთი ამ ქმედებებით ისინი, თითქოსდა, წინასწარგანზრახულად ცდილობდნენ შეენარჩუნებინათ ქრისტიანული სიწმიდე. მიწაყრილები ძეგლებად ადგა მათ თავს, ხოლო საკერპე ბომონები თითქოს დაიცავდნენ მათ განსაზღვრულ დრომდე. წმიდა მოციქულთა სწორმა დედოფალმა ელენემ, კონსტანტინე დიდის დედამ, რომელიც იერუსალიმში ჩამოვიდა და გოლგოთასთან დაკავშირებული ყველა გადმოცემა შეკრიბა, ამ გადმოცემათა შესაბამისად გაათხრევინა წმიდა ადგილი, მოაშლევინა საკერპე ბომონები და მიწის სწორედ იმ ფენამდე მივიდა, რომელიც განწმედილი იყო ღვთაებრივი მოწამის ტერფებით და შეფერილი მისი წმიდა სისხლით. გოლგოთას ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი - მაცხოვრის ვნებისა და სიკვდილის ადგილი, უფლის აღდგომის ვრცელ ტაძარშია მოქცეული. დიდ ტაძარშივეა მცირე ეკლესიაც, აშენებული ზუსტად იმ ადგილას, სადაც უფლის ჯვარი იყო აღმართული. საყდრის-ტრაპეზის ქვეშ ის ღიობია, რომელშიც ჯვარის ქვედა ნაწილი იყო მიწაში ჩაფლული. აქ ორი მხრიდან, გვერდებიდან შეუძლიათ კეთილმოშიშ მორწმუნეებს მიეახლონ ამ ადგილს და თაყვანი სცენ. აქვეა, მარჯვენა მხარეს, სხვა ღიობიც - გოლგოთას მთის ნაპრალი, რომელიც უფლის სიკვდილის ჟამს მომხდარი მიწისძვრისაგან გაჩნდა. საყდრის მარჯვენა მხარეს იატაკზე მონიშნული ოთხკუთხედი მიგვითითებს იმ ადგილზე, სადაც უკეთურმა იუდეველებმა ჯვარს-აცვეს მაცხოვარი და ხელ-ფეხი ლურსმნებით მიუმსჭვალეს მასზე. გოლგოთას თხემზე ეკლესიის საკურთხევლიდან (იგი აგებულია იოანე წინამორბედის სახელობაზე) გამავალი კარებიდან ლოდები ჩანს - კლდის ნამსხვრევები, რომლებიც მაცხოვრის სიკვდილის ჟამსაღსრულებული მიწისძვრის შედეგად გაჩნდა. გოლგოთას დანარჩენი ნაწილი ტაძრის გარეთ მდებარეობს.

აქ, გოლგოთაზე უფალი ჩვენი იესო ქრისტე აცვეს ჯვარს, მასთან ერთად კი - მარჯვენა და მარცხენა მხარეს - ორი ავაზაკი, რომლებიც სხვადასხვა ბოროტმოქმედებისათვის იყვნენ განსჯილნი.

„და დაწერა პილატე ფიცარი და დასდვა ჯუარსა მას ზედა. და იყო წერილი ესრე: იესუ ნაზარეველი, მეუფე ჰურიათაი. ესე ფიცარი მრავალთა ჰურიათა აღმოიკითხეს, რამეთუ მახლობელ იყო ქალაქსა ადგილი იგი, სადა ჯუარს-აცუეს იესუ. და იყო წერილი ებრაელებრ და ჰრომაელებრ და ბერძლ" (მუხლები 19-20).

პილატემ საგანგებო ფიცარზე ჯვარცმულის დანაშაულის გადმომცემი წარწერა გააკეთა და ეს ფიცარი იესოს თავს ზემოთ მიამაგრეს ჯვარზე (მათე 27,37). იგი, ალბათ, პრეტორიაშივე გაამზადეს, მას შემდეგ, რაც უფალ იესოს ჯვარცმა საბოლოოდ გადაუწყვიტა პილატემ, ასე, რომ წარწერის გამო კამათიც მღვდელმთავრებსა და პილატეს შორის იქვე გაიმართებოდა (მუხლები 21-24). ეს წარწერა, რომელიც, შესაძლოა, პილატემ თავისი ხელით დაწერა, ღაღადებდა: იესუ ნაზარეველი მეუფე ჰურიათაი, და ესეც პილატემ იმ აზრით დაწერა, როგორითაც მანამდე უთხრა სინედრიონის წევრებს აჰა, მეუფე თქვენიო. და ამაში ცხადად გამოსჭვიოდა გაბოროტებული დაცინვა და აბუჩად აგდება უფალ იესოსი, რომლის ნაგვემსა და შეურაცხყოფილ შესახედაობას, დამცირებულსა და შეგინებულს ურჯუკ იუდევედლთაგან, სულ არ შეეფერებოდა ქვეყნიური მეფის სახელწოდება, მეფისა, ვინც შეიძლებოდა სახიფათო ყოფილიყო რომაული ხელისუფლებისათვის.

„ხოლო დგეს ჯუარსა მას თანა იესუისსა დედაი მისი დაი დედისა მისისაი, მარიამ კლეოპაისი, და მარიამ მაგდალენელი" (მუხლი 25).

მარიამ კლეოპასი იოსებ დამწინდველის ასული იყო; ეგვიპტიდან იოსების დაბრუნების შემდეგ იგი ცოლად გაჰყვა მის ნათესავს კლეოპას, რის გამოც იწოდა კიდეც ასე - „მარიამ კლეოპასი" და ღვთისმშობლის დად მიიჩნევა, როგორც იოსების, მისი დამწინდველის, ნათესავის ცოლი, რადგან იოსებიც ხომ ქალწული მარიამის ქმრად ითვლებოდა. უფლის ჯვართან, უმთავრესად დედაკაცები დგანან. როგორც იოანე ოქროპირი შენიშნავს, „უძლური სქესი მაშინ უფრო მეტად მხნე, გაბედული აღმოჩნდა".

აი, ყოველთვის თითქმის ასეთია ქალის მნიშვნელობა და ქმედება, როგორადაც და რისთვისაც შეჰქმნა იგი უფალმა, რამეთუ ბრძოლისათვის კი არ არის იგი შექმნილი, არამედ დამშვიდებისათვის, ნუგეშის ცემისათვის, ტანჯვათა შემსუბუქებისათვის.

„ხოლო იესუ ვითარცა იხილა დედაი თვისი და მოწაფე იგი, რომელი უყუარდა, წინაშე მდგომარენი, ჰრქუა დედასა თვისსა: დედაკაცო, აჰა ძე შენი! და მერმე მოწაფესა მას ჰრქუა: აჰა დედაი შენი! და მიერითგან წარიყვანა იგი მოწაფემან მან თვისთა თანა" (მუხლები 26-27).

უკვე იწურება ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ქვეყნიური, კაცობრივი ცხოვრების ჟამი, მის სიკვდილამდე წუთებიღაა დარჩენილი:მისი უკანასკნელი განკარგულებანი გამოხატავს ამაღელვებელ მზრუნველობას თავის დედაზე. მაგრამ ადამიანი უკვე ასრულებს თავის არსებობას. ხორცისაგან გაყრადი ღმერთი ამბობს ამას; იგი თავის დედას დედაკაცად ხმობს, რითაც მიუთითებს, რომ უკვე ირღვევა დედასა და ძეს შორის არსებული ხორციელი კავშირები. უფალი თავის საყვარელ მოწაფეზე მიუთითებს და ეუბნება თავის დედას: „აჰა ძე შენი". ეს მოწაფე ღვთისმშობელს მას სანაცვლოდ კი არ ეძლევა, არამედ, ღმერთის ბრძანებით მის ნამდვილ ძედ შეიქნება.

„ამისა შემდგომად იხილა იესუ, რამეთუ ყოველივე აღსრულებულ არს. და რაითა აღესრულოს წერილი იგი, თქუა: მწყურის... ხოლო ჰურიათა მათ, რამეთუ პარასკევი იყო, რაითა არა დაადგრეს გუამი მისი ჯუარსა ზედა შაბათადმდე, რამეთუ იყო დიდ დღე იგი შაბათისაი მის, ჰკითხეს პილატეს, რაითა წვივნი მათნი განუტეხნენ და გარდამოიხუნენ" (მუხლები 28-31).

ჩაიდინეს რა გაუგონარი ბოროტმოქმედება - ღმერთის მკვლელობა, იუდეველები, რომელთაც უგულებელჰყვეს ყველაზე მთავარი სჯულში - სამსჯავრო და სამართალი, უფლის ჯვარცმის შემდეგაც კვლავ მხოლოდ სჯულის გარეგან ზედმიწევნით აღსრულებას ცდილობდნენ: მოსეს სჯული განაწესებდა სიკვდილით დასჯილი ბოროტმოქმედის იმავე დღეს, მზის ჩასვლამდე დამარხვას (II სჯული 31,22-23). სჯულის ამ დადგინების შესრულებას იუდეველებს ახლა განსაკუთრებულად აიძულებდა ის გარემოება, რომ მეორე დღეს პასექის დღესასწაული იყო, ხოლო ამავე დღის საღამოთი აუცილებელი იყო საპასექო კრავის დაკვლა. ამიტომ მათ უჯეროდ მიიჩნიეს ნათელი დღესასწაულის შებღალვა სამწუხარო სახილველით და თავიანთი დანაშაულის ნაკვალევის წაშლა მოისურვეს. და აი, რაკი თავად არ შეეძლოთ განკარგულება გაეცათ სიკვდილით დასჯილთა სხეულების ჯვართაგან ჩამოხსნისა და დამარხვის შესახებ, ამიტომ არ შერცხვენიათ კვლავ პილატესათვის მიემართათ ახალი არაადამიანური თხოვნით. რაკი გამოცდილებით იცოდნენ, რომ ჯვარცმულნი დიდხანს იყვნენ ხოლმე ცოცხალნი ჯვარზე, მათ სთხოვეს რომის პროკურატორს ნებართვა, რათა წვივები გადაეტეხათ მათთვის - ამ გზით დაეჩქარებინათ მათი სიკვდილი და ჩამოეხსნათ ისინი ჯვართაგან.

„მოვიდეს ერისაგანნი იგი და პირველისანი მის განუტეხნეს წვივნი, და ერთისაი მის ეგრეთვე, რომელნი ჯუარ-ცუმულ იყვნეს მის თანა. 33. ხოლო მო-რაი-ვიდეს იესუისა და იხილეს იგი, რამეთუ მომკუდარ იყო, არა განუტეხნეს წვივნი მისნი, 34. არამედ ერთმან ერისაგანმან ლახურითა უგუმირა გუერდსა მისსა, და მეყსეულად გარდამოხდა სისხლი და წყალი" (მუხლები 32-34).

იოანეს მონათხრობიდან ჩანს, რომ ეს მეომრები - სინედრიონის ახალ ბრძანებათა აღმასრულებელნი - იგივენი როდი იყვნენ, ვინც ჯვარს-აცვა იესო და იცავდა მის სხეულს. იმათ კარგად დაინახეს, რომ იესო მოკვდა; განსაკუთრებით კი მათზე იმოქმედა მისი სიკვდილის ჟამს აღსრულებულმა ნიშებმა (მათე 27,54) - მზის დაბნელებამ, მიწისძვრამ. ამათ კი მხოლოდ მას შემდეგ დაინახეს იესო მკვდარი, რაც სინედრიონის ბრძანების აღსასრულებლად მოვიდნენ მასთან. და რა მოიმოქმედეს მათ? როცა მეომრებმა დაინახეს იესოს უსიცოცხლო სხეული, რასაც ცხად-ჰყოფდა მისი გვერდზე გადაგდებული თავი, ჩამქრალი მზერა, სრული უმოძრაობა და ისიც, რომ იგი აღარ სუნთქავდა, და დარწმუნდნენ, რომ მისი სული უკვე გაყროდა სხეულს, მათ აღარ ისურვეს მკვდარი სხეულის ქენჯნა და მისთვის წვივთა გადატეხვა. მხოლოდ ერთმა მეომარმა, რაკი არ უნდოდა არც თავისთვის და არც სინედრიონისათვის დაეტოვებინა საბაბი დაეჭვებისათვის იესოს სიკვდილში, ლახვრით-შუბით უგმირა მას გვერდში, საიდანაც სისხლი და წყალი გადმოიღვარა. თვით იარაღი და დარტყმის ძალა გვიჩვენებს, რომ ეს ძგერა შუბით სასიკვდილო იყო. ჭრილობის სიღრმე და სიდიდე ჩანს მოციქულ თომას სიტყვებიდან: მაცხოვრის ხელთა და ფერხთა ჭრილობების მოსინჯვა მას თითებით სურდა, ხოლო გვერდში მიყენებულ ჭრილობაში ხელის შთადებას აპირებდა, რათა დარწმუნებულიყო, რომ უფალი იესო ნამდვილად აღდგა მკვდრეთით (იოანე 20,25,27). ამგვარი დარტყმის შემდეგ შუბით, როცა მას არ მოჰყვა სხეულის არანაირი მოძრაობა, ნებისმიერი მტერი დარწმუნდებოდა, რომ ჯვარცმული უკვე მკვდარი იყო. და ბოლოს, იესოს გვერდიდან გადმოღვრილი სისხლი და წყალი ექიმსაც არ დაუტოვებდა არანაირ ეჭვს იმაში, რომ იესო უკვე მოკვდა, ამასთან დიდი ხნის წინ გაციებული სხეულიდან სისხლი არ გადმოიღვრება. სისხლის დაშლა ყველა გარდაცვლილში ერთსა და იმავე დროს როდი იწყება მაგრამ არც ერთ გარდაცვლილში არ იწყება იგი სიკვდილიდან თხუთმეტ წუთზე ადრე. ამრიგად, იესოს განგმირული გვერდიდან გადმოღვრილი სისხლი და წყალი თავისთავად მოწმობდნენ, რომ იგი მოკვდა სულცოტა თხუთმეტი წუთით ადრე განგმირვამდე.

„და რომელმან იხილა, წამა, და ჭეშმარიტ არს წამებაი მისი" (მუხლი 35).

წმიდა იოანემ საჭიროდ ჩათვალა საკუთარი თავი წარმოეჩინა უფალ იესოს გვერდის განგმირვისა და სისხლისა და წყალის წარმოდენის უშუალო მოწმედ. იგი მკითხველთა ყურადღებას მიაპყრობს ამაზე, როგორც ძალზე მნიშვნელოვან მოვლენაზე. რატომ არის ასე? - წმიდა იოანეს მოწმობას ორ გარემოებასთან აქვს კავშირი. ჯერ-ერთი, სახარებისმიერი თხრობიდან ვიცით, რომ თომას არ უნდოდა სხვაგვარად ერწმუნა მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომა, თუ არა ხელთა შთადებით იესოს განგმირული გვერდის ჭრილობაში. და თუკი უფლის მკვდრეთით აღდგომის ისტორიაში მეტად მნიშვნელოვანი გარემოება იყო იესოს განგმირული გვერდი, ამდენად უფლის ვნების ისტორიაშიც წმიდა იოანე საგანგებო ყურადღების გარეშე ვერ დატოვებდა იმას, თუ როგორ და ვის მიერ, ვისი თანდასწრებით მოხდა უფლის გვერდის განგმირვა. მეორეს მხრივ თავის ეპისტოლეში წმიდა იოანე წერს: „და ყოველმან სულმან, რომელმან არ აღიაროს იესო ქრისტე ხორციელად მოსრული, იგი არა ღმრთისაგან არს" (I იოანე 4,3) და შემდეგ ამ სიტყვების განსამართლებლად ამბობს: „ესე არს, რომელი მოვიდა წყლითა და სისხლითა, იესუ ქრისტე, არა წყლითა ხოლო, არამედ წყლითა და სისხლითაცა" (იქვე,5,6), ანუ იგი გოლგოთის სწორედ იმ მოვლენაზე მიუთითებს, რომლის შესახებაც სახარებაში საგანგებოდ აღნიშნა. მაშასადამე, წმიდა იოანეს აზრით, სისხლის და წყლის წარმოდენა მაცხოვრის განგმირული გვერდიდან იმის დამამტკიცებელია, რომ იესო ქრისტე იყო და არის რა ჭეშმარიტი ძე ღმრთისა, საუკუნო სიტყუა მამისა, ამავე დროს, იყო და არის ჭეშმარიტი ადამიანიც.

 

II. აი, ესაა უფალ იესოს განსჯისა და მისი ჯვარზე სიკვდილის ისტორია, რომელიც თავიდან ბოლომდე ღრმად სამოძღვრებოა ჩვენთვის.

ა) პირველ ყოვლისა ჩვენს ყურადღებას იპყრობს პილატეს შეგნებისა და მოქმედების არათანახმიერობა - აღიარებდა რა უფალს უდანაშაულოდ, მან მაინც სასიკვდილოდ განსაჯა იგი (მუხლი 16). რამ აიძულა იგი ასე უკანონოდ გადაეწყვიტა საქმე? მხოლოდ თნებამ და დამყოლობამ იუდეველთა წინაშე. აი, სადამდე შეიძლება მიიყვანოს ადამიანი სურვილმა სხვათა ამებისა. თითქოსდა მაამებლობა ყველაზე ნაკლებ შეიძლება ვნებდეს ადამიანებს. აკი იმიტომაც ეწოდება მას მაამებლობა, რომ სურს აამოს ადამიანებს, ის მოიმოქმედოს, რაც მათთვის სასურველია; მაგრამ სინამდვილეში, უფრო ხშირად სრულიად საპირისპირო გამოდის ხოლმე და ეს იმის გამოა ასე, რომ საფუძვლად მას, ჩვეულებრივ, ქრისტიანული სიყვარული კი არ უდევს, არამედ კაცობრივი თავმოყვარეობა; არა სახარებისმიერი უარყოფა საკუთარი თავისა, თავდადება, არამედ მზაკვრული თნება საკუთარი თავისა; ამიტომ იგი ეძიებს, უმთავრესად, საკუთარ თავს აამოს, ხოლო თუკი სხვებსაც აამებს, არა ყველას და თითოეულის მიმართ იქმს ამას, არამედ მხოლოდ ზოგიერთთა მიმართ! და თანაც უბრალოდ, არაფრის გულისთვის კი არ აამებს, არამედ უსათუოდ რაღაც ანგარიშით, რაღაც გამორჩენის მიზნით. რამეთუ საკუთარი თავის თნება და კიდევ ვინმეს მიმართ მაამებლობა ხშირად მხოლოდ სხვათათვის ზიანის მიყენების გზით შეიძლება. პავლე მოციქულმა ასე თქვა საკუთარი თავის შესახებ: „უკუეთუმცა კაცთაღა სათნოვე-ყოფოდე, ქრისტეს მონამცა არა ვიყავ" (გალატ. 1,10). დიახ, ქრისტეს მონობა არ შეუძლია იმას, ვინც ვიღაცის მაამებლობის გამო სიმართლეს არ ამბობს იქ, სადაც ჯერ არს სიმართლის თქმა, და ამბობს სიცრუეს და უმართლობას, რომლის თქმაც არასდროს და არავის მიმართ არა ჯერ-არს, ვინც ლიქნითა და მაამებლობით იკვალავს გზას ცხოვრებაში და ამ გზაზე სვლისას არ ინდობს ნებისმიერი შემხვედრი ადამიანის არც სახელს, არც ღირსება-პატივსა და არც კეთილდღეობას; - ვინც ვიღაცის მაამებლობის გამო შიშობს სიტყვა თქვას აბუჩად აგდებული და გინებული სარწმუნოების დასაცავად და თავადაც მზად არის მის მაგინებლებს ამოუდგეს გვერდში. მაშ, ყოველთვის გვახსოვდეს მოციქულის ეს სიტყვა, და განვაგდოთ ჩვენგან ყოველგვარი მაამებლობა, სულმდაბლობა, ლიქვნა, პირფერობა, ქვემძრომობა, როგორც საწინააღმდეგონი ჩვენი ქრისტიანული მოწოდებისა. „სასყიდლად სყიდულ ხართ", - გვეუბნება იგივე მოციქული, - ღმერთის ძის სისხლის საფასურადო, და ამიტომ „ნუ იქმნებით მონა კაცთა" (I კორინთ. 7,23).

ბ) დღეს წაკითხულ სახარებაში ჩვენ ვხედავთ, აგრეთვე, იუდეველთა საზარელ სიძულვილს უფალ იესოსადმი, რომელთაც, მიუხედავად მისი უდანაშაულობისა და მათ მიმართ გამოჩენილი მრავალი დიდი კეთილმოქმედებისა, მაინც მიაღწიეს მის სასიკვდილოდ განსჯას. რა იყო მიზეზი ასეთი განძვინებული სიძულვილისა?ყოველთვის, როცა საღმრთო სიწმიდე შემოვალს ბოროტსა ზედა მდგომ ამა ქვეყანად, იგი თავის წინააღმდეგ გარდაუვლად აღძრავს მრისხანებას, და როგორი მშვიდი და უწყინარიც არ უნდა იყოს იგი, მაინც ვერ აიცილებს თავიდან ამა ქვეყნის სიძულვილს.

და ეს ადვილი გასაგებია. რა შეიძლება ნათელზე უფრო წმიდა და კეთილისმყოფელი იყოს?! რა დიდი სიხარული მოაქვს მას იმათთვის, ვინც წყვდიადის შემდეგ, საზარლობებით აღსავსე გრძელი ღამის შემდეგ ხედავს ნათელს! როგორ იტაცებს იგი ბნელ საპყრობილეში ჩაგდებული ტყვის მზერას, რომელიც დიდი ხანია მოკლებულია მის საამო ელვარებას! მაგრამ აბა, თუნდაც ერთი სხივი დაეცეს სნეულ თვალს. როგორ მწვავედ გააღიზიანებს მას და მეტად მგრძნობიარე ტანჯვას სწევს, ისე, რომ უჯობს განეშოროს ნათელს და კვლავ სიბნელეს მიუბრუნდეს. იგივე ხდებაზნეობრივ სამყაროშიც: ჩვენი სულის თვალი სნეულია, და სიწმიდის ხილვა ამ თვალს გვიბრმავებს; და რაც უფრო მბრწყინავია ეს სიწმიდე, მით უფრო დიდ გაღიზიანებას იწვევს სულის სნეული თვალისა. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ეს საღმრთო სიწმიდე, მანამდე აქა-იქ მბრწყინავ წერტილებად გამოვლენილი ამქვეყნად, ამჯერად მთელი თავისი სისრულით ხორციელ-იქმნა და მთელის ელვარებით გამოეცხადა ქვეყნიერებას; წარმოიდგინეთ, რომ ეს ხორციელ-ქმნადი და განკაცებული სიწმიდე ისეთი მანკიერებებით აღსავსე მსოფლიოს წიაღში გარდამოხდება, როგორიც ჩვენია. და როგორ გგონიათ, როგორ მიიღებენ მას? - მე უყოყმანოდ ვიტყვი, რომ ფარული, მაგრამ მგზნებარე და სულ უფრო მზარდი სიძულვილი აღიძვრება მრავალთა სულში, რომელთაც გააღიზიანებთ მისი ნათელი, და ახლაც, ისევე, როგორც მრავალი საუკუნის წინათ, ნებაყოფლობითი ბრმები, პრეტორიის ეზოში შეკრებილ იუდეველთა მსგავსად დაიწყებდენ ღაღადს: აღიღე იგი, მოგვაშორე!

გ) კვალად, ჩვენს ყურადღებას იქცევს ქრისტეს მორწმუნე და თაყვანის-მცემელ დედათა არაჩვეულებრივი სიმხნევე, რომელნიც არ შეუშინდნენ მისი სიკვდილით დასჯის ადგილზე მოსვლას და აქაც დაუფარავად გამოუვლენენ მას სიყვარულისა და თანაგრძნობის ნიშნებს (მუხლი 25). და კეთილმსახურ დედათა მიბაძვით ჩვენც ასევე ყოველთვის მხნენი და გაბედულნი უნდა ვიყოთ, რამეთუ სულის სიმხნევე მრავალი სათნოების მიზეზად შეიქნება ხოლმე. ამიტომაც მოსე ასეთ მცნებას დაუდებს თავის მოწაფეს - იესუ ნავეს. „მხნე იყავ, განძლიერდი, რამეთუ შენ წარუძღვე ერსა ამას! ".. (II სჯული 31,7); ასევე დავითიც ეუბნება თავის ძეს სოლომონს: „განძლიერდი და მხნე იყავ, ნუ გეშინინ და ნუცა შესძრწუნდები, რამეთუ უფალი ღმერთი ჩემი შენ თანა არს!" (I ნეშტთა 28,20) და პავლე მოციქულიც გვეუბნება ჩვენ, ყველას: „მღვიძარე იყვენით, მტკიცედ დეგით სარწმუნოებასა ზედა, მხნე იყვენით და განძლიერდით!" (I კორინთ. 16,13). და ამას ისინი იმის გამო ამბობენ, რომ სიმხნევეზე ძალზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. უმისოდ ჩვენ, ხშირად, სულ მცირედის მოქმედებაც კი არ ძალგვიძს. ამაში ყოველ ჩვენგანს შეუძლია გამოცდილებით დარწმუნდეს. როცა, ზოგჯერ ცოდვით დაეცემი, ღმერთი თავისი გამოუთქმელი კაცთმოყვარეობით, განათლებას მოგმადლის, და შენც გადაწყვეტ სინანულს მიმართო. მაგრამ შენს გულს შიში შემოეპარება. როგორ შევძლებ წინა აღვუდგე ხორცისმიერ ბრძოლას, როგორ მოვახერხებ მოვიცილო დიდი ხნის ჩვეულება? - გაიფიქრებ მაშინ. მაგრამ თუკი მხნეობით გამაგრდები შენს გადაწყვეტილებაში, მაშინ უსათუოდ გაიმარჯვებ, სძლევ ცოდვას და ნეტარებას დაიმკვიდრებ. და ასეა ხოლმე ყოველთვის. ზოგს ეშინია, არ გავღარიბდეო, და დახმარების ხელს არ უწვდის გლახაკებს, მაგრამ როცა დიდსულოვნებით შემოიზღუდავს თავს და მხნეობით აღივსება, უშიშრად ურიგებს მათ ყოველივე აუცილებელს თავისი ქონებიდან. სხვანი სამარხვო დღეებში ხორცით ძღებიან, რადგან შიშობენ, მარხვამ ჯანმრთელობა არ შეგვირყიოსო, მაგრამ როგორც კი ესენიც სულის მხნეობით აღივსებიან, მაშინვე შესძლებენ ხოლმე მარხვას და ასე აღიშენებენ ცხოვნებას. წმიდა მოციქული პავლე ქადაგებს, რომ ყველა ქრისტიანი ქრისტეს მხგდარია, რის გამოც ასე მისწერს ტიმოთეს: „შენ უკუე ჭირი დაითმინე, ვითარცა კეთილმან მოღუაწემან (მებრძოლმა) ქრისტე იესუისმა"(II ტიმ. 2,3), ხოლო ეფესელებს დამოძღვრავს: „ყოველსა შინა აღიღეთ ფარი იგი სარწმუნოებისაი... და ჩაფხუტი იგი ცხორებისაი დაიდგით და მახვილი იგი სულისაი, რომელ არს სიტყვაი ღმრთისაი" (ეფეს. 5,16-17), იმ მტერთა წინააღმდეგ, რომლებიც გამუდმებით ებრძვიან ქრისტიანებს. ხორციელი გულისთქმის, ცხოვრებისეული ამპარტავნებისა და ეშმაკისმიერი საცთურის წინააღმდეგ. ამიტომაც ვერც სხეულებრივ ბრძოლაში და ვერც სულიერში მხნეობის გარეშე ვერავინ ვერ გაიმარჯვებს. სუსტი მეომარი ვერასდროს ვერ დაამარცხებს მტერს, და სულმოკლე ქრისტიანიც ვერასდროს ვერ სძლევს მის წინააღმდეგ აღმდგარ მტრებს. მხნე მხედარი გამარჯვების ალაფს იღებს, დადიდსულოვანი ქრისტიანიც წარმატებულია სათნოებებში.

დ) დაბოლოს, ღრმად სამოძღვრებოა ჩვენთვის ის მზრუნველობა საკუთარ დედაზე, რაც უფალმა გამოავლინა უმძაფრეს სატანჯველთა შორის. როცა დაინახა ჯვარის წინაშე მდგომი თავისი დედა და საყვარელი მოწაფე, უთხრა დედას: დედაკაცო, აჰა ძე შენი! და შემდეგ იოანეს მიმართა: აჰა, დედა შენი, და ამგვარად განაგო, რომ მის დედას მფარველი ჰყოლოდა და თავშესაფარი ჰქონოდა (მუხლები 26-27).

ამრიგად, მაცხოვარმა ჯვარზე მიმსჭვალულმაც კი არ დაივიწყა თავის ყოვლადწმიდა დედაზე ზრუნვა და თავისი ქვეყნიური ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან წუთებში, როცა აღესრულებოდა მთელი კაცთა მოდგმის გამოსყიდვა მისი წმიდა სისხლის საფასურად, უფალი ესოს ფიქრი თავის დედაზე ზრუნვასაც დასტრიალებდა. და როცა ეს საქმეც განაგო, მან სული ზეციურ მამას მიაბარა. აქედან ჩანს, რომ ოჯახურ მოვალეობებს ღმერთის თვალში უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რამეთუ დამოძღვრა მათს გამო თვით ჯვარიდან მივიღეთ! მეორეს მხრივ, აბა, რა დამსახურება აქვთ, მაგალითად, მშობლებს, თუკი საკუთარი შვილების აღზრდაზე ფიქრობენ? - მაგრამ უფალი რატომღაც მაინც აჯილდოებს მათაც და ყველასაც, ვინც ჯეროვნად აღასრულებს თავის მოვალეობას ოჯახისა და ახლობლების წინაშე. ანდა რა დამსახურება აქვთ შვილებს იმაში, რომ თავის მხრივ, ისინიც სიყვარულითა და მზრუნველობით ეპყრობიან მშობლებს? - მაგრამ მშობელთა პატივისცემისათვის უფალი დიდ ჯილდოს გვპირდება (მე-5 საღმრთო მცნება), და უფალიც ხილულად აჯილდოვებს მშობლებსაც და შვილებსაც, როცა ისინი ჯეროვნად ზრუნავენ ერთმანეთზე. აქედან განა ცხადი არ არის, რომ ოჯახური ცხოვრება დიდად სათნო-ეყოფა ღმერთს?! რამეთუ ყველაზე ბუნებრივ ოჯახურ ურთიერთობებს იგი არა მხოლოდ აკურთხევს ქორწინების საიდუმლოში, არამედ აჯილდოებს კიდეც, და რომ ამიტომ ოჯახური ცხოვნება არამც და არამც არ შეიძლება დაბრკოლებად შეიქნას ჩვენთვის ცხოვრების გზაზე, როგორც ამას ზოგიერთნი ცრუდ ჰგონებენ. განა ოჯახურ ცხოვრებასა და მოვალეობებშია მიზეზი ვინმეს დაბრკოლებისა ცხოვნების გზაზე? - არა და არა. მაგრამ ჩვენ არა გვაქვს უფლება ოჯახისადმი სიყვარული ღმერთისადმი სიყვარულზე მაღლა დავაყენოთ, რამეთუ თვით უფალი გვეუბნება: „რომელსა უყვარდეს მამაი ანუ დედაი უფროის ჩემსა, არა არს იგი ჩემდა ღირს; და რომელსა უყვარდეს ძე ანუ ასული უფროის ჩემსა, იგი არა არს ჩემდა ღირს" (მათე 10,37). მეტი რაღა უნდა ითქვას?! - ანდა თავად იესო ქრისტეს მაგალითი გავიხსენოთ. განა იგი ჯეროვნად არ მიაგებდა პატივს თავის ყოვლადწმიდა დედას? - მაგრამ როცა ერთხელ მისი დედა და ძმები იესოსთან მივიდნენ ერთ სახლში, სადაც ის მრავალრიცხოვან ერს ზეციურ ჭეშმარიტებებს უქადაგებდა და მისი სახლში წაყვანა მოისურვეს, იესომ, ვისაც უთხრეს: შენი დედა და ძმები მოვიდნენ შენთანო, თავის მოწაფეებზე - მოციქულებზე მიუთითა და თქვა: ვინც ჩემი ზეციური მამის ნებას აღასრულებს, ის არის ჩემი ძმაც, დაც და დედაცო. ჩვენთან მიმართებაში ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი ჩვენი მშობლების თუ, საერთოდ, ახლობელ-მეგობრების სურვილები რაიმეთი ხელს შეგვიშლიან ღმერთის მიმართ ჩვენი წმიდა მოვალეობების შესრულებაში, მაშინ არ უნდა დავყვეთ მათ სურვილებს, დაე, თუნდაც უსიამოვნებანიც შეგვხვდეს ამის გამო, და უარვყოთ ისინი. უკიდურეს შემთხვევაში ჩვენ იმის ნებაც კი გვაქვს მოცემული უფლისაგან, რომ მოვიძულოთ კიდეც ჩვენი მშობლები, თუკი ისინი რაიმეში შეეწინააღმდეგებიან ღვთის სიტყვას (ლუკა 14,26). აი, თუკი შევძლებთ და აღვასრულებთ ყოველივე ამას, მაშინ ჩვენი ოჯახი არამც და არამც არ შეგვექნება დაბრკოლებად ცხოვნების გზაზე.

მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო „სადღესასწაულო სახარებათა განმარტება", თბილისი, 2001 წ.

წმიდა მოციქულნი: ტ...
წმიდა წინასწარმეტყ...
წმიდა მოწამე ბიკენ...
წმიდა მოწამენი
წმიდა მოწამენი ადრ...
წმიდა მოწამე აშოტ ...

გფარავდეს წმიდა ილია მართალი ჭავჭავაძე

დათვალიერება...

გილოცავ მარიამობას

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა აღაპიტ პეჩორელი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ქსენია პეტერბურგელი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მამა გაბრიელი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მამა გაბრიელის მადლი და ძალა

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა შიო მღვიმელი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მამა პაისი მთაწმინდელი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა პირველმოწამე თეკლა

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ნოე მართალი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ბერი პაისი ათონელი

დათვალიერება...

ღვთისმშობელი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

წმიდა სალოცავები

დათვალიერება...

ქრისტე აღსდგა

დათვალიერება...

გილოცავ შობა ახალწელს

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ანა წინასწარმეტყველი

დათვალიერება...

ქართველი გმირები

დათვალიერება...