მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი




მოძღვრება ოთხშაბათსა დიდ მარხვის პირველის კვირიაკისასა
სიტყვა პირველსა კვირიაკესა ზედა დიდის მარხვისასა

მარჯვნივ
მარცხნივ



ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები


მსოფლიო ამაღლება უფლის პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვარისა

სახარება იოანესაგან (19, 6-11, 13-20, 25-28, 31-35)

„6. და (მას ჟამსა შინა) ვითარცა იხილეს იგი (იესუ) მღდელთ-მოძღუართა მათ და მსახურთა, ღაღად-ყვეს და თქუეს: ჯუარს-აცუ, ჯუარს-აცუ ეგე! ჰრქუა მათ პილატე: მიიყვანეთ ეგე თქუენ და ჯუარს-აცუთ, რამეთუ მე მაგის თანა ბრალსა არარას ვჰპოებ. 7. მიუგეს ჰურიათა და ჰრქუეს მას: ჩუენ სჯული გუაქუს და, სჯულისა ჩუენისაებრ თანა-აც სიკუდილი, რამეთუ თავი თვისი ძედ ღმრთისა ყო. 8. ვითარცა ესმა სიტყუაი ესე პილატეს, უფროის შეეშინა. 9. და შევიდა კუალად მუნვე ტაძრად და ჰრქუა იესუს: ვინაი ხარ შენ? ხოლო იესუ სიტყუაი არა მიუგო მას. 10. ჰრქუა მას პილატე: მე არას მეტყვია? ანუ არა უწყია, რამეთუ ხელმწიფებაი მაქუს ჯუარს-ცუმად შენდა და ხელმწიფებაი მაქუს განტევებად შენდა? 11. ჰრქუა მას იესუ: არა გაქუს ხელმწიფებაი ჩემი არცა ერთი, უკუეთუმცა არა მოცემულ იყო შენდა ზეგარდამო. ამისათვის მიმცემელსა ჩემსა შენდა უდიდესი ცოდვაი აქუს.

13. ხოლო პილატეს რაი ესმა სიტყუაი ესე, გამოიყვანა იესუ გარე და დაჯდა იგი საყდართა ზედა, ადგილსა მას, რომელსა ჰრქვიან ქვაფენილ, ხოლო ებრაელებრ კაპპათა. 14. და იყო პარასკევი პასქაისაი, და ჟამი იყო მეექვსე. ჰრქუა პილატე ჰურიათა მათ: აჰა მეუფე თქუენი! 15. ხოლო იგინი ღაღადებდეს და იტყოდეს: აღიღე, აღიღე და ჯუარს-აცუ ეგე! ჰრქუა მათ პილატე: მეუფე თქუენი მე ჯუარს-ვაცუაა? მიუგეს მღდელთ-მოძღუართა მათ და ჰრქუეს: არა გვივის ჩვენ მეუფე, გარნა კეისარი. 16. მაშინ მისცა იგი მათ, რაითა ჯუარს-ეცუას. ხოლო მათ წარიყვანეს იესუ. 17. და ეკიდა თვით ჯუარი თვისი, და განვიდა ადგილსა მას თხემისა, რომელსა ჰრქვიან ებრაელებრ გოლგოთა. 18. და მუნ ჯუარს-აცუეს იგი, და მის თანა სხუანი ორნი ამიერ და იმიერ და შორის იესუ. 19. და დაწერა პილატე ფიცარი და დასდვა ჯუარსა მას ზედა. და იყო წერილი ესრე: იესუ ნაზარეველი, მეუფე ჰურიათაი. 20. ესე ფიცარი მრავალთა ჰურიათა აღმოიკითხეს, რამეთუ მახლობელ იყო ქალაქსა ადგილი იგი, სადა ჯუარს-აცუეს იესუ. და იყო წერილი ებრაელებრ და ჰრომაელებრ და ბერძლ.

25. ხოლო დგეს ჯუარსა მას თანა იესუისსა დედაი მისი დაი დედისა მისისაი, მარიამ კლეოპაისი, და მარიამ მაგდალენელი. 26. ხოლო იესუ ვითარცა იხილა დედაი თვისი და მოწაფე იგი, რომელი უყუარდა, წინაშე მდგომარენი, ჰრქუა დედასა თვისსა: დედაკაცო, აჰა ძე შენი! 27. და მერმე მოწაფესა მას ჰრქუა: აჰა დედაი შენი! და მიერითგან წარიყვანა იგი მოწაფემან მან თვისთა თანა. 28. ამისა შემდგომად იხილა იესუ, რამეთუ ყოველივე აღსრულებულ არს. და რაითა აღესრულოს წერილი იგი, თქუა: მწყურის.

31. ხოლო ჰურიათა მათ, რამეთუ პარასკევი იყო, რაითა არა დაადგრეს გუამი მისი ჯუარსა ზედა შაბათადმდე, რამეთუ იყო დიდ დღე იგი შაბათისაი მის, ჰკითხეს პილატეს, რაითა წვივნი მათნი განუტეხნენ და გარდამოიხუნენ. 32. მოვიდეს ერისაგანნი იგი და პირველისანი მის განუტეხნეს წვივნი, და ერთისაი მის ეგრეთვე, რომელნი ჯუარ-ცუმულ იყვნეს მის თანა. 33. ხოლო მო-რაი-ვიდეს იესუისა და იხილეს იგი, რამეთუ მომკუდარ იყო, არა განუტეხნეს წვივნი მისნი, 34. არამედ ერთმან ერისაგანმან ლახურითა უგუმირა გუერდსა მისსა, და მეყსეულად გარდამოხდა სისხლი და წყალი. 35. და რომელმან იხილა, წამა, და ჭეშმარიტ არს წამებაი მისი, და მან უწყის, რამეთუ ჭეშმარიტსა იტყვის, რაითა თქუენცა გრწმენეს."

 

I. დღესასწაულობს რა მსოფლიო ამაღლებას უფლის პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვარისა, წმიდა ეკლესია ამ დღესასწაულზე განადიდებს ჯვარის სასწაულთმოქმედ ძალას და ამასთანავე ქრისტიანთა აზრებს და სულიერ მზერას მიაპყრობს ჩვენი უფლის ვნებებსა და ჯვარზე სიკვდილს. ამიტომაც აწინდელი დღის სახარებაში იგი წარმოგვიდგენს პილატესთან იესო ქრისტეს გასამართლებას და უფლის ვნებას ჯვარზე. ეს თხრობა მეტად სამოძღვროა ჩვენთვის. ამიტომ ყურადღებით განვიხილოთ იგი.

და (მას ჟამსა შინა) ვითარცა იხილეს იგი (იესუ) მღდელთ-მოძღუართა მათ და მსახურთა, ღაღად-ყვეს და თქუეს: ჯუარს-აცუ, ჯუარს-აცუ ეგე! ჰრქუა მათ პილატე: მიიყვანეთ ეგე თქუენ და ჯუარს-აცუთ, რამეთუ მე მაგის თანა ბრალსა არარას ვჰპოებ" (მუხლი 6).

ამრიგად, უფალი ესოს მტრების სანუკვარი სურვილი აღსრულდა. იუდას მიერ გაცემული იესო მათ ხელში აღმოჩნდა, და მათაც იჩქარეს გამოეყენებინათ ეს შემთხვევა, რათა სასიკვდილოდ განესაჯათ მათი პატივმოყვარეობისათვის ესოდენ სახიფათო ადამიანი, რომელიც ხალხში ძირს უთხრიდა, შეარყევდა მათს გავლენასა და მნიშვნელობას. მაგრამ სინედრიონის წევრებმა, რომელთაც სიკვდილი გადაუწყვიტეს იესოს, კარგად უწყოდნენ, რომ მათთვის, რომაული კანონებით, არავისი სიკვდილით დასჯა არ შეიძლებოდა (იოანე 18,31). იმ დროიდან მოყოლებული, როცა იუდეველები რომის იმპერიის ბატთნობას დაექვემდებარნენ, მათს უმაღლეს სამსჯავროს ჩამოერთვა უფლება სასიკვდილო განაჩენების სისრულეში მოყვანისა რომის ხელისუფლების მხრივ დამტკიცების გარეშე. ქრისტესშობის მე-6 წლიდან დაწყებული ამ ხელისუფლების წარმომადგენლები პროკურატორები იყვნენ, რომელთა ადგილსამყოფელი ქალაქ კესარიაში იყო, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე (იგი ჰეროდე დიდმა ააგო და კესარია უწოდა იმპერატორ კესარიუს ავგუსტუსის პატივად. სწორედ ამ ქალაქში განეღოთ პირველად წარმართებს ჭეშმარიტი სარწმუნოების კარნი მოციქულ პეტრეს ქადაგების შედეგად, რომელმაც რომაელი ასისთავი კორნილიე მოაქცია (საქმე მოციქ. 10,1,24; 11,17). იერუსალიმის დანგრევის შემდეგ სწორედ კესარია შეიქნა პალესტინის მიტროპოლიად. 198 წელს ქრისტეს შობიდან, ეპისკოპოს თეოფილეს დროს, კესარიაში ადგილობრივი საეკლესიო კრება შედგა; IV საუკუნეში აქვე ცხოვრობდა ცნობილი საეკლესიო მემატიანე ევსევი კესარიელი. ჯვაროსანთა ლაშქრობის დროს კესარია ერთ-ერთ უძლიერეს სანაპირო სიმაგრედ ითვლებოდა და ხშირად იყო ხოლმე გარემოცული. კესარიის დაქვეითების ხანა მე-14 საუკუნიდან დაიწყო, და ნაპოლეონის ლაშქრობათა დროს აქ მხოლოდ ნანგრევებიღა იყო დარჩენილი). პასექის დღესასწაულზე, იერუსალიმში მომლოცველთა უდიდესი რაოდენობის ჩასვლის გამო, რომის პროკურატორი სამხედრო რაზმებს აგზავნიდა აქ კესარიიდან წესრიგის დასაცავად. ამიტომ სინედრიონმა ბრძანა კვლავ ბორკილები დაედოთ იესოსათვის და რომაულ სამსჯავროზე - პრეტორიაში წაეყვანათ, და თვითონაც გაჰყვა მას, რათა იესოს სიკვდილით დასჯის საქმე ბოლომდე მიეყვანა (თვით ეს სიტყვა - „პრეტორია" თავიდან აღნიშნავდა მთავარსარდლის კარავს რომაული ლაშქრის ბანაკში. შემდგომში კი იგი გამოიყენებოდა პროვინციის რომაელი მმართველის რეზიდენციის აღსანიშნავად. ზედა ეზოდან, სადაც პრეტორია იყო განლაგებული, ქვედა ეზოსკენ მიმავალი კიბე 326 წელს დედოფალმა ელენემ რომში გადაატანინა წმიდა იოანე ლათერანელის ეკლესიაში როგორც დიდი სიწმიდე - „წმიდა კიბე". იგი შედგება ქვის 28 საფეხურისაგან, რომლებიც გარედან ძელებითაა დაფარული. მასზე მხოლოდ დაჩოქილნი ადიან. შუაგულში ძელებში ორი წრეა ამოჭრილი, რათა მომლოცველებს საშუალება ჰქონდეთ ეამბორონ სიწმიდეს). იუდეის ეს რომაელი მმართველი, რომელსაც უნდა დაემტკიცებინა სინედრიონის განაჩენი, იყო პილატე პონტოელი (მის შესახებ ნათლისღების წინა კვირის სახარების განმარტება).

პილატეს წინაშე წარმდგარი უფალი ესოს მტრები მის ჯვარცმას მოითხოვენ, - სწორედ ჯვარზე მის მოკვდინებას, რათა რაც შეიძლება მეტად დაემცირებინათ უფალი (რომაელები ჯვარზე სიკვდილს განუწესებდნენ ხოლმე ბოროტმოქმედ მონებს). სიკვდილით დასჯის ამ სახეობის წარმოშობას რაც შეეხება, უნდა აღინიშნოს შემდეგი: ჯვარზე მიმსჭვალვით მოკვდინება აღმოსავლეთის დესპოტთა ყველაზე არაადამიანური გამოგონებაა და არის ყველაზე საშინელი და დამამცირებელი სახეობა სიკვდილით დასჯისა. აღმოსავლეთიდან იგი რომში გადავიდა და რომაელთა მიერ დამკვიდრებულ იქნა ყველგან, სადაც კი ისინი გაბატონდნენ, სანამ კონსტანტინე დიდმა არ გააუქმა იგი. ჯვარის გარეგანი სახე და შედგენილობა ასეთი იყო: ჯვარის მთავარი საყრდენი იყო სწორი ბოძი ან ძელი დამაგრებული მიწაში, ზედა ნაწილში, განსასჯელის ხელების მისამსჭვალავად ამაგრებდნენ ხარიხას, ზოგჯერ სულ ზემოდან, რის გამოც ჯვარი ლათინურ ასონიშან „ტაუ"-ს ჩამოჰგავდა „Τ", მაგრამ უფრო ხშირად მას რამდენადმე ქვემოთ ათავსებდნენ, ხელებისზომისაებრ. ჯვარის შუაწელში ამაგრებდნენ რქის მსგავს შვერილს, რათა სიკვდილმისჯილის სხეულის სიმძიმე მას დასწოლოდა და ხელები არ დაეფლითა, რის შედეგადაც სხეული შეიძლებოდა ჯვარიდან გადმოვარდნილიყო კიდეც. ამგვარად, ჯვარს ხუთი ბოლო ჰქონდა: ორი ზევით და ქვევით, ორი - განზე და ერთიც შუაგულში. ბოძის თავზე, ჯვარცმულის თავზე ამაგრებდნენ მომცრო თეთრ დაფას, რომელზეც შავი ასოებით გამოსახავდნენ მის ვინაობასა და დანაშაულს. ჩვეულებრივ მხოლოდ მონებს სჯიდნენ ასე, ჯვარზე სიკვდილით, იმ უუფლებო ადამიანებს, რომელთაც ლამის არც მიიჩნევდნენ ადამიანებად. პროვინციის მაცხოვრებელთაგან კი ჯვარს მიამსჭვალავდნენ (ზოგჯერ კი მხოლოდ მიაბამდნენ) ხოლმე მხოლოდ ავაზაკებსა და საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევებს. იმისათვის, რომ თუნდაც მიახლოებითი წარმოდგენა გვქონდეს ჯვარცმული ადამიანის ტანჯვის სიმძაფრეზე, დავუკვირდეთ, თუ რა არაბუნებრივ მდგომარეობაშია ჯვარზე გაკრული ადამიანის სხეული და რა მწვავე ტკივილს გრძნობს იგი სულ მცირედი მოძრაობისასაც კი, რადგან ხელ-ფეხი მსხვილი ლურსმნებითა აქვს მიჭედებული ძელზე, ადამიანის სხეულის ეს ნაწილები კი განსაკუთრებულად მგრძნობიარენი არიან ტკივილისადმი. გარდა ამისა, ჯვარზე ზურგით შეხებისასაც ჯვარცმულს საშინელ ტკივილს აყენებდა გამათრახების შედეგად დარჩენილი ჭრილობები. წინ გადმოხრის მცდელობის შემთხვევაში კი აუტანელ ტკივილს გრძნობდა მიმსჭვალვის ადგილებში და სხეულის უჩვეულო მდგომარეობის გამო კუნთებიც ეკრუნჩხებოდა. და უბედურ ჯვარცმულსაც სხვა აღარაფერი რჩებოდა, თუ არა დაეთმინა ეს აუტანელი ტანჯვა და სიკვდილის მალე მოსვლა ენატრა. გარდა ამისა, არანაკლებ ტკივილს გრძნობდა იგი სხეულის შიგნითაც, რადგან არაბუნებრივი მდგომარეობის გამო სისხლი შინაგან ორგანოებს აწვებოდა, თავშიც წნევა უწევდა, გულის სისხლძარღვებს გადატვირთავდა და ძალზე უძნელებდა ჯვარცმულს სუნთქვას. ამის გამო ჯვარცმულის მთელი სხეული შიგნიდან თითქოს ცეცხლით შეიჭმებოდა. აუტანელი თავის ტკივილისაგან მას სიკვდილის კაეშანი ეუფლებოდა. ენა და სასა გამშრალი ჰქონდა, წყურვილის გრძნობა დიდად მოსწყლავდა, და სისხლის დაკარგვისა და სიცოცხლისეულ ძალთა დაქვეითების გამო ეს გრძნობა მას სულ უფრო და უფრო უმძაფრდებოდა. სხეულის კიდურა ნაწილებიდან დაწყებული გაშეშება შინაგან ნაწილებზეც გადადიოდა, სანამ ჯვარცმული თანდათანობით არ დაკარგვადა სიცოცხლის უკანასკნელ ნიშნებს. და მისი ტანჯვა იმდენად დიდი იყო, რომ სასჯელის აღმსრულებელი თვით ჯალათებიც კი, ჩვეულებრივ - გულსასტიკი ადამიანები, გულგრილად ვერ უყურებდნენ ჯვარცმულის წვალებას, და განუმზადებდნენ მას ისეთ სასმელს, რაც მცირეოდნად მაინც შეუმსუბუქებდა აუტანელ წყურვილს, ანდა სხვადასხვა ნივთიერებათა მინარევებით, რომლებიც გონებას ბანგავენ, ცდილობდნენ ცოტაოდენად გაენელებინათ ჯვარცმულის ტანჯვა... სიკვდილი კი არ ჩქარობდა ამ უბედურებთან მოსვლას. ზოგნი ჯვარზე რამდენიმე დღის განმავლობაში იტანჯებოდნენ და არა მხოლოდ წყურვილის, არამედ მწვავე შიმშილის გრძნობითაც ევნებოდნენ და ბოლოს უკიდურესი გამოფიტვისაგან კვდებოდნენ.

პილატეს პასუხი სინედრიონის წევრებისადმი - „მიიყვანეთ ეგე თქვენ და ჯვარს აცუთ, რამეთუ მე მაგის თანა ბრალსა არარას ვჰპოვებ" - შეიცავდა არა მხოლოდ დაცინვას, არამედ მუქარასაც, რადგან ამგვარი ქმედება იუდეველთა მხრიდან თვით მათ შექნიდა დამნაშავეებად რომაული მართლმსაჯულების წინაშე, რადგან, როგორც ითქვა, თავად ებრაელებს, რომის ხელისუფალთა დასტურის გარეშე, არავის სიკვდილით დასჯა არ შეემლოთ. რომის ხელისუფლება კი დაპყრობილ ქვეყნებში ყველგან მკაცრად იცავდა საკუთარ კანონებს და სასტიკად სჯიდა იმათ, ვინც გარდახდებოდა მათ. აღსანიშნავია ისიც, რომ ტიბერიუსის დროიდან სამსჯავრო წარმოება რომის მიერ დაპყრობილ ტერიტორიებზე, და მათ შორის პალესტინაშიც, ბერძნულ ენაზე მიმდინარეობდა, რომელიც იმ დროისათვის, ფაქტიურად, სხელმწიფო ენა იყო ამგვარ ტერიტორიებზე (ეგვიპტეში, ალექსანდრიაში მცხოვრებ ებრაელებს კი უკვე რამდენიმე ასწლეული იყო, რაც მშობლიურ ენად ბერძნული გაეხადათ და თითქმის სულ დავიწყნოდათ ებრაული, რაც შეიქნა კიდეც გარეგნულ მიზეზად იმისა, რომ პტოლომეუსმა, ეგვიპტის მეფემ, საღმრთო წერილი ბერძნულ ენაზე ათარგმნინა ებრაელ სჯულის მეცნიერ კაცებს - ე.წ. „სეპტუაგინტა", რომელიც ჩვენთვის ძველი აღთქმის დედანს წარმოადგენს).

„მიუგეს ჰურიათა და ჰრქუეს მას: ჩუენ სჯული გუაქუს და, სჯულისა ჩუენისაებრ თანა-აც სიკუდილი, რამეთუ თავი თვისი ძედ ღმრთისა ყო" (მუხლი 7).

პირველმა წარუმატებლობამ ვერ შეაჩერა ეს ადამიანები, რომლებიც გაწაფულნი იყვნენ მზაკვრობებში. ამასთან, ისინი, ალბათ, იმედოვნებდნენ, რომ ეს წარმართი მმართველი, ნაკლებად გათვითცნობიერებული იუდაურ კანონებში, ვიდრე რომაულში, დაუთმობდა მათს მოთხოვნას, გამყარებულს ფარისეველთამიერი დასაბუთებითა და განმარტებით. ახლა მათი საჩივარი სხვა სახეს იღებდა. ქრისტეს მტრებმა ოდენ რელიგიური ხასიათის ბრალდება წამოსწიეს წინ, სწორედ ის, რომელიც სინედრიონის სხდომაზე იქნა წამოყენებული, როცა გადაწყდა პილატეს სამსჯავროზე წარედგინათ იესო ქრისტე. ამავე დღის დილას ხომ მღვდელმთავარმა, მოისმინა რა უფალ იესოს სიტყვები - „ამიერითგან იხილოთ ძე კაცისაი მჯდომარე მარჯვენით ძლიერებისა და მომავალი ღრუბელთა ზედა ცისათა" (მათე 26,64), სამოსელი დაიპო და განაცხადა, რომ საღმრთო ღირსების ამგვარი მითვისება ღვთის გმობაა, და მაშინვე სინედრიონმა პყრობილ იესოს სიკვდილით დასჯა გადაუწყვიტა. უფლის სასიკვდილოდ განსჯით ეს პირმოთნე ადამიანები ფიქრობდნენ მოსეს სჯულის აღსრულებას, სჯულის იმ დადგინებისა, რომელიც განაწესებდა ღმერთის სახელის გმობის სიკვდილით დასჯას (ლევიტ. 24,16). და აი, თავიანთი, სასულიერო ძალაუფლებით შემოსილი სიტყვით, ამ ადამიანებმა, რომლებიც მოწოდებულნი იყვნენ სჯულის სიწმიდე დაეცვათ, ანუ სინედრიონის წევრებმა და მღვდელმთავრებმა, პილატეს ყურადღება მიაპყრეს მათ მიერ სასიკვდილოდ განსჯილი ბოროტმოქმედის დანაშაულზე მათი სარწმუნოებისა და სჯულის წინააღმდეგ. მათ იმედი ჰქონდათ, რომ ამ გზით უსათუოდ მიაღწევდნენ საწადელს, რადგან რომაელი მმართველის ღირსება დაკმაყოფილებული უნდა ყოფილიყო იმით, რომ იუდეველთა უმაღლესი სამსჯავროს მიერ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი, რომაული კანონების შესაბამისად, მის წინაშე იქნა წარმოდგენილი დასამტკიცებლად, რადგან სინედრიონს, მართალია, უფლება არა ჰქონდა სისრულეში მოეყვანა სასიკვდილო განაჩენი, მაგრამ მისი გამოტანის უფლება კვლავაც შენარჩუნებული ჰქონდა.

„ვითარცა ესმა სიტყუაი ესე პილატეს, უფროის შეეშინა. და შევიდა კუალად მუნვე ტაძრად და ჰრქუა იესუს: ვინაი ხარ შენ? ხოლო იესუ სიტყუაი არა მიუგო მას" (მუხლები 8-9).

როცა შეიტყო, რომ იესო სასიკვდილოდ იქნა განსჯილი იუდეველთა სინედრიონის მიერ ღმერთის ძის სახელის მითვისებისათვის, პილატე კიდევ უფრო შეშინდა და ვერ ბედავდა მის განსჯას. უფლის მიერ მანამდე სრული სიმხნევით გადატანილმა გამათრახებამ, მისმა საკვირველმა სიმშვიდემ და უჩვეულო დიდებულებამ, რასაც მისი ყოველი სიტყვა თუ საქციელი გამოასხივებდა, წარმართ პილატეში მღელვარე აზრი აღმოაცენა. მართლაც, რომელიმე წარმართული ღმერთი ხომ არ არის მის წინაშე წარმომდგარი იესო ნაზარეველის სახით? ამის გამო იგი კვლავ შედის განსასჯელთან პრეტორიაში და ეკითხება - ვინ ხარო, ანუ ვითარი წარმომავლობისა ხარ, ცათაგან ხომ არა ხარ გარდამოსული ქვეყნადო. ამ შეკითხვას უფალი იესო დუმილით შეხვდა: პასუხის მიგების შემთხვევაში მას უნდა განეცხადებინა პილატესათვის ქრისტიანული ჭეშმარიტება ღმერთის ძის ერთარსობის შესახებ მამა ღმერთთან, რისი გაგებაც წარმართ მმართველს არ ძალ-ედვა. ამიტომაც უსარგებლო იქნებოდა მასთან ამ საგანზე საუბარი.

„ჰრქუა მას პილატე: მე არას მეტყვია? ანუ არა უწყია, რამეთუ ხელმწიფებაი მაქუს ჯუარს-ცუმად შენდა და ხელმწიფებაი მაქუს განტევებად შენდა? ჰრქუა მას იესუ: არა გაქუს ხელმწიფებაი ჩემი არცა ერთი, უკუეთუმცა არა მოცემულ იყო შენდა ზეგარდამო. ამისათვის მიმცემელსა ჩემსა შენდა უდიდესი ცოდვაი აქუს" (მუხლები 10-11).

იესოს დუმილი პილატეს უჯერო საქციელად მოეჩვენა: ეს ცრურწმენით აღსავსე, ამპარტავანი და დაუფიქრებელი კაცი შიშის გრძნობიდან, რომელიც შეუცნობი საშიშროების წინაშე გასჩენოდა, უმალვე შეურაცხყოფილი თავმოყვარეობის აღგზნებაზე გადავიდა და პირდაპირ და უხეშად მიუთითა სასიკვდილოდ განსჯილ იესოს თავის ძალაუფლებაზე - როგორ მიბედავ პასუხის გაუცემლობას, განაარიცი, რომ შენი ბედის, სიკვდილ-სიცოცხლის გადაწყვეტა ჩემს ხელშიაო. მაგრამ ამ ქედმაღალმა კაცმა დაივიწყა ის ჭეშმარიტება, რომ ქვეყნიური ძალაუფლებით შემოსილი ადამიანები ხშირად მხოლოდ უბრალო იარაღად ემსახურებიან ღმერთს იმ მიზნის მისაღწევად, რომელიც ზეციური ყოვლისმყრობელის ნებით არის მითითებულიდა რომ ყოველი ხელმწიფებრივი პირი თავის თანამდებობაზე სწორედ ღმერთის ნებით დაიდგინება. სწორედ ამაზე მიუთითებს პილატეს უფალი იესო. შენ არანაირი ხელმწიფება არ გექნება ჩემზე, ეს ზეგარდმო რომ არ ყოფილიყო შენდა მონიჭებული. ეს გამოთქმა: „მოცემულ", წმიდა იოანე ოქროპირის განმარტებით, აქ ნიშნავს - „დაშვებულ"-ს. ბოროტება ყოველთვის ბოროტებად რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად იგი ღმერთის განგებულებით კეთილი საქმისაკენაც მიიმართება. ამიტომ პილატეც და ის ადამიანებიც, რომელთაც მას გადასცეს იესო განსასჯელად, არ თავისუფლდებიან ცოდვისაგან და პასუხისმგებლობისაგან ღმერთის სამსჯავროს წინაშე. ხოლო გამოთქმა „ზეგარდმო" იმასვე ნიშნავს, რასაც „ზეციური მამისაგან", ან ღმერთისაგან.

„ხოლო პილატეს რაი ესმა სიტყუაი ესე, გამოიყვანა იესუ გარე და დაჯდა იგი საყდართა ზედა, ადგილსა მას, რომელსა ჰრქვიან ქვაფენილ, ხოლო ებრაელებრ კაპპათა" (მუხლი 13).

გაიგო თუ არა პილატემ უფალ იესოს სიტყვები მათი ჭეშმარიტი მნიშვნელობით, - უცნობია, მაგრამ მან, წმიდა მახარებლის შენიშვნით, კიდეც უფრო გულმოდგინედ დაიწყო საშუალებათა მოძიება იესოს გასათავისუფლებლად სამსჯავროსაგან. მან იესო პრეტორიიდან გარეთ გამოიყვანა და სამსჯავრო ზედა საჯდომელზე დაჯდა იმ ადგილას, ქვაფენილ ეზოში, რომელსაც ბერძნულად ლითოსტრატონი ეწოდებოდა, ებრაულად კი გაბბათა.

ეს იყო შემაღლებული და ღია ადგილი პრეტორიის წინ, ანუ პროკურატორის სახლის რეზიდენციის წინ. ამ ადგილის ბერძნული სახელწოდება - ლითოსტრატონი იქიდან წარმოიშვა, რომ იგი ქვით იყო მოკირწყლული - სავარაუდოა, რომ მოზაიკით, როგორც ეს რომაელ მსაჯულთ და სახელმწიფო მოხელეებს ჰქონდათ ჩვეულებად. ებრაული სახელწოდება - გაბბათა - ბერძნული ლითოსტრატონის თარგმანი კი არ არის, არამედ ძირეული არამეული სიტყვაა და აღნიშნავს „შემაღლებას", „ბორცვს", და სწორედ იმის გამო ეწოდა ამ ადგილს, რომ იგი შემაღლებული იყო.

„და იყო პარასკევი პასქაისაი, და ჟამი იყო მეექვსე. ჰრქუა პილატე ჰურიათა მათ: აჰა მეუფე თქუენი!" (მუხლი 14) .

დიდი ყოყმანისა და ეჭვების შემდეგ პილატე გადაწყვეტს უკანასკნელად სცადოს უფალ იესოს გადარჩენა, ხოლო შემდეგ, წარუმატებელი მცდელობის შემთხვევაში, მზად არის მსხვერპლად გაიღოს, გასწიროს უდანაშაულო პყრობილი, - მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი დამშვიდებისათვის. ჯერ პარასკევის დილა იყო, როცა პილატემ იუდეველებს მიმართა და უთხრა - აჰა მეუფე თქვენიო. როგორც ჩანს, პილატე ებრაელებს იმ საზეიმო შეხვედრას შეახსენებს, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ ებრაელმა ერმა მოუწყო იესოს ელეონის მთის ფერდობზე, იერუსალიმში შესვლისას.

„ხოლო იგინი ღაღადებდეს და იტყოდეს: აღიღე, აღიღე და ჯუარს-აცუ ეგე! ჰრქუა მათ პილატე: მეუფე თქუენი მე ჯუარს-ვაცუაა?" (მუხლი 15).

სხვა ხალხის სურვილით მოეკვდინებინათ ამ ხალხის მეფე? ყველგან სხვა ერები თავიანთ თავისუფლებასთან ერთად თავიანთ მეფეთაც იცავდნენ რომაელთაგან. პილატე, თითქოს, ასე ეუბნება მათ: „თუკი იესო თავის თავს თქვენს მეფედ ხმობს, მაშინ ალბათ გათავისუფლებასაც გპირდებათ რომაელთა ბატონობისაგან; მაშ, როგორღა ითხოვთ რომაელი მმართველისაგან მის სიკვდილით დასჯას?"

„მიუგეს მღდელთ-მოძღუართა მათ და ჰრქუეს: არა გვივის ჩვენ მეუფე, გარნა კეისარი" (მუხლი 15).

საბედისწერო სიტყვებია იუდეველი ერისათვის! ეს ხალხი აქამდე ამაყობდა იმით, რომ არასდროს არავისი მონა არ იყო და თავის ერთადერთ მეუფედ ღმერთს აღიარებდა, მოელოდა მესიის მოსვლას, რომელიც უნდა გამეფებულიყო იაკობის სახლში. ახლა კი მხოლოდ იმისთვის, რომ ჯვარს ეცვა უფალი იესო, ამ ხალხმა ყოველივე უარყო და განაცხადა, რომ არა ჰყავს, არ სურს ჰყავდეს და არც ეყოლება სხვა მეფე, გარდა უცხოტომელი კეისრისა.

„მაშინ მისცა იგი მათ, რაითა ჯუარს-ეცუას. ხოლო მათ წარიყვანეს იესუ. და ეკიდა თვით ჯუარი თვისი, და განვიდა ადგილსა მას თხემისა, რომელსა ჰრქვიან ებრაელებრ გოლგოთა. და მუნ ჯუარს-აცუეს იგი, და მის თანა სხუანი ორნი ამიერ და იმიერ და შორის იესუ" (მუხლები 16-18).

ერის წარმომადგენელთა ასეთი საჯარო მოწმობის შემდეგ პილატემ დაინახა, რომ აზრი არა აქვს ამ გაბოროტებულ და განძვინებულ ადამიანებთან ლაპარაკს, და როგორც წარმართს არ შეეძლო თავისი მდგომარეობის უპირატესობანი მსხვერპლად შეეწირა სიმართლისათვის, და ამიტომ ჯვარზე საცმელად გადასცა იესო იუდეველებს. ამრიგად, იუდეველთა მიზანი მიღწეულ იქნა და მათ მხოლოდ ისღა რჩებოდათ, რომ განაჩენი სისრულეში მოეყვანათ. ებრაელთა ჩვეულებისამებრ და ტიბერიუსის მიერ მიღებული რომაული კანონითაც სიკვდილით დასჯა მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ აღესრულებოდა განაჩენის გამოტანიდან. მაგრამ ასეთ გადავადებას მხოლოდ ჩვეულებრივ ბოროტმოქმედთ აძლევდნენ, და ამასთან სადაგ, არასადღესასწაულო დღეებში. უფალი იესო ქრისტე კი, იუდეველ წინამძღოლთა აზრით ძალზე საშიში დამნაშავე იყო და მას სიკვდილი დიდი დღესასწაულის წინ გადაუწყვიტეს. ამის გამო მის მტრებს საკმარისი საფუძველი ჰქონდათ, რაც შეიძლება მალე დაესრულებინათ ეს საქმე, და მათაც მაშინვე წაიყვანეს იგი სიკვდილით დასჯის ადგილისაკენ, ქალაქის გალავნის გარეთ, რომელსაც გოლგოთა ერქვა. იმ დროის ჩვეულებისამებრ, სასიკვდილოდ განსჯილს თავადვე მიჰქონდა ხოლმე ჯვარი, და იესო ქრისტესაც ჯვარი თავად მიჰქონდა, მაგრამ რაკი მალე გაუჭირდა მისი ტარება (ჯვარი, დაახლოებით ას კილოგრამს იწონიდა), მახარებელ მათეს გადმოცემით, ვინმე სვიმონ კვირინელმა იტვირთა იგი და გოლგოთამდე მიიტანა. გოლგოთა ებრაული სახელწოდებაა იერუსალიმის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე გორაკისა. იგი ქალაქის გარეთ - კარიბჭის მიღმა მდებარეობდა (ებრ. 13,11), გალავნის შორიახლოს (იოანე 19,20). საღმრთო წერილში ეს ადგილი არსად არ იწოდება მთად, არამედ - თხემის ადგილად, ანუ გოლგოთად.

წმიდა მახარებელთა ამგვარი ზუსტი მითითება ამ ადგილისა და მისი სახელწოდების მნიშვნელობის ახსნა („და მოვიდეს ადგილსა მას, რომელსა ჰრქვიან გოლგოთა, რომელ არს თხემის ადგილი" - მათე 27,33; „და მოიყვანეს იგი გოლგოთას, ადგილსა, რომელ არს გამოთარგმანებით „თხემისა ადგილი" - მარკოზი 15,22 და სხვ.), თავისთავად იპყრობს ჩვენს ყურადღებას სახარების კითხვისას. აღნიშნულ სიტყვათა მნიშვნელობით, გოლგოთა ნიშნავს ან: ა) გარკვეულ, მომრგვალებულ შემაღლებას, ან ბ) ადგილს, სადაც სიკვდილით სჯიდნენ ბოროტმოქმედთ და იქვე მარხავდნენ დასჯის იარაღებთან ერთად, და სადაც, ხშირად სიკვდილით დასჯილთ ანეშტიც - ძვლები თუ თავის ქალები ჩანდა. ანდა, აღნიშნავს იმ ადგილს, სადაც იუდეველთა უძველესი გადმოცემით, მიწას იქნა მიბარებული ყოველთა ადამიანთა მამა - ადამი, ამიტომაც ძველი ქრისტიანული გადმოცემით, უფლის ჯვარცმის გამოსახულებაში, მაცხროვრის ფერხთა ქვეშ გამოხატულ თავის ქალასა და გადაჯვარედინებულ ძვლებში უნდა დავინახოთ და ვიგულისხმოთ სწორედ ჩვენი პირველმშობლის - ადამის თავის ქალა და ძვლები. მისაღებია იმათი აზრი, ვინც ფიქრობს, რომ გოლგოთა იყო ბოროტმოქმედთა სიკვდილით დასჯის საშინელი ადგილი, სადაც ღვთის განგებულებით უნდა ვნებულიყო და მომკვდარიყო ყველაზე სამარცხვინო სიკვდილით ყველაზე წმიდა წმიდათა შორის, რათა გამომსყიდველი მსხვერპლი გაეღო ღმერთის მცნებებს გარდამხდარი მსოფლიოს ცოდვებისათვის. ეს შეხედულება, რომ გოლგოთას ადგილას ჩვენი პირველმშობლები არიან დაკრძალულნი, არაფრით არ ეწინააღმდეგება ისტორიულ სინამდვილეს, და მას, აღბეჭდილს სხვა მნიშვნელობებითაც, ის უპირატესობა აქვს, რომ: ა) იგი შენარჩუნებულია, ვითარცა ღირსეული და მისაღები შეხედულება წმიდა მამების - ათანასეს, ბასილი დიდის, იოანე ოქროპირის, ამბროსი მედიოლანელისა და ეპიფანეს მიერ, აგრეთვე ტერტულიანეს, ორიგენეს და სხვა მოღვაწეთა მიერ, რომლებიც ქრისტიანულ გადმოცემათა დასაწყისში ცხოვრობდნენ; ბ) გოლგოთას ლათინური და ბერძნული დასახელებანი „კალუარია" და „ქრანიონ" აღნიშნავენ მხოლოდ მახარებელთა მიერ მითითებულ ნაწილს თავისა - თხემის ადგილს, ებრაული სახელწოდება კი აღნიშნავს მთელს თავის ქალას, როგორადაც იგი გამოსახულია ხოლმე ჯვარცმებზე მაცხოვრის ფერხთით, რათა აღნიშნავდეს მთელი კაცთა მოდგმის მამის თავს. ამრიგად, ჩვენ სამართლიანად მივიჩნევთ ამ გადმოცემას, რადგან ჯერ-იყო საღმრთო განგებულებას ისე განეგო, რომ სიკვდილი ხორციელ-ქმნილი ღმერთის მიერ ძლეული ყოფილიყო სწორედ იმ ადგილას, სადაც მან მიწად შთაიყვანა ღმერთის მცნებას გარდამხდომი ჩვენი საერთო მამა - ადამი, ხოლო მისი სახით - ჩვენც ყოველნი, მისი შვილები, და რომ სასიკვდილო განაჩენი, წარმოთქმული ჩვენ ყველას მიმართ, გაუქმებულ ყოფილიყო მაცხოვრის მიერ სწორედ იმ ადგილას, სადაც იგი აღსრულებულ იქნა პირველი ცოდვილის მიმართ.

გაგრძელება...
მღვდელმოწამე ეპისკ...
წმიდა მოწამენი: ფი...
დარიგებანი მართლმა...
წმინდა მამათა გამო...
ღირსი იოანე, ანტიო...
უფლის ტაძრად მიყვა...

გილოცავ ჯვართამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულს

დათვალიერება...

გფარავდეს წმ. მოწამენი დავითი და კონსტანტინე

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა დავით გარეჯელი

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა პეტრე და პავლე

დათვალიერება...

გილოცავ შობა ახალწელს

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს

დათვალიერება...

8 აგვისტოს გმირები

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მამა გაბრიელი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი

დათვალიერება...

წმიდა გიორგი გფარავდეს

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა პირველმოწამე თეკლა

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

წმიდა ნინო გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

ქრისტე აღსდგა

დათვალიერება...