ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პავლე მოციქულის მეორე ეპისტოლე კორინთელთა მიმართ

თავი მეთერთმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

რა იქნება, ცოტათი მაინც რომ იტანდეთ ჩემს უგუნურებას?! მაგრამ ამიტანეთ.

1 ჯერ-იყო, თავს-თუმცა-იდევით ჩემი მცირედ უგუნურებისაჲ, არამედ თავს-ცა-იდვათ ჩემი,
2 რადგანაც საღვთო შურით მშურს თქვენთვის, ვინაიდან დაგწინდეთ ერთ კაცზე, რათა უბიწო ქალწულად წარგადგინოთ ქრისტეს წინაშე. 2 რამეთუ გაშურებ თქუენ ღმრთისა შურსა, რამეთუ მიგათხოვენ თქუენ ერთსა მამაკაცსა ქალწულად წმიდად წარდგინებად ქრისტესა.
3 მაგრამ ვშიშობ, როგორც გველმა თავისი ზაკვით აცთუნა ევა, ვაითუ თქვენი გონებაც ასევე შეირყვნას და განეშოროს ქრისტესმიერ სიწმიდეს. 3 ხოლო მეშინის, ნუუკე ვითარცა-იგი გუელმან აცთუნა ევა ზაკულებითა თჳსითა, ეგრეთცა განხრწნნეს გონებანი თქუენნი სიწრფოებისაგან ქრისსტეს მიმართ.
4 რადგანაც თუ მოვიდა ვინმე, რათა გიქადაგოთ სხვა ქრისტე, რომელიც ჩვენ არ გვიქადაგია, ან მიგაღებინოთ სხვა სული, რომელიც არ მიგიღიათ, ან კიდევ - სხვა სახარება, რომელიც არ გხარებიათ, - დიახაც შეიწყნარებთ მას. 4 უკუეთუ რომელი-იგი მოვიდეს და სხუასა იესუს ქადაგებდეს, რომელი არა ვქადაგეთ, გინა სხუაჲ სული მოაქუნდეს, რომელი არა მიიღეთ, გინა სახარებაჲ სხუაჲ, რომელი არა შეიწყნარეთ, კეთილად სამე ჰყავთ.
5 მაგრამ, ვფიქრობ, არაფრითა ვარ ესოდენ მაღალ მოციქულებზე ნაკლები. 5 რამეთუ ვჰგონებ, ვითარმედ არარაჲ დავაკლდი ფრიად მოციქულთა მათ.
6 მართალია, უბირი ვარ სიტყვით, მაგრამ არა ცოდნით; თუმცა აკი მშვენივრად მიცნობთ. 6 და დაღათუ უცებ ვარ სიტყჳთა, არამედ არა ცნობითაცა, არამედ ყოვლითავე განვცხადენით ყოველსა შინა თქუენდა მიმართ.
7 ნუთუ შევცოდე, რომ თავი დავიმდაბლე, რათა ამემაღლებინეთ, რაკიღა უსასყიდლოდ გახარებდით ღვთის სახარებას? 7 ანუ ცოდვაჲ-მე რაჲ ვქმენა, რამეთუ თავი თჳსი დავიმდაბლე, რაჲთა თქუენ აჰმაღლდეთ, რამეთუ უსასყიდლოდ სახარებაჲ იგი ღმრთისაჲ გახარე თქუენ?
8 სხვა ეკლესიებს ვაკლებდი და სანოვაგეს ვიღებდი მათგან, რომ თქვენ მოგმსახურებოდით; ხოლო თქვენს შორის ყოფნისას, თუმცა მიჭირდა, არავისთვის შემიწყენია თავი. 8 სხუანი ეკლესიანი წარმოვტყუენენ და მოვიღე საგზალი თქუენდა სამსახურებელად; და მო-რაჲ-ვედ თქუენდა და ნაკლულევან ვიქმენ, არავე-რაჲ ვის თქუენგანსა დაუმძიმე.
9 რადგანაც ჩემი ნაკლულება შეავსეს მაკედონიიდან მოსულმა ძმებმა; თუმცა, სხვა მხრივაც, ისე გამქონდა თავი, რომ არ შემიწუხებიხართ, და კვლავ გავიტან. 9 რამეთუ ნაკლულევანებაჲ ჩემი აღავსეს ძმათა, მო-რაჲ-ვიდეს მაკედონიაჲთ; და ყოვლითავე დაუმძიმებელად თქუენდა თავი ჩემი დავიმარხე და დავიმარხო.
10 ქრისტეს ჭეშმარიტება ნუ მომეშალოს, რომ ამ სიქადულს ვერვინ წამართმევს აქაიის ვერცერთ მხარეში. 10 არს ჭეშმარიტებაჲ ქრისტესი ჩემ თანა, ვითარმედ სიქადული ესე არა დაეყენოს ჩემდა მომართ ადგილთა მათ აქაიაჲსათა.
11 რატომ? იმიტომ, რომ არ მიყვარხართ? ღმერთმა ხომ იცის! 11 რაჲსათჳს-მე? რამეთუ არა მიყუართ თქუენ? ღმერთმან იცის. ხოლო რომელსა-ესე ვჰყოფ, და ვყო,
12

მაგრამ რასაც ახლა ვაკეთებ, იმასვე გავაკეთებ, რათა საბაბი არ მივცე საბაბის მძებნელთ, და ამრიგად, რითაც იქადიან, იმითაც ჩვენი მსგავსნი აღმოჩნდნენ.

12 რაჲთა წარვჰკუეთო მიზეზი, რომელთა-იგი ჰნებავს მიზეზი, რაჲთა, რომლითა-იგი იქადიან, იპოვნენ ვითარცა-იგი ჩუენ.
13 რადგანაც ასეთნი არიან ცრუმოციქულნი, ზაკვის მოქმედნი, ქრისტეს მოციქულებად გარდასახულნი. 13 რამეთუ ეგევითარნი იგი ცრუ-მოციქულნი, მუშაკნი ზაკულნი, გარდაიცვალნიან მოციქულად ქრისტესად.
14 თუმცა რა გასაკვირია, თვით სატანაც ხომ სინათლის ანგელოზის სახეს იღებს. 14 და არა საკჳრველ არს, რამეთუ თჳთ იგიცა ეშმაკი იცვალვისვე ანგელოზად ნათლისა.
15 ჰოდა, რა დიდი საქმეა, რომ მისი მსახურნიც სიმართლის მსახურთა სახეს იღებენ? მაგრამ მათივე საქმისამებრ იქნება მათი აღსასრულიც. 15 არა უკუე დიდ არს, მსახურნიცა თუ მისნი გარდაიცვალნენ ვითარცა მსახურნი სიმართლისანი, რომელთა აღსასრული იყოს საქმეთა მათთაებრ.
16 კვლავაც ვიტყვი: ნურავინ მიმიჩნევს უგუნურად, თუ არა და, ისე მაინც მიმიღეთ, როგორც უგუნური, რათა ცოტა რამ მეც მქონდეს სასიქადულო. 16 კუალად ვიტყჳ: ნუ ვინმე უგუნურად შემრაცხოს მე, უკუეთუ არა, მაშა ვითარცა უგუნური თავს-მიდევით მე, რაჲთა მეცა მცირედ რაჲმე ვიქადო.
17 რასაც ვამბობ, ამნაირად რომ ვიქადი, უფლის მიხედვით როდი ვამბობ, არამედ უგუნურებით. 17 რომელსა ესე-ვიტყჳ, არა ვიტყჳ უფლისა მიერ, არამედ ვითარცა უგუნურებით ჯერითა ამით სიქადულისაჲთა.
18 რაკიღა ბევრი იქადის ხორციელად, მეც შემიძლია ვიქადოდე. 18 ვინაჲთგან მრავალნი იქადიან ჴორციელად, მეცა ვიქადოდი.
19 რადგანაც თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. 19 რამეთუ კეთილად თავს-იდვათ უგუნურთაჲ გონიერთა მაგათ:
20 იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში. 20 რამეთუ თავსცა-იდებთ, უკუეთუ ვინმე დაგიმონებს, უკუეთუ ვინმე შეგჭამს, უკუეთუ ვინმე მიგიღებს, უკუეთუ ვინმე ამაღლდების თქუენ-ზედა, უკუეთუ ვინმე პირსა გცემს.
21 სირცხვილით ვამბობ, თითქოსდა ჩვენც დავუძლურდით; მაგრამ თუ ვინმე ბედავს დაიქადოს, უგუნურებით ვიტყვი: მეც ვბედავ. 21 საკდემელად თქუენდა გეტყჳ, ვითარმედ ჩუენ რეცა მოუძლურდით; რომლითა-იგი ვინმე იკადრებს სიქადულსა, უგუნურებით ვიტყჳ, ვიკადრო მეცა.
22 ებრაელები არიან? მეც; ისრაელიტები არიან? მეც; აბრაამის თესლი არიან? მეც; 22 ებრაელ თუ არიან? მეცა. ისრაიტელ თუ არიან? მეცა. ნათესავნი თუ აბრაჰამისნი არიან? მეცა;
23

ქრისტეს მსახურნი არიან? უგუნურებით ვიტყვი: მე - უმტესად; შრომით - უმეტესად, გვემით - უმეტესად, დილეგში გდებით უმრავლესად, სიკვდილის მუქარით - უხშირესად.

23 მსახურნი თუ ქრისტესნი არიან? უუგუნურესადრე ვიტყჳ: უფროჲსღა მე; შრომითა უმეტეს, ტანჯვითა უმეტეს, პყრობილებითა გარდარეულად, სიკუდილთა შინა მრავალ-გზის.
24 იუდეველთაგან ხუთგზის ვიწვნიე ორმოცი დარტყმა, ერთის დაკლებით. 24 ჰურიათაგან ხუთ-გზის ორმეოცსა ერთი მოკლებული ცემაჲ მოვიღე.
25 სამჯერ გამჯოხეს, ერთხელ ჩამქოლეს, სამჯერ გემი დამემსხვრა, დღე და ღამე უფსკრულში დავყავი. 25 სამ-გზის კუერთხითა ვიეც, ერთ-გზის ქვითა განვიტჳნე, სამ-გზის ნავი დამექცა, ღამე და დღე უფსკრულთა შინა დავყავ.
26 ერთავად გზებზე ვიყავი გაკრული, განსაცდელი მდინარეებზე, განსაცდელი ყაჩაღთაგან, განსაცდელი თვისტომთაგან, განსაცდელი წარმართთაგან, განსაცდელი ქალაქში, განსაცდელი უდაბნოში, განსაცდელი ზღვაზე, განსაცდელი ცრუ ძმათა შორის. 26 გზისა სლვანი მრავალ-გზის, ჭირნი მდინარეთანი, ჭირნი ავაზაკთანი, ჭირნი ნათესავთაგან, ჭირნი წარმართთაგან, ჭირნი ქალაქთა შინა, ჭირნი უდაბნოთა ზედა, ჭირნი ზღუათა შინა, ჭირნი ძმათა-მტყუვართაგან,
27 შრომით და რუდუნებით, ხშირი ღამის თევით, შიმშილით და წყურვილით, მრავალგზისი მარხვით, სიცივით და სიშიშვლით. 27 შრომითა და რუდუნებითა, მღჳძარებითა მრავალ-გზის, შიმშილითა და წყურილითა, მარხვითა მრავალ-გზის, ყინელითა და შიშლოებითა.
28 გარდა ამისა, ჩემი ყოველდღიური საფიქრალი - ზრუნვა ყველა ეკლესიაზე. 28 გარეშე მისა, რომელი მოიწევის ჩემ ზედა დღითი დღედ, ზრუნვაჲ ყოველთა ეკლესიათაჲ.
29 ვინ უნდა დაუძლურდეს, რომ მასთან ერთად არ დავუძლურდე? ვინ უნდა დაეცეს, რომ ცეცხლი არ შემომენთოს? 29 ვინ უძლურ არნ, და მე არა უძლურ ვიყვი? ვინ დაჰბრკოლდებინ, და მე არა ვჴურვიდი?
30 თუ საჭიროა სიქადული, შემიძლია ჩემი უძლურებით დავიქადო. 30 უკუეთუ ჯერ-არს სიქადული, უძლურებისა ჩემისასა ვიქადოდი.
31 ღმერთმა და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამამ, რომელიც კურთხეულია უკუნითი უკუნისამდე, იცის, რომ არ ვცრუობ. 31 ღმერთმან და მამამან უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესმან იცის, რომელი-იგი არს კურთხეულ უკუნისამდე, რამეთუ არა ვტყუი.
32 დამასკოში არეტა მეფის მთავარს მეთვალყურენი ჩაეყენებინა მთელ ქალაქში, რადგანაც ჩემი შეპყრობა სურდა. 32 დამასკეს შინა მთავარსა არეტა მეფისასა მოეცვა ქალაქი დამასკელთაჲ, შეპყრობაჲ ჩემი უნდა;
33 მაგრამ სარკმლიდან გოდრით ჩამომიშვეს გალავნის ჩასწვრივ, და ამრიგად დავუსხლტი მას. 33 და სარკუმლით სარგნითა გარდავჰჴედ ზღუდესა და განვერი ჴელთაგან მისთა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე