ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პავლე მოციქულის ეპისტოლე კოლასელთა მიმართ

თავი მეორე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

მინდა იცოდეთ, რა გულმოდგინედ ვიღვწი თქვენთვის, ლაოდიკელთა და ყველა მათგანისათვის, ვისაც პირადად არც კი უხილავს ჩემი სახე;

1

რამეთუ მნებავს უწყებად თქუენდა, რაბამი ღუაწლი მაქუს თქუენთჳს და ლავდიკელთა მათ და რაოდენთა არა უხილავს პირი ჩემი ჴორციელად,

2 რათა გამხნევდეს მათი გული და სიყვარულით შეერთებულნი ეზიარონ გონიერების მთელ სისავსეს და სიუხვეს ღვთის საიდუმლოს, ანუ ქრისტეს შესამეცნებლად, 2 რაჲთა ნუგეშინის-ცემულ იქმნენ გულნი მათნი, თანა-შეტყუებულნი სიყუარულით ყოვლისა მიმართ სიმდიდრისა გულ-სავსებისა, გულისჴმის-ყოფისა მეცნიერად საიდუმლოსა მას ღმრთისასა და მამისასა და ქრისტესსა,
3 რომელშიაც დაფარულია სიბრძნისა და ცოდნის მთელი საუნჯე. 3 რომელსა შინა არიან ყოველნი საუნჯენი სიბრძნისანი და მეცნიერებისანი დაფარულნი.
4 ამას ვამბობ, რათა არავინ გაცთუნოთ შემპარავი სიტყვით. 4 ხოლო ამას ვიტყჳ, რაჲთა ნუ ვინმე შეურაცხ-გყვნეს თქუენ სიტყჳთა მეტნობისაჲთა;
5 ვინაიდან, თუმცა ხორცით შორსა ვარ თქვენგან, მაგრამ ახლო ვარ სულით, და მიხარია, რომ ვხედავ თქვენს წესრიგსა და რწმენის სიმტკიცეს ქრისტეში. 5 რამეთუ დაღათუ ჴორცითა შორს ვარ, არამედ სულითა თქუენ თანა ვარ; მიხარის და ვხედავ თქუენსა მაგას წესიერებასა და სიმტკიცესა მაგას ქრისტეს მიმართ სარწმუნოებისა თქუენისასა.
6 ამიტომ, როგორც მიგიღიათ უფალი ქრისტე იესო, ისევ იარეთ მასში. 6 ვითარცა-ეგე გისწავიეს ქრისტე იესუ უფალი, მას შინა ვიდოდეთ,
7 რადგანაც მის მიერ ხართ დამკვიდრებულნი, მასში ფესვგადგმულნი და, როგორც გისწავლიათ, რწმენით განმტკიცებულნი. მასშივე იზარდეთ მადლიერებით. 7 დაფუძნებულნი და აღშენებულნი მას ზედა და დამტკიცებულნი სარწმუნოებითა, ვითარცა-იგი ისწავეთ, აღემატებოდეთ მას შინა მადლობითა.
8 ფრთხილად იყავით, რათა არავინ გაცთუნოთ სიბრძნისმეტყველებითა და ფუჭი საცთურით, კაცთა გადმოცემებისა თუ ქვეყნის საწყისთა თანახმად, და არა ქრისტეს მიხედვით. 8 ეკრძალენით, ნუ ვინმე იყოს წარმტყუენველ თქუენდა სიბრძნის მოყუარებითა და ცუდითა საცთურითა მოძღურებისა მისებრ კაცთაჲსა, წესთა მათებრ ამის სოფლისათა და არა ქრისტეს მიერ,
9 რადგანაც მასში მკვიდრობს ხორციელად ღვთაების მთელი სავსება. 9 რამეთუ მას შინა დამკჳდრებულ არს ყოველივე სავსებაჲ ღმრთეებისაჲ ჴორციელად.
10 და თქვენც სავსენი ხართ მასში, ვინც არის თავი ყოველი მთავრობისა და ხელმწიფებისა. 10 და ხართ თქუენ მას შინა აღსავსე, რომელი-იგი არს თავი ყოვლისა მთავრობისა და ჴელმწიფებისაჲ,
11 მასშივე ხართ წინადაცვეთილნი ხელთუქმნელი წინადაცვეთით: ესაა განძარცვა ცოდვილი ხორციელი სხეულისაგან - ქრისტესეული წინადაცვეთა. 11 რომლითაცა წინადაიცჳთეთ წინადაცუეთითა მით ჴელით უქმნელითა, განძარცუვითა მით გუამისა მის ჴორცთა მათ ცოდვათაჲსა წინადაცუეთითა ქრისტესითა.
12

მასთან ერთად დაიმარხეთ ნათლისღებით და მასთან ერთადვე აღდექით ღმერთის ქმედითი ძალის რწმენით, რომელმაც მკვდრეთით აღადგინა იგი.

12

მის თანა დაეფლენით ნათლის-ღებითა მით, რომლისა თანაცა აღსდეგით სარწმუნოებითა მით შეწევნითა ღმრთისაჲთა, რომელმან-იგი აღადგინა მკუდრეთით.

13 და თქვენც, ცოდვებითა და თქვენი წინადაუცვეთელობით მკვდრები, მასთან ერთად გაგაცოცხლათ ცოდვათა მოტევებით. 13 და თქუენცა მკუდარ იყვენით შეცოდებათა შინა და წინადაუცუეთელებითა მით ჴორცთა თქუენთაჲთა, მის თანა განგაცხოველნა თქუენ, მოგჳტევნა ჩუენ ყოველნი შეცოდებანი.
14 სწავლით წარხოცა ჩვენგამო შეთხზული და ჩვენს წინააღმდეგ მიმართული ხელწერილი; შუაგულიდან აიღო და ჯვარს მიალურსმა იგი. 14 და აჴოცა ჩუენთჳს ჴელით წერილი ბრძანებით, რომელი იყო ანტაკრად ჩუენდა, და იგი აღიღო შორის და შეჰმსჭუალა ჯუარსა,
15 ძალისაგან განძარცვა მთავრობანი და ხელმწიფებანი, საჯაროდ განაქიქა და ჯვრით იმძლავრა მათზე. 15 განძარცუნა მთავრობანი იგი და ჴელმწიფებანი და საჩუენებელ ქმნნა იგინი კადნიერებით და განაქიქნა იგინი მას შინა.
16 ამიტომ ნურავინ განგსჯით საჭმლისა თუ სასმლის, რაიმე დღესასწაულის, ახალმთვარობისა თუ შაბათთა გამო. 16 ნუმცა ვინ უკუე განგიკითხავს თქუენ საჭმლითა და სასუმლითა, გინა კერძო დღესასწაულისაჲთა, გინა თჳს-თავითა, გინა შაბათობითა,
17 ყოველივე ეს მხოლოდ ლანდია იმისა, რასაც მომავალი მოიტანს, სხეული კი არის ქრისტესი. 17 რომელი-იგი არს აჩრდილი მერმეთაჲ მათ, ხოლო ჴორცთა - ქრისტესთა.
18 ნურავინ შეგაცდენთ მოჩვენებითი სიმდაბლით და ანგელოზთა მსახურებით, თავის ფუჭ ხილვებში დანთქმული და თავისი ხორციელი გონებით ამაოდ გალაღებული, 18 ნუვინ თქუენ მძლე გექმნებინ, უნდეს თუ სიმდაბლითა და წესითა ანგელოზთაჲთა, რომელი-იგი არა იხილა, განიკითხვიდეს ამაოდ განლაღებული გონებითა მით ჴორცთა მისთაჲთა
19 ვინც განშორებია თავს, რომლის მეოხებითაც მთელი სხეული, სახსართა და ნაწევართაგან შეკრული და შეერთებული, დაუბრკოლებლივ იზრდება საღვთო ზრდით. 19 და არა შეეკრძალოს თავი, რომლისაგან ყოველი გუამი, სხეულთაგან და ნაწევართა შექმნული და შეერთებული, ორძის სიორძილსა მას ღმრთისასა.
20 თუ ქრისტესთან ერთად მოკვდით ამქვეყნიური საწყისისათვის, მაშინ, როგორც საწუთროს მკვიდრნი, რატომღა მისდევთ მის წესს: 20 უკუეთუ მოჰკუედით ქრისტეს თანა ნივთთა მათგან ამის სოფლისათა, რაჲსაღა, ვითარცა ცხოველნი სოფელსა შინა ჰბრძანებთ:
21 ნელს ნუ ახლებ, ნუ იგემებ, ნუ შეეხები 21 „ნუ მიეახლები, ნუცა გემოსა იხილავ, ნუცა შეეხები“,
22 ნურაფერს, რაც იხრწნება, - კაცთა მცნებებისა და მოძღვრების მიხედვით? 22 რომელი-იგი არს ყოველივე განსარყუნელად ჴუმევითა მით მცნებისა მისებრ და მოძღურებისა კაცთაჲსა?
23 ყოველივე ეს მხოლოდ იმდენად ჰგავს ჭეშმარიტ სიბრძნეს, რამდენადაც მათშიც ვხედავთ თვითნებურ თაყვანისცემას, თავმდაბლობას და თვითგვემას, მაგრამ მათ არ შეუძლიათ წინ აღუდგნენ ხორციელ განცხრომათა სურვილს. 23 რომელ-იგი არს, რეცა სიტყუაჲ რაჲმე აქუს სიბრძნისაჲ ნეფსითათა მით წესითა და სიმდაბლითა და ურიდებითა ჴორცთაჲთა, არა თუ პატივითა რაჲთმე განსაძღებელად ჴორცთა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე