ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პირველი ეზრა

თავი მეათე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

როცა ლოცულობდა ეზრა, როცა მტირალი და მონანული განრთხმული იყო ღვთის სახლის წინ, თავი მოეყარა მის გარშემო ისრაელიანთა დიდძალ კრებულს, კაცსა და ქალს, დიდსა და პატარას, და ცხარე ცრემლით ტიროდა ხალხი.

1

და რაჟამს თაყუანის-სცა ეზრა აღსარებითურთ ამით და გოდებითა დიდითა, დავრდომილი იდვა ზედა პირსა ქუეყანისასა წინაშე უფლისასა, შეკრბეს მისა ყოველნი, რომელნი იყვნეს იერუსალჱმს, ერი მრავალი: მამანი და დედანი, ჭაბუკნი და ქალწულნი, და გოდებდა ერი იგი და აღიმაღლეს ჴმა ტირილისა მათისა

2 მიუგო ბექანია იეხიელის ძემ, ყელამიანთაგან, და უთხრა ეზრას: დამნშავენი ვართ ჩვენი ღმერთის წინაშე, უცხოელი ქალები რომ დავისვით ცოლად, ამ ქვეყნის ხალხთა ასულები. ახლა ერთი იმედიღა დარჩენია ისრაელს: 2 და მიუგო იოქონია, ძემან ელიასამან, ძეთა მათგან ელამისთა და ჰრქვა ეზრას: ჩუენ ვცოდეთ უფლისა მიმართ ღმრთისა ჩუენისა და ვისხენით ცოლნი უცხოთესლთაგან მის ქუეყანისათა და აწ არიან დღეს უსჯულოებანი შორის ისრაელსა.
3 აღვუთქვათ ჩვენს ღმერთს, რომ ყველანი გავუშვებთ ცოლებს და მათ მონაგარს ჩემი ბატონის რჩევით და ჩვენი ღმერთის მცნებათა მოშიში ხალხის რჩევით. რჯულისამებრ იყოს. 3 და აწ აღვთქვათ აღთქმა წინაშე უფლისა ღმრთისა ჩუენისა: განჴდა ყოვლისა დედაკაცისა და ნათესავისა მათგანისა. და აწ, ვითარცა გნებავს, აღდეგ და შეაშინე მათ სჯულითა უფლისა ღმრთისა ჩუენისათა, ვითარცა მცნება ბრძანებს:
4 ადექი, რადგან შენზეა ეს საქმე და ჩვენც შენთანა ვართ. გამხნევდი და იმოქმედე. 4 აღდეგ და ვისმინოთ პირისაგან შენისა, და ჩუენ შენ თანა ვართ, და განძლიერდი და ყავ, ვითარცა ბრძანებულ არს უფლისა მიერ ღმრთისა ჩუენისა.
5 ადგა ეზრა და დააფიცა მღვდელთა მთავრები ლევიანები და მთელი ისრაელი, რომ ასე მოიქცეოდნენ. მათაც დაიფიცეს. 5 და აღდგა ეზრა და აფუცნა მამათმთავარნი იგი ტომთა მათ და ლევიტელთა ყოველი ისრაელი ყოფად ამის სახისაებრ,
6 ადგა ეზრა ღვთის სახლის წინიდან, წავიდა იოხანან ელიაშიბის ძის სადგომისკენ და შევიდა იქ. პური არ უჭამია, არც წყალი დაულევია, რადგან მწუხარებდა გადანასახლები ხალხის დანაშაულის გამო. 6 და ფუცეს და აღდგა ეზრა პირისაგან სახლისა უფლისა, და მოვიდა სახლსა საფასისა იოანეს, ძისა ელისუბისასა, პური არა ჭამა და წყალი არა სვა, და გოდებდა ზედა უსჯულოებათა მათ დიდ-დიდთა ცოდვათა სიმრავლისა.
7 გამოუცხადეს იუდასა და იერუსალიმში მყოფ ყველა გადანასახლებს, რომ იერუსალიმში მოეყარათ თავი. 7 და ქადაგი იგი ჴმობდა იერუსალემს და ურიასტანს და თქუა: ნფ8. ყოველივე, რომელი არა მოვიდეს იერუსალემად ვიდრე მესამედ დღემდე მთავართა მათგან და მოხუცებულთა, იყავნ შეჩვენებულ ყოვლითურთ მონაგებით მისით, და იგი თავადი განჴედინ კრებულისა მისგან ერისა ისრაელისა
8 ვინც სამ დღეში არ მოვიდოდა, ჩამოერთმეოდა მთელი ქონება თავკაცებისა და უხუცესების გადაწყვეტილებით, თავად კი გადანასახლებთა კრებულიდან მოიკვეთებოდა. 8  
9 სამ დღეში თავი მოიყარეს იერუსალიმში იუდასა და ბენიამინის ხალხმა. ეს იყო მერვე თვეს, თვის მეოცე დღეს. იჯდა მთელი ერი ღვთის სახლის მოედანზე და კანკალებდა ამ ამბის გამო და წვიმისაგან. 9 და შეკრბა ყოველი კაცი იუდასი და ბენიამენისი იერუსალჱმად ვიდრე მესამედ დღემდე მეცხრესა მას თთვესა, რომელსა დღესა ოცი იყო თვისა მის, და სხდა ყოველი იგი ერი ურაკპარაკსა სახლისა უფლისასა, და იყვნეს შეძრწუნებულ ყოველნი სიტყუათაგან მისთა და ყინელისა მისგან ზამთრისა
10 ადგა ეზრა მღვდელი და უთხრა მათ: დანაშაული გაქვთ ჩადენილი: უცხოელი ქალები გყავთ ცოლებად, რომ ისრაელის ცოდვა გაამრავლოთ. 10 და აღდგა ეზრა და ჰრქვა მათ: თქუენ ხართ, რომელთა სცოდეთ და ისხენით ცოლნი ასულთაგან უცხოთესლთასა და შესძინეთ უსჯულოებაჲ და ცოდვა ზედა ისრაელსა.
11 ახლა აღიარეთ შეცოდება უფლის, თქვენი მამა-პაპის ღმერთის წინაშე, და აღასრულეთ მისი ნება: განუდექით ამ ქვეყნის ხალხებს და უცხოელ ცოლებს. 11 და აწ მიეცით დიდება უფალსა ღმერთსა მამათა ჩუენთასა და ყავთ სათნოებაჲ წინაშე მისსა და განეყენენით და განეშორენით ყოველთაგან წარმართთა მის ქუეყანისათა და ცოლთაგან უცხოთესლთასა, რომელნი ისხენით.
12

ხმამაღლა მიუგო მთელმა კრებულმა: ასე იქნება, შენი ნათქვამისამებრ მოვიქცევით.

12

და მიუგო ყოველმან კრებულმან და ჰრქვა: დიდ არს სიტყუაჲ ეგე, რომელი სთქუ შენ ჩუენ ზედა.

13 ოღონდ ბევრია ხალხი და ავდარია, შეუძლებელია გარეთ დგომა. თანაც ეს ერთი და ორი დღის ამბავი არ არის, რადგან ბევრი შეგვიცოდავს ამ საქმეში. 13 რამეთუ ერი მრავალი ვართ ჩუენ, და ჟამი არს ზამთრისა და ვერ ვდეგით გარეშე, და საქმე ეგე არა არს ერთ დღე, ანუ თუ ორ დღე რამეთუ ფრიად შევცოდეთ ჩუენ ამით საქმითა).
14 დადგნენ ჩვენი თავკაცები მთელი კრებულის ნაცვლად, ხოლო ყველანი, ვისაც ჩვენს ქალაქებში უცხოელი ცოლები ჰყავთ, მოვიდნენ დანიშნულ დროს თავთავიანთი ქალაქების უხუცესებთან და მსაჯულებთან ერთად, რომ აგვცილდეს ჩვენი ღმერთის რისხვა ამ ამბის გამო. 14 და დგედ მთავარნი ყოველთა ადგილთა და ქალაქთა, რომელთა ესხნენ ცოლნი უცხოთესლთანი, მოვიდედ ჟამსა მას, რომელ-იგი მოხუცებულთა განაწესეს ქალაქად და ქალაქად, და დაისაჯნედ და განუქარვედ ცოდვა იგი ჩუენგან, და გარეწარაქციედ რისხვა იგი ღმრთისა ჩუენგან ამის სიტყჳსათჳს
15 განსაკუთრებით იონათან ყასაელის ძე და იახზეია თიკვას ძე იდგნენ ამ აზრზე, ხოლო მეშულამი და ლევიანი შაბთაი მხარს უჭერდნენ მათ. 15 და იონათან, ძე აზელისა, და იოვასია, ძე თეკუასი, დაადგინეს საქმისა ამის ზედა და მეზოლამ და საბათი ლევიტელნი შეეწეოდეს მათ.
16 ასე მოიქცა გადანასახლები ხალხი. დაიყვნენ ეზრა მღვდელი და კაცები, მამისსახლთა თავკაცნი, თავ-თავიანთი მამისსახლთა მიხედვით - ყველანი სახელდებით იყვნენ ცნობილნი. დასხდნენ მეათე თვის პირველ დღეს ამ საქმის გასარკვევად. 16 და ყვეს ეგრე, რომელნი-იგი გამოსრულ იყვნეს ტყუეობისა მისგან და გამოირჩინა ეზრა მღდელმან კაცნი იგი მთავარნი მამათმთავართა მათგან სახლისა თჳსისათა, კაცნი სახელოვანნი, და მოვლეს თთვისთავსა მას მეათესა თთვისასა და განაგეს.
17 პირველი თვის პირველი დღისთვის მორჩნენ ყველა იმ მამაკაცთა საქმეს, რომელთაც უცხოელი ცოლები ჰყავდათ. 17 და განაშორეს ყოველი კაცი, რომელსა ესვა ცოლი უცხოთესლი, ვიდრე თთვისთავადმდე თთვისა მის პირველისა.
18 სამღვდელო წარმოშობის ხალხში, რომელთაც უცხოელი ცოლები ჰყავდათ, აღმოჩნდნენ: იესო იოცადაკის ძისა და მისი ძმების შთამომავალთაგან: მაყასეია, ელიაზარი, იარიბი და გედალია. 18 და იპოვნეს ძეთა მათგან მღდელნი, რომელთა ესხნეს ცოლნი უცხოთესლთაგან ძეთა მათგან ისოს იოსედეკიანისათა და ძმათა მისთა მანასეს და ელიეზერ და იარირ და გადალიმ.
19 ხელი მისცეს, რომ გაუშვებდნენ ცოლებს და ცოდვის გამოსასყიდად ვერძს შესწირავდნენ მსხვერპლად. 19 და იწყეს განყენებად ცოლთა მათთა უცხოთესლთა მათთაგან და შეწირეს თჳთეულად ვერძები ცოდვათათჳს უმეცრებისა თჳსისათა:
20 იმერიანთაგან: ხანანი და ზებადია. 20 და ძეთა მათგან ემერისა: ანანია, და ზებედია და ძეთა მათგან არამისთა: ელია, სამელ და ელოზია.
21 ხარიმიანთაგან: მაყასეია, ელია, შემაყია, იეხიელი და ყუზია. 21 და ძეთა მათგან ფასურისთა: ელიანას, მასია, მისაელ, ნათანაელ, იოსაფატ და ელასა.
22 ფაშხურიანთაგან: ელიოყენაი, მაყასეია, იშმაყელი, ნათანიელი, იოზაბადი და ელყასა. 22  
23

ლევიანთაგან: იოზაბადი, შიმყი და კელაია (იგივე კელიტა), ფეთახია, იუდა და ელიაზარი.

23 და ძეთა მათგან ლევიტელთასა: იოზაბათ, სამუთ, კოვლია (ესე აკოელიტას) და აფეთის და იუდას და ელიეზერ.
24 მგალობელთაგან: ელიაშიბი; კარის მცველთაგან: შალუმი, ტელემი და ური. 24

მეფსალმუნეთა და შემასხმელთაგანი იელისაბ და მეკარეთაგანნი სელომისა და თელემისა და უჰრიისა.

25 ისრაელიდან - ფარყოშიანთაგან: რამია, იზია, მალქია, მიამინი, ელყიაზარი, მალქია და ბენაია. 25 და ისრაილისაგან - ძეთა ფსოროპისა: ჰრშეიას, და აზია, და მელქია, და მეამიმ, ელიაზარ, მელქია და აბანია.
26 ყელამიანთაგან: მათანია, ზაქარია, იეხიელი, ყაბდი, იერემოთი, ზაბადი და ყაზიზა. 26 და ძეთა მათგან ელამისთა: მატთონია, ზაქარია, იაელ, ბაბდია, ერიმოოთ და ელია.
27 ზათუნიანთაგან: ელიოყენაი, ელიაშიბი, მათანია, იერემოთი, ზაბაადი და ყაზიზა. 27 და ძეთა მათგან ზათუვასთა: ელიონე, ელიასაფ, მატთანა, იარომოთ, ზაბაათ, უაზაია.
28 ბებაიანთაგან: იეჰოხანანი, ხანანია, ზაბაი, ყათლაი. 28 და ძეთა მათგან ბაბეისთა: იოანან, ანანია და ზაბაის ათალოეს.
29 ბანიანთაგან: მეშულამი, მალუქი, ყადაია, იაშუბი, შეალი და რამოთი. 29 და ძეთა მათგან ბანისთა: მოსულამ და მალუქს, ადაიას, იოსაბაინ, და საალ და ჰრემეოთ.
30 ფახათ-მოაბიანთაგან: ყადნა, ქელალი, ბენაია, მაყასეია, მათანია, ბეცალივლი, ბინუ და მენაშე. 30 და ძეთა მათგან ფადასისა-მოაბეისათა: ადენე და ქალიელ, ბანააია, და მასუახ, მათანაია, ბესელელის, ბანუვილ და მანასე.
31 ხარიმიანთაგან: ელიყეზერი, იშია, მალაქია, შემაყია, სიმონი. 31 და ძეთა მათგან ერამისთა: ელიეზარ, ესსაია, მელქია, სამერას, სიმეონ,
32 ბენიამინი, მალუქი და შემარია. 32 ბენიამენ, მალუქ, სამარია.
33 ხაშუმიანთაგან: მათნაი, მათათა, ზაბადი, ელიფელეტი, იერემაი, მენაშე და შიმყი. 33 და ძეთა მათგან ასუმისთა: მათანაი, მატათი, საპათ, ელიფალეთ, იერემია. მანასე, სემის.
34

ბანიანთაგან: მაყადაი, ყამრამი, უელი,

34 და ძეთა ამათგან ბანიისთა: მოდია, ამრამა და ველისა,
35 ბენაია, ბედია, ქელუჰუ, 35 ბანია, და ბადიას, ქელია,
36 ნეია, მერემოთი, ელიაშაბი, 36 ოვინია, მარიმუთ, ელიმასიბ,
37 მათანია, მათნაი, იაყასაი, 37

მათანია, მათანა, და იასი, და ბანი, ბანუისთა და სემისთა,

38 ბანი, ბინუი, შიმყი, 38 სელიმიას, და ნათანის ედიას, მაქნადადუის, ზესიასე, სარაი,
39 შელემია, ნათანი, ყადაია, 39 ეზრიელ, სელიმიეს, სამარიას,
40 მაქენადებაი, შაშაი, შარაი, 40 სელუმ, ამარიას, ისებს,
41 ყაზარიელი, შელემიაჰუ, შემარია, 41 და ძეთა მათგან ნაგუისთა: ივიელ, მათათიეს,
42 შალუმი, ამარია, იოსები. 42 ზაბათ, ზებინნას,
43 ნებოიანთაგან: იეყიელი, მათითია, ზაბადი, ზებინა, იადაი, იოელი და ბენაია. 43 იადიი, იოველ და ბანაია.
44 ამათ ყველას უცხოელი ცოლები ესვათ და ზოგიერთ მათგანს შვილებიც ჰყავდა შეძენილი. 44 ესე ყოველნი იყუნეს, რომელთა ესხა ცოლები უცხოთესლები და შობდეს მათგან ძეებსა და ასულებსა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე