ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პირველი ეზრა

თავი მეორე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

აჰა, ერთი მხარის მცხოვრებნი, რომლებიც გადასახლებული იყვნენ ბაბილონში ბაბილონის მეფის ნაბუქოდონოსორის მიერ და დაბრუნდნენ იერუსალიმში და იუდაში, თითოეული თავის ქალაქში,

1

და ესე არიან ძენი ისრაჱლისანი თჳთეულად ადგილთაგან, რომელნი გამოვიდოდეს ტყუეობისაგან, რომელი წარტყუევნა ნაბუქოდონოსორ მეფემან ბაბილონად, რომელნი მიაქცია კჳროს ბაბილოვნით იერუსალჱმდ ჰურიასტანად, კაცნი თჳთეულად ქალაქსა თჳსსა,

2 ისინი, რომლებიც მოვიდნენ ზერუბაბელთან, იესოსთან, ნეემიასთან, სერაიასთან, რეყელაიასთან, მორდექაისთან, ბილშანთან, მისფართან, ბიგვაისთან, რეხუმთან, ბაყანასთან ერთად. აჰა, ისრაელის ერის მამაკაცთა რიცხვი: 2 რომელნი გამოსულ იყუნეს ზურობაბელის თანა: ისუ, ნეემია, სარეა, ჰრეილიას, მარდოქეა, ბალაასან, მასაფარ, გაგუვარ, ჰრეუმ, ბაანა. ესე არს რიცხჳ კრებულის მის ძეთა ისრაჱლისა.
3 ფარყოშიანები ორი ათას ასსამოცდათორმეტი, 3 ძენი ფორსისნი ორ ათას ასსამეოცდაათორმეტ.
4 შეფატიანები სამას სამოცდათორმეტი, 4 ძენი საფატისნი ოთხასსამეოცდაათორმეტ.
5 არახიანები შვიდას სამოცდათხუთმეტი, 5 ძენი არისისნი შჳდასსამეოცდაათექუსმეტ.
6 ფახათ-მოაბიანები იესოიანთაგან და იოაბიანთაგან ორი ათას რვაასთორმეტი, 6 ძენი ლეფთალემისანი, მოაბელისნი, და ძეთა ისუთა, და აროაბისთა, ორ ათას რვაასდაათორმეტ.
7 ყელამიანები ათას ორას ორმოცდათოთხმეტი, 7 ძენი ელმოსნი ორ ათას ორასერგასისდაოთხ.
8 ზათუიანები ცხრაას ორმოცდახუთი, 8 ძენი ზატუნასნი ცხრასასოცდახუთ.
9 ზაქაიანები შვიდას სამოცი, 9 ძენი ქორებისნი შჳდასერგასის.
10 ბანიანები ექვსას ორმოცდაორი, 10 ძენი ბანესნი ათას ორმეოცდარვა.
11 ბებაიანები ექვსას ოცდასამი, 11 ძენი ბებენისნი რვაასოცდასამ.
12 ყაზგადიანები ათას ორას ოცდაორი, 12 ძენი არგესნი ათას სამასოცდაორ.
13 ადონიკამიანები ექვსას სამოცდაექვსი, 13 ძენი ადონივამისნი რვაასსამეოცდაათშჳდმეტ.
14 ბიგვაიანები ორი ათას ორმოცდათექვსმეტი, 14 ძენი ბოსორისნი ორ ათას რვაასდაექუს.
15 ყადიანები ოთხას ორმოცდათოთხმეტი, 15 ძენი ადდლნასნი ოთხასერგასისდაოთხ.
16

ხიზკიანთ ატერიანები ოთხმოცდათვრამეტი,

16

ძენი აზერ ეზეკიასნი ოთხმეოცდათექუსმეტ.

17 ბეცაიანები სამას ოცდასამი, 17 ძენი ბესიასნი სამასოცდახუთ.
18 იორაიანები ასთორმეტი, 18 ძენი იარასნი ასდაათორმეტ.
19 ხაშუმიანები ორას ოცდასამი, 19 ძენი ასუმისნი ორასოცდასამ.
20 გიბარიანები ოთხმოცდათხუთმეტი, 20 ძენი გაბერისნი ოთხმეოცდაათხუთმეტ.
21 ბეთლემიანები ასოცდასამი, 21 ძენი ბეთლემისნი ასოცდასამ.
22 ნეტოფას ხალხი ორმოცდათექვსმეტი, 22 ძენი ნოტოფისნი ერგასისდაექუს.
23 ყანათოთის ხალხი ასოცდარვა, 23 ძენი ანთოეთისნი ასოცდარვა.
24 ყაზმავეთის ხალხი ორმოცდაორი, 24 ძენი ისემოთისნი ორმეოცდაორ.
25 კირიათ-ყარიმელები, ქეფირელები, ბეეროთელები შვიდას ორმოცდასამი, 25 ძენი კარიათირიმისნი ქაფირა და ბეროთ, შჳდასორმოცდასამ.
26 რამელები და გაბაყელები ექვსას ოცდაერთი, 26 ძენი რასამისნი და გებასნი ათას ოცდაერთ.
27 მიქმასის ხალხი ასოცდაორი, 27 ძენი მაქამისნი ასოცდაორ
28 ბეთელისა და ჰაგაის ხალხი ორას ოცდასამი, 28 ძენი ბეთელისნი და იედეასნი ოთხასოცდასამ.
29 ნებოელები ორმოცდათორმეტი, 29 ძენი ნაბუისნი ერგასისდაორ.
30 მაგბიშელები ასორმოცდათექვსმეტი, 30 ძენი მაგებისნი ასერგასისდაექუს.
31

სხვა ყელამის მკვიდრნი ათას ორას ორმოცდათოთხმეტი,

31

ძენი ელამარისნი ათას ორასერგასისდაოთხ.

32 ხარიმიანები სამას ოცი, 32 ძენი არამისნი სამასდაოც.
33 ლოდის, ხადიდის და ონოს ხალხი შვიდას ოცდახუთი, 33 ძენი ლიდლონისნი ლოვდადიდ და ონა, შჳდასოცდახუთ.
34 იერიხონელები სამას ორმოცდათხუთმეტი, 34 ძენი იერიქოვისნი სამასორმეოცდახუთ.
35 სენაელები სამი ათას ექვსას ოცდაათი, 35 ძენი სენნასნი სამ ათას ექუსასოცდაათ.
36 მღვდლები: იედაყიანები იესოს სახლიდან ცხრაას სამოცდაცამეტი, 36 და ძენი მღდელთანი და ძენი ედდოასნი სახლისა ისოსნი იოესედეკეანისნი ცხრაას სამეოცდაცამეტ.
37 იმერიანები ათას ორმოცდათორმეტი, 37 ძენი ემერისნი ათას ერგასისდაორ.
38 ფაშხურიანები ათას ორას ორმოცდაშვიდი, 38 ძენი ფასურისნი ათას ორასორმეოცდახუთ.
39 ხარიმიანები ათას ჩვიდმეტი, 39 ძენი ერემისნი ათას შჳდას.
40 ლევიანები: იესოიანები და კადმიელიანები ჰოდავიანთაგან სამოცდათოთხმეტი, 40 და ლევიტელთანი იგი ძენი ისუასნი, კადმიოელ ძისა სუდიასი სამეოცდაათოთხმეტ.
41 მგალობელნი: ასაფიანები ასოცდარვა, 41 და რომელნი-იგი იყუნეს მეფსალმუნენი და შემასხმელნი და ძენი იგი ასაფისნი ასოცდარვა.
42 კარისმცველთა მოდგმა: შალუმიანები, ატერიანები, ტალმონიანები, ყაკუბიანები, ხატიტაიანები, შობაიანები, სულ ასოცდაცხრამეტი, 42 და ძენი მეკარეთანი, ძენი ელუმასნი, ძენი ატერისნი, ძენი ტელმონისნი და ძენი აკაკბობისნი, ძენი ატიტასნი, ძენი სობასნი, ყოველივე ასოცდააცხრამეტ.
43 შეწირულნი: ციხაიანები, ხასუფაიანები, ტაბაყოთიანები, 43 და ნათანისგან თესლნი: ძენი არალისნი, ძენი ასუფასნი, ძენი ტაბაოტისნი.
44 კეროსიანები, სიყაჰაიანები, ფადონიანები, 44 ძენი კერაოსისნი, ძენი სიაასნი, ძენი ფადოენისნი.
45 ლებანიანები, ხაგაბაიანები, ყაკუბიანები, 45 ძენი ლაბანისნი, ძენი ადაბისნი, ძენი აკობისნი.
46

ხაგაბიანები, შამლაიანები, სანანიანები,

46

ძენი ადაბისნი, ძენი სელამისნი, ძენი ანანისნი.

47 გიდელიანები, გახარიანები, რეაიანები, 47 ძენი გედდელისნი, ძენი გაარისნი, ძენი ჰრადისნი.
48 რეცინიანები, ნეკოდაიანები, გაზამიანები, 48 ძენი ჰრასუნისნი, ძენი გაზაამისნი, ძენი ნეკოვდასნი.
49 ყეზაიანები, ფასეახიანები, ბესაიანები, 49 ძენი გაზანისნი, ძენი ფასესნი, ძენი ბაასისნი
50 ასნაიანები, მეყუნიმიანები, ნეფუსიმიანები, 50 ძენი ასენისნი, ძენი მოვანიმისნი, ძენი ნეფუმისნი.
51 ბაკბუკიანები, ხაკუფაიანები, ხარხურიანები, 51 ძენი ბაკუთისნი, ძენი აკუფასნი, ძენი არურასნი.
52 ბაცლუთიანები, მეხიდაიანები, ხარშაიანები, 52 ძენი ბავლუთისნი, ძენი მიდაასნი, ძენი არისასნი.
53 ბარკოსიანები, სისრაიანები, თამახიანები, 53 ძენი ბარკოსისნი, ძენი სისარასნი, ძენი თამაისნი.
54 ნეციახიანები, ხატიფაიანები, 54 ძენი ნესოვასნი, ძენი ატტუფასნი.
55 სოლომონის მორჩილთა მოდგმა: სოტაიანები, სომერეთიანები, ფერუდაიანები, 55 ძენი მონათა სოლომონისნი, ძენი სოტეასანი, ძენი ასუფერატისნი, ძენი ფაკდურასნი.
56 იაყალაიანები, დარკონიანები, გიდელიანები, 56 ძენი იელაასნი, ძენი კედროვნისნი, ძენი კედედელისნი.
57 შეფატიანები, ხატილიანები, ფოქერეთ-ჰაცებაიმიანები, ამიანები, 57 ძენი საფასტასნი, ძენი ატტილისნი, ძენი ფაქერუთისნი, ასაბუბ, ძენი იემეისნი.
58 შეწირულნი და სოლომონის მორჩილთა მოდგმა სულ სამას ოთხმოცდათორმეტი. 58 ყოველნი იგი ძენი ნათანისნი და ძენი მონათა მათ სოლომონისათანი სამასოთხმეოცდაათორმეტ.
59 აჰა, თელ-მელახიდან, თელ-ხარშიდან, ქერუბ-ადანიმერიდან გამოსულნი, რომელთაც ვერ შეძლეს გაერკვიათ თავიანთი მამისსახლები და მოდგმა, იყვნენ თუ არა ისინი ისრაელიდან: 59 და ესენი არიან გამოსრულნი თელმელექად, თელარესად, ქერობად, ედარ და ემერად, და ვერ შეუძლეს თხრობად სახელთა მამათა თჳსთასა, უკუეთუ არს ნათესავი მათი ისრაჱლისაგან.
60 დელაიანები, ტობიანები, ნეკოდაიანები - ექვსას ორმოცდათორმეტი; 60 ძენი დალავისნი, ძენი ტობიასნი, ძენი ნეკოდასნი ექუსასერგასისდაორ.
61

მღვდელთა მოდგმა: ხაბაიანები, ჰაკოციანები, ბარზილაიანები, რომელთაც გალაადელი ბარზილაის ქალიშვილები მოიყვანეს ცოლად და მათ სახელზე დაეწერნენ.

61

და ძეთა მათგან მღდელთასა: ძენი აბაასნი, ძენი აკოსისნი, ძენი ბერზელესნი, ვითარცა მოიყვანნა ასულთა მათგან ბერზულოსთა გალაადიტელისა თჳსა ცოლად, იყო დავიწყება სახელთა მათთა.

62 ისინი ეძებდნენ თავიანთ საგვარტომო წიგნს და ვერ იპოვნეს; და განეყენნენ მღვდლობიდან. 62 და ეძიებდეს ნათესავთა რიცხუსა წიგნთა მათსა და არა იპოვა. და განაშორნეს იგინი მღდელთაგან.
63 უთხრა მათ განმგებელმა, რომ არ ეჭამათ წმიდათა წმიდიდან, ვიდრე არ დადგებოდა მღვდელი ურიმითა და თურიმით. 63 და ჰრქუა ანამესითა მათ: არა წეს არს თქუენდა ჭამად სიწმიდისა მისგან წმიდათასა, ვიდრემდის აღდგეს მღდელთმოძღუარი და განცხადებულად უჩუენოს, მის მიერ განათლდენ ყოველნი სრულიად.
64 მთელი კრებული ერთად შეადგენდა ორმოცდაათი ათას სამას სამოც კაცს, 64 და იყო ყოველი იგი კრებული ერთბამად ოთხ ბევრი ორ ათას სამასსამეოც.
65 გარდა მათ ყმათა და მხევალთა; ესენი იყვნენ შვიდი ათას სამას ოცდაჩვიდმეტი, მათ შორის მგალობელი კაცები და მგალობელი ქალები - სულ ორასი სული. 65 გარნა მონათა და მჴევალთა მათთა და მწყემსნი მათნი - ათას სამასოცდაათჩჳდმეტ და შემსხმელნი მეფსალმუნენი მათნი, მამანი და დედანი ორას;
66 მათი ცხენები - შვიდას ოცდათექვსმეტი, მათი ჯორები - ორას ორმოცდახუთი, 66 ცხენები მათი შჳდასოცდათექუსმეტ და ჯორები მათი ორასორმეოცდაშვიდ.
67 მათი აქლემები - ოთხას ოცდათხუთმეტი, ვირები - ექვსი ათას შვიდასოცი, 67 და აქლემები მათი ოთხასოცდაოხუთმეტი და ვირები მათი ექუს ათას შჳდასდაოც;
68 მამისსახლთა თავკაცებმა უფლის ტაძართან მისვლისას იერუსალიმში ნებაყოფლობით გაიღეს შესაწირავი ღვთის ტაძრისათვის, რომ აღდგენილიყო იგი თავის საძირკველზე. 68 და მფლობელნი იგი მამათმთავარნი, რომელნი მოვიდეს სახლსა უფლისასა იერუსალჱმდ, შეწირეს სახლსა ღმრთისასა განმზადებულება საშენებელად მისა,
69 თავიანთი შეძლებისამებრ შეიტანეს სამუშაოთა ხარჯისათვის საგანძურში: სამოცდაერთი ათასი დრაქმა ოქრო, ხუთი ათასი მინა ვერცხლი და ასი ხელი სამღვდელო შესამოსელი. 69 რაოდენიცა იყო ძალი მათი, მისცეს აღსაგებელად საფასე საჴმრისა: ოქრო დიდრაქმა ექუსი ბევრი და ათას და ასი, და ვეცხლი ხუთ ათასი ქანქარი და კუართები სამღდელო ასერგასის.
70 დასახლდნენ მღვდლები, ლევიანები, მდაბიორნი, მგალობელნი, კარისმცველები და შეწირულნი თავ-თავიანთ ქალაქებში; მთელი ისრაელი თავ-თავის ქალაქში დასახლდა. 70 დასხდეს მღდელნი და ლევიტელნი და ერისა მისგანნი შემასხმელნი და მეკარენი ნათანელნი ქალაქთა თჳსთა და ყოველნი ისრაჱლნი ქალაქთა თჳსთა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე