ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პირველი მეფეთა

თავი მეოცე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

გაიქცა დავითი რამათის ნავათიდან, მივიდა და უთხრა იონათანს: რა გავაკეთე, რა დავაშავე, რა შევცოდე მამაშენს, მოსაკლავადრომ დამდევს?

1

და წარმოვიდა დავით ნავათით არამასისით და შეემთხჳა იონათანს და ჰრქუა: რა შევსცოდე, ანუ რა ბოროტი ვყავ მამისა შენისა მიმართ, რამეთუ მეძიებს მე მოკლვად?

2 მიუგო: ღმერთმა დაგიფაროს, არ მოკვდები! ახლა ყური მიგდე: არაფერ საქმეს, დიდი იქნება თუ მცირე, არ აკეთებს მამაჩემი, მე თუ არ გამიმხილა. რატომ დამიმალავდა მამაჩემი ამ საქმეს? ეს არ მოხდება. 2 მიუგო იონათან დავითს და ჰრქუა: ნუ იყოფინ! რამეთუ არა მოჰკუდე! რამეთუ არა იყოს სიტყუაჲ მამისა, რომელიმცა არა ვსცან კეთილი, გინა ბოროტი. და ყოველივე გაცნობო შენ.
3 დაიფიცა დავითმა და თქვა: კარგად იცის მამაშენმა, რომ მადლი ვპოვე შენს თვალში, ამიტომ ამჯობინა, არ გაეგო ეს იონათანს, რომ არ დამწუხრებულიყო. უფალს და შენს თავს გეფიცები, თუ ერთი ნაბიჯი არ იყოს ჩემსა და სიკვდილს შორის. 3 მიუგო დავით იონათანს და ჰრქუა: რამეთუ უწყის მამამან შენმან, ვითარღა მიპოვნიეს მადლი წინაშე შენსა და ესრე ჰნებავს, ვითარმედ, ნუმცა უწყის იონათან სიტყუაჲ ესე, რათა არა უმხილოს დავითს. ხოლო ცხოველ არს უფალი და ცხოველ არს სული შენი, რამეთუ ჭეშმარიტად განმზადებულ არს სიკუდილი წინაშე მამისა შენისა.
4 უთხრა იონათანმა დავითს: რასაც შენი გული იტყვის, იმას გავაკეთებ შენთვის. 4 და ჰრქუა იონათან დავითს: და რა გნებავს, თქუ, და იგიცა ვყო.
5 უთხრა დავითმა იონათანს: აჰა, ხვალ ახალმთავრობაა. წესისამებრ, პურის საჭმელად უნდა ვიჯდე მეფესთან. გამიშვი, რომ დავიმალო მინდვრად ზეგ საღამომდე. 5 ჰრქუა დავით იონათანს: აჰა, ესერა, ხვალე დღესასწაული არს თთვისთავისა. და ჩემდა ჯერ-არს პურის რთვა მეფისა, და შენ განმავლინე მე, და მე მივიდე და დავემალო ველსა გარე სამ დღე!
6 თუ მომიკითხა მამაშენმა, უთხარი: დავითმა მთხოვა ბეთლემში, ჩემს ქალაქში მეჩქარება, ყოველწლიური მსხვერპლშეწირვა გვაქვსო მთელს საგვარეულოს. 6 და უკუეთუ მიკითხევდეს მამა შენი, ჰრქუა მამასა შენსა, ვითარმედ: იჯმნა დავით ჩემგან და მივიდა ბეთლემად, ქალაქად თჳსა, რამეთუ დღესასწაული არს მსხუერპლთა შესაწირავისა ნათესავ-ტომითურთ მისით.
7 თუ თქვა: კეთილი, მაშინ მშვიდობით იქნება შენი მორჩილი. თუ განრისხდა, იცოდე, გადაუწყვეტია ავი საქმე. 7 უკუეთუ თქვას მამამან შენმან, რამეთუ: კეთილ არს! მაშინ უწყოდე, რამეთუ მშჳდობა არს მონისა შენისა. უკუეთუ ფიცხლად რამე მოგიგოს შენ, უწყოდე, რამეთუ ყოვლად ბოროტი ჰნებავს ჩემთჳს.
8 მიყავი სიკეთე შენს მორჩილს, რაკი საუფლო აღთქმით მიგიღივარ შენი მორჩილი: ბარემ შენ მომკალი, თუ რამე დანაშაული მაქვს, რისთვის უნდა მიმიყვანო მამაშენთან. 8 ხოლო შენ წყალობა-ყავ ჩემთჳს, მონისა შენისა, რამეთუ აღთქმით წინაშე ღმრთისა მომიყვანე მე დღესა, და უკუეთუ შეცოდება რაჲმე ჰპოო ჩემ თანა, მონისა შენისა, შენ მომკალ მე და ნუ შემიყვანებ მე წინაშე მამისა შენისა.
9 თქვა იონათანმა: დარდი ნუ გაქვს. როგორ იქნება, არ შეგატყობინო, თუკი გავიგე, რომ ავი საქმე გადაუწყვეტია შენთვის მამაჩემს. 9 მიუგო იონათან დავითს და ჰრქუა: ნუ იყოფინ ეგე! უკეთუ ვსცნა, ვითარმედ ჭეშმარიტად განრისხებულ არს მამა ჩემი შენთჳს, მოვიდე და გაუწყო შენ და მეოტ იქმნა.
10 უთხრა დავითმა იონათანს: ვინ შემატყობინებს, მკაცრი პასუხი თუ გაგცა მამაშენმა. 10 და ჰრქუა დავით იონათანს: და აწ ვინმე მოვიდეს და მითხრას მე ფიცხლად, თუ რაჲმე მოგაგოს შენ მამამან შენმან ჩემთჳს?
11

უთხრა იონათანმა დავითს: წამო, მინდორში გავიდეთ. და გავიდნენ ორთავენი მინდორში.

11

მიუგო იონათან დავითს და ჰრქუა: მოგვალე და განვიდეთ ველად! და განვიდეს.

12 უთხრა იონათანმა დავითს: უფალი, ისრაელის ღმერთი იყოს მოწმე, რომ ხვალ ან ზეგ ამ დროს გავიგებ მამაჩემისგან, კეთილი თვალით უყურებს თუ არა დავითს. ხოლო თუ არავინ გამოვგზავნე შენთან და ცხადად არ გაგიმხილე, 12 რქვა იონათან დავითს: უფალმან ღმერთმან ისრაჱლისამან უწყის, გამოვკითხო მამასა ჩემსა შენთჳს, რაჟამს მარჯვე იყოს ორგზის და სამგზისცა. და თუ კეთილი რაჲმე თქუას შენთჳს, გინა ბოროტი, გამოგივლინო კაცი და გაუწყო შენ.
13 ასე და ასე დასაჯოს უფალმა იონათანი და უარესადაც. თუ ნებავს მამაჩემს ბოროტება შენთვის, გაგიმხელ და გაგიშვებ, რომ მშვიდობით წახვიდე. უფალი იყოს შენთან, როგორც მამაჩემთან იყო. 13 ესე და ესე უყავნ, უფალო, იონათანს, უკუეთუ ყოველივე ადრე არა გაუწყო შენ და წარგავლინო შენ ჩემგან მშჳდობით. და იყავნ უფალი ღმერთი შენ თანა, ვითარცა იყო მამისა ჩემისა თანა.
14 თუ ცოცხალი ვიქენი, მადლი მიყავი უფლის გულისთვის. თუ მოვკვდი, 14 და ცოცხალიღა თუ ვიყო მე, ყავ ჩემდა მომართ წყალობაჲ! უკუეთუ მოვკუდე,
15 ნურასოდეს მოაკლებ შენს მოწყალებას ჩემს სახლს, ნურც მაშინ, როცა აღგვის უფალი სათითაოდ დავითის მტრებს მიწის პირისგან. 15 ნუვე დააყენებ წყალობასა სახლისა ჩემისათჳს უკუნისამდე ჟამთა და რომელსა ჟამსა მოჰჴოცნეს უფალმან ყოველნი მტერნი დავითისანი თითოეულად პირისაგან ქუეყანისა!
16 დადო აღთქმა იონათანმა დავითის სახლთან: დავითის მტრებს აგებინოს პასუხი უფალმა! 16 რათა იპოებოდეს სახელი იონათანისი სახლსა დავითისისა, იძიენ უფალმან ჴელთაგან მტერთა დავითისათა!
17 და კიდევ სიყვარული შეჰფიცა იონათანმა დავითს, რადგან საკუთარი თავივით უყვარდა იგი. 17 და შე-ღავე-სძინა იონათან ფიცად დავითის მიმართ, რამეთუ უყუარდა იგი ფრიად.
18 უთხრა იონათანმა: ხვალ ახალმთავრობაა. მოგიკითხავენ, რადგან ცარიელი იქნება შენი ადგილი. 18 და ჰრქუა მას იონათან: ხვალე დღესასწაული არს თთვისთავისა და
19 სამ დღეს მოიცალე და მერე წადი იმ ადგილას, სადაც იმალებოდი და აზელის კლდესთან დაჯექი. 19 ხილვით იხილოს საჯდომელი შენი და შენ სამგზის იხილო, და მოხჳდე ადგილსა მას, სადაცა დამალულ იყო დღესა მას საქმისასა მაგას ქვეშე.
20 სამ ისარს ვისვრი შენსკენ, თითქოს მიზანში მესროლოს. 20 და მე მოვიდე და განვსტყორცნე სამნი ისარნი უტევნად.
21

მერე ბიჭს გამოვგზავნი, წადი, ისრები მოძებნე-მეთქი. თუ ვეტყვი ბიჭს, აჰა, შენს ახლოს არის ისრები, აიღე და მომიტანე-მეთქი, მშვიდობაა შენს თავს. არაფერი არ მოხდება, უფალს გეფიცები.

21

და მივავლინო ყრმა ჩემი, და ვრქვა ყრმასა მას, ვითარმედ: მომართვენი ისი ისარნი ჩემნი, რომელ შევსტყორცენ! უკუეთუ ვრქვა, ვითარმედ: ეგერა, ისარნი იგი შენ კერძო! მაშინ უწყოდე, რამეთუ მშჳდობა არს და არა არს სიტყუაჲ ბოროტი. ცხოველ არს უფალი!

22 თუ ვეტყვი ბიჭს: აჰა, შენს იქით არის ისრები-მეთქი, წადი, რადგან გაუშვიხარ უფალს. 22 უკუეთუ ესრე ვრქვა ყრმასა მას, ვითარმედ შენითგან მიმართ მი-რე-იძიე, აღდეგ და ივლტოდე, რამეთუ წარგგზავნა შენ უფალმან.
23 იმ საქმეში კი, რაზეც მე და შენ ვილაპარაკეთ, უფალი იყოს ჩვენს შორის უკუნისამდე. 23 ხოლო სიტყჳსა მისთჳს, რომელსა ვიტყოდეთ შენ და მე, მოწამე არს შორის ჩემდა და შორის შენსა ღმერთი, ნათესავისა ჩემისა შორის და ნათესავისა შენისა უკუნისადმე ჟამთა!
24 დაიმალა დავითი მინდორში. დადგა ახალმთავრობის დღე და დაჯდა პურობად მეფე. 24 და დაემალა დავით ველსა მას შინა, და იყო დღესასწაული იგი თთვისთავისა. და მოვიდა მეფე ტაძრად პურის-ჭამად.
25 დაჯდა მეფე თავის საჯდომზე ჩვეულებისამებრ, კედელთან მდგარ საჯდომზე; იონათანი კი ადგა და საულის გვერდით აბნერი დაჯდა. დავითის ადგილი კი თავისუფალი იყო. 25 და დაჯდა მეფე საინაჴესსა თჳსსა და შემდგომად მისა დაჯდა იონათან, და მოვიდა აბენერ და დაჯდა გუერდით კერძო საულისსა, ხოლო ადგილი იგი დავითისი ცუდად დაშთომილ იქმნა.
26 არაფერი უთქვამს საულს იმ დღეს, რადგან იფიქრა, შემთხვევა არისო; განუწმედელი იქნება, არ განწმედილაო ალბათ. 26 და საულ არა თქუა მას დღესა შინა, რამეთუ ესრე ჰგონებდა, ვითარმედ ნუთუ ზრუნვასა რასმე შეპყრობილ იყოს გული მისი და არა განწმედილ იყოს.
27 ახალმთავრობის მეორე დღესაც თავისუფალი იყო დავითის ადგილი. უთხრა საულმა იონათანს, თავის ძეს: რატომ არ მოვიდა პურობად იესეს ძე, არც გუშინ და არც დღეს? 27 და იყო ხვალისაგან, მეორესა დღესა მის თვისასა მიხედა საულ და იხილა ადგილი იგი დავითისი ცალიერადვე და ჰრქუა იონათანს, ძესა მისსა: რადმე არა შემოვიდა ძე იესესი გუშინ, ანუ დღეს პურის-ჭამად?
28

მიუგო იონათანმა საულს: ბეთლემში წასასვლელად დამეთხოვა დავითი.

28 მიუგო იონათან და ჰრქუა: იჯმნა ჩემგან მისლვად ბეთლემად, ქალაქად თჳსა.
29 მითხრა: გამიშვი, რადგან საგვარეულო მსხვერპლშეწირვა გვაქვს ქალაქში. ძმამ შემომითვალაო. ახლა, თუ მადლი მიპოვნია შენს თვალში, დამანებე წასვლა, რომ მოვინახულო ჩემი ძმებიო. ამიტომ არ მოსულა სამეფო სუფრაზე. 29 რამეთუ ესრე მრქუა, ვითარმედ: განმიტევე მე, რამეთუ შესაწირავი უყოფიეს ნათესავთა ჩემთაო და კაცი მომივლინესო ძმათა ჩემთა, რათა მივიდეო.აწ მიპოვნიეს თუ მადლი წინაშე შენსა, მივიდეო და ვიხილნე ძმანი ჩემნი და მის გამო არა შემოვიდა პურის-ჭამად შენს წინაშე.
30 განურისხდა საული იონათანს და უთხრა: შე ურჩო და უკუღმართო! განა არ ვიცი, რომ მეგობრად მოჰკიდებიხარ იესეს ვაჟს შენდა სამარცხვინოდ და დედაშენის შესარცხვენად. 30 და განრისხნა საულ ფრიად იონათანის ზედა და ჰრქუა: შობილო ქალო, გულ-დედალო, მდედრ გაზრდილო! მე არა ვიცი, რამეთუ შენ ერთგულ ხარ ძისა იესესისა სირცხჳლად შენდა და საგინებელად გამოჩინებისა სარცხჳნელისა დედისა შენისა?
31 რადგან ვიდრე ცოცხალია იესეს ძე ამქვეყნად, ვერც შენ განმტკიცდები და ვერც შენი მეფობა გნმტკიცდება. ახლა აქ მომიყვანე, რადგან სიკვდილის ღირსია. 31

რამეთუ ყოველთა დღეთა, ვიდრე ცოცხალ იყოს ძე იესესი ქუეყანასა ზედა, არა განგემარჯოს მეფობაჲ შენი. აწ წარავლინე ადრე და შეპყრობად-ეც იგი და მოყვანებად, რამეთუ შვილი სიკუდილისა არს იგი!

32

მიუგო იონათანმა საულს, თავის მამას, და უთხრა: რისთვის უნდა მოკვდეს, რა გააკეთა?

32 მიუგო იონათან მამასა თჳსსა და ჰრქვა: რასათჳს მოკუდების იგი, რა შეუცოდებიეს?
33 და სტყორცნა საულმა მას შუბი მოსაკლავად. მიხვდა იონათანი, რომ გადაწყვეტილი ჰქონია მამამისს დავითის მოკვლა. 33 და აღიტაცა საულ ლახვარი იგი, რათამცა მოკლა იონათან, და სცნა იონათან, განაღაობით ნებავს მამასა მისსა მოკლვა დავითისი.
34 ადგა იონათანი სუფრიდან, რისხვამორეული. არ უჭამია პური ახალმთავრობის მეორე დღეს, რადგან წუხდა დავითზე, ასე რომ გალანძღა იგი მამამისმა. 34 აღდგა იონათან ტაბლისა მისგან გულისწყრომით, გამოვიდა და არა ჭამა პური, რამეთუ განტყდა გული მისი დავითისათჳს, რამეთუ განიზრახა მამამან მისმან მოკულა დავითისი.
35 მეორე დილას გავიდა იონათანი მინდორში დავითთან დათქმულ დროზე, პატარა ყმაწვილიც თან ახლდა. 35 და იყო ხვალისაგან, გამოვიდა იონათან ველად პაიმანისა მისებრ, რომელ დაედვა დავითის თანა და ყრმა ერთი მცირე მის თანა.
36 უთხრა ყმაწვილს: გაიქეცი და მომიძებნე ისრები, მე რომ ვისვრი. გაიქცა ყმაწვილი ისროლა იონათანმა ისრები და ყმაწვილს გადააცილა. 36 და ჰრქუა იონათან ყრმასა მას: გვალე, მომართვენ ისარნი ჩემნი, რომელ გავსტყორცნო! და წარვიდა ყრმა იგი და განსტყორცნა ისარნი მოღებად.
37 მივიდა ყმაწვილი იმ ადგილას, სადამდისაც მიაწვდინა იონათანმა ისრები და მიაძახა იონათანმა ყმაწვილს: შენს იქით ხომ არ არისო ისრები? 37 და მირბიოდა ყრმა იგი ადგილსა მას ისართასა, რომელ-იგი სტყორცნა იონათან და უჴმო უკანა ყრმისა მის იონათან და ჰრქუა: შენსა მიმართრე არს ისარნი.
38 კიდევ მიაძახა იონათანმა ყმაწვილს: ჩქარა დაბრუნდი, რას უდგეხარ? მოაგროვა იონათანის ყმაწვილმა ისრები და მივიდა თავის ბატონთან. 38 და უჴმო იონათან ყრმასა მას და ჰრქუა: მიისწრაფე ადრერე და ნუ დაიყოვნი! და აკრიბნა ყრმამან ისარნი იგი და მოართუნა უფალსა თჳსსა.
39 თავად ყმაწვილი ვერაფერს მიხვდა. მხოლოდ იონათანისა და დავითისთვის იყო გასაგები ეს ამბავი. 39 ხოლო ყრმამან მან არა იცოდა ზრახვა იგი მათი, გარნა იონათან და დავით.
40 მისცა იონათანმა ყმაწვილს თავისი საჭურველი, თან რომ ჰქონდა, და უთხრა: წადი, ქალაქში წაიღე! 40 და აღჴსნა იონათან მშჳლდი იგი და ისარნი და მისცა ყრმასა და ჰრქუა: გვალე, ადრე მიისწრაფე ქალაქად!
41 ყმაწვილი წავიდა. ხოლო დავითი ადგა სამხრეთის მხრიდან, პირქვე დაეცა და სამგზის თაყვანისცა. მერე გადაკოცნეს ერთმანეთი და ატირდნენ ერთად. დავითი უფრო მეტს ტიროდა. 41 და წარვიდა ყრმა, და აღდგა დავით სამალველით და თაყუანი-სცა იონათანს სამგზის; და პირსა აკოცნეს ურთიერთას და ტიროდეს განყენებისა მათისათჳს მყოვარ ჟამ.
42 უთხრა იონათანმა დავითს: მშვიდობით იარე! როგორც ჩვენ ორთავემ დავიფიცეთ უფლის სახელით: უფალი იყოს ჩვენს შორის, ჩემსა და შენს შთამომავლობას შორის უკუნისამდე! 42 და ჰრქუა იონათან დავითს: აწ გვალე, ვიდოდე შენ მშჳდობით! და ვითარცა ვფუცეთ ურთიერთარს სახელსა მას უფლისასა და ვთქუ, ვითარმედ მოწამე არს უფალი შორის შენსა და ჩემსა და შორის ნათესავისა ჩუენისა, ეგრეცა იყავნ ვიდრე საუკუნომდე!
    43 და აღდგა დავით და წარვიდა, და იონათან შევიდა ქალაქად თჳსსა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე