ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პირველი ნეშტთა

თავი ოცდამეოთხე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

აარონიანებს თავიანთი დასები აქვთ. აარონიანები: ნადაბი, აბიჰუ, ელყეზერი და ითამარი.

1

და ძეთა აჰრონისთა განყოფად: ნადაბ და აბიუდ და ელეაზარ და ითამარ

2 ნადაბი და აბიჰუ მამაზე ადრე დაიხოცნენ, ისე რომ ვაჟები არ ჰყოლიათ. ელყაზარი და ითამარი შეუდგნენ მღვდელმსახურებას. 2 და მოსწყდეს ნადაბ და აბიუდ წინაშე მამისა მათისა და შვილნი არა ესხნეს მათ და მღდელობდეს ელეაზარ და ითამარ, ძენი აჰრონისნი.
3 გაამწესა დავითმა ცადოკი, ელყაზარის ძეთაგან და ახიმელეხი, ითამარის ძეთაგან, თავ-თავიანთ სამსახურში, თავ-თავიანთი მოვალეობისდა მიხედვით. 3 და განყუნა იგინი დავით - სადუკ. ძეთაგან ელიეზარისათა, და აქიმელექ, ძეთა ითამარისთა, ახილვისაებრ მათისა და მსახურებად სახლად და სახლად მამულთა მათთა.
4 აღმოჩნდა, რომ ელყაზარის შვილებში კაცები უფრო მეტნი იყვნენ, ვიდრე ითამარის შვილებში. დაანაწილეს მათ ისინი: ელყაზარის ძეთა მამისსახლებს თექვსმეტი თავკაცი არგუნეს, ხოლო ითამარის ძეთა მამისსახლებს - რვა თავკაცი. 4 და იპოვნეს ძენი ელიეზერისნი უმრავლეს მთავრად ძლიერთა და უფროს ძეთა ითამარისათა და განყუნა იგინი, და ძენი ელიეზერისნი დაადგინა მთავრად სახლთა მამულთა მათთა ათექუსმეტ და ძეთა ითამარისთა სახლად მამათა რვა.
5 ერთმანეთში წილისყრით დაინაწილეს, რადგან საწმიდრის წინამძღოლები და ღვთის სახლის წინამძღოლები ელეაზარისა და ითამარის ძეთაგან იყვნენ. 5 და განყუნა იგინი წილითი ესენი ამათ მიმართ, რამეთუ იყუნეს ესენი მთავარნი წმიდათანი და მთავარნი უფლისანი ძეთა შორის ელიეზერისათა და ძეთა შორის ითამარისათა.
6 ისინი აღნუსხა შემაყია ნეთანელის ძემ, ლევიანთა მწიგნობარმა, მეფისა და მთავართა წინაშე, ცადოკ მღვდლისა და ახიმელეხ აბიათარის ძის წინაშე, მღვდლების და ლევიანების მამისსახლთა თავკაცთა წინაშე. ერთი მამისსახლი ელყაზარს უყრიდა წილს და ერთი ითამარს უყრიდა წილს. 6 და აღწერნა იგინი სემაია, ძემან ნათანელისამან, მწიგნობარმან ლევისგანმან, წინაშე მეფისა და მთავართა, და სადუკის მღდელსა და აქიმელიქისასა. ძისა აბიათარისასა, მთავართა მამადმამათა მღდელთასა და ლევიტელთა, სახლისა მამულისათა, ერთ-ერთი ძეთაგან ელიეზარისა და ერთ-ერთი ძეთაგან ითამარისა
7 პირველი წილი იეჰოარიბს შეხვდა, მეორე - იედაყიას, 7 და გამოუჴდა წილი პირველი არიმას, მეორე ანინას, მესამე ქალებს, მეოთხე სეორიმს,
8 მესამე - ხარემს, მეოთხე - სეყორიმს, 8  
9 მეხუთე - მალქიას, მეექვსე - მიამიმს, 9 მეხუთე მელქიას, მეექვსე მერარს,
10 მეშვიდე - ჰაკოცს, მერვე - აბიას, 10 მეშჳდე აკოსსა, მერვე აბიათს,
11 მეცხრე - იეშუაყს, მეათე - შექანიაჰუს, 11 მეცხრე ისუს, მეათე ისქანიას,
12 მეთერთმეტე - ელიაშიბს, მეთორმეტე - იაკიმს, 12 მეათერთმეტე ელისიბას, მეათორმეტე სალაკიმს,
13 მეცამეტე - ხეფას, მეთოთხმეტე - იეშებაბს, 13 მეათცამეტე ოფას,
14 მეთხუთმეტე - ბილგას, მეთექვსმეტ იმერს, 14 მეათოთხმეტე იზბაალს, მეათხუთმეტე ქელგას, მეათექუსმეტე ემერს,
15 მეჩვიდმეტე - ხეზირს, მეთვრამეტე - ჰაფიცეცს, 15 მეათჩჳდმეტე იელირას, მჴეათრვამეტე აფესეს,
16

მეცხრამეტე - ფეთახიას, მეოცე - იეხეზკელს, 

16

მეათცხრამეტე ოფეთიას, მეოცე იეზეკიელს,

17 ოცდამეერთე - იახინს, ოცდამეორე - გამულს, 17 მეოცდაერთე იექენს, ოცდამეორე გამუელს,
18 ოცდამესამე - დელაიაჰუს, ოცდამეოთხე - მაყაზიაჰუს. 18 ოცდამესამე გალიას, მეოცდაოთხე მოზიას,
19 ეს არის მათი განაწესი, თუ როგორ უნდა მისულიყვნენ უფლის სახლში იმ სამსახურის გასაწევად, მათი მამის, აარონის ხელით რომ იყო დაწესებული ისე, როგორც უფალმა, ისრაელის ღმერთმა უბრძანა მას. 19 ესე არს ახილვა მათი მსახურებისაებრ მათისა შესლვად სახლსა უფლისასა, სამართლისაებრ მათისა, ჴელითა აჰრონის, მამისა მათისათა, ვითარცა ამცნო უფალმან ღმერთმან ისრაჱლსა.
20 დანარჩენი ლევიანები: ყამრამის ძეთაგან შუბაელი, შუბაელის ძეთაგან იეხიდიაჰუ. 20 და ძეთა ლევისთა, ნეშტთა ძეთა აბრამისთა: სუბაელ, იადაია, არადია.
21 რეხაბიაჰუსგან: რეხაბიაჰუს ძეთაგან იშია იყო თავკაცი. 21 ძე რააბიასი: მთავარი იესია.
22 იცჰარიელთაგან: შელომოთი. შელომოთის ძეთაგან იახათი. 22 და ძეთაგან იესარაისთა: ალმოთ და ძეთაგან სალომომისათა: ანოთ.
23 ხებრონის ძეთაგან: იერიაჰუ, ამარიაჰუ - მეორე, იახაზიელი - მესამე, იეკამყამი - მეოთხე. 23 და ძეთაგან ქებრონისთა: იედუთისა პირმშო, ამასია მეორე, იაზიელ მესამე, იეკემია მეოთხე.
24 ყუზიელის ძეთაგან: მიქა. მიქას ძეთაგან: შამირი. 24 და ძეთაგან ოზიელისთა: მიქა პირმშო და უსა მეორე. ძე მიქასი: სამერ.
25 მიქას ძმა იყო იშია. იშიას ძეთაგან: ზაქარიაჰუ. 25 ძმა მიქასი ესია, ძე ესიასი - ზაქარია.
26 მერარის ძენი: მახლი და მუში. იაყაზიაჰუს ძეთაგან: ბენო. 26 ძეთაგან მერარისთა: მოოლი და მუსი, ოზიანის ძეთაგან ბონი.
27 მერარის ძენი იაყაზიაჰუსგან: ბენო, შოხამი, ზაქური და ყიბრი. 27 ძენი მისნი: ზაკქუ და ობდია.
28 მახლისგან: ელყაზარი, რომელსაც ვაჟები არ ჰყოლია. 28 მოოლის ელეზარ და კის, ძე მისი.
29 კიშისგან: კიშის ძე იერახმეელი. 29 ძე კისისი: ისმაელ.
30 მუშის ძენი: მახლი, ყედერი, იერიმოთი. აჰა, ლევიანები, თავ-თავიანთი მამისსახლებისდა მიხედვით. 30 და ძეთაგან მუსისთა: მოოლი, და ედერ, და იერმოთაეს. ესენი ძენი ლევიტელთანი სახლად და სახლად მამულთა მათთა.
31 მამისსახლთა თავკაცებმა უმცროსი ძმების თანასწორად ყარეს წილი თავიანთი ძმების, აარონიანთა მსგავსად, მეფე დავითის, ცადოკის, ახიმელექის, მღვდლებისა და ლევიანების მამისსახლთა თავკაცების წინაშე. 31 და განიგდეს მათცა წილი ვითარცა ძმათა მათთა და ძეთა არონისთა წინაშე მეფისა, და სადუკისსა და აქიმელიქისასა და მთავართა ტომთასა მღდელთასა და ლევიტელთასა, ტომნი პირველნი, ვითარცა ძმანი მისნი უმრწემესნი.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე