ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პირველი ნეშტთა

თავი ოცდამეხუთე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

დავითმა და მისმა მხედართმთავრებმა სამსახურისთვის დაანაწილეს ასაფის, ჰემანის და იედუთუნის ძენი, რომელნიც ბობღნებზე, ქნარებსა და წინწილებზე უკრავდნენ. იმათი რიცხვი, ვინც თავიანთ სამსახურის საქმეს ეწეოდნენ, იყო:

1

და დაადგინნა მეფემან დავით მთავართა ძლიერებისათა საქმესა ზედა ძეთა თანა ასაფისთა ემან და იდითუმ, შემასხმელნი ქნარითა და ებნითა და წინწილითა. და იყო რიცხჳ მათი თავად-თავადისა მათისა, მოქმედთა საქმისა მათისთა.

2 ასაფის ძეთაგან: ზაქური, იოსები, ნეთანია, აშარელა - ასაფის ძენი, რომელნიც ასაფის ლოტბარობითა და მეფის ხელმძღვანელობით უკრავდნენ. 2 ძენი ასაფისნი: ზაქურ და იოსეფ და ნათანა და იესიელ, ძენი ასაფისნი, მახლობელად მეფისა.
3 იედუთუნისგან, იედუთუნის ძენი: გედალიაჰუ, ცერი, ესაია, ხაშაბიაჰუ, მათითიაჰუ - ექვსნი. თავიანთი მამის იედუთუნის ხელქვეით იყვნენ, რომელიც ბობღანზე უკრავდა უფლის საქებ-სადიდებელს. 3 და იდითუნს და ძენი იდითუნისნი: გოდოლია და სური, და ეიმ და სემეი, და ასაბია და მატათია ექუსნი მამისა მათისა თანა იდითუმისა ქნარითა ცემად, აღსარებად და ქებად უფლისა.
4 ჰემანისგან, ჰემანის ძენი: ბუკიაჰუ, მათანიაჰუ, ყუზიელი, შებუელი, იერიმოთი, ხანანია, ხანანი, ელიათა, გიდალთი, რომამთი-ყეზერი, იაშბეკაშა, მალოთი, ჰოთირი, მახაზიოთი. 4 და ძენი ემანისნი: ბოკია, და მათთანია, და ოზიელ, და სუბაელ და ერიმუთ ანანია, და ანან და ელია და გედოლათა და რომეთი, ეზერ და სებეკათან, და მელამოთ, და იოთირი და მაზიოთ,
5 ყველა ესენი იმ ჰემანის ძენი არიან, რომელიც მეფის მისანი იყო, უფლის სიტყვების გამოსაცხადებლად და მისი დიდების რქის ასამაღლებლად. ღმერთმა ჰემანს თორმეტი ვაჟი და სამი ასული მისცა. 5 ესე ყოველნი ძენი ემანისნი ქნარითა ცემასა წინაშე მეფისა და სიტყჳთა ღმრთისაჲთა აღმაღლებად რქა. და მისცნა ღმერთმან ემანს ძენი ათხუთმეტნი და სამნი ასულნი,
6 ყველა ესენი მათი მამის ლოტბარობით გალობდნენ უფლის სახლში წინწილებით, ქნარებით, ბობღნებით, ღვთის სახლის სამსახურის გასაწევად, მეფის, ასაფის, იედუთუნისა და ჰემანის ხელმძღვანელობით. 6 ესე ყოველნი მამისა მათისა თანა გალობად სახლსა შინა უფლისასა წინწილითა, ნესტჳთა და ებნითა მახლობელად მეფისა, ასაფ და იდითუნ და ემან.
7 უფლისათვის გალობაში განსწავლულთა და ყველა მცოდნეთა რიცხვი, თავიანთ ძმებთან ერთად, იყო ორასოთხმოცდარვა. 7 და იყო რიცხჳ მათი ძმათა მათ სწავლულნი გალობად უფლისა. ყო- ველნი გულისხმისმყოფელნი ორას ოთხმეოცდარვა.
8 სამსახურის რიგზე წილი თანასწორად ყარეს, დიდმა და პატარამ, სწავლულმა და მოსწავლემ. 8 და განიგდეს ამათაცა წილი დღითიდღედ მსახურებისა მცირისაებრ და დიდისა სრულთა და მოსწავლეთა.
9 პირველი წილი ერგო ასაფს იოსებისთვის, მეორე - გედალიაჰუს; იგი, მისი ძმები და შვილები - თორმეტნი. 9 და გამოუჴდა წილი პირველი ასაფსა და ძეთა მისთა და ძმათა მისთა. იოსეფ პირველი, გოდოლია მეორე და ძმანი მისნი და ძენი მისნი, - ათორმეტ,
10 მესამე - ზაქურს, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი. 10 მესამე ზაქურ, ძმანი მისნი და ძენი მისნი - ათორმეტ.
11 მეოთხე - იცრის, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი. 11 მეოთხე იეზრი, ძმანი მისნი და ძენი მისნი, - ათორმეტ.
12 მეხუთე - ნეთანიაჰუს, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი. 12 და მეხუთე ნათანია და ძენი მისნი და ძმანი მისნი, - ათორმეტ.
13 მეექვსე ბუკიაჰუს, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი. 13 მეექუსე ბოკიას და ძენი მისნი და ძმანი მისნი, - ათორმეტ.
14

მეშვიდე - იეშარელას, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი.

14

მეშჳდე ესოელ, ძენი მისნი და ძმანი მისნი, - ათორმეტ.

    15 მერვედ იოსია, ძმანი მისნი და ძენი მისნი, - ათორმეტ.
15 მეცხრე - მათანიაჰუს, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი. 16 მეცხრედ მათანი, ძმანი მისნი და ძენი მისნი - ათორმეტ.
16 მეათე - შიმყას, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი. 17 მეათედ სემეი, ძმანი მისნი და ძენი მისნი - ათორმეტ.
17 მეთერთმეტე - ყაზარელს, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი. 18 მეათერთმეტედ ეზდრიელ, ძმანი მისნი და ძენი მისნი - ათორმეტ.
18 მეთორმეტე - ხაშაბიას, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი. 19 მეათორმეტედ ასაბია, ძმანი მისნი და ძენი მისნი, - ათორმეტ.
19 მეცამეტე - შუბაელს, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი. 20 მეათცამეტედ სუბაელ, ძმანი მისნი და ძენი მისნი, - ათორმეტ.
20 მეთოთხმეტე - მათითიაჰუს, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი. 21 მეათოთხმეტედ მატთა, ძმანი მისნი და ძენი მისნი, - ათორმეტ.
21 მეთხუთმეტე - იერემოთს, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი. 22 მეათხუთმეტედ იერიმუთ, ძმანი მისნი და ძენი მისნი, - ათორმეტ.
22 მეთექვსმეტე - ხანანიაჰუს, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი. 23 მეათექუსმეტედ ანანია, ძმანი მისნი და ძენი მისნი - ათორმეტ.
23 მეჩვიდმეტე - იოშბეკაშას, მისი ძენი და ძმანი- თორმეტნი. 24 მეათჩჳდმეტედ იეზბაკათან, ძმანი მისნი და ძენი მისნი, - ათორმეტ.
24 მეთვრამეტე - ხანანის, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი. 25 მეათურამეტედ ანანია, ძმანი მისნი და ძენი მისნი, - ათორმეტ.
25 მეცხრამეტე - მალოთის, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი. 26 მეათცხრამეტედ მალეთი, ძმანი მისნი და ძენი მისნი, - ათორმეტ.
26 მეოცე - ელიათას, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი. 27 მეოცედ ელიათ, ძმანი მისნი და ძენი მისნი - ათორმეტ.
27 ოცდამეერთე - ჰოთირს, მისი ძენი და ძმანი -თორმეტნი. 28 ოცდამეერთედ იეთირი, ძმანი მისნი და ძენი მისნი, - ათორმეტ.
28 ოცდამეორე - გიდალთის, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი. 29 ოცდამეორედ გეელოი, ძმანი მისნი და ძენი მისნი, - ათორმეტ.
29 ოცდამესამე - მახაზიოთს, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი. 30 ოცდამესამედ მააზოთ, ძმანი მისნი და ძენი მისნი, ათორმეტ.
30 ოცდამეოთხე - რომამთი-ყეზერს, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი. 31 ოცდამეოთხედ რომიეთეზე, ძმანი მისნი და ძენი მისნი, - ათორმეტ.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე