ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პირველი ნეშტთა

თავი მეშვიდე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ისაქარის ძენი: თოლაყი, ფუა, იაშუბი, შიმრონი - ოთხნი.

1

და ესენი არიან ძენი ისაქარისნი: თოლა, და ფუა, და იასუფ და სამბრამ, ოთხნი ესე,

2 თოლაყის ძენი: ყუზი, რეფაია, ირიელი, იახმაი, იაბხამი, სამუელი - თოლაყის მამისსახლის თავკაცები, თავიანთი მოდგმის მაგარი ვაჟკაცები. დავითის დროს მათი რიცხვი ოცდაორიათას ექვსასი იყო. 2 და ძენი თოლასნი: ოზი და რაფე და იერიელ და იემუ და იებასან და სამუელ, თავადნი სახლად ტომთა მათთა თოლასნი, ძლიერნი ძალითა ნათესავებისაებრ მათისა. და რიცხჳ მათი დღეთა დავითისათა ოცდაორ ათას და ექუსას,
3 ყუზის ძე - იზრახია. იზრახიას ძენი: მიქაელი, ყობადია, იოელი, იშია - სულ ხუთი თავკაცი. 3 და ძენი ოზისნი: იეზრაია; და ძენი იეზრაასანი: მიქაელ და ობდია და იოელ და იესია, ხუთნი, მთავარნი ყოველნი,
4 თავ-თავიანთი მოდგმიდან და მამისსახლიდან ოცდათექვსმეტათასიანი საბრძოლო რაზმი გამოჰყავდათ ომში, რადგან ბევრი ცოლ-შვილი ჰყავდათ. 4 და მათ თანა ნათესავთაებრ მათთა სახლად ტომთა მათთა ძლიერნი წყობასა ბრძოლისასა ოცდაათექუსმეტ ათას, რამეთუ განიმრავლეს ცოლები და ძეები.
5 მათი ძმები, ისაქარის ყველა საგვარეულოს მაგარი ვაჟკაცები, ოთხმოცდაშვიდი ათასნი იყვნენ. ყველანი საგვარტომო ნუსხაში იყვნენ ჩაწერილნი. 5 და ძენი მათნი ყოველთა მიმართ ტომთა ისაქარისათა ძლიერნი ძალითა, ოთხმეოცდაშჳდ ათას იყო რიცხჳ მათ ყოველთა.
6 ბენიამინიანები: ბელაყი, ბექერი და იდიყაელი - სამნი. 6 და ძენი ბენიამენისნი: ბალე და ქობორ და იადიელ, სამნი.
7 ბელაყიანები: ეცბონი, ყუზი, ყუზიელი, ირიმოთი, ყირი-ხუთნი; მამისსახლის თავკაცები და მამაცი ვაჟკაცები. საგვარტომო ნუსხაში ოცდაორი ათას ოცდათორმეტნი არიან ჩაწერილნი. 7 ძენი ბალესნი: ეასებონ, და ოზი, და ოზიელ და იარიმუთ და ური, ხუთნი ესე მთავარნი სახლთა მამულთანი ძლიერნი ძალითა და რიცხჳ მათი ოცდაორ ათას და ოცდათორმეტ.
8 ბექერიანები: ზემირა, იოყამი, ელიყეზერი, ელიოყენაი, ყომრი, ირემოთი, აბია, ყანათოთი და ყალამეთი. ყველა ესენი ბექერიანები არიან. 8 და ძენი ბოქოქრისნი: ზამრია, და იოას, და ელიეზერ, და ელიოენი, და ნადავ და ამარია, და იერიმოთ, და აბიუდ, და ანათოთ და ელმეთემ, ესე ყოველნი ძენი ბოქორისნი.
9 საგვარტომო ნუსხაში ისინი თავ-თავიანთი მოდგმის, მამისსახლთა თავკაცების მიხედვით არიან ჩაწერილნი - სულ ოციათას ორასი ძლიერი მებრძოლი. 9 მთავარნი სახლისა მამულისა მათისანი ძლიერნი ძალითა ოც ათას და ორას.
10 იედიყაელიანები: ბილჰანი, ბილჰანის ძენი: იეყუში, ბენიამინი, ეჰუდი, ქენაყანა, ზეთანი, თარშიში და ახიშახარი. 10 და ძენი ადიელისნი: ბაალან. და ძენი ბაალანისნი: იაიოს, და ბენიამენ, და იაოთ, და ქაანა, და იეთან, და თარსის და აქისაარ.
11

ყველა ესენი იედიყაილიანები არიან, მამისსახლთა თავკაცები. მათგან ჩვიდმეტიათას ორასი მებრძოლი გამოდიოდა საბრძოლველად.

11

ესე ყოველნი ძენი ადიელისნი, მთავარნი ტომთანი, ძლიერნი ძალითა; ათჩჳდმეტ ათას და ორას, რომელნი გამოვიდოდეს ძლიერებით ბრძოლად:

12 შეფიმი და ხუფიმი ყირის ძენი იყვნენ, ხოლო ხუშიმი ახერის ძე იყო. 12 და საფი და აფიმ და ძე ოვრასი. ასობ, ძე მისი - ათერ.
13 ნაფთალიანები: იახაციელი, გუნი, იეცერი და შალუმი ბილჰას შვილები იყვნენ. 13 და ძენი ლეფთალიმისნი: ასელ, და გუვინი, და ისაარ, და სელუმ, ძე ბალასი.
14 მენაშეანები: ასერიელი, რომელიც მისმა არამელმა ხარჭამ გააჩინა; მასვე ეყოლა მაქირი, გალაადის მამა. 14 და ძენი მანასესნი: ასიელ, რომელი უშვა ხარჭმან მისმან ასურმან; შვა მაქირ, მამა გაალადისი.
15 მან ცოლად მოიყვანა ხუფიმი და შუფიმი. მის ერთ დას მაყაქა ერქვა, მეორეს ცელაფხადი. ცელაფხადს ასულები ჰყავდა. 15 და მაქირ მოიყვანა ცოლი აფინ და სეფიმ. და სახელი დისა მისისა მოოქა, და სახელი მეორისა სალფაად, და ესხნეს სალფაადს ასულნი.
16 მაყაქამ, მაქრის ცოლმა, ვაჟი გააჩინა და ფერეში დაარქვა. მის ძმას შარეში ერქვა, მისი ვაჟები იყვნენ ულამი და რაკამი. 16 და შვა მოოქა, ცოლმან მაქირისმან, ძე და უწოდა სახელი მისი ფარეს; და სახელი ძმისა მისისა სოროს და ძენი ამისი - ულამ და რეკემ.
17 ულამის ძე ბედანი. აჰა, გალაადის, მაყაქა მენაშეს ძის ვაჟის ძენი. 17 და ძე ულამისა: ბადან. ესენი არიან ძენი გაალადისნი, ძისა მაქირისნი, ძისა მანასესნი.
18 მისმა დამ, ჰამოლეხეთმა შვა იშ-ჰოდი, აბიყეზერი და მახლა. 18 დამან მისმან მალექეთ უშვა ისუდ და აბიეზერ და მაოლა.
19 შემიდაიანები იყვნენ: ახიანი, შექემი, ლიკხი და ანიყამი. 19 და იყუნეს ძენი სემირასნი: აინ, და სჳქემ, და ლაკეი და ანანიამ.
20 ეფრემიანები: შუთალახი, მისი ძე ბერედი, მისი ძე თახათი, მისი ძე ელყადა, მისი ძე თახათი, 20 და ძენი ეფრემისნი: სოთოლა და ბარად, ძე მისი, ათათ, ძე მისი, ელეა, და ძე მისი, ნომეე, ძე მისი, ნაბედ, ძე მისი,
21

მისი ძე ზაბადი, მისი ძე შუთელახი, ყეზერი და ელყადი. ისინი იმ ქვეყნის მკვიდრმა გეთელებმა ამოხოცეს, რადგან ისინი საქონლის წასართმევად დაესხნენ თავს.

21

სოთოლე, ძე მისი, იეზერ, ძე მისი, ელდად, ძე მისი. და მოსრნეს იგინი კაცთა გესელთა, ნაშობთა მის ქუეყანისათა, რამეთუ გარდასულ იყუნეს იგინი ტაცებად საცხოვარისა მათისა.

22 დიდხანს გლოვობდა ეფრემი, მათი მამა. მის სანუგეშებლად მისი ძმები მოვიდნენ. 22 და ეგლოვდა მათ ეფრემ, მამა მათი, დღეთა მრავალთა და მოვიდეს ძმანი მისნი ნუგეშინის-ცემად მისა.
23 მიუდგა იგი თავის ცოლს, დაორსულდა იგი და ბიჭი გაუჩნდა; სახელად ბერიყა დაარქვეს, რადგან მის სახლში უბედურება დატრიალდა. 23 და შევიდა ცოლისა თჳსისა, და მუცლად-იღო, და შვა ძე, და უწოდა სახელი მისი ბარია, რამეთუ თქუა, ვითარმედ: ბოროტსა ჟამსა მეშვა, იქმნა ბოროტი სახლსა ჩემსა.
24 შეერა მისი და იყო. ააშენა მან ზემო და ქვემო ბეთ-ჰორონი და ყუზენ-შეერა. 24 და ასული მისი სარრა, და სხუათა მათ ნეშტთათჳს აღაშენა ბეთორონი ქვემო კერძო და ზემო. და ძენი ოზანისნი: სეერა,
25 მისი ძე იყო რეფახი, რეშეფი, მისი ძე თელახი და მისი ძე თახანი, 25 და რაფე, ძე მისი, და რასეფ, და თალე, ძე მისი, და ლაადან, ძე მისი, ნაათაან, ძე მისი,
26 მისი ძე ლადანი, მისი ძე ყამიჰუდი, მისი ძე ელიშამაყი, 26 ამელ, ძე მისი, ელისამა, ძე მისი,
27 მისი ძე ნავე, მისი ძე იესო. 27 ნუნე, ძე მისი, იესუე, ძე მისი,
28 მათი სამფლობელო და საცხოვრებელი იყო: ბეთ-ელი და მისი დაბა-სოფლები; აღმოსავლეთით ნაყარანი და დასავლეთით გეზერი თავისი დაბა-სოფლებით, შექემი თავისი დაბა-სოფლებით, ღაზამდე და მის დაბა-სოფლებამდე. 28 და სამკჳდრებელი მათი და საყოფლები მათი: ბეთელი და დაბნები მისი, მზისა აღმოსავალით, და აზერი და დაბნები მისი, და სჳქემი და დაბნები მისი ვიდრე გაზადმდე და სოფლები მისი.
29 მენაშეანთა ხელში იყო: ბეთ-შუანი თავისი დაბა-სოფლებით, თაყანი თავისი დაბა-სოფლებით, მეგიდო თავისი დაბა-სოფლებით, დორი თავისი დაბა-სოფლებით. ამ ქალაქებში ცხოვრობდნენ იოსებ ისრაელის ძის ძეები. 29 და ვიდრე ზღუარადმდე ძეთა მანასესა და დაბნები მათი, ბეთსანი და დაბნები მისი, თანაქი და დაბნები მისი, გეგალაადი და დაბნები მისი, მეგედონი და დაბნები მისი, დორი და დაბნები მისი. ამათ შინა დაემკჳდრნეს ძენი იოსებისნი, ძისა ისრაჱლისნი.
30 აშერიანები: იმნა, იშვა, იშვი, ბერიყა და მათი და სერახი. 30 და ძენი ასერისნი: იორმინა და ესულ და იესუი და ბარია, და სარია - და მათი.
31

ბერიყიანები: ხებერი და მალქიელი - ბირზავითის მამა.

31

და ძენი ბარიასნი: ქაბელ, მელქიელ, ესე არს მამა ბერზეთისი.

32 ხებერმა შვა იფლატი, შომერი, ხოთამი და მათი და შუყა. 32 და ქაბერ შვა იაფალეტი, და სომერ, და ქოთამი და სოლა, დაჲ მათი.
33 იაფლეტიანები: ფასაქი ბიმჰალი და ყაშვათი. ესენი არიან იაფლეტის ძენი. 33 და ძენი იაფალეტისნი: ფესექი, და ნაბელი და ასითი: ესე ძენი იაფალეტისნი.
34 შამარიანები: ახი, როჰგა, იეხუბა და არამი. 34 და ძენი სომერისნი: აქურ და ობა, და ოგა და არამ.
35 მისი ძმის, ჰელეგის ძენი: ცოფახი იმნაყი, შელეში და ყამალი. 35 და ძენი სელამისნი, ძმისა სოფორისა: იმანა და სელეს, და ამალ.
36 ცოფახიანები: სუახი, ხარნეფერი, შუყალი, ბერი და იმრა. 36 და ძენი სოფასნი: სუე, არნაფარ, და სუალ, და ბარი, და იემრა,
37 ბეცერი და ჰოდი, შამა და შილმა, ითრანი და ბეერა. 37 და ბასარ, და ოდ, და სამა, და სალისა, და იეთერა და აბერა.
38 იეთერიანები: იეფუნა, ფისფა და არაა. 38 და ძენი იეთერისნი: იეფინა და ფასფე და არიან.
39 ყულიანები: არახი, ხანიელი და რიცია. 39 ძენი ოლისნი: ორექ, ანიელ და რასია.
40 ყველა ესენი აშერიანები არიან, მამისსახლთა თავკაცები, რჩეული და ძლიერი მებრძოლები, წინამძღოლების თავკაცები. მათ საგვარტომო ნუსხაში რიცხვით ოცდაექვსი ათასი ომში მებრძოლი კაცი სწერია. 40 ესე ყოველნი ძენი ასერისნი: ყოველნივე მთავარნი ტომთანი რჩეულნი, ძლიერნი ძალითა, მთავარნი და წინამძღუარნი: წყობასა ბრძოლისასა კაცნი რიცხჳთ ოცდაექუს ათასნი.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე