ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეორე ეზრა

თავი მეხუთე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ამის შემდგომ წასასვლელად აირჩიეს მამისსახლთა უხუცესნი მათი ტომების მიხედვით, მათი ცოლები, მათი ძენი და ასულნი, მათი ყმები და მხევლები და მათი საქონელი.

1

და შემდგომად ამის ყოვლისა გამოარჩინეს ნახაპეტნი და წინამძღვარნი სახლთა ნათესავთა აღსლვად იერუსალჱმდ ცოლებით და ძეებით და ასულებით, მონებით და ყოვლით ჭურჭლებითა და საგებლითურთ მათით.

2 დარიოსმა გააყოლა მათ ათასი ცხენოსანი, რომ მიეცილებინათ იერუსალიმამდე მშვიდობით, მუსიკით, დაფდაფებითა და საყვირებით. 2 და დარეჰ მისცა მათ თანა ცხენები ათას, ვიდრემდე მივიდენ და მიიწივნენ იერუსალჱმდ მშჳდობით მენოაგითურთ, ბობღნითა და ნესტჳთა,
3 ყველა მათი ძმა მხიარულობდა და მისცა მათ ნება მათთან ერთად წასულიყვნენ. 3 პარითა და როკვითა, და ყოვლითა სიხარულითა განუტევნა იგინი იერუსალჱმდ.
4 აი, სახელები კაცთა, რომლებიც წავიდნენ მამისსახლთა მიხედვით ტომებად, უხუცესობის წესით. 4 და ესე სახელები არს კაცთა მათ, რომელნი აღვიდეს იერუსალჱმდ მსგავსად სახელებისა მამათა თჳსთასა ნათესავისაებრ ტომთა თჳსთა.
5 მღვდლები, ძენი ფინხასისა, ძისა აარონისა; იესო იოცადაკისა, ძისა სერაიასი, იოაკიმი ზერუბაბელისა, ძისა შალთიელისა, დავითის სახლიდან, ფარესის საგვარეულოდან, იუდას ტომიდან, 5 მღდელთა მათგანნი იყუნეს ძენი ფინეზისანი, ძისა ჰარონისნი: ისუ, იოსედეკეან და იოაკიმ, რომელ იყო ზორაბაბელ სალათიელენი, თესლისა მისგან დავითის, ტომისაგან ფარეზის, ნათესავისა მისგან იუდასი,
6 რომელიც სპარსელთა მეფის დარიოსის წინაშე წარმოსთქვამდა ბრძნულ სიტყვებს მისი მეფობის მეორე წელს, ნისანის თვის პირველშა. 6 რომელიცა იტყოდა წინაშე დარეჰ მეფისა სიტყუათა მათ სიბრძნისათა მეორესა წელსა სუფევისა მისისასა თთვესა მას ნისანსა თთვესა მას პირველსა.
7 ესენი არიან იუდაელთაგანნი, გადასახლების ტყვეობიდან გამოსულნი, რომლებიც ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ, გადმოასახლა ბაბილონში, 7 და იყუნეს ესე ყოველნი ურიანი, რომელ განეტევნეს ტყუეობისაგან და აღვიდეს იერუსალჱმად, რომელნი წარტყუენილ იყუნეს ნაბუქოდონოსორისგან, მეფისა ბაბილოენთასა, და აღვიდეს იერუსალჱმდ.
8 და დაბრუნდნენ იერუსალიმში და იუდას სხვა ადგილებში, თითოეული თავის ქალაქში, მოსულნი ზერუბაბელთან და იესოსთან, ნეემიასთან, ყაზარიასთან, რეყამიასთან, ნახმანისთან, მარდოქაისთან, ბილშანთან, მისფერეთთან, ბიგვაისთან, ნეხუმთან და ბაყანასთან - წინამძღოლებთან ერთად. 8 და დაემკჳდრნეს ურიასტანსა თჳთეულად ქალაქსა თჳსსა და იყუნეს წინამძღუარნი მათნი ზორაბაბელ და ისუ, იოსედეკეანი. და იყუნეს ნათესავისა მისგან მღდელთასა: ნეემი, სარიელ, ერესე, ანანია, მურთქე, ბელესარ, ასფარას, ბოროველ, ჰორომ ბანა.
9 რიცხვი ხალხისა და მის წინამძღოლთა: ფოროსის ძენი - ორი ათას ას სამოცდათორმეტი. 9 და ესე არს რიცხჳ ნახაპეტთა და ნათესავთა მათ და მთავართა მათთა: ძენი ფარეზისნი ორ ათას ასსამეოცდათორმეტ, ძენი საფატისნი: ოთხასსამეოცდათორმეტნი.
10 შაფატის ძენი - ოთხას სამოცდათორმეტი. არახის ძენი - შვიდას ორმოცდათექვსმეტი. 10 ძენი ასერისანი: შჳდასსამეოცდაექუსი,
11 ფახათმოაბის ძენი იესოს და იოაბის ძეთა ჩათვლით - ორი ათას რვაას თორმეტი. 11 ძენი ლეფთალემისანი, მოაბელისანი და ძეთა იუსთა და ჰროაბისთა ორ ათას რვაასდაათორმეტ,
12

მეშულამისა ძენი - ათას ორას ორმოცდა თოთხმეტი. ზათუს ძენი - ცხრაას ორმოცდა ხუთი. ზაქაის ძენი - შვიდას ხუთი. ბინუის ძენი - ექვსას ორმოცდა ორი.

12

ძენი ელამისნი: ორ ათას ორასერგასისდაოთხ, ძენი ზატუნისნი: ცხრაასორმეოცდახუთ, ძენი ქორბასნი: შჳდას ერგასის, ძენი ბენიასნი: ექუსასორმეოცდარვა,

13 ზებაის ძენი - ექვსას ოცდა სამი. ყაზგადის ძენი -ათას სამას ოცდა ორი. 13 ძენი ბერიასნი: ექუსასოცდასამ, ძენი არგესნი: სამ ათას სამასოცდაორ,
14 ადონიკამის ძენი - ექვსას სამოცდა შვიდი. ზიგვაის ძენი - ორი ათას სამოცდა ექვსი. ყადინას ძენი - ოთხას ორმოცდა თოთხმეტი; 14 ძენი ადომიკიმისნი: ექუსასსამეოცდაათჩჳდმეტ, ძენი ბოსორესნი: ორ ათას ექუსასდაექუს, ძენი ადინასნი: ოთხასერგასისდაოთხ,
15 ატერის ძენი, ძისა ეზეკიასი - ოთხმოცდათორმეტი. ძენი კილანისა და აზეტასი - სამოცდა შვიდი. ყაზერის ძენი - ოთხას ოცდათორმეტი. 15 ძენი აზერ ეზეკიასნი: ოთხმეოცდაათორმეტ, ძენი ელანისნი: სამეოცდაშჳდ, ძენი აზარიასნი: ოთხასოცდაათორმეტ,
16 ხანანის ძენი - ას ერთი. არომის ძენი, ბეცაის ძენი - სამას ოცდა სამი. ხარიფის ძენი - ას თორმეტი. 16 ძენი დედალისნი: ექუსასოცდაათორმეტ, ძენი ანანიასნი: ასდაოც, ძენი არომისნი: სამასოცდასამ,
17 გიბყონის ძენი - სამი ათას ხუთი. ბეთლეების ძენი - ას ოცდა სამი. 17 ძენი არსიფურისნი: ასდაათორმეტ, ძენი ბეტერიასნი: სამ ათას ოთხმეოცდაათხუთმეტ, ძენი ბეთლომასნი: ასოცდასამ,
18 ნეტოფასგან - ორმოცდა თხუთმეტი; ყანათოთისგან - ას ორმოცდა თვრამეტი; ბეთ-ყაზამოთისგან - ორმოცდა ორი; 18 ძენი ნატობობისანი: ერგასისდახუთი, ნატთასგან: ასერგასისდარვა, ბეთსამონისგან: ორმეოცდაორ,
19 კირიათ-იეყარიმისგან - ოცდა ხუთი. კაპირასისა და ბეროთასაგან - შვიდას ორმოცდა სამი. 19 ძენი კარიათორიმისნი: ოცდახუთ, ქაფირისგან და თერონისგან: შჳდასორმეოცდარვა, ქადიასგან და ამიდასგან: ოთხასოცდაორ,
20 ქადიასნი და ამიდიოსნი - ოთხას ოცდა ორი. 20 კეიმარისგან და კაბესისგან: ექუსასოცდაერთ, მიაკალონისგან: ასოცდაორ,
21 მიქმასისგან - ას ოცდა ორი. ბეტოლიოსისგან - ორმოცდათორმეტი. ნიფისის ძენი - ას ორმოცდა თექვსმეტი. 21 ბეტოლამისაგან: ერგასისდაორ, ძენი ნიფისისნი: ასერგასისდაექუს,
22 კალამოლალოსის ძენი და ონუსის - შვიდას ოცდა ხუთი. 22 ძენი კაილამოლასნი და ორნიასნი: შჳდასოცდახუთ.
23 სენაასის ძენი - სამი ათას სამას ოცდაათი. 23 ძენი ერექეასნი: სამასორმეოცდახუთ, ძენი სენასნი: სამ ათას სამას ოცდაათერთმეტ და ძენი მღდელთანი,
24 მღვდელნი: იედაყიას ძენი, ძისა იესოსი, ანასიბის ვაჟებთან ერთად - ცხრაას სამოცდა თორმეტი: იმერის ძენი - ათას ორმოცდა თორმეტი. 24 ძენი ედტუასნი, ძისა იოსიასნი: ცხრაასოცდათორმეტ, ძენი ემმერასნი: ათასერგასისდაორ,
25

ფაშხურის ძენი - ათას ორას ორმოცდა შვიდი; ხარიმის ძენი - ათას ჩვიდმეტი.

25

ძენი ფასურისნი: ათასორასორმეოცდაშჳდ, ძენი ქარმისნი: ათასდაჩჳდმეტ,

26 ლევიანები: ძენი იესოსი, კადმიელისა, ბანისა და ჰოდუიასისა - სამოცდათოთხმეტი. 26 ხოლო ლევიტელთა ძენი ისუსნი ერთ და კუდუელისნი და ბანეასნი და სუდუასნი სამეოცდაათოთხმეტ.
27 მგალობელნი: ასაფის ძენი - ას ოცდა რვა. 27 ძენი და ასულნი და ცოლნი და ყოველნი რიცხუნი მათნი - ორმოცი ათას ორასორმოცდაორ.
28 კარისმცველნი: შალუმის ძენი, ატერის ძენი, ტალმონის ძენი, ყაკუბის ძენი, ჰატიტას ძენი და შობაის ძენი, სულ - ას ოცდაცხრამეტნი. 28 და რომელნი იყუნეს ნათესავისა მისგან მღდელთასა, მგალობელნი ძენი ასაფისნი ასორმეოცდარვა.
29 ტაძრის მსახურნი: ესავის ძენი, ასიფას ძენი, ტაბაყოთის ძენი, კეროს ძენი, სიყას ძენი, ფედაიას ძენი, ლებანას ძენი, ხაგაბას ძენი, 29 და მეკარენი იგი ძენი სალამესნი, ძენი ატერარასნი, ძენი ტოლმანისნი, ძენი დაკაუბეასნი, ძენი ატეტასნი, ძენი საბეასნი და ყოველნი ესე ასოცდაცხრამეტ.
30 ყაკუბის ძენი, უტას ძენი, კეტაბის ძენი, ხაგაბას ძენი, სამლაის ძენი, ხანანის ძენი, კათუას ძენი, გახარის ძენი; 30 და მონანი იგი მღდელთანი: ძენი ასაფასნი, ძენი ტაბალასნი, ძენი კერრასნი, ძენი სივიასნი, ძენი ფალეასნი, ძენი ლაბილისნი, ძენი აგებასნი, ძენი აკუდისნი, ძენი უტოსნი, ძენი კედაბისნი, ძენი აგაბისნი, ძენი სობომისნი, ძენი ასტანისნი, ძენი კათუვათასნი, ძენი გედდუსნი
31 იარის ძენი, რეცინის ძენი, ნეკოდას ძენი, ქასებას ძენი, გაზამის ძენი, ყუზას ძენი, ფასეახის ძენი, ასარას ძენი, ბესაის ძენი, ასნას ძენი, მეყუნის ძენი, ნეფისიმის ძენი, ბაკბუკის ძენი, აქიბას ძენი, ხარეხურის ძენი, ფარაკიმის ძენი, ბაცლითის ძენი. 31 ძენი აბუისნი, ძენი გესანისნი, ძენი მისანისნი, ძენი ასაბისნი, ძენი გაზერისნი, ძენი აოზიასნი, ძენი ფანესნი, ძენი ასსონისნი, ძენი ბარიასნი, ძენი ასანისნი, ძენი მაანისნი, ძენი ნაფისნი, ძენი აკუმისნი, ძენი აქაფისნი, ძენი ასურისნი, ძენი ფარაკისნი, ძენი ბასალთისნი
32 მეხიდას ძენი, კუთას ძენი, ხარშას ძენი, სისერას ძენი, თამახის ძენი, ნეციახის ძენი, ხატიფას ძენი, 32 ძენი დედანისნი, ძენი კუუთისნი, ძენი ქარესისნი, ძენი ბარქუსისნი, ძენი სისარასნი, ძენი თომასნი, ძენი ნასასნი, ძენი ქატეფისნი.
33 სოლომონის მსახურთა ძენი: ჰასოფერეთის ძენი, ფერუდას ძენი, თაყლას ძენი, დარკონის ძენი, გიდელის ძენი, შეფატიას ძენი. 33 ძენი მონათა მათ სოლომონისთა: ძენი საფიოპისნი, ძენი ფარედისნი, ძენი იელელისნი, ძენი ლოდონისნი, ძენი სალიასნი, ძენი საფუვანისნი,
34 ხატილის ძენი, ფოქერეთ-ხაცებაიმის ძენი, საროთიეს ძენი, მაყასიაჰუს ძენი, გასის ძენი, ადუსის ძენი, სუბასის ძენი, აფერას ძენი, ბაროდისის ძენი, შეფატიას ძენი, ამონის ძენი. 34 ძენი აგიასნი, ძენი ფაქერისნი, ძენი საბიასნი, ძენი სარუთისნი, ძენი მასესნი, ძენი გასესნი, ძენი არდუასნი, ძენი სუბასნი, ძენი აფოფერისნი, ძენი ბარუდისნი, ძენი ასაფატისნი, ძენი ალონისნი.
35 სულ ტაძრის მსახური და სოლომონის მსახურთა ძენი - სამას სამოცდათორმეტი. 35 ყოველნივე მონანი მღდელთანი და მონანი სოლომონისნი ოთხასსამეოცდაათორმეტ.
36 ესენი გამოვიდნენ თელ-მელახიდან და თელ-ხარშადან, წინამძღვარი მათი - ქერუთ-ადანი და იმერი, 36 ესენი იყუნეს, რომელნი გამოსრულ იყუნეს ბაბილონით და თელმალეთ და თელეასიას, მთავარნი მათნი და ქართალან და ალლარ.
37

ვინც ვერ შეძლეს თავის მამების სახლთა და ტომთ უწყება, რომ ისრაელისგან არიან: ძენი ტუბანისა, ძისა დალანისა, ძენი ნეკოდასი - ექვსას ორმოცდათორმეტი.

37

და სხუასა ვერავინ შეუძლო აღრაცხვად: ვერცა მამათა, ვერცა ნათესავთა, რომელნი იყუნეს ისრაჱლისაგან: ძენი გალანისნი, ძენი ტუაებენასნი, ძენი ნეკედონისნი, - ექუსასერგასისდაორ.

38 ხოლო მღვდელთაგან, რომლებიც სამღვდელო სამსახურს ასრულებდნენ, მაგრამ არ აღმოჩნდნენ: ძენი ხობაიასი, ძენი ჰაკოცისი, ძენი იოდდუსისა, რომელმაც ცოლად შეირთო ავგია, ასულთაგანი ბარზელაისა და მისი სახელით იწოდებოდა. 38 მღდელთა მათგანნი, რომელნი ჰმსახურებდეს მღდელობასა, არა იპოვნეს ძენი ნობოდიასნი, ძენი აკობისნი, ძენი კოგუსასნი, რომელთა ისხნეს ცოლნი ასულთა მათგან ბელზელისთა.
39 რაკი ამათგანნი ძიების დროს საგვარტომო ნუსხაში არ აღმოჩნდნენ, განშორებულ იქნენ მღვდლობისაგან. 39 და სახელ-ედვა მათ სახელად და ეძიებდეს მათ და არა პოვნეს წიგნთა ნათესავთა რიცხუსა ადგილსა განაწილებულსა. და ვითარცა არა იპოვნეს იგინი, რიცხუსა ნათესავთასა, განაშორნეს იგინი და არა მიეახლნეს მღდელობასა.
40 უთხრა მათ ნეემიამ და ჰათირშათამ არ ზიარებოდნენ სიწმიდეთ, ვიდრე არ აღდგებოდა მღვდელმთავარი შემოსილი გამოცხადებითა და ჭეშმარიტებით. 40 და ჰრქუეს მათ ნეემი და ატარი: ნუ მიეახლებით სიწმიდესა მას, ვიდრემდის აღდგეს მღდელთმოძღუარი, რომელსა შთაეცვას განცხადებულება და ჭეშმარიტება.
41 სულ იყვნენ ისრაელიანები თორმეტი წლიდან მოყოლებული, ყმათა და მხევალთა გარდა, ორმოცდაორი ათას სამას სამოცი: მათი ყმები და მხევლები - შვიდიათას სამას ოცდაჩვიდმეტი; მგალობელნი და მეფსალმუნენი - ორას ორმოცდახუთი. 41 და იყო ყოველი ისრაჱლი ათორმეტ წლისაგან მიმართ გარნა მონათა და მჴევალთა ოთხ ბევრ სამ ათას სამასსამეოც.
    42 მონანი და მჴევალნი მათნი - შჳდ ათას სამასოცდაათჩჳდმეტ. მგალობელნი და მსახურნი - ორასორმეოცდახუთ.
42 აქლემი ოთხას ოცდათხუთმეტი და ცხენი შვიდათას ოცდათექვსმეტი, ჯორი ორას ორმოცდა ხუთი უფლის საქონელი ხუთიათას ხუთას ოცდახუთი. 43 აქლემები - ოთხასოცდაათხუთმეტ და ცხენები - შჳდ ათას ორმეოც და ჯორები - ორასი ათას ორმეოცდახუთ და ვირები - ხუთ ათას ხუთასოცდახუთ.
43 ზოგიერთმა მამისსახლთა თავკაცმა, როდესაც ისინი მოვიდნენ ღვთის ტაძარში, რომელიც იერუსალიმშია, აღთქმა დადო, რომ აღადგენდა სახლს მისსავე ადგილას, შეძლებისამებრ. 44 და მამათმთავარნი მსგავსად მამათმთავართა მათთასა მოვიდეს და შევიდეს ადგილსა მას ტაძრისა ღმრთისასა, რომელი იყო იერუსალჱმს, და აღუთქუეს აღთქმა, რათა აღემართოს ტაძარი იგი ადგილსავე თჳსსა, და წესისაებრ თჳსისა
44 შეიტანდა ტაძრის განძთსაცავში მშენებლობისათვის ათას ოქროს მნას და ვერცხლისას ხუთი ათასს და ას სამღვდელო სამოსელს. 45 დასდებდეს საფასესა ტაძრისა მისთჳს შესაწევნელად საქმარისა მისთჳს, ოქრო - ათას ქანქარ, ვეცხლი - ხუთ ათას ქანქარი, და კვართები სამღვდელო - ას.
45 დაემკვიდრნენ მღვდლები და ლევიანები და ერისაგანნი იერუსალიმში და მის შემოგარენში, ხოლო მგალობელნი და კარისმცველნი და ყოველი ისრაელი - თავიანთ სოფლებში. 46 და დაემკჳდრნეს მღდელნი იგი და ლევიტელნი, და ერი იგი იერუსალჱმს და ადგილთა მისთა, და მგალობელნი იგი და მსახურნი, მეკარენი იგი და ყოველი ისრაჱლი დაბნებსა და აგარაკებსა თჳსსა.
46 მეშვიდე თვის დამდეგს, როცა იყვნენ ისრაელიანები უკვე თავ-თავიანთ სამკვიდრებლებში, შეიკრიბნენ ერთსულოვნად გაშლილ ადგილას, აღმოსავლეთის პირველ კარიბჭესთან. 47 და აღდგეს მეშჳდესა მას თთჳსა და ყოველნი იგი ძენი ისრაჱლისანი თჳთეულად ადგილთაგან თჳსთა, და შეკრბეს ერთბამად ფართოსა ადგილსა, ბჭესა მას პირველსა, მზისა აღმოსავლით კერძო.
47 ადგა იესო, იოცედეკის ძე და მისი ძმები - მღვდელნი და ზერუბაბელი, შალთიელის ძე და მისი ძმები და განუმზადეს სამსხვერპლო ისრაელის ღმერთს, 48 და განეწყუნეს ისო სედეკიან და ძმანი მისნი და ყოველნი იგი სიმრავლე მღდელთა მათ და ზორაბაბელ სალათელეანი და ძმანი მისნი და განმზადეს საკურთხეველი უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა, რათამცა
48 რათა შეეწირათ მასზე აღსავლენი, როგორც მოსეს, ღვთის-კაცის, წიგნში წერია. 49

შეწირეს მას ზედა საკურთხეველსა საკუერთხი, ვითარცა წერილ არს წიგნსა მას მოსესსა, კაცისა მის ღმრთისა.

49 შეიკრიბნენ მათთან ამ ქვეყნის სხვა ტომთაგანნიც და აღმართეს სამსხვერპლო თავის ადგილას, რადგან მტრობდნენ მათ და მძლავრობდნენ მათზე ხალხები იმ ქვეყნისა, და მოჰქონდათ მსხვერპლი დაწესებულ ჟამს და აღსავლენი უფლისათვის ცისკარზე და მწუხრზე. 50 და შეკრბეს იგინი და განეშორნეს სხუათა მათ წარმართთაგან მის ქუეყანისათა და აღმართეს საკურთხეველი შესაწირავთა ადგილსა თჳსსა, დაღათუ იყუნეს მათა მტერ წარმართნი იგი, არამედ შემწევე ეყოფვოდეს მათ ყოველნი იგი ნათესავნი მის ქუეყანისანი, და მოართუმიდეს ძღუენსა შესაწირავსა საკურთხეველად უფლისა ჟამად და ჟამად, განთიად და მწუხრ
50 გადაიხადეს კარვობის დღესასწაული, როგორც დადგენილია რჯულის კანონში და სწირავდნენ ყოველდღე, განწესებისამებრ, 51 და ყვეს დღესასწაული იგი ტალავრობისა, ვითარცა წერილ არს სჯულსა მოსესასა, და შესწირვიდეს მსხუერპლსა მიერ დღე, ვითარცა ბრძანებულ იყო.
51 და განუწყვეტელი შესაწირავი და მსხვერპლი შაბათთა, ახალმთავრობათა და ყველა წმიდა დღესასწაულისა. 52 და ამისა შემდგომად შესწირვიდეს საკვერთხთა მათ ჟამად და ჟამად, შაბათთა, და თთვისთავთა და ყოველთა მათ წმიდათა დღესასწაულთა განაწესებდეს და აღასრულებდეს.
52 რომელთაც აღავლინეს აღთქმა ღვთისადმი მეშვიდე თვის ახალ მთვარეზე, იწყეს მოტანა შესაწირავისა უფლისათვის, თუმცა ღვთის ტაძარი ჯერ არ აშენებულიყო: 53 და რომელსა-იგი ერთვე აღუთქმიდეს აღთქუმასა ღმერთსა, თთჳსა თავისაგან მეშჳდესა თთჳსათა იწყეს შეწირვად საკუერთხთა უფლისა ღმრთისა და ტაძარი იგი უფლისა ღმრთისა არღა აღშენებულ იყო.
53 აძლევდნენ ვერცხლს ქვისმთლელებს და ხუროებს და საჭმელ-სასმელს, ურმებს - ციდონელებსა და ტვიროსელებს, რათა ტივით მოეზიდათ ლიბანიდან კედრის ძელები იაფოს ნავსადგურში, როგორც უბრძანა მათ პიროსმა, სპარსელთა მეფემ. 54 და მისცეს სასყიდელი გალატოზთა და ხუროთა და საზრდელნი მათნი,
    55 და ეგრეთვე სიდონელთა და ტჳრელთა, რათა გარდამოიღონ მათ ძელი ნაძჳსა ლიბანით. და მოიღეს ნავითა ნავთა სადგურთა მათ იოპეტისათა, ვითარცა უბრძანა და განუწესა მათ წინაწარ კჳროს, მეფემან სპარსთამან,
54 მეორე წლის მეორე თვეს იერუსალიმის ღვთის ტაძარში მოსული ზერუბაბელ შალთიელის ძე და იესო იოცედეკის ძე, და მათი ძმები, და მღვდლები და ლევიანები და ყველა გამოსული ტყვეობიდან შეუდგა 56 წელსა მას მეორესა აღსლვისა თჳსისა იერუსალჱმდ, თთვესა მას მეორესა, იწყეს შენებად ტაძრისა მის ზორობაბელ სალათიელისამან და ისუ იოსედეკეანმან და ძმათა მათთა, და მღდელთმოძღუართა მათ და ლევიტელთა, და ყოველნივე რომელნი გამოსულ იყუნეს ტყუეობისა მისგან იერუსალჱმდ
55 ღვთის ტაძრის საძირკვლის ჩაყრას იუდაში და იერუსალიმში მოსვლის მეორე წლის მეორე თვეს, ახალმთვარობისას. 57 და დადვეს საფუძველი სახლისა მის უფლისა ღმრთისათჳს თავსა მას მეორისა თჳსასა, მეორესა წელსა აღსლვისა მათისასა ჰურიასტანად და იერუსალჱმდ.
56 დაუყენეს ლევიანები, ოცი წლიდან მოყოლებული, საუფლო საქმეებს და დადგნენ იესო და მისი ძენი და ძმანი, ძმა კადმიელი და იესო ემადაბუნის ძენი და ძენი იოადაყ ილიადუნის ძისა, ვაჟიშვილებთან და ძმებთან ერთად, ყველა ლევიანი ერთსულოვნად ღვთის სახლის შენების საქმეთათვის. 58 და განაწესნეს ლევიტელნი იგი ოც წლითგანნი და მიმართნი საქმესა მას მსახურებისა უფლისასა და განიწესნეს ისუ და ძენი და ძმანი მისნი (და კადმიელ, ძმა მისი, და ძენი ლუმისნი: ბაბუნ, და ძენი იოვიდასნი და ელეადეანისნი) ძმათა თჳსთა თანა. და ყოველნი იგი ლევიტელნი ერთბამად იქმოდეს საქმესა მას სახლისა უფლისასა. (და გალატოზთა მათ მაშენებელთა აღაშენეს სახლი იგი უფლისა)
57 და ააშენეს ამშენებლებმა უფლის ტაძარი. და დადგნენ შემოსილი მღვდლები მუსიკოსთა და საყვირთა თანხლებით, ხოლო ლევიანებს, ასაფის ძეთა, ეპყრათ დაფდაფები და უგალობდნენ უფალს და ადიდებდნენ დავით ისრაელის მეფის წესზე, 59 და განეწესნეს მღდელთმოძღუარნი იგი, და ეცვა მათ ბჭალამდისინ იგი ნოვაგითა და ნესტჳთურთ და ლევიტელთა მათ, ძეთა ასაფისთა აქუნდეს წინწილანი.
    60 და შეასხმიდეს, უგალობდეს და აკურთხევდეს ღმერთსა, ვითარცა განაწესა შესხმა ნოაგთა დავით, მეფემან ისრაჱლისამან.
58 უხმობდნენ უფალს გალობით მადიდებელნი, რომ მადლი მისი და დიდება უკუნისამდეა მთელს ისრაელზე. 61 და დიდითა ჴელითა აკურთხევდეს და ჰმადლობდეს უფალსა ღმერთსა. ქველისსაქმე ღმრთისა და დიდებულებაჲ უკუნისამდე არს ყოველსა ისრაჱლსა ზედა.
59 მთელი ხალხი საყვირს სცემდა და ღაღადებდა დიდი ხმით, ადიდებდა უფალს ღვთის სახლის აღდგენისათვის. 62 დიდითა ჴმითა ყოველი იგი ერი დაბერვიდა ნესტუებსა თჳსსა და ოხრიდეს ჴმითა დიდითა და აკურთხევდეს უფალსა, რომელმან აღმართა ტაძარი იგი თჳსი წმიდაჲ.
60 მოვიდნენ ლევიანი მღვდლები და მათი მამისსახლთა წინამძღოლნი და უხუცესნი, რომლებსაც ენახათ უწინდელი სახლი, ახალ მშენებლობაზე, მოთქმითა და დიდი გოდებით, 63 და მოვიდეს და შევიდეს მღდელთმოძღუარნი იგი და ლევიტელნი, რომელნი-იგი იყუნეს მთავარ და წინამძღუარნი მთავრობისა მისებრ მამათა თჳსთასა, რომელთა ეხილვა ტაძარი იგი უწინარეს ამისსა ბუნებისა,
61 მრავალნი კი საყვირებითა და მხიარული ყიჟინით; 64 დიდითა ჴმითა და ტირილითა და მრავლითა ნესტუებითა და სიხარულითა დიდითა,
62 მაგრამ ხალხს არ ესმოდა საყვირთა ხმა სახალხო მოთქმის გამო, თუმცა ბევრნი აყვირებდნენ ხმამაღლა და შორს ისმოდა. 65 რამეთუ არა ესმოდა სიმრავლესა მას ჴმაჲ იგი ნესტჳსა ჴმითა მით ტირილისა მისგან ერისასა, დაღაცათუ მრავალ იყუნეს, რომელნი ჰბერვიდეს ნესტუებსა მას. მიიწეოდა ჴმაჲ იგი შორიელთა ადგილთა.
63 მოესმათ იუდასა და ბენიამინის ტომის მტრებს და მოვიდნენ იმის გასაგებად, თუ რას ნიშნავდა საყვირთა ხმა. 66 და ესმა ჴმაჲ იგი მტერთა მათ ნათესავისა მის იუდასთა და ბენიამენისთა და მოვიდეს ხილვად და გულისხმის-ყოფად, ვითარმედ რამე არს ჴმაჲ იგი ნესტჳსა მის.
64 შეიტყვეს, რომ ტყვეობიდან დაბრუნებულნი უშენებენ ტაძარს უფალს, ისრაელის ღმერთს. 67 და გულისხმა-ყვეს, ვითარმედ გამოსრულნი იგი ბაბილონით ტყუეობისაგან აშენებენ ტაძარსა მას უფლისა ღმრთისა ისრაჱლისასა.
65 მივიდნენ ზერუბაბელთან და იესოსთან და მამისსახლთა წინამძღვრებთან და უთხრეს მათ: ჩვენც ავაშენებთ თქვენთან ერთად; 68 და მოუჴდეს ზორაბაბელს და ისუს იოსედეკეანსა და სხუათა მათ მთავართა, მამათა მთავართა და ჰრქუეს მათ: ვაშენებდეთ ჩუენცა თქუენ თანა ტაძარსა უფლისასა,
66 რადგან თქვენს მსგავსად ჩვენც ვუსმენთ თქვენს უფალს და ვწირავთ მას მსხვერპლს აშურელთა მეფის ასარხადონის დროიდან, რომელმაც გადმოგვასახლა აქ. 69 ვითარცა თქუენ, ეგრეცა ჩუენ ვისმინოთ უფლისა ღმრთისა თქუენისა, რამეთუ ჩუენცა გუწადოდა გამოსლვა ეგე თქუენი მიერ დღითგან, ვინათგან წარგუტყუენვა სალმანასარ მეფემან ასურასტანისამან, და მოგვიყვანნა და დაგვამკჳდრნა ჩუენ აქა.
67 უთხრეს მათ ზერუბაბელმა და იესომ და ისრაელის მამისსახლთა წინამძღვრებმა: ვერ ავუშენებთ თქვენ და ჩვენ ერთად ტაძარს უფალს, ჩვენს ღმერთს. 70 და ჰრქუეს მათ ზორაბაბელ და ისუ იოსედეკეანმან, სხუათა მათ მამათმთავართა ისრაჱლისათა: არა წეს არს ჩუენდა და თქუენდა შენებად სახლი უფლისა ღმრთისა ჩუენისა.
68 რადგან ჩვენ თვითონ უნდა აღვუმართოთ იგი ისრაელის უფალს, როგორც გვიბრძანა ჩვენ კიროსმა, სპარსელთა მეფემ. 71 და ჩუენ ვაშენოთ ტაძარი უფლისა ღმრთისა, ვითარცა მიბრძანა კჳროს, მეფემან სპარსთამან.
69 ხოლო იმ ქვეყნის ხალხები ავიწროებდნენ იუდაში მყოფთ და თავს ესხმოდნენ და აბრკოლებდნენ მშენებლობას. 72 რამეთუ ესე ნათესავნი იყუნეს, რომელნი ზიარ იყუნენ მტერთა მათ იუდასთა, რომელნი იგი აყენებდეს შენებად.
70 ვერაგობით და ხალხში შფოთის შეტანით ხელს უშლიდნენ მშენებლობის დასრულებას კიროს მეფის მთელი სიცოცხლის განმავლობაში. 73 ჟამთა მათ კჳროს მეფისათა, რამეთუ უბრძანა მან შენება ტაძრისა მის ცხორებასა თჳსსა და შემდგომად სიკუდილისა მისისა. და აღაშენეს ათორმეტ წელ, ვიდრე მეორედ წლადმდე დარეჰისა.
71 დაუბრკოლდათ შენება ორ წელს დარიოსის გამეფებამდე.    

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე