ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეორე ეზრა

თავი მეექვსე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

დარიოსის მეფობის მეორე წელს წინასწარმეტყველებმა ანგიამ და ზაქარიამ, ყიდოს ძემ, უწინასწარმეტყველეს იუდასა და იერუსალიმში მყოფ იუდაელებს უფლის, ისრაელის ღმერთის სახელით.

1

და მეორესა წელსა დარეჰ მეფისასა წინაწარმეტყუელებდეს ანგეა და ზაქარია, და წინაწარმეტყუელებდეს ჰურიასტანს და იერუსალჱმს სახელითა უფლისა ღმრთისა ისრაჱლისათა.

2 მაშინ ადგა ზერუბაბელი, ძე შალთიელისა და იესო, ძე იოცედეკისა, და იწყეს შენება უფლის სახლისა იერუსალიმში უფლის წინასწარმეტყველთა თანდასწრებით, რომელიც შეეწეოდა მათ. 2 მას ჟამსა ზორობაბელ სალეთეალეანმან და ისუ იოსედეკეანმან იწყო შენებად ტაძრისა მის უფლისა იერუსალჱმს წინაწარმეტყუელითურთ უფლისათა, რომელნი-ეგე შემწე იყუნეს მათა.
3 ამ დროს გამოეცხადა მათ სისინესი, სირიისა, ფინიკიის განმგებელი, და ბეთარბოზნაი მათი თანამდგომნი და უთხრეს მათ: 3 მას ჟამსა მოვიდეს მათა სისინე, მთავარი ასურასტანელთა და ფინიკელთა, და სართაბუზან და სხუანიცა მათ თანა მოყუასნი მათნი.
4 ვისი ნებართვით აშენებთ ამ სახლს და ამ ჭერს, და სხვა დანარჩენს აღასრულებთ? ვინ არიან მაშენებელნი, რომ აღასრულებენ ამას? 4 და ჰრქუეს მათ: ვისითა ბრძანებითა აშენებთ ტაძარსა მაგას და ეზოთა მაგისთა? ანუ ვინმე არიან იგინი, რომელთა ჰნებავს აღშენება მაგისი და აღსრულება?
5 მიიღეს მადლი უფლისგან, ტყვეობაში მყოფთა მფარველისგან, იუდეველთა უხუცესებმა, 5 იქმნა მადლი მოძღურებისა უფლისა მიერ მღდელთა მათ ზედა ჰურიასტანს.
6 და არ დაუშალეს მათ შენება, ვიდრე არ აუწყებდნენ მათ შესახებ დარიოსს და პასუხს არ მიიღებდნენ. 6 და არა დააყენნეს იგინი შენებისაგან ვიდრე მიწერადმდე დარეჰ მეფისა, და რათა მოიღონ ბრძანება მისგან - წიგნი, რომელი მიწერეს და მიუძღუანეს დარეჰ მეფესა:
7 პირი წერილისა, რომელიც მისწერა დარიოსს და გაუგზავნა სისინესმა, სირიისა და ფინიკიის განმგებელმა, ბეთარბოზნაიმ და მათმა თანამდგომმა, მთავრებმა სირიასა და ფინიკიაში. 7 სისინი, მთავარი ასურასტნელთა და ფინიკელთა, და სათარბუზან და რომელნი არიან მათ თანა ასურასტანელთა და ფინიკელთა და მოსაქმენი და მთავარნი დარეჰ მეფესა გიკითხავთ.
8 მეფე დარიოსს, იხარებდე! უნდა გეუწყოს ყოველივე ჩვენს უფალს, მეფეს; როცა მოვედით იუდაელთა ქვეყანაში და შევედით ქალაქ იერუსალიმში, ვპოვეთ ტყვეობიდან გამოსულნი იუდაელთა უხუცესნი, რომლებიც ქალაქ იერუსალიმში აგებენ უფლის ახალ დიდ სახლს ძვირფასი თლილი ქვებით და კედლებში ძელთა დატანებით; 8 უწყებულმცა შენდა, უფალო ჩუენო მეფე, რამეთუ მივედით და მივიწივენთ ჩუენ ქუეყანასა მას ჰურიასტანისასა, და შევედით ქალაქსა იერუსალჱმსა და ვპოვენთ მუნ განსრულნი იგი ტყუეობისაგან მოძღუარნი მათნი ქალაქსა იერუსალჱმს და ვიხილეთ, რამეთუ აშენებდეს ტაძარსა უფლისასა დიდ-დიდსა
    9 და საკურთხეველთა ქვათა გამოთლილთა, და ძელთა უპყრობდეს ზღუდეთა.
9 ეს სამუშაოები თავგამოდებით სრულდება და კარგად მიდის საქმე მათ ხელში და ყოველივე დიდებითა და გულმოდგინებით კეთდება. 10 და იყო საქმე სწრაფითა წარმართებულ ჴელთა შინა დიდითა დიდებითა, ენება მეყუსეულად აღშენება მისი.
10 მაშინ ვკითხეთ უხუცესებს და ვუთხარით: ვისი ბრძანებით აშენებთ ამ სახლს და აფუძნებთ ამ საქმეებს? 11 მას ჟამსა ვკითხეთ ჩუენ მოხუცებულთა მათ და ვარქუთ: ვისითა ბრძანებითა აშენებთ სახლსა მაგასა, ანუ ვისითა სიტყჳთა დასდევით საფუძველი მაგისი?
11 ასე ვკითხეთ მათ, რათა გვეცნობებინა და მოგვწერა შენთვის თავკაცთა შესახებ და მოვითხოვდით მათი წინამძღოლების ნუსხას. 12

და ვკითხეთ მათ და აწ გაუწყოთ და გიჩუენოთ შენ კაცნი წინამძღუარნი მათნი და მიგწერნეთ სახელნი მათნი, რომელნი არიან მთავარნი საქმისა მათისანი.

12 ხოლო მათ პასუხად მოგვიგეს: ჩვენ ვართ მორჩილნი ღვთისა, ცისა და ქვეყნის შემოქმედისა. 13 მათ მოგჳგეს და გურქვეს: ჩუენ ვართ მონანი უფლისა ღმრთისანი, რომელმან ქმნა ცა და ქუეყანა.
13 ეს სახლი მრავალი წლის წინათ აშენდა ისრაელის დიდი და ძლიერი მეფის მიერ და დასრულდა. 14 და იყო აღშენებულ ტაძარი ესე უპირატეს მრავლისა ჟამისა ჴელითა დიდისა მის და ძლიერისა მეფისა ისრაჱლისათა.
14 როცა ჩვენმა მამებმა განარისხეს და შესცოდეს ზეციერ უფალს ისრაელისას, მისცა ისინი ხელთ ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, ქალდეველთა მეფეს. 15 ხოლო რაჟამს მამათა ჩუენთა განამწარეს და შესცოდეს უფალსა ღმერთსა ისრაჱლისასა, რომელმან ქმნა ცა და ქუეყანა, და მისცნა იგინი ჴელთა ნაბუქოდონოსორ მეფესა ბაბილოვანისათა, რომელ-იგი იყო მეფე ქალდეველთა.
15 სახლი დაანგრიეს და დაწვეს და ხალხი ტყვედ წაასხეს ბაბილონში. 16  
16 მაგრამ ბაბილონის ქვეყანაში კიროსის გამეფების პირველ წელს მეფე კიროსმა ბრძანა ამ სახლის აშენება. 17 პირველსა წელსა მეფობასა კჳროსისასა დაწერა ბაბილონს მეფემან კჳროს ბრძანა აღშენება ტაძრისა ამის.
17 ოქროსი და ვერცხლის წმიდა ჭურჭელი, რომელიც ნაბუქოდონოსორმა წამოიღო იერუსალიმის სახლიდან და დადო თავის საკერპოში, მეფე კიროსმა ბაბილონის ტაძრიდან გამოიტანა და გადასცა ზერუბაბელს და მთავარ შეშბაცარს. 18 და ყოველი ჭურჭელი და სამსახურებელი ტაძრისა ოქროსა და ვეცხლისა, რომელ წარიღო ნაბუქოდონოსორ მეფემან ტაძრისაგან უფლისა იერუსალჱმით და დადვა დასაცველად სახლსა კერპთა თჳსთა, და მერმე კჳროს გამოიღო სახლისა მისგან კერპთა და მისცა ზორაბაბელსა და სალმანასარსა
18 ებრძანა მას დაებრუნებინა მთელი ჭურჭელი და დაედო იერუსალიმის ტაძარში და აეშენებინათ ღვთის ტაძარი მისსავე ადგილას. 19 და უბრძანა მათ, მოიღონ და დადვან ჭურჭელი და სამსახურებელნი ტაძრისა უფლისა იერუსალჱმს და ტაძარი იგი უფლისა, ბრძანა, აღაშენონ ადგილსა თჳსსა.
19 მაშინ შეშბაცარი მოვიდა და დადო საფუძვეღი უფლის სახლისა იერუსალიმში, და იმ დროიდან დღემდე შენდება და არ დასრულებულა. 20 მას ჟამსა სალმანასარ აღვიდა იერუსალჱმდ და დადვა საფუძველი ტაძრისა მის, ვიდრე აქამომდე ვაშენეთ და არღარა აღსრულებულ არს.
20 აწ, თუ ინებებ, მეფეო, მოიძიონ მეფე-ბატონის სამეფო წიგნთსაცავებში, რომლებიც ბაბილონშია: 21 და აწ, უფალო ჩუენო დარეჰ მეფე, ძიებად-ყავ და იხილე სახლსა მატიანეთასა, სადა ძეს წიგნები საჴსენებელთა დამარხულად მეფისა კჳროსისა.
21 თუ აღმოჩნდება, რომ მეფე კიროსის ნებით შენდებოდა უფლის სახლი იერუსალიმში და ნებავს ჩვენს მეფე-ბატონსაც, გვეუწყოს ამის შესახებ. 22 თუ იპოოს ბრძანებითა კჳროს მეფისათა და სიტყჳთა მისითა, აღაშენონ ტაძარი ესე უფლისა იერუსალჱმს, და ზედმიიწიე ბრძანებასა კჳროს მეფისასა და გვაუწყე ჩუენ ამის ყოვლისა საქმისათჳს.
22 მაშინ ბრძანა მეფე დარიოსმა, ეძებნათ ბაბილონმი არსებულ სამეფო წიგნთსაცავებში და აღმოჩნდა ქალაქ ეკბატანაში, მიდიის ქვეყანაში, ერთი ნაწერი. რომელშიც მოხსენებული იყო შემდეგი: 23 მას ჟამსა დარეჰ მეფემან უბრძანა ძიებად სახლსა მატიანთასა სამეუფოსათა, რომელი-იგი იდვა ბაბილონს და პოვა ბატანბარიტენისსა მართა სოფელსა, ადგილსა, სადა იდვა წიგნი საჴსენებელთაჲ, რომელსა წერილ იყო ესრეთ:
23 კიროსის მეფობის პირველ წელს ბრძანა მეფე კიროსმა აეშენებინათ უფლის სახლი იერუსალიმში, სადაც სწირავენ მსხვერპლს ჩაუქრობელ ცეცხლზე. 24

წელსა მას პირველსა შარავანდედებასა კჳროსისასა მეფემან კჳროს ბრძანა აღშენებად სახლი იგი უფლისა იერუსალჱმს, შესწირვენ საკუერთხთა განცხადებულად ჴელითა ცეცხლისაჲთა.

24 სიმაღლით სამოცი წყრთა, სიგანით - სამოცი წყრთა, თლილი ქვის სამი სახლითა და ერთი ახალი სახლითურთ ადგილობრივი ხისაგან, ხოლო სახსარი გაიცეს კიროს მეფის სახლიდან. 25 და უბრძანა ესე საზომისა სახე აღშენებად სიმაღლე მისი წყრთა ათი და სივრცე მისი სამეოც წყრთა, და ქვა და ძელი ყოველთავე ბრძანა მიცემად სამეუფოთა.
25 უფლის სახლის წმინდა ჭურჭელი, ოქროსი და ვერცხლისა, რომელიც ნაბუქოდონოსორმა იერუსალიმის სახლიდან წამოიღო ბაბილონში, დაუბრუნდეს იერუსალიმის სახლს, და სადაც შენახული იყო, იქ დაიწყოს. 26

და ჭურჭელი სამსახურებელი სახლისა უფლისა ოქროსა და ვეცხლისა, რომელი-იგი მოეღო ნაბუქოდონოსორს ბაბილონად, რომელი იყო ტაძრისაგან უფლისა იერუსალჱმს, უბრძანა კჳროს მიღებად სახიდ უფლისა, რათა დადვან მუნ, ვითარცა იყო პირველ.

26 ებრძანა სისინესს, სირიისა და ფინიკიის მთავარს, ბეთარ-ბოზნაის და მის თანამდგომთ. სირიასა და ფინიკიაში მმართველად განწესებულთ, რათა განეშორონ იმ ადგილებს და დაანებონ უფლის მორჩილს, ზერუბაბელს, იუდაელთა მთავარს, და იუდაელთა უხუცსებს უფლის სახლის შენება თავის ადგილზე. 27 და შე-ღავე-სძინა ბრძანება დარეჰ მეფემან და ჰრქუა: სისინი მთავარი ყოველთა ასურთა და ფინიკელთა და სათრაბუზან და სხუანი მოდგმანი თქუენნი, რომელ განწესებულ არიან საქმესა ასურასტანელთასა და ფინიკელთასა, განეშორენით ადგილისა მაგისგან და ნუ მიეახლებით მონასა მაგას უფლისასა ზორაბაბელს, რომელი-იგი არს მთავარი ჰურიათა, და ნუცა მღდელთა, მოძღუართა ჰურიათასა, რომელნი აშენებენ სახლსა უფლისა ადგილსა თჳსსა
27 ხოლო მე ვბრძანე სრულად აღაშენონ და თვალი მიადევნონ, რათა შეეწეოდნენ ტყვეობიდან გამოსულ იუდაელებს უფლის სახლის გასრულებამდე. 28 მე ვბრძანე, რომელ ყოვლადვე სრულიად აღეშენოს ღა ვეყო შემწე ჰურიათა მაგათ, რომელნი აღვიდოდეს იერუსალიმდ, ვიდრემდის აღასრულონ ტაძარი ეგე უფლისა ღმრთისა თჳსისა.
28 კოილე სირიისა და ფინიკიიდან შეკრებილი ხარკიდან გულმოდგინედ ეძლეოდეს ამ ხალხს საუფლო მსხვერპლისათვის, მთავარ ზერუბაბელს ზვარაკებისმ ვაცებისა და კრავებისათვის. 29 ხარკთაგან ასურეთით კერძოთა ფინიკელთა, მცნებით მიბრძანებიეს, რათა მისცენ კაცთა მაგათ შესაწირავისათჳს საკუერთხთა უფლისათა. და მოიბენინ ზორაბაბელ მთავარმან ზვარაკები და ვაცები და კრავები,
29 ასევე ხორბალი, მარილი, ღვინო და ზეთი განუწყვეტლივ ყოველწლიურად, როგორც იერუსალიმში მყოფი მღვდლები მოითხოვენ სახარჯად ყოველდღიურად, უსიტყვოდ. 30 მისვე სახისაებრ იფქლი და მარილი, ღჳნო და ზეთი, და იყავნ ეგე ყოველი განწესებულ წლითი წლად, რაოდენ ჟამცა მღდელთა იერუსალჱმს ბრძანონ სამსახურებელად უფლისა, დღითი დღე დაუბრკოლებელად.
30 რათა სწირავდნენ საღვრელს მაღალი ღმერთის წინაშე მეფისა და მისი შვილებისათვის და ლოცულობდნენ მათი სიცოცხლისათვის. 31 შე-რა-სწირონ მსხუერპლი უფლისა ღმრთისა მაღლისა მეფისათჳს და ძლიერებათა მისთათჳს და ლოცვა-ყონ ცხორებისათჳს მეფისა.
31 ბრძანა, თუკი ვინმე დაარღვევს რამეს ნათქვამში და დაწერილში, ან შეცვლის, აიღონ ძელი მისივე საკუთრებიდან და მასზე ჩამოჰკიდონ, ხოლო მისი საცხოვრებელი მეფეს გადაეცეს. 32 და უბრძანა: უკუეთუ ვინმე უდებ-ყოს, ანუ გარდაჴდეს ბრძანებასა ჩემსა, რომელ-ესე მივსწერე, პატიჟზღუეულიმცა ზღავს ყოველსა თჳსით თავით და აღკიდებულიმცა იგუემების, და ყოველსამცა მონაგებსა მისსა სამეუფოდ მიიღებნ.
32 ამის გამო უფალი, ვის სახელსაც უხმობენ იქ, აღხოცავს ყველა მეფეს და ხალხს, რომელიც ხელს აღმართავს დასაბრკოლებლად ან ბოროტების ქმნად უფლის სახლის წინააღმდეგ იერუსალიმში. 33 სადაცა წოდებულ არს სახელი უფლისა, მუნ ბრძანებულ იყო ყოველივე საღვაწი სამეუფო ნათესავთა, და მან იკადრა ჴელის განდგმად. და დაყენებად და იზრახა ბოროტი ტაძრისა მისთჳს უფლისა იერუსალჱმს.
33 მე მეფე დარიოსს დამიდგენია - იქმნას ურყევად ამის მიხედვით. 34 მე, დარეჰ მეფემან, დიდითა კრძალულებითა ვბრძანე ყოფად და აღსრულებად ამისა ყოვლისა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე