ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეორე მეფეთა

თავი მეათე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ამის შემდეგ იყო, რომ მოკვდა ყამონიანთა მეფე და გამეფდა მისი ძე ხანუნი მის ნაცვლად.

1

ამისა შემდგომად მოკუდა მეფე ძეთა ამონისთა, და მეფობდა ანონ, ძე მისი, მის წილ.

2 თქვა დავითმა: წყალობას ვუყოფ ხანუნ ნახაშის ძეს, როგორც მამამისი მწყალობდა მე. და გაგზავნა დავითმა თავისი ხალხი, რომ ენუგეშებინა იგი მამის გამო. მივიდნენ დავითის მორჩილნი ყამონიანთა ქვეყანაში. 2 და ჰრქუა დავით: ვყო წყალობა ანონის თანა, ძისა ნაასისა, ვითარცა-იგი ყო მამამან მისმან ჩემთჳს. და მოუვლინნა დავით ნუგეშინის-მცემელად მონანი თჳსნი მამისათჳს მისისა. და მივიდეს მონანი დავითისნი ქუეყანასა ძეთა ამონისთასა.
3 უთხრეს ყამონიანთა მთავრებმა ხანუნს, თავიანთ ბატონს: ნუთუ მამაშენის პატივისცემის გამო გიგზავნის დავითი ნუგეშინისმცემლებს? იქნებ იმისთვის გამოგიგზავნა დავითმა თავისი ხალხი, რომ დაზვეროს ქალაქი, მიათვალ-მოათვალიეროს და მერე დააქციოს? 3 მიუგეს მთავართა ამონისთა ანონს, უფალსა თჳსსა, და ჰრქუეს. არა თუ სადიდებელად შენდა მოავლინნა დავით მამისა შენისათჳს ნუგეშინის-მცემელნი, არამედ მსტოვრად მოავლინა ქალაქისა ამის და ქუეყანისა შენისა, რათა განიხილონ და უთხრან დავითს.
4 აიღო ხანუნმა და ნახევარი წვერი მოჰპარსა დავითის მორჩილთ, წელამდე შემოაჭრა ნახევარი სამოსელი და გაისტუმრა. 4 ვითარცა ესმა ანონს, შეიპყრნა მონანი დავითისნი და დაჰყჳნა ნახევარი თმა წვერისანი და მოჰკუეთნა კალთანი სამოსელთა მათთანი და განუტევნა იგინი.
5 როცა ეს ამბავი შეატყობინეს დავითს, გაგზავნა ხალხი მათ შესაგებებლად, რადგან ძალზე შეურაცხყოფილნი იყვნენ კაცები. უთხრა მეფემ: იერიქონში დარჩით, ვიდრე წვერი მოგეზრდებოდეთ და მერე მობრუნდით. 5 ვითარცა ესმა ესე დავითს, მიაგებნა კაცნი და იხილნეს მონანი იგი განკიცხულნი ფრიად. და მიუმცნო დავით, ვითარმედ: დადეგით მანდავე, იერიქოდ, ვიდრემდის აღორძნდეს თმანი წვერისა თქუენისანი და მაშინღა მოდით!
6 დაინახეს ყამონიანებმა, რომ თავი შეაძულეს დავითს, და გაგზავნეს ხალხი ყამონიანებმა, რომ დაექირავებინათ ბეთ-რეხიბასა და ცობას არამელები, ოცი ათასი ქვეითი, მეფე მაყაქასგან ათასი კაცი და იშტობიდან თორმეტი ათასი კაცი. 6 ხოლო რაჟამს იხილეს ძეთა ამონისთა, რამეთუ განიკიცხნეს მონანი დავითისანი, მოიყიდეს ერი ასური, რობუა და ასური სობასნი ოცი ათასი ერი მკჳრცხლე და მეფე ბაქია ათასითა ერითა და სოტობა ათორმეტი ათასითა ერითა.
7 შეიტყო ეს დავითმა და გაგზავნა იოაბი უმამაცესია მთელი ლაშქრითურთ. 7 და ვითარცა ესმა დავითს, წარავლინა სპასპეტი თჳსი იოაბ და ყოველი ერი მის თანა.
8 გამოვიდნენ ყამონიანები და გაეწყვნენ საბრძოლველად კარიბჭის შესასვლელთან. ცობისა და რეხობის არამელები, იშტობელები და მაყაქა ცალკე დადგნენ ველზე. 8 და გამოვიდეს ძენი ამონისნი და განეწყვნეს წინაშე ბჭეთა მის ქალაქისათა ასურასტანელთა სუბას, რობას და ისტობის და მელქათაგან, იყუნენ ველსა განწყობით.
9 როცა დაინახა იოაბმა, რომ მტერი წინიდან და ზურგიდან იყო მისკენ მიმართული, გამოარჩია ისრაელიანებში ურჩეულესნი და დააწყო არამელთა წინააღმდეგ. 9 ვითარცა იხილა იოაბ, რამეთუ განწყობილ იყუნეს პირისპირ მათსა, გამოარჩინა ყოველნი ჭაბუკნი ძლიერნი ძეთაგან ისრაჱლისათა და განაწყო პირისპირ ასურთა მათ.
10 დანარჩენი ხალხი თავის ძმას აბეშაის ჩააბარა და მანაც დააწყო ისინი ყამონიანთა წინააღმდეგ. 10 ხოლო სხვა იგი ერი მისცა აბესას, ძმასა თჳსსა, და განაწყვნა პირისპირ ძეთა ამონისთა.
11

თქვა: თუ არამელები მძლევენ, შენ მომეშველები. თუ ყამონიანები გძლევენ შენ, მე მოვალ შენს მოსაშველებლად.

11

და ჰრქუა იოაბ აბესას: უკუეთუ განძლიერდენ ასურნი, შენ მოვედ შეწევნად ჩუენდა, და უკუეთუ ძენი ამონისნი განძლიერდენ, ჩუენ მოვიდეთ ძალად თქუენდა!

12 გამაგრდი და მტკიცედ იდექი ჩვენი ხალხისათვის და უფლის, ჩვენი ღმერთის ქალაქებისთვის. უფალმა ქმნას, რაც ენებოს. 12 მჴნე იყავ და განძლიერდი ერსა ჩუენსა ზედა და ბრძოდე ქალაქთათჳს ღმრთისა ჩუენისათა და უფალმან ყავნ კეთილი ჩუენ ზედა!
13 გავიდნენ იოაბი და მისი ხალხი არამელებთან საბრძოლველად და უკუიქცნენ არამელები. 13 და ვითარცა ესე სიტყუანი თქუნა, შეამტკვებარა იოაბ ყოველი იგი ერი და დიდითა ძლიერებითა ზედამიუჴდეს ერსა მას ასურთასა და მუნთქუესვე მეოტად წარქცეულნი ქალაქად შესთხინეს.
14 როცა ყამონიანებმა დაინახეს, რომ გარბოდნენ არამელები, თავადაც გაექცნენ აბეშაის და ქალაქში შეცვივდნენ. იოაბი გაეცალა ყამონიანებს და მივიდა იერუსალიმს. 14 და ვითარცა იხილეს ძეთა ამონისთა მეოტად ასურნი იგი, მეოტ იქმნნეს იგინიცა პირისაგან აბესაჲსისა და შეცჳვეს ქალაქად, ხოლო იოაბ გარემოიქცა და წარვიდა იერუსალჱმდ.
15 დაინახეს არამელებმა, რომ მარცხდებოდნენ ისრაელთან, და შეიკრიბნენ. 15 და იხილნეს რაჲ ასურნი უძლურად წინაშე ძეთა ისრაჱლისათა, შეკრბეს ყოველი ერთბამად.
16 გადმოაყვანინა ჰადარყეზერმა მდინარის გაღმელი არამელები და ისინიც მოვიდნენ ხელამში. შობაქი, ჰადარყეზერის მთავარსარდალი უძღოდა მათ. 16 და მიავლინა ადრაზარ და შეკრიბნა ასურასტანელნი იგი, რომელ იყო წიაღ მდინარესა ქალამას, და მოვიდეს და მოიწინეს ელამს და სუბად, ერისთავი იგი ადაზარისი, წინამძღურად მათდა.
17 შეატყობინეს დავითს და მანაც შეკრიბა მთელი ისრაელი, გადალახა იორდანე და მივიდა ხელამს. დაეწყვნენ არამელები დავითის წინააღმდეგ და შეებრძოლენ. 17 და ვითარცა ესმა დავითს, უბრძანა შეკრებაჲ ყოვლისა ერისა ისრაჱლისა. და წიაღჴდეს იორდანეს მდინარესა და მოვიდეს ქალამად და განეწყო ასური იგი წინაშე პირსა დავითისასა და ბრძოლა-უყვეს.
18 გაექცნენ არამელები ისრაელს. დახოცა დავითმა არმელთაგან შვიდასი ეტლოსანი და ორმოცი ათასი მხედარი. უგმირა მახვილი შობაქს, მათ სარდალს, და იქვე მოკვდა იგი. 18 და მეოტ იქმნა ასურასტანელი იგი პირისაგან ისრაჱლისა. და მოსწყჳდა დავით ერისა მისგან ასურთაჲსა შჳდასი მჴედარი ერი სპარაზენი და ორმოცი ათასი მკჳრცხლი ფაროსანი და მოკლა ერისთავი სობაკ.
19 როცა ჰადარყეზერის მორჩილმა მეფეებმა დაინახეს, რომ მარცხდებოდნენ ისრაელთან, დაეზავნენ ისრაელს და დაემორჩილნენ. არამელებმა ვეღარ გაბედეს ყამონიანთა დახმარება. 19 და იხილეს რა ყოველთა მათ მეფეთა, რომელნი-იგი ძალად მოსრულ იყუნეს ადრაზარისსა, რამეთუ ძლევასა მიეცნეს წინაშე ძეთა ისრაჱლისათა, აღთქმა აღუთქუეს და მონად დაემორჩილნეს ძეთა ისრაჱლისათა, და შეიშინეს ასურთა მათ და არღარა მოვიდეს ძალად ძეთა მათ ამონისთა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე