ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეორე მეფეთა

თავი მეცხრამეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

შეიძრა მეფე, ავიდა კარიბჭის ზემოთვალში და ატირდა. ასე ამბობდა: შვილო აბესალომ, შვილო, შვილო აბესალომ! ნეტავ შენს მაგივრად მე მოვმკადარიყავი, აბესალომ, შვილო, შვილო!

   
2 შეატყობინეს იოაბს, ტირისო მეფე, აბესალომს გლოვობსო. 1

და უთხრეს იოაბს, ვითარმედ: ტირს მეფე და იგლოვს აბესალომისთჳს.

3 გლოვად გადაექცა იმდღევანდელი გამარჯვების სიხარული მთელ ხალხს, რადგან გაიგო იმ დღეს ხალხმა, რომ წუხდა მეფე თავის შვილზე. 2 და შეექმნა სიხარული იგი მის დღედ გლოვისად და ყოვლისა მის ერისა, რაჟამს ესმა ერსა მას, ვითარმედ ტირს და იგლოვს მეფე ძისა თჳსისათჳს.
4 ჩუმად მოიპარებოდა ქალაქში ხალხი იმ დღეს, როგორც მოიპარება ხოლმე ბრძოლის ველიდან უკუქცეული, შერცხვენილი ხალხი. 3 და შეიკდიმა ერმან მან დღესა შესლვა ქალაქად, ვითარცა ერი, რომელი იძლიის და მეოტ იქმნის ბრძოლისაგან.
5 დაეფარა მეფეს სახე და ხმამაღლა მოთქვამდა: შვილო, აბესალომ, აბესალომ, შვილო, შვილო! 4 და მოედრიკა თავი მეფესა და ჴმითა დიდითა ტიროდა და იტყოდა: შვილო ჩემო აბესალომ, აბესალომ, ძეო ჩემო.
6 მივიდა იოაბი მეფესთან სახლში და უთხრა: სირცხვილში ჩააგდე დღეს შენი მორჩილნი, რომელთაც გადაგირჩინეს დღეს შენი ვაჟები, შენი ასულები, შენი ცოლები და ხარჭები. 5 და შევიდა იოაბ წინაშე მეფისა და ჰრქუა: რასათჳს სირცხჳლეულ-ჰყავ ერი შენი და მონანი შენნი, რომელთა გიჴსნეს შენ და ძენი და ასულნი შენნი, ცოლნი და ხარჭნი შენნი?
7 შენი მოძულენი შეგყვარებია და შენი მოყვარულნი შეგძულებია; ისე იქცევი, თითქოს არა გყავდეს სარდალნი და მორჩილნი. ახლა მივხვდი, თურმე გერჩია აბესალომი ცოცხალი გყოლოდა, ჩვენ კი ყველანი დავხოცილიყავით. 6 და ეგრე გამოაჩინებ ერსა ამას, ვითარცა ჰყვარობდეს მტერთა შენთა და სძულობდეს მოყუარეთა შენთა? და ეგრე გამოაჩინებ დღეს, ვითარცა არა გესხნეს შენ მთავარნი, არცა მონანი? ხოლო ესე უწყოდე დღეს, თუმცა აბესალომ ცოცხალ იყო, ჩუენ ყოველნიმცა მომკუდარ ვიყვენით შენს წინაშე, რამეთუ იგი სათნო-გიჩნდა.
8 ახლავე ადექი და გადი, გაამხნევე შენი მორჩილნი, რადგან თუ არ გახვედი, უფალს გეფიცები, ერთი კაციც არ შეგრჩება ამ ღამეს. და ეს უარესი იქნება იმ უბედურებათაგან, რაც სიყმაწვილიდან დღემდე შეგმთხვევია. 7 არამედ აწ გამოვედ და ეტყოდე ერსა მას, რამეთუ უფიცავს ღმერთისა მიმართ, თუ შენ არა გამოხჳდე შემთხუევად მათა, არა ვინ დადგეს შენ თანა ამასვე ღამესა! ხოლო ეს უწყოდე, უბოროტეს-ყოფად არს შენდა ესე, ვიდრეღა ყოველთა მათ ჭირთა, რომელნი წარგჴდეს სიყრმითგან ვიდრე მოაქამდე.
9 ადგა მეფე და კარიბჭესთან დაჯდა. ამცნეს მთელს ხალხს, აჰა, კარიბჭესთან ზისო მეფე. მოდიოდა ხალხი მეფის წინაშე, ხოლო ისრაელი თავ-თავის კარვებში გაიქცა. 8 და გამოვიდა მეფე და დაჯდა ბჭეთა ზედა მის ქალაქისათა. და მიესმა ყოველსა ერსა, ვითარმედ გამოსულ არს მეფე და მჯდომარე არს ბჭეთა ზედა. და მოვიდა ყოველი იგი ერი შემთხუევად მეფისა, ხოლო ისრაიტელნი იგი ივლტოდეს კაცად-კაცადნი ადგილად თჳსა.
10 ასე განსჯიდა ხალხი ისრაელის ყველა შტოში: მეფემ გვიხსნა მტრების ხელიდან და გაგვათავისუფლა ფილისტიმელთაგან. ახლა კი, თავად გაექცა ქვეყნიდან აბესალომს. 9 და დრტჳნჳდეს ყოველნი ნათესავნი ისრაჱლისანი და იტყოდეს: დავით მეფემან გჳჴსნა ჩუენ ჴელთაგან მტერთა ჩუენთასა და განგვარინნა უცხოთესლთაგან და აწ მეოტ ვართ მეფისაგან აბესალომისთჳს, ძისა მისისა.
11 ხომ მოკვდა ბრძოლაში აბესალომი, რომელიც ვცხეთ ჩვენს მეფედ. ახლა რატომ არაფერს ამბობთ მეფის დასაბრუნებლად? 10 და აბესალომს, რომელსა ვსცხეთ მეფედ ჩუენ ზედა, ესერა, მოიკლა ღუაწლსა შინა! აწ თქუენ რად დაიყოვნებთ და არა მოიქცევით მეფისა? და სიტყუაჲ იგი ისრაიტელთა მიიწია მეფისა.
12

ხოლო მეფე დავითმა შეუთვალა ცადოკს და აბიათარს, მღვდლებს: ასე უთხარით იუდას უხუცესებს: რატომ აყოვნებთ მეფის დაბრუნებას მის სახლში, როცა ისრაელის სიტყვა უკვე მიუვიდა მეფეს თავის სახლში?

11 და დავით მიავლინა სადუკისა და აბიათარისა მღდელთმოძღუართა და ჰრქუა: არქუთ მოხუცებულთა ისრაჱლთასა, ვითარმედ: რად დაიყოვნებთ მოქცევად სახიდ მეფისა? ხოლო სიტყუანი ყოვლისა ისრაჱლისა მოიწია მეფისა თანა.
13 ჩემი ძმები ხართ თქვენ, ჩემი ძვალი და ხორცი, რატომღა აყოვნებთ მეფის დაბრუნებას თავის სახლში? 12

ჰრქუა დავით ტომთა იუდასთა: არა ძვალნი ჩემნი და ჴორცნი ჩემნი თქუენ ხართა? რასათჳს უკუნსდეგით მეფისა მის?

14 ყამასას უთხარი: განა ჩემი ძვალი და ხორცი არა ხარ? ასე და ასე მიყოს ღმერთმა და უარესიც მომისართოს, თუ იოაბის ნაცვლად შენ არ გახდე ჩემი ჯარის სარდალი სამუდამოდ. 13 და ამესას ესრე არქვით: არა ძვალნი და ჴორცნი ჩემნი ხართ? ესე რამე მიყავნ მე ღმერთმან და ესე დამირთენ, არა თუ ერისთავ-გყო შენ ერსა ჩემსა ზედა იოაბის წილ ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა!
15 ერთი კაცივით გადაიბირა დავითმა მთელი იუდა და მათაც შეუთვალეს მეფეს: დაბრუნდი შენს მორჩილებთან ერთად. 14 და მოაქცია ამესა ყოველი კაცი იუდასი მორჩილებად, ვითარცა ერთგული. და მოავლინეს მეფისა და ჰრქუეს: მოიქცა შენდა ყოველნი მონანი შენნი!
16 დაბრუნდა მეფე და მიადგა იორდანეს, ხოლო იუდაელნი მივიდნენ გილგალს, როშ მიჰგებებოდნენ მეფეს და იორდანეს გაღმიდან გადმოეყვანათ მეფე. 15 და მოიქცა მეფე და მოვიდა კიდემდე იორდანისა მდინარისა. და ყოველი ერი იუდასი მოეგებოდა გალგალადმდე შემთხუევად მეფისა, რათამცა წიაღმოიყვანეს იგი მდინარესა მას.
17 შიმყი გერას ძე, ბენიამინიანი, რომელიც ბახურიმიდან იყო, სასწრაფოდ ჩამოვიდა იუდაელებთან ერთად მეფე დავითის მისაგებებლად. 16 და მოვიდა სემეი, ძე გერასი, ძისა იამანისი ბაურიმით კაცთა თანა იუდასთა შემთხუევად მეფისა დავითისა.
18 თან ახლდა ათასი კაცი ბენიამინიანი. ჩამოვიდა ციბაც, საულის სახლის მსახური თავის თხუთმეტი შვილითა და ოცი მორჩილითურთ, და გადალახეს იორდანე მეფის თვალწინ. 17 და ათასი კაცი სხუაჲ მის თანა სახლისა მის ბენიამენისი და სიბა, ყრმა იგი სახლისა მის საულისი, ათხუთმეტით ძითურთ და ოცით მონით. და შთავიდეს იგინი მეფისა
19 გავიდა გაღმა ტივი, რომ გადმოეყვანა მეფის სახლი და კეთილად მომსახურებოდნენ. როცა გადმოლახა მეფემ იორდანე, შიმყი გერას ძე განერთხა მის წინაშე. 18 მსახურებად და წიაღმოყვანებად მდინარესა მეფისა წიაღჴდენ, აღდგინებად სახლისა მეფისა და სათნო-ყოფად წინაშე თუალთა მისთა და სემეი, ძე გერასი, დავარდა პირსა ზედა თჳსსა წინაშე მეფისა, ვიდრე წიაღმოვიდოდა იორდანესა.
20 უთხრა მეფეს: ნუ ჩამითვლის ჩემი ბატონი დანაშაულად, ნუ გაიხსენებ, რომ დააშავა შენმა მორჩილმა იმ დღეს, როცა იერუსალიმიდან გამოდიოდა მეფე-ბატონი, გულში ნუ ჩაიდებს ამას მეფე. 19 და ჰრქუა მეფესა: ნუ მოიჴსენებენ შეცოდებასა ჩემსა უფალი ჩემი და ნუცა მოიგონებნ წყევასა დღისასა, რომელ გამოვიდოდა იერუსალჱმით უფალი ჩემი მეფე და ნუცა დაიდებნ გულთა შინა მეფისათა.
21 რადგან იცის შენმა მორჩილმა, რომ შევცოდე. აჰა, პირველი მოვედი დღეს იოსების მთელი სახლიდან, რომ მივგებებოდი ჩემს მეფე-ბატონს. 20  
22 მიუგო აბიშაი ცერუიას ძემ და თქვა: ნუთუ არ უნდა მოკვდეს შიმყი უფლის ცხებულის დაწყევლისათვის? 21 მაშინ ჰრქუა აბესა, ძემან შარუელისამან: სხუაღამცა რა ეყო სემეის? სიკუდილისა თანამდებ არს იგი, რამეთუ იკადრა წყევად ცხებულსა ღმრთისასა!
23

თქვა დავითმა: რა საქმე მაქვს თქვენთან ცერუიას ძენო, რომ კრიჭაში მიდგეხართ დღეს? განა ვინმე შეიძლება მოკვდეს დღეს ისრაელში? განა მე არ ვიცი, რომ დღეს ისრაელის მეფე ვარ?

22

მიუგო დავით და ჰრქუა: რა ძეს ჩემი და შენი, ძეო შარუელისაო? რამეთუ დღეს ბოროტსა ზრახავ ჩემთჳს მტერობით. ნუ იყოფინ ეგე, ვითარმცა მო-ვინმე-კუდა ისრაჱლსა შორის! ანუ თქუენ არა უწყითა, რამეთუ მეფე ვარ ისრაჱლსა ზედა?

24 უთხრა მეფემ შიმყის: არ მოკვდები. და შეჰფიცა მას მეფემ. 23 და ჰრქუა მეფემან სემეის: ნუ გეშინინ! რამეთუ არა მოჰკუდე შენ! და ეფუცა მეფე სემეის.
25 ჩამოვიდა მეფიბოშეთიც, საულის ძე, მეფის მისაგებებლად. არც ფეხი დაუბანია, არც წვერ-ულვაში გაუწმენდია და არც ტანისამოსი გაურეცხავს მეფის წასვლის დღიდან მისი მშვიდობით დაბრუნებამდე. 24 და მემფიბოსთე, ძე იონათანისი, ძისა საულისი, შთამოვიდა შემთხუევად მეფისა. და მას არა განეწმიდნეს ფერჴნი მისნი, არცა მოეჭრნეს ფრჩხილნი მისნი, არცა ეკუეცნეს თმანი, არცა განერცხნა სამოსელნი მისნი მიერ დღითგან, რაჟამს გამოვიდა მეფე სახლით თჳსით, ვიდრე შემოსლვად მისა მშჳდობით.
26 როცა გამოვიდა იერუსალიმიდან მეფის მისაგებებლად, უთხრა მას მეფემ: რატომ არ წამომყევი, მეფიბოშეთ? 25 და ვითარცა შევიდა იერუსალჱმად, მოეგება მეფესა. მაშინ ჰრქუა მას მეფემან: რა არს, რამეთუ არა წარმოხუედ ჩუენ თანა?
27 მიუგო: მეფევ ბატონო! ჩემმა მორჩილმა მომატყუა. ეუბნებოდა შენი მორჩილი, სახედარი შემიკაზმე, რომ შევჯდე და მეფეს გავყვე-მეთქი; რადგან კოჭლია შენი მორჩილი. 26 ჰრქუა მას მემფიბოსთე: უფალო ჩემო მეფე, მონამან ჩემმან დამაგდო მე. რაჟამს ვარქუ მას, ვითარმედ: დამისხენ კარაულსა და წარვიდე მეფისა თანა! არა ისმინა ჩემი, რამეთუ ვერ ეგებოდა უკარაულოდ მისლვა ჩემი შენ თანა, რამეთუ მკელობელ ვარ მონა შენი.
28 ცილი დამწამა შენს მორჩილს მეფე-ბატონთან, მაგრამ ღვთის ანგელოზივითაა მეფე-ბატონი. მიყავი, რაც გენებოს! 27 არამედ იგი მასმენდაცა მე უფლისა ჩემისა მეფისა წინაშე, ხოლო უფალმან ჩემმან მეფემან, ვითარცა ანგელოზმან ღმრთისამან, კეთილად ყავნ ღმრთისათჳს.
29 განა სიკვდილის ღირსი არ იყო მეფე-ბატონის წინაშე მამაჩემის მთელი სახლი? შენ კი მაინც შენს თანამეინახეებთან დასვი სუფრაზე შენი მორჩილი. ახლა რაღა უფლება მაქვს, მეფესთან ვჩიოდე? 28 რამეთუ არა სხუა რამე ღირს ვიყო სახლისა მამისა ჩემისა, არამედ ყოველნი სიკუდილისა თანამდებ ვიყვენით, არამედ შემრთე მონა შენი მათ თანა, რომელნი ჭამენ ტაბლასა შენსა. და აწ ვის მიერ იყოს ესე ჩემდა სამართალი, არა თუ შენ მიერ? და ღაღადებითა ამას იტყოდა წინაშე მეფისა.
30 უთხრა მეფემ: რაღასთვის ლაპარაკობ ამას? ხომ ვბრძანე, შენ და ციბამ გაიყავით-მეთქი ყანები. 29 და ჰრქუა მას მეფემან: რას განამრავლებ სიტყუასა შენსა? შენ და სიბა განიყავთ, განანაწილეთ აგარაკი.
31 უთხრა მეფიბოშეთმა მეფეს: ყველაფერი წაიღოს, რაკიღა მშვიდობით დაბრუნდა მეფე-ბატონი თავის სახლში. 30 და ჰრქუა მემფიბოსთე მეფესა: ოდეს გიხილე, მეფე, მშჳდობით მოქცეული სახიდ თჳსა, ყოველი მეფისსა იყავნ!
32 ჩამოვიდა როგელიმიდან ბარზილაი გალაადელი და მეფესთან ერთად გადალახა იორდანე, რათა გაეცილებინ მეფე იორდანეს გაღმა. 31 და ბერზელი გალადელი შთავიდა რაბინით და წიაღმოჴდა მეფისა თანაწარმოყვანებად მისა იორდანით.
33 ძალზე მოხუცი იყო ბარზილაი, ოთხმოცი წლის. ის არჩენდა მეფეს მახანაიმში ყოფნისას, რადგან ძალზე მდიდარი კაცი იყო. 32 და ბერზელი კაცი მოხუცებული იყო და იყო იგი ოთხმეოც წლისა და უდაბნოსა ყოფასა მსახურებულ იყო იგი მეფისა, და მდიდარი იყო იგი ფრიად.
34

უთხრა მეფემ ბარზილაის: წამომყევი და გარჩენ იერუსალიმში.

33 მიუგო მეფემან ბერზელის და ჰრქუა: გნებავს თუ, მოგვალე ჩემ თანა და პატიოსან-ვყო სიბერე შენი იერუსალჱმს.
35 უთხრა ბარზილაიმ მეფეს: რამდენი დღე დამრჩენია, რომ იერუსალიმში წავყვე მეფეს? 34

და ბერზელიმ ჰრქუა მეფესა: რაოდენღამე იყუნენ დღენი ჩემნი და აღვიდე მე მეფისა თანა იერუსალჱმდ?

36 ოთხმოცი წლისა ვარ ახლა. განა შემიძლია ავისა და კარგის გარჩევა? რა გემო უნდა გაუგოს შენმა მორჩილმა სასმელ-საჭმელს? განა კიდევ შემიძლია მგალობელთა მოსმენა? რატომ უნდა დავაწვე ტვირთად ჩემს მეფე-ბატონს? 35 რამეთუ მე ოთხმეოცისა წლისა ვარ და აწცა არა ვიცი გამორჩევა კეთილისა და ბოროტისა და გემოს-ხილვა საჭმელთა, ანუ სასმელთა, ანუ სმენად ჴმაჲ მემღერეთა და აწ რად ტჳრთ-გეყო მონა ესე უფალსა ჩემსა მეფესა?
37 კიდევ ცოტაზე გაჰყვება მეფეს შენი მორჩილი იორდანეს გაღმა; ასერიგად რისთვის მწყალობს მეფე? 36 მცირედ ოდენ წიაღგყვე იორდანესა მეფისა თანა, რამეთუ რასათჳს მომაგებ მე საგებელსა ამას?
38 უკან დააბრუნე შენი მორჩილი, რათა ჩემს ქალაქში, ჩემი დედ-მამის საფლავთან მოვკვდე. აჰა, შენი მორჩილი ქიმჰამი წამოგყვება მეფე-ბატონს. მოექეცი, როგორც გენებოს. 37 მიბრძანე მონასა შენსა, რათა დავსჯდე და მოვკუდე ქალაქსა ჩემსა, და დავეფლა საფლავსა მამა-დედათასა ჩემისასა. და აქინამ, ძე ჩემი, მივიდეს უფლისა ჩემისა მეფისა თანა და კეთილი უყავ მას, რაცა სათნო-გიჩნდეს!
39 უთხრა მეფემ: წამომყვეს ქიმჰამი და ისე მოვექცევი, როგორც შენ გაგიხარდება. რასაც კი მომთხოვ, ყველაფერს აგისრულებ. 38 და ჰრქუა მას მეფემან: მოვედინ იგი ჩემ თანა და ვყო მისთჳს, რაცა სათნო-მიჩნდეს! და ყოველი, რაცა მრქვას მე, იგიცა ვყო მისთჳს!
40 გადავიდა მთელი ხალხი იორდანეს გაღმა, გადავიდა მეფეც. გადაკოცნა მეფემ ბარზილაი, დაემშვიდობა და ისიც დაბრუნდა თავის ქვეყანაში. 39 და ერი იგი ყოველი წიაღმოკრფა იორდანესა და მეფე დგა კიდესა მდინარისასა და ამბორს-უყო მეფემან ბერეზელის. და აკურთხა იგი მეფემან და წარვიდა ბერეზელი სახიდ თჳსად.
41 გაემართა მეფე გილგალისკენ და თან წაჰყვა ქიმჰამიც. მთელი იუდა და ისრაელის ნახევარიც აცილებდა მეფეს. 40 და მოვიდა მეფე გალგალად და აქინამცა მის თანა, და ერი იგი იუდასი და ზოგი ერისა მის ისრაჱლისა.
42 აჰა, მოვიდა მთელი ისრაელი მეფესთან და უთხრა მეფეს: რატომ დაგისაკუთრეს ჩვენმა ძმებმა, იუდაელებმა და გადაიყვანეს მეფე, მისი სახლი და დავითის მთელი ხალხი იორდანეს გაღმა? 41 და მოკრბა ყოველი ერი ისრაჱლისა მეფისა და ჰრქუეს მას: რა არს ესე, რამეთუ პარვით რეცა მოგიპარეს შენ ძმათა ჩუენთა, კაცთა მაგათ იუდასთა, და წიაღმოგიყვანეს ერითურთ იორდანესა?
43 მიუგო მთელმა იუდამ ისრაელს: იმიტომ, რომ ჩვენი ახლობელია მეფე. რად გაწუხებთ ეს ამბავი? განა მეფე გვარჩენს ჩვენ, განა მოუცია ჩვენთვის საჩუქრები? 42 მაშინ ჰრქუა ერმან იუდისმან კაცთა მათ ისრაჱლისათა: ამისთჳს, რამეთუ მახლობელ არს ჩემდა მეფე. რასა ეგოდენ შეგიძნდა და შესწუხენით ამის სიტყჳსათჳს; ანუ შე-რა-ვსჭამეთ და შევსვით მეფისა, ანუ ნიჭი რამე მოვიღეთ მისგან, ანუ მან მიიღო ჩუენგან?
44 მიუგო ისრაელმა იუდას და უთხრა: ჩემია მეფის მეათედი წილი, დავითიც უფრო მეტად მე მეკუთვნის, ვიდრე შენ. რატომ დაგვჩაგრე? განა პირველმა მე არა ვთქვი სიტყვა ჩემი მეფის დასაბრუნებლად? ისრაელზე უფრო მაგრად ლაპარაკობდა იუდა. 43 და ჰრქუეს კაცთა მათ ისრაჱლისათა: ათწილ ჩუენ უფროს მახლობელ ვართ მეფისა და ჩუენ უპირმშოეს ვართ მისა, ვიდრეღა თქუენ. და აწ რასათჳს შეურაცხ-მყვენით ჩუენ? არა ჩუენთჳს იყო მოქცევა იგი მეფისა, არამედ თქუენთჳს. და განბოროტნეს კაცნი იგი იუდასნი, ვიდრეღა ისრაიტელნი იგი.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე