ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

დაბადება

თავი მეთოთხმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 მოხდა ისე, რომ შინყარის მეფის, ამრაფელის დროს არიოქმა, ელასარის მეფემ, ქედარლაღომერმა, ელამის მეფემ და თიდაყალმა, გოიების მეფემ, 1 ხოლო იქმნა მეფობასა არმაფალისასა მეფისა სენარისასა, არიოქ, მეფემან სალასარისამან, და ქოდოლ, გომორის მეფემან, ელამისმან და თარგალ მეფემან წარმართთამან.
2 ბრძოლა გაუმართეს ბერაყს, სოდომის მეფეს, ბირშაყს, გომორის მეფეს, შინაებს, ადმას მეფეს, შემემებერს, ცებოიმის მეფეს და ბედაყის ანუ ცოღარის მეფეს. 2 ყვეს ბრძოლაჲ ვარლას თანა, მეფისა სოდომთასა, და ვარსას თანა, მეფისა გომორისა, და სენნარისა, მეფისა ადამისა, და სჳმოვორის, მეფისა სებომისა, და მეფისა ვალასა: ესე არს სეგორი.
3 ყველა ესენი შეიკრიბნენ სიდიმის ველზე, სადაც ახლა მლაშე ზღვაა. 3 ესე ყოველნი შეითქუნეს ჴევსა მარილოვანსა, რომელ არს ზღუაჲ მარილთა.
4 თორმეტი წელიწადი ემორჩილებოდნენ ქედორლაღომერს და მეცამეტე წელს აღუდგნენ. 4 ათორმეტ წელს ჰმონებდეს ქოდოლგომორს.
5 მეთოთხმეტე წელს მოვიდა ქედორლაღომერი თავისი თანამდგომი მეფეებითურთ და ამოწყვიტეს რეფაიმები აშთორეთ-კარნაიმში, ზუზიელები ჰამში, ემიელები შავე-კირიათაიმში. 5 ხოლო მეათცამეტესა წელსა მოვიდა ქოდოლოგომორ და მისთანანი მეფენი და დაჭრნეს გმირნი ასტაროთს შინა, კარნაინს, და ნათესავნი ძლიერნი მათ თანა და ომმეანნი საბის შინა ქალაქსა.
6 და ხორიელები სეყირის მთებში ელფარანამდე, უდაბნოს პირას რომ მდებარეობს. 6 და ხორრეველნი მთათა შინა სეირისათა ვიდრე ტერევინთამდე ფარანისა, რომელ არს უდაბნოს.
7 უკან მობრუნებისას მივიდნენ ყენ-მიშფატთან, აწინდელ კადეშთან და დაარბიეს ყამალეკის მინდვრები და ამორეველნიც, ხაცაცონ-თამარის მკვიდრნი. 7 და უკმოქცეულნი მოვიდეს ქუეყანად კერისისა, ესე არს კადე, და დაჭრნეს ყოველნი მთავარნი ამალეკისანი და აღმორეველნი მკჳდრნი ასასანთამარისანი.
8 გამოვიდნენ სოდომის მეფე, გომორის მეფე, ადმას მეფე, ცებოიმის მეფე, ბელაყის ანუ ცოღარის მეფე და ბრძოლა გაუმართეს სიდიმის ველზე 8 ხოლო გამოვიდა მეფე სოდომთა და მეფე გომორისაჲ და მეფე ადამასა და მეფე სებომისა და მეფე ვალასა, ესე არს სეგორი, და განეწყუნეს იგინი ბრძოლად ღელესა შინა მარილოანსა,
9 ქედორლაღომერს, ელამის მეფეს, თიდყალს, ცებოიმის მეფეს, ამრაფელს, შინყარის მეფეს და არიოქს, ელასარის მეფეს - ხუთმა მეფემ ოთხ მეფეს. 9 ქოდოლოგომორის მიმართ, მეფისა ელამისა, მეფისა სენარისა, და არიოქის მეფისა სელილასარისა. და თარგალ მეფისა წარმართთასა - ოთხნი მეფენი ხუთთა მიმართ.
10 სიდიმის ველზე უამრავი ფისის ჭა იყო. უკუიქცნენ სოდომისა და გომორის მეფეები და შიგ ჩაცვივდნენ, დანარჩენები მთებს შეეხიზნენ. 10 ხოლო ღელე მარილოვანი მთხრებლ მთხრებლოვან არს ასფალტოსითა. და შეივლტოდა მეფე სოდომისა ჴევად და მეფე გომორისაჲ. და დაეცნეს მუნ, ხოლო დაშთომილნი მთად კერძო ივლტოდეს.
11 ხელთ იგდეს სოდომისა და გომორის მთელი ქონება, მთელი მათი სარჩო-საბადებელი და წავიდნენ. 11 და წარიქციეს ყოველი იავარნი სოდომისა და გომორისა და ყოველი ჭამადი მათი. და წარვიდეს.
12 ხელთ იგდეს მისი ქონებითურთ ლოტიც, აბრამის ძმისწული, სოდომში რომ ცხოვრობდა, და წავიდნენ. 12 და წარიყუანეს ლოთ-ცა, ძე აბრაამის ძმისა, და ჭურჭელი მისი. და წარვიდეს, რამეთუ მკჳდრ იყო სოდომს.
13 მოვიდა ერთი ლტოლვილი და ამბავი მოუტანა აბრამ ებრაელს. მაშინ იგი მუხნარში ცხოვრობდა, რომელიც ამორეველ კაცს, მამრეს ეკუთვნოდა, ემქოლისა და ანერის ძმას. ესენი აბრამის მოკავშირენი იყვნენ. 13 ხოლო მოვიდა ვინმე განრომილთაგანი და უთხრა აბრაამს წიაღ სადა იგი მკჳდრ იყო მუხასა თანა მამბრესსა ამორისსა, ძმისა ესტოლისსა, და ძისა ავანისსა, რომელნი იყვნეს ყურცემულ აბრაამისსა.
14 როდესაც შეიტყო აბრამმა, რომ მისი სახლიკაცი ლოტი დაეტევევებინათ, აღჭურვა თავის სახლში დაბადებული სამას  თვრამეტი გამოცდილი კაცი და სდია დანამდე. 14 ხოლო ესმა რაჲ აბრაამს, ვითარმედ წარიტყუენა ძმაჲ მისი ლოთ. აღრიცხუნა თჳსნი სახლისწულნი სამასათრვამეტნი.
15 გაიყვნენ ღამით ის და მისი მორჩილნი, დაამარცხეს და სდიეს ხობამდე, დამასკოს მარცხნივ რომ არის. 15 და დევნა-უყო უკანა მათისა ვიდრე დაანადმდე. და დაესხა მათ ზედა ღამე, იგი და ყრმანი, მისნი, და დასცნა იგინი. და სდევდეს ვიდრე ქობალადმდე, რომელ არს მარცხენით დამასკისა.
16 დაიბრუნა მთელი ქონება, დაიბრუნა ლოტიც მისი ქონებითურთ, დედაწულნიცა და ხალხიც. 16 და შემოაქცია ყოველი იავარი სოდომთა და ლოთ, ძმაჲ თჳსი, შემოაქცია და ყოველნი საქონელნი და ცოლნი და ერი.
17 მიეგება სოდომის მეფე ქედორლაღომერზე და მის თანამდგომ მეფეებზე გამარჯვებულს შავეს ველზე, რომელსაც ახლა მეფის ველი ეწოდება. 17 და გამოვიდა მეფე სოდომისა შემთხუევად მისსა, შემდგომად მოქცევისა მისისა ჭირისაგან ქოდოლგომორისა და მის თანა მეფეთასა ღელესა შინა საბისსა, რომელ არს ველი მეფისაჲ.
18 სოლო მელქიცედეკმა, შალემის მეფემ, გამოუტანა პური და ღვინო. ის იყო უზენაესი ღმერთის მღვდელი. 18 და მელქიზედეკ-ცა, მეფემან სალომისმან, გამოართუნა პურნი და ღჳნოჲ. ხოლო იყო მღდელი ღმრთისა მაღლისა.
19 აკურთხა აბრამი და უთხრა: კურთხეულ იყოს აბრამი უზენაესი ღმერთის წინაშე, ცისა და მიწის შემოქმედისა! 19 და აკურთხა აბრაამ და თქუა:
20 კურთხეულ იყოს უზენაესი ღმერთი, რომელმაც ხელში ჩაგაგდებინა შენი მტერი! მაშინ მისცა მას აბრამმა ნადავლის მეათედი. 20 კურთხეულ არს აბრაამ ღმრთისა მიერ მაღლისა, რომელმან შექმნა ცაჲ და ქუეყანაჲ, და კურთხეულ არს ღმერთი მაღალი, რომელმან მოგცნა მტერნი შენნი ქუეშე ჴელთა შენთა. და მისცა მას აბრაამ ათეული ყოველთაგან.
21 უთხრა სოდომის მეფემ აბრამს: მომეცი ხალხი, ქონება კი შენთვის დაიტოვე. 21 ხოლო თქუა მეფემან სოდომისამან აბრაამის მიმართ: მომცენ მე კაცნი, ხოლო ცხენნი წარასხ თავისა შენისად.
22 უთხრა სოდომის მეფეს აბრამმა: უზენაეს ღმერთს ვფიცავ, ცისა და მიწის შემოქმედს, 22 და თქუა აბრაამ მეფისა მიმართ სოდომისა: განვიპყრობ ჴელთა ჩემთა ღმრთისა მიმართ მაღლისა, რომელმან შექმნნა ცაჲ და ქუეყანაჲ.
23 თუ ძაფი ან ფეხსამოსის თასმა ავიღო იქიდან, რაც შენ გეკუთვნის. არ გათქმევინებ, მე გავამდიდრეო აბრამი. 23 უკუეთუ საბლითგან ვიდრე ტერფადმდე ჴამლისა მოვიღო ყოველთაგან შენთა, რათა არა სთქუა, ვითარმედ: მე განვამდიდრე აბრაამ თჳნიერ ღმრთისა.
24 გარდა იმისა, რაც შეჭამეს მსახურებმა და რაც ჩემთან წამოსულებს ერგოთ წილად; ანერმა, ეშქოლმა და მამრემ წაიღონ თავ-თავიანთი წილი. 24 ჭამეს ჭაბუკთა და ნაწილი კაცთა თანამავალთა ჩემ თანა: ესხოლ, ავან, მამბრესი, ამათთჳს მოვიღო ნაწილი.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე