ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ესაია წინასწარმეტყველი

თავი მეორე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

სიტყვა, რომელიც იხილა ესაიამ, ამოცის ძემ, იუდაზე და იერუსალიმზე.

1

სიტყვა ქმნილი ესაიაჲს მიმართ, ძისა ამოსისა, იუდეასათჳს და იერუსალჱმისა.

2 უკანასკნელ დღეებში იქნება, რომ უფლის სახლის მთა მთათა სათავეში დადგინდება, აღიმართება მწვერვალებზე მაღლა და ყოველი ერი მისკენ დაიწყებს დენას. 2 ვითარმედ იყოს უკანასკნელთა დღეთა საჩინო მთაჲ უფლისაჲ და სახლი ღმრთისაჲ მწუერვალთა ზედა მთათასა და ამაღლდეს ზეშთა ზედაჲთ ბორცუთასა და მოვიდოდიან მისდამი ყოველნი წარმართნი.
3 დაიძრება უთვალავი ხალხი და იტყვის: მოდი, ავიდეთ უფლის მთაზე, იაკობის სახლში; გვასწავლოს თავისი გზები და მისი ბილიკებით ვიაროთ, რადგან რჯული სიონიდან გამოვა და უფლის სიტყვა - იერუსალიმიდან. 3 და მოუჴდენ ნათესავნი მრავალნი და იტყოდიან: მოვედით, აღვიდეთ მთად უფლისა და სახიდ ღმრთისა იაკობისსა. და მომითხრას ჩვენ გზაჲ თჳსი, და ვიდოდით მას შინა, რამეთუ სიონით გამოვიდეს შჯული და სიტყვა უფლისაჲ იერუსალჱმით.
4 სამართალს განიკითხავს იგი ერებს შორის და ამხილებს უთვალავ ხალხებს; მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან - ნამგლებს, ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და აღარავინ ისწავლის ომს. 4 და შჯიდეს შორის ნათესავთასა და ამხილოს ერსა მრავალსა, და თანად დაშჭრიდენ მახვილებსა მათსა საჴნისად და ლახურებსა მათსა მანგლად. და არა აღიღოს ნათესავმან ნათესავსა ზედა მახჳლი და არღა ისწავებდენ მერმე ბრძოლასა.
5 ჰოი, იაკობის სახლო! მოდით და უფლის ნათელში ვიაროთ! 5 და აწ შენ, სახლო იაკობისაო, მოვედით და ვიდოდით ნათელსა უფლისასა,
6 მაგრამ შენ მოიკვეთე შენი ერი, იაკობის სახლი, რადგან აღმოსავლეთით ავსებულან ისინი და ჯადოქრობით ფილისტიმელთა მსგავსად; უცხო თესლთა შვილებთან გადასკვნილან. 6 რამეთუ დაუტევა ერი თჳსი, სახლი იაკობისი, რამეთუ აღივსო ვითარცა დასაბამსა სოფელი მათი მისნობითა, ვითარცა უცხოტომთაჲ და შვილნი მრავალნი უცხოტომნი იყვნეს მათდა,
7 ავსებულა მათი ქვეყანა ოქრო-ვერცხლით და ბოლო არ უჩანს მათ საგანძურებს; ავსებულა მათი ქვეყანა ცხენებით და ბოლო არ უჩანს მათ ეტლებს. 7 რამეთუ აღივსო სოფელი მათი ვერცხლითა და ოქროჲთა, და არა იყო რიცხჳ საუნჯეთა მათთა და აღივსო ქვეყანა მათი ცხენებითა, და არა იყო რიცხჳ ეტლებისა მათისაჲ.
8 ავსებულა მათი ქვეყანა კერპებით და ეთაყვანებიან საკუთარ ნახელავს, რაც მათმა თითებმა გამოძერწა. 8 და აღივსო ქვეყანაჲ საძაგელებათაგან საქმეთა ჴელთა მათთასა და თაყვანის-სცეს, რომელნი ქმნნეს თითთა მათთა.
9 დამცირდა ადამიანი, დამდაბლდა კაცი, შენ კი არ პატიობ მათ. 9 და მოდრკა კაცი და დამდაბლდა მამაკაცი, და არა ულხინო მათ.
10 კლდეში შეასწარ, მიწაში ჩაემალე უფლის ზარტეხილს და მისი სიდიადის ელვარებას! 10 და აწ შევედით კლდეთა მიმართ და დაიმალენით ქვეყანასა შინა პირისაგან შიშისა უფლისაჲსა და დიდებისაგან ძალისა მისისა, ოდეს აღდგეს მოსრვად ქვეყანისა,
11 დამდაბლდებოდა ადამიანის ამაყი მზერა და კაცთა მედიდურება დამცირდება, მხოლოდ უფალი იქნება მაღალი იმ დღეს! 11 რამეთუ თვალნი უფლისანი მაღალ, ხოლო კაცი მდაბალ. და დამდაბლდეს სიმაღლე კაცთა და ამაღლდეს უფალი მხოლოჲ მას დღესა შინა,
12

რადგან დაუდგება ცაბაოთ უფლის დღე ყველა ამაყსა და მედიდურს, ყველა აღზევებულს, და დამდაბლდება.

12

რამეთუ დღე უფლისა საბაოთისა მოიწიოს ყოველსა ზედა მაგინებელსა და ამპარტავანსა და ყოველსა ზედა მაღალსა და განსაცხრომელსა, და დამდაბლდენ,

13 ყველა ლიბანურ კედარს, მაღალს და აზიდულს, ყველა ბაშანურ მუხას, 13 და ყოველსა ზედა ნაძუსა ლიბანისსა, მაღალთა და განსაცხრომელთა და ყოველსა ზედა ხესა რკოჲსასა ბასანურსა,
14 ყველა მაღალ მთასა და ყველა აზიდულ მწვერვალს, 14 და ყოველსა ზედა მთასა მაღალსა, და ყოველსა ზედა ბორცუსა მაღალსა,
15 ყველა მაღალ გოდოლს და ყველა გამაგრებულ გალავანს, 15 და ყოველსა ზედა ზღუდესა მაღალსა, და ყოველსა ზედა გოდოლსა მაღალსა,
16 ყველა თარშიშულ ხომალდს და ყველა თვალწარმტაც მორთულობას. 16 და ყოველსა ზედა ნავსა ზღჳსასა, და ყოველსა ზედა ხილვასა ნავთა შუენიერებისასა.
17 დამცირდება ადამიანის სიამაყე და კაცთა მედიდურება დამდაბლდება, მხოლოდ უფალი იქნება მაღალი იმ დღეს. 17 და დამდაბლდეს ყოველი კაცი და დაეცეს სიმაღლე კაცთაჲ და ამაღლდეს უფალი მხოლოჲ მას დღესა შინა.
18 და ყოველგვარი კერპი გაცამტვერდება. 18 და ჴელითქმნულნი ყოველნი დამალნენ
19 შევლენ კლდის ქვაბებში და მიწის ნაპრალებში დაემალება ხალხი უფლის ზარტეხილს და მისი სიდიადის ელვარებას, როცა ქვეყნის შესაზარად შეიმართება. 19 შემხუმელთა ქუაბებისა მიმართ და დანახეთქებისა კლდეთასა და ნაპრალთა მიმართ ქუეყანისათა პირისაგან შიშისა უფლისა და დიდებისაგან ძალისა მისისა, ოდეს აღდგეს სრვად ქვეყანისა,
20 იმ დღეს კაცი თხუნელებსა და ღამურებს გადაუყრის თავის ვერცხლის კერპებს და თავის ოქროს კერპებს, სათაყვანოდ რომ გაიკეთა. 20 რამეთუ მას დღესა გამოიხუნეს კაცმან საძაგელნი თვისნი ოქროსანი და ვეცხლისანი, რომელნი ქმნნეს თაყვანის-საცემელად ამაოთა და მღამიობთა,
21 რათა კლდეთა მღვიმეებში და პიტალოთა ბზარებში დაემალოს უფლის ზარტეხილს და მისი სიდიადის ელვარებას, როცა ქვეყნის შესაზარად შეიმართება. 21 შესლვად ნაპრალებსა მყარისა კლდისასა, და ჴურელებსა კლდეთასა პირისაგან შიშისა უფლისა და დიდებისაგან ძლიერებისა მისისა, ოდეს აღდგეს სრვად ქვეყანისა.
22 ბარემ გაეცალეთ ადამიანს, ნესტოებში რომ უდგას სული, რადგან რაღა ღირსება აქვს მას? 22 და დასცხრენით კაცისაგან, რომლისა სამშჳნველი მისი ცხჳრთა შინა მისთა არს, რამეთუ რაჲსა შერაცხილ იქმნა მათდა?

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე