ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ესაია წინასწარმეტყველი

თავი ოცდამეცამეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ვაი შენ, დამარბეველო, თავად დაურბეველო, გამცემო და თავად გაუცემელო! როცა მოათავებ რხევას, შენც დაირბევი; როცა შეწყვეტ გამცემლობას, შენ გაგცემენ!

1

ვაჲ საარებულმყოფელთა თქვენთა, ხოლო თქუენ არა ვინ გყოფს საარებულ, და შეურაცხისმყოფელი თქუენი, არ შეურაცხისმყოფელი; ტყუე იქმნენ შეურაცხისმყოფელნი და მიეცნენ და, ვითარცა მღილი სამოსლისა ზედა, ეგრეთ იძლინენ.

2 უფალო, შეგვიწყალე, შენ გესავთ! იყავი მათ მკლავად დილაობით და ჩვენს სახსრად გასაჭირში! 2 უფალო, შვგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ შენდამი ვესავთ. იქმნენინ თესლი ურწმუნოთა წარსაწყმედელად, ხოლო მაცხოვარება ჩუენი ჟამსა შინა ჭირისასა.
3 შენი ხმის გრიალზე გარბიან ერები, წამოიმართები და იფანტებიან ხალხები. 3 ჴმისათჳს შიშისა შენისა განჰკრთეს ერნი შიშისაგან შენისა და განითესნეს ნათესავნი.
4 აიკრიფება თქვენი ნადავლი, როგორც კრეფს ბოცომკალი; დაესხმის, როგორც კალიის ურდო ესხმის. 4 ხოლო აწ შეკრბენ ტყუენი თქუენნი მცირითგან და დიდით, ვითარსახედ უკეთუ ვინ შეჰკრებნ მკალთა, ეგრეთ გემღერდენ თქუენ.
5 აღზევებულია უფალი, რადგან მაღლაა დავანებული, აავსო სიონი სამართლითა და სიმართლით. 5 წმიდა არს ღმერთი დამკჳდრებული მაღალთა შინა, აღივსო სიონი მშჯავრითა და სიმართლითა
6 ის იქნება შენი დროების სიმტკიცე, სახსართა სიუხვე, სიბრძნე და ცოდნა; უფლის შიშია მისი საუნჯე. 6 შჯულისა მიერ განეცნენ; საუნჯეთა შორის მაცხოვარება თქუენი. მუნ სიბრძნე და ზედმიწევნულობა და კეთილმსახურება უფლისა მიმართ; ესე საუნჯენი სიმართლისანი.
7 აჰა, აყვირდებიან მათი ბუმბერაზნი გარეთ, მშვიდობის მოციქულნი მწარედ ატირდებიან. 7 აჰა, შიშისა მის მისისა, იგინი შეშინდენ, რომელთა ეშიშვით, შეშინდენ თქუენგან, რამეთუ ქადაგნი მოივლინნენ მთხოელნი მშჳდობისა, მწარედ მტირალნი მვედრებელნი მშჳდობისანი,
8 გაუდაბურდა გზები, გადაშენდა მგზავრი; დარღვეულია აღთქმა, მოწმენი ათვალწუნებული, ადამიანი არადჩაგდებული. 8 რამეთუ გზანი მესამეთანი მოოჴრდენ. დაცხრომილ არს შიში წარმართთა და ამათდა მიმართ აღთქუმა აღიღების და არა შეჰრაცხდეთ მათ კაცად.
9 გლოვობს, მწუხარებს მიწა, შერცხვენილია ლიბანი, გადამჭკნარი; შარონი უდაბნოს დაემსგავსა, ხაშანს და ქარმელს დასცვივდა ფოთოლი. 9 იგლოვა ქუეყანამან, ჰრცხუენა ლიბანსა, საწყლობელ იქმნა სარონ; საჩინოდ იყოს გალილეაჲ და კარმელი.
10 ახლა აღვდგები, ამბობს უფალი, ახლა ავმაღლდები, ახლა ავიმართები. 10 აწ აღვდგე, - იტყჳს უფალი: აწ ავმაღლდე, აწ ვიდიდო,
11 თივით ორსულნო, ჩალას დაბადებთ; ცეცხლია თქვენი სუნთქვა, თქვენივე შემჭმელი. 11 აწ იხილოთ, აწ სირცხჳლეულ იქმნნეთ, ამაო იყოს ძალი სულისა თქუენისა, ცეცხლი შეგჭამდეს თქუენ.
12 საკირის საწვავად იქცევიან ხალხები, აკაფელი ძეძვივით ჩაიწვებიან ცეცხლში. 12 და იყვნენ წარმართნი აღტყინებულ, ვითარცა ეკალნი ყანობირსა შინა, მივრდომილნი და დათრგუნვილნი.
13

გესმათ, შორეულნო, ჩემი ნამოქმედარი, გეცოდინოთ, ახლობელნო, ჩემი ძლიერება!

13

ესმეს შორიელთა, რომელნი ვქმნენ და ცნან მახლობელთა ძალი ჩემი.

14 შეშინდნენ ცოდვილნი სიონზე, შიშისზარმა შეიპყრო უკეთურნი; რომელი ჩვენგანი გაუძლებს მშთანთქმელ ცეცხლს? რომელი ჩვენგანი გაუძლებს მარადიულ სახმილსო? 14 განდგეს სიონსშინანი უშჯულონი, რამეთუ ცეცხლი ეტყინების, ძრწოლამან შეიპყრნეს უთნონი. ვინ მოგითხრას თქუენ ადგილი საუკუნოჲ?
15 მართლად მსვლელი და წრფელად მოუბარი, ძალადობით მონახვეჭის მოძულე, ქრთამისაგან ხელის დამფერთხავი, ყურის დამხშობი სისხლიან ამბავზე და თვალის დამხუჭველი ბოროტების ცქერაზე - 15 მავალი სიმართლისა მიერ, მზრახვალი წრფელსა გზასა, მოძულე უშჯულოვებისა და უმართლობისა და ჴელთა განმაყენებელი ქრთამთაგან დამამძიმებელი ყურთა, რაჲთა არა ისმინოს მშჯავრი სისხლისა, დამწუხველი თუალთა, რაჲთა არა იხილოს უსამართლოებაჲ.
16 აი, ვინ დაივანებს მაღალში; კლდეთა სიმაგრეები იქნება მისი საფარი, მიეცემა მური და ექნება წყალი დაუწყვეტელი. 16 ესე დაემკჳდროს მაღალსა შინა ქუაბსა კლდისა ძლიერისასა. პური მიეცეს მას და წყალი მისი სარწმუნოჲ.
17 შენი თვალები იხილავენ მეფეს თავის მშვენებაში, დაინახავენ შორეულ ქვეყანას. 17 მეფე დიდებით იხილოთ, და თუალთა თქუენთა იხილონ ქუეყანა შორიელი.
18 შენი გული გაიხსენებს შიშს: სად არის აღმრიცხველი? სად არის ამწონელი? სად არის გოდოლთა აღმრიცხველი? 18 სულმან თქუენმან იწვართოს შიში. სადა არიან ღრამატიკოსნი? სადა არიან თანამზრახვალნი? სადა არს რიცხჳ მიმოქცევთა? მცირე და დიდი ერი,
19 თავგასულ ხალხს არ იხილავ, ხალხს მძიმედ მეტყველს, ვისიც არავის ესმის, ენაბორძიკას, ვისაც ვერავინ უგებს. 19 რომელთა არცა განიზრახეს, არცა ჴმაჲმაღლისა მიერვე არსმენად ერისა ბიწიანისა და არა არს მსმენელისა გულისხმის-ყოფაჲ.
20 შეხედე სიონს, ჩვენი დღესასწაულების ქალაქს. შენი თვალები იხილავენ იერუსალიმს, მყუდრო სავანეს, აუშლელ კარავს! არ დაიძვრის სამარადისოდ მისი პალოები და არცერთი მისი საბელი არ გაწყდება. 20 აჰა, სიონი ქალაქი მაცხოვარებისა ჩუენისა, თუალთა შენთა იხილნენ, იერუსალჱმ, ქალაქო მდიდარო, კარავნი, რომელნი არ შეირყინენ, არცა შეიძრნენ, მანანი კარავისა მისისანი საუკუნესა ჟამსა, არცა საბელნი მისნი არა განირღუენ.
21 რადგან იქ გვეყოლესა უფლის ძალი მდინარეთა და ფართე არხების ნაცვლად; ნიჩბებიანი ხომალდი ვერ შევა მასში და ძლიერი გემი იქ ვერ გაივლის. 21 რამეთუ სახელი უფლისაჲ დიდ არს თქუენდა, ადგილი თქუენდა იყოს მდინარენი და დანახეთქნი ბრტყელნი და ვრცელნი. არა ვიდოდის გზასა მას ნავი მართებული, რამეთუ ღმვრთი ჩემი დიდ არს, არ თანაწარმჴდეს მე.
22 რადგან უფალია ჩვენი მსაჯული, უფალია ჩვენი რჯულმდებელი, უფალია ჩვენი მეფე; ის გვიხსნის ჩვენ. 22 უფალი, მამაჲ ჩუენი, უფალი, მსაჯული ჩუენი, უფალი, მთავარი ჩუენი, უფალი, მეფჱ ჩუენი, უფალი, მაცხოვარი ჩუენი, და მან გუაცხოვნნეს ჩუენ.
23 მოშვებულია შენი სახელები, ვეღარ იჭერს ფუძეზე ანძას და ვეღარ იშლება იალქნები. მაშინ განაწილდება დიდძალი ნადავლი, კოჭლებიც დაიწყებენ ალაფობას. 23 განირღუეს საბელნი შენნი, რამეთუ არ განძლიერდა. ნაქუსი შენი მიდრკა, არ შთამოიჴსნენ აფრის ქსელნი. არა აღიღოს ნიშანი, ვიდრემდის არა მიეცეს ტყუედ, ვინცა მრავალნი თანა მკელობელთა ჰყოფდენ ტყუეობასა.
24 არ იტყვის მცხოვრები, ავად ვარო. ხალხს, მასში დამკვიდრებულს, მიეტევება დანაშაული. 24 და არა თქუას მათ შორის მან ერმან: დავშუერ, რამეთუ მიეტეოს მათ ცოდვა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე