ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ესაია წინასწარმეტყველი

თავი ოცდამეთვრამეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

იმ ხანებში სასიკვდილოდ დასნეულდა ხიზკიაჰუ. მივიდა მასთან ესაია ამოცის ძე, წინასწარმეტყველი, და უთხრა: ასე ამბობს უფალი: ანდერძი დაუტოვე შენს სახლს, რადგან მოკვდები, ვერ გადარჩებიო.

1

და იყო მას ჟამსა შინა, მოუსუსურდა ეზეკია ვიდრე სიკუდიდმდე და მოვიდა მისსა ესაია, ძე ამოსისი, წინაწარმეტყუელი და თქუა მისდამი: ამათ იტყჳს უფალი: განაწესე სახლისათჳს შენისა, მოჰკუდები რამეთუ შენ, და არა სცხოვნდე.

2 კედლისკენ მიაბრუნა პირი ხიზკიაჰუმ და შეევედრა უფალს: 2 და მიიქცია ეზეკიამან პირი თჳსი კედლად მიმართ და ილოცა უფლისა მიმართ,
3 უფალო! გაიხსენე, მტკიცედ და წრფელად რომ დავდიოდი შენს წინაშე, კეთილად რომ ვიქცეოდი შენს თვალში. და მწარედ ატირდა ხიზკიაჰუ. 3 მეტყუელმან: ჵ უფალო, მოიჴსენე, უფალო, ვითარ ვიდოდე წინაშე შენსა ჭეშმარიტებისა თანა გულისა მიერ ჭეშმარიტისა და სათნონი წინაშე შენსა ვყვენ. და ტიროდა ეზეკია ტირილსა დიდსა.
4 იყო უფლის სიტყვა ესაიას მიმართ, მეტყველი: 4 და იქმნა სიტყვა უფლისაჲ ესაიას მიმართ, მეტყუელი:
5 წადი და უთხარი ხიზკიაჰუს: ასე ამბობს-თქო უფალი, დავითის, მამაშენის ღმერთი: გავიგონე შენი ვედრება, დავინახე შენი ცრემლი და, აჰა, კიდევ თხუთმეტ წელიწადს შევმატებ შენს დღეებს. 5 ვიდოდე და არქუ ეზეკიასა: ამათ იტყჳს უფალი, ღმერთი დავითის, მამისა შენისა: მესმა ლოცვისა შენისა და ვიხილნე ცრემლნი შენნი. აჰა, შევსძინე ჟამსა ზედა შენსა წელიწადი ათხუთმეტი.
6 დაგიხსნი შენ და ამ ქალაქს აშურის მეფის ხელიდან და დავიფარავ ამ ქალაქს. 6 და ჴელისაგან მეფისა ასსურასტანელთასა გიჴსნა მე შენ, და მწედ ქალაქისა ამის შეწევნა-ვყო.
7 ეს იყოს შენთვის სასწაულად უფლისაგან, რომ აღასრულებს უფალი იმ სიტყვას, რომელიც თქვა: 7 ხოლო ესე შენდა სასწაულ უფლისა მიერ, ვითარმედ ყოს უფალმან სიტყვა ესე.
8 აჰა, ათი საფეხურით დავაბრუნებ უკან მზის ჩრდილს, რომელიც უკვე ჩამოსულია ახაზის საფეხურებზე. და უკან დაბრუნდა მზე ათი საფეხურით საფეხურებზე, რომლებიც უკვე ჩავლილი ჰქონდა. 8 აჰა, მოვაქცევ აჩრდილთა აღსავალთასა, რომელთა შთავიდა მზე ათთა ხარისხთა სახლისა მამისა შენისათა უკუნქცევად მზე ათთა ხარისხთა. და აღმოვიდა მზე ათთა აღსავალთა, რომელთა შთავიდა აჩრდილი.
9 წერილი ხიზკიაჰუსი, იუდას მეფისა, როცა სნეული იყო და განიკურნა სნეულებისგან: 9 ლოცვაჲ ეზეკია მეფისა, რაჟამს დასნეულდა და აღდგა:
10 ვიფიქრე, შავეთის ბჭეებს მივადექი-მეთქი ჩემი ცხოვრების შუაძალზე, წამერთვა-მეთქი დარჩომილი წლები; 10 მე ვთქუ სიმაღლესა შინა დღეთა ჩემთასა: წარვიდე ბჭეთა მიმართ ჯოჯოხეთისათა, დაუტევნე წელიწადნი ნეშტნი.
11 ვიფიქრე, ვერ ვიხილავ-მეთქი უფალს, უფალს ცოცხალთა ქვეყანაზე, ვეღარ ვნახავ-მეთქი ადამიანს წუთისოფლის მცხოვრებთა შორის; 11 ვთქუ: არღა მერმე არ ვიხილო მაცხოვარება ღმრთისაჲ ქუეყანასა ზედა ცხოველთასა, არღა მერმე არ ვიხილო კაცი მერმე დამკჳდრებულთა თანა.
12

აიყარა-მეთქი ჩემი ყოფა და გამეცალა, როგორც მწყემსის კარავი; დავახვიე-მეთქი ჩემი სიცოცხლის ძაფი და, აჰა, ძირში მომკვეთს-მეთქი. დღიდან ღამემდე ბოლოს მიღებდი.

12

მოვაკლდი ნათესაობისაგან ჩემისა, დაუტევე ნვშტი ცხორებისა ჩემისა, განვიდა და წარვიდა ჩემგან, ვითარცა დამშლელი კარავსა აღმართებულსა, სული ჩემი იქმნა ჩემ თანა, ვითარცა ქსელი მიზდურისა მიახლებულისა გამოკუეთად.

13 დილამდე ველოდი, რომ ლომივით შემიმუსრავდა ძვლებს; დღიდან ღამემდე ბოლოს მიღებდი. 13 მას დღესა შინა მივეცი ვიდრე განთიადმდე, ვითარცა ლომსა, ეგრეთ შემუსრნა ყოველნი ძუალნი ჩემნი,
14 როგორც წერო, როგორც მერცხალი, ისე ვჭყიოდი. მტრედივით მოვთქვამდი; თვალები მაღლა მქონდა აპყრობილი: უფალო, გამიჭირდა, მიშველე-მეთქი! 14 რამეთუ დღისაგან ვიდრე ღამისამდე მივეცი, ვითარცა მერცხალმან, ეგრეთ ჴმა-ვყავ, და ვითარცა ტრედმან, ეგრეთ ვიწუართე, რამეთუ მოაკლდეს თუალნი ჩემნი მიხედვასა ჩემსა ცად უფლისა მიმართ, რომელმან განმარინა მე და მომისპო ჩემი სალმობა სულისა.
15 რა მეთქმის? მითხრა და აასრულა: სულგამწარებული გავათრევ ჩემს წლებს. 15 რასა ვიტყოდე, ანუ რასა მეტყოდეს, ოდესცა იქმოდეს, რამეთუ მან განაგო ყოველნი წელიწადნი ჩემნი სიმწარით სულნი ჩემნი.
16 უფალო, ამით ცოცხლობს კაცი და ამ ყველაფერშია ჩემი სულის სიცოცხლე. შენ აღმადგინე და გამაცოცხლე. 16 უფალო, რამეთუ მისთჳს მიგეთხრა შენ და აღადგინე ცხორება ჩემი და ნუგეშინისცემული ვცხონდი.
17 აჰა, ჩემი სიმრთელისთვის ვიწვნიე სიმწარე და შენ ამოზიდე ჩემი სული არარაობის ორმოდან, რადგან შენს ზურგს უკან მოისროლე ჩემი ცოდვები. 17 აჰა, მშჳდობა ჩემი მიიქცა სიმცირედ, ულხინე სულსა ჩემსა, რაჲთა არა წარწყმდეს, და განჰყარენ უკუანაგან ჩემსა ყოველნი ცოდვანი ჩემნი,
18 რადგან შავეთი არ გმადლობს შენ, სიკვდილი არ დაგიწყებს დიდებას, ქვესკნელში ჩამავალთ აღარა აქვთ შენი სიმტკიცის იმედი. 18 რამეთუ არა ჯოჯოხეთისშინანი გაქებდენ შენ, არცა მომკუდარნი გაკურთხევდენ შენ, არცა ესვიდენ ჯოჯოხეთისშინანი მოწყალებასა შენსა.
19 ცოცხალი, მხოლოდ ცოცხალია, რომ გმადლობს შენ, როგორც მე დღეს; მამა აუწყებს შვილებს შენს სიმტკიცეს. 19 ცოცხალნი გაკურთხევდენ შენ ვითარსახედ და მე, რამეთუ დღესითგან ყრმანი ვქმნნე, რომელნი მიუთხრობდენ სიმართლესა შენსა.
20 უფალი მყავს სახსრად და ჩვენც ავახმიანებთ ჩემს საკრავებს მთელი სიცოცხლე უფლის სახლში. 20 უფალო მაცხოვარებისა ჩემისაო; და არა დავსცხრე მაკურთხეველი შენი საფსალმონისა თანა ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩემისათა წინაშე სახლისა ღმრთისა.
21 თქვა ესაიამ: მოიტანეთ ლეღვის ტყლაპი, წყლულზე დაადეთ და მორჩება. 21 და თქუა ესაია ეზეკიას მიმართ: მოიღე კუერი ლეღუთაგან, და დაგალე და იცხე და მრთელ იყო. და თქუა ეზეკიამან: ესე სასწაული, რამეთუ აღვიდე მე სახიდ უფლისა ღმრთისა?
22 თქვა ხიზკიაჰუმ: რა იქნება იმის ნიშნად, რომ შევძლებ უფლის სახლში ასვლას?    

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე