ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ესაია წინასწარმეტყველი

თავი ორმოცდამეთორმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

გაიღვიძე, გაიღვიძე, შეიმოსე ძალი შენი, სიონო! შეიმოსე შენი დიდების სამოსელი, იერუსალიმო, წმიდა ქალაქო, რადგან აღარ შემოგივა წინდაუცვეთელი და უწმიდური!

1

აღდეგ, აღდეგ, სიონ! შეიმოსე ძალი შენი, სიონ! და შენ შეიმოსე დიდებაჲ შენი, იერუსალიმ, ქალაქმან წმიდამან! არღა მერმე შესძინოს განვლად შენ შორის დაუცუეთელმან და არაწმიდამან.

2 ჩამოიფერთხე მტვერი, აღდექ, ტყვე იერუსალიმო! გაიხსენი შენი ქედის საკვრელები, დატყვევებულო სიონის ასულო! 2 განიყარე მტუერი და აღდეგ და დაჯედ, იერუსალიმ! განიძარცუე საკრველი ქედისა შენისა, ტყუემან ასულმან სიონისამან.
3 რადგან ასე ამბობს უფალი: მუქთად იყავით გაყიდულნი და უსასყიდლოდ გამოისყიდებით. 3 რამეთუ ამათ იტყჳს უფალი: მედად განისყიდენით და არა ვეცხლისა მიერ გამოიჴსნნეთ.
4 რადგან ასე ამბობს უფალი, ღმერთი: ეგვიპტეში იყო ჩასული ჩემი ერი ოდესღაც საცხოვრებლად და აშური თრგუნაედა მას არაფრისთვის. 4 ესრეთ იტყჳს უფალი: ეგჳპტედ შთავიდა ერი ჩემი პირველად მსხემობად მუნ და ასსურასტანელთადმი იძულებით მიყვანებულ იქმნეს.
5 რა მინდა აქ ახლა, ამბობს უფალი, როცა ჩემი ხალხი მუქთად არის წაყვანილი. მისი მთავარნი ქვითინებენ, ამბობს უფალი, და გამუდმებით, დღენიადაგ, ილანძღება ჩემი სახელი. 5 და აწ რად აქა ხართ? - ამათ იტყჳს უფალი: რამეთუ ერი ჩემი წარიტყუენა მედად, გიკჳრსყე და ჰვალალაებთ, - ამათ იტყჳს უფალი: თქუენ მიერ მარადის სახელი ჩემი იგმობვის წარმართთა შორის.
6 ამიტომ შეიცნობს ჩემი ერი ჩემს სახელს; ამიტომ სწორედ იმ დღეს, შეიცნობს, რომ ეს მე ვარ, ვინც ლაპარაკობს: აჰა, მე ვარ! 6 ამისთჳს ცნას ერმან ჩემმან სახელი ჩემი მას დღესა შინა, ვითარმედ მე ვარ თავადი, მეტყუელი: აქა ვარ.
7 რა საამურია მთებზე მახარობლის ნაბიჯები, მშვიდობის გამომცხადებლის, სიკეთის მახარობლის, ხსნის გამომცხადებლის, რომელიც ეუბნება სიონს: გამეფდა შენი ღმერთი! 7 ვითარ შუენიერ არიან მთათა ზედა, ვითარცა ფერჴნი მახარებელისანი, სასმენელსა მშჳდობისასა, ვითარცა მახარებელისანი კეთილთა, რამეთუ სასმენელ-ვყო მაცხოვარებსა შენი, მეტყუელმან სიონისამან - იმეფოს ღმერთმან შენმან,
8 აჰა, გაისმა ხმა შენი დარაჯების! ერთად აუწიეს სმას და ყიჟინებენ, რადგან თვალდათვალ ხედავენ, რომ ბრუნდება სიონზე უფალი. 8 რამეთუ ჴმაჲ მცველთა შენთაჲ ამაღლდა და ჴმითა ერთბამად იხარებდენ, რამეთუ თვალნი თუალთა მიმართ ხედვიდენ, ოდესცა შეიწყალოს უფალმან სიონი.
9 იყიჟინეთ ერთად, იერუსალიმის ნაოხარნო, რადგან ანუგეშა უფალმა თავისი ხალხი, გამოისყიდა იერუსალიმი. 9 ჴმა-ეცით სიხარული ერთბამად ოჴერთა იერუსალიმისათა, რამეთუ შეიწყალა უფალმან იგი და გამოიჴსნა იგი.
10 გაიშიშვლა უფალმა თავისი წმიდა მკლავი ყველა ხალხის წინაშე და იხილავენ ქვეყნის კიდეები ხსნას ჩვენი უფლისა. 10 და გამოაცხადოს უფალმან მკლავი თჳსი წმიდაჲ წინაშე ყოველთა წარმართთასა.
11 წამოდით, წამოდით, გამოდით მანდედან! უწმიდურს ნუ მიეკარებით. გამოდით მისგან! განიწმიდენით, უფლის საჭურჭლის მტვირთველნო! 11 და იხილონ ყოველთა მწუერვალთა ქუეყანისათა მაცხოვარებაჲ ღმრთისა ჩუენისამიერი. განეშორენით, განეშორენით, გამოვედით მიერ, არაწმიდასა ნუ შეეხებით. გამოვედით საშუალ მისსა, განესაზღურენით მომღებელნი ჭურჭელთა უფლისათა,
12 რადგან ფაცაფუცით არ გამოხვალთ და სირბილით არ ივლით, რადგან უფალი წაგიძღვებათ და ისრაელის ღმერთი გამოგყვებათ უკან. 12 რამეთუ არა შფოთებით გამოხჳდეთ, არცა სივლტოლით ხჳდოდით, რამეთუ წინავიდოდის უპირველეს თქუენსა უფალი და რომელმან შეგკრიბნა თქუენ, ღმერთი ისრაჱლისა.
13 აჰა, მოჭკვიანდება ჩემი მორჩილი, გაიმართება, აღზევდება და დიდად ამაღლდება. 13 აჰა, გულისხმა-ყოს ყრმამან ჩემმან და ამაღლდეს და იდიდოს და განიცხროს ფრიად,
14 რაზომ აძრწუნებდა ბევრს შენი ხილვა (რადგან არავინ იყო მასზე მახინჯი კაცთა შორის და მასზე შეურაცხი ადამის ძეთა შორის!), 14 ვითარსახედ განკჳრდენ შენ ზედა მრავალნი, ეგრეთ უდიდებლობდეს კაცთაგან სახეები და დიდებაჲ შენი ძეთაგან კაცთასა.
15 იმზომ გაიხარებს შენზე ბევრი ხალხი, პირს მოკუმავენ მეფეები, რადგან მოუთხრობელს იხილავენ და ჯერარსმენილს გაიგონებენ. 15 ესრეთ უკჳრდეს წარმართთა მრავლად მის ზედა და შეიყონ მეფეთა პირი მათი, რამეთუ რომელთა არა მიეთხრა მისთჳს, იხილონ და, რომელთა არა ესმა, გულისხმა-ყონ.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე