ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ესთერი

თავი მეთერთმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
    1 წელსა მეოთხესა მეფობასა პტოლემეოსისასა და კლეოპატრასსა შემოიღო დოსითეოს, რომელი იტყოდა ყოფად თავსა მღდელად და ლევიტელად, და პტოლემეოს, ძემან მისმან, წინაშე ესე ეპისტოლე ფრურეთა, რომელ არს ნაწილთა, რომელი თქუეს თარგმანებულად ლუსიმაქოსისაგან, რომელი იყო იერუსალიმს
    2 წელსა მეორესა მეფობასა ასვირეოსისა დიდისა, რომელ არს არტაქსექს, ერთსა მას თთვესა ნისანისასა, ესე არს თთვე ვარდობისა, ჩუენება იხილა მარდოქე, ძემან იაირისამან, ძისა სემეისამან, ძისა კისანისამან, ტომისაგან ბენიამენისამან,
    3 კაცმან ჰურიამან, რომელი მყოფ იყო შუშანსა ქალიქსა და მსახურებდა ეზოსა შინა მეფისასა. და კაცი იგი დიდ იყო და სარწმუნო.
    4 და ნატყუენავისაგან იყო, რომელი წარეტყვენა ნაბუქოდონოსორ მეფესა ბაბილონელთასა იერუსალიმით იექონიას თანა, ძისა იოსია მეფისა ჰურიასტანისა.
    5 და ესე იყო ჩუენება მისი, რომელი იხილა, აჰა ესერა, ჴმანი შფოთისანი და ძრვა და შეძრწუნება დიდი ქუეყანასა ზედა.
    6 აჰა ესერა, ორნი ურჩხულნი დიდნი განმზადებულ იყვნეს განსლვად და მოვიდნენ ურთიერთს მბრძოლად.
    7 და იყო ჴმაჲ მათი და ჴმაჲ სიტყჳსა მათისა განმზადებად ყოველთა ნათესავთა ბრძოლად.
    8 და იყო დღე იგი ბნელ და წყუდიადისა, ჭირი და იწროება ბოროტი, შეძრწუნება დიდი ქუეყანასა ზედა.
    9 და შეძრწუნდა ყოველი ნათესავი მართალი და ეშინოდა ბოროტისათჳს მათისა და განემზადნეს წარწყმედად და ღაღად-ყვეს ღმრთისა მიმართ.
    10 და ჴმანი მათნი იქმნეს ვითარცა მცირის წყაროსაგან მდინარე დიდი და კამკამებული.
    11 და გამობრწყინდა ნათელი და მდაბალნი აღმაღლდეს და შეჭამნეს მდიდარნი.
    12 და აღდგა მარდოქე ძილისა მისგან, რომელმან-იგი იხილა ჩუენება ესე, და ზრუნვიდა, ვითარმედ: რაჲმე ჰნებავს ღმერთსა? ჩუენება იგი დაემარხა გულსა თჳსსა და გამოეძიებდა მას, რაჲძი უკუე იყოს ჩუენება იგი, რომელ იხილა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე