ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ესთერი

თავი მეცამეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
    1

მეფე დიდი ასვირეოს, რომელ არს არტაქსექს, სპარსთა და უჟიკთა, რომელნი ხართ ინდოეთითგან ეთიოპამდე ასოცდაშვიდთა სოფელთა, მთავართა და ადგილის ნახპეტთა, მორჩილთა ჩუენთა, ამას მიგიწერთ: მრავალთა ზედა ვეუფლე თესლთა და დავიპყარ

    2 ყოველი სოფელი. ესრეთ მენება, რათა არა სასტიკებასა ჴელმწიფებისასა, არამედ უსახიერეს და უმდოვრესად მარადის ყოფად დამორჩილებულთა მათ ზედა, უშფოთველად ოდესვე დაწყნარებულებით ცხორება და მეფობა მშჳდობით და განგებულებით სლვად, ვიდრე კიდედმდე ქუეყანისა მოცემად განახლებად და სასურველი იგი ყოველთა კაცთა მშჳდობისა
    3 ვიკითხე მე თანამზრახველთა, ვითარძი გარდაჴდეს ესე სრულიად, რომელ-იგი ღირსებით ჩუენს წინაშე იქცევის და ერთგულებით უცვალებელად სარწმუნოება მტკიცე უჩუენებიეს? შემდგომი მეფისა პატივი მიუღებიეს ამანს.
    4 რომელნი შჯულთა ჩუენთა აღუდგებიან, უფროსად ყოველთა მიმართ თესლთასა მეფეთა ბრძანებასა გარდავლენ მარადის. არა თავს-ვიდე ჩუენმიერი განგებული მეფობისა დაწყნარება მათ მიერ ყოფად.
    5 ხოლო ნათესავი მჴდომი ყოველთა კაცთა შჯული მისი უცხო ცვალებით და ძნიად საცნაურით საქმეთა ჩუენთა მარადის უძვირეს იქმან ბოროტსა, რათა მეფობა ესე ჩუენი არასადა მშჳდობით იყოს, არცა ბრძოლა ჩანს წარმართებული.
    6 მარტოდ მთავრობისა თქუენდა მიწერილმან გაუწყოს ამანისმიერმან, რომელი განწესებულ არს საქმეთა ზედა მეორედ ჩუენსა შემდგომად მამისა ყოველთა ძირითურთ: ცოლით, შვილით, ტომითურთ, წარწყმედად მახჳლითა მტერთა თჳნიერ რომლისავე წყალობისა და რიდობისა. შუშანს ქალაქსა. საყოფელსა მეფისასა, განჰფინეს სახე ამის წერილისა. და აღმოიკითხა წერილი იგი მეათოთხმეტესა დღესა ადარისასა, რომელ არს იგრიკა
    7 მოსლვასა მის წელიწადისასა მოსრვიდა ყოველთა ჰურიათა მოტაცებად ჩჩჳლთა ყრმათა, რათა ჟამთა დაწყნარება იყოს თჳნიერ შფოთისა და მეფობა ესე ჩუენი მყუდროებით იყოს, და ცოცხლებით იყვენით.
    8 ხოლო დაწერილი იგი პაჭენისსა მიეცემოდა სოფლად და სოფლად და ბრძანება მიეცა ყოველსა თესლებსა და ასწავებდეს საქმესა შუშანს შინა ქალაქსა, ხოლო მეფე და ამან განსცხრებოდეს. და შეშფოთებულ იყო ქალაქსაცა ზედა. და იყო გლოვა დიდი და სიმწარე ყოველსა ქალაქსა შინა, სადაცა დამკჳდრებულ იყვნეს ჰურიანი და მარდოქე, ევედრებოდეს უფალსა და მოახსენებდეს ყოველთა საქმეთა მისთა მათთჳს და იტყოდეს
    9 უფალო ღმერთო, მეუფეო მეუფებათაო: მფლობელო, ყოვლისა მპყრობელო! რამეთუ ჴელმწიფებასა შენსა ქუეშე არს ყოველი და არავინ არს, რომელი წინააღდგიდგეს შენ, გინდეს თუ ჴსნა სახლისა ისრაჱლისა,
    10

რამეთუ შენ, უფალო, შეჰქმენ ცანი და ქუეყანა და ყოველი განსაკჳრვებელი ცასა ქუეშე.

    11 უფალი ხარ ყოველთა და არავინ არს წინააღმდგომ შენ უფლისა,
    12 რამეთუ შენ ყოველი იცი და ნათესავი ისრაჱლისა შენ უწყი, უფალო, რამეთუ არა ამპარტავანებით, არცა გინებით, არცა დიდებისმოყუარებით ვყავ არცა თაყუანის-ცემა წინადაუცვეთელისა ამანისი,
    13 რამეთუ ჯერმცა-მიჩნდა ამბორის-ყოფა ბრჭალთა ფერჴთა მისთა ცხორებისათჳს სახლისა ისრაჱლისა,
    14 არამედ ვყავ ესე, რათა არა მივსცე დიდებაჲ კაცსა უწინარეს დიდებისა შენისა, ღმრთისა ჩემისა. არავის თაყუანის-ვეც შენსა გარეშე, უფლისა ჩემისა ჭეშმარიტისა, და არა თუ ვყავ იგი ამპარტავანებით.
    15 და აწ, უფალო ღმერთო, რომელმან აღუთქუ აღთქუმა აბრაჰამს, ისაკს და იაკობს, ჰრიდე ერსა შენსა ისრაჱლსა, რამეთუ განუჩინებიეთ ჩუენ განსარყუნელად და გული უთქუამსთ აღღებად და განრყვნად დასაბამითგან სამკჳდრებელი შენი.
    16 ნუ უგულებელს-ჰყოფ ნაწილსა შენსა, რომელი იჴსენ თავისა შენისა ქუეყანით ეგჳპტით.
    17 შეგესემინ ვედრება ჩუენი და ლხინება-ყავ სამკჳდრებელისა შენისა, და ნუ განირყუნებიან პირნი მაქებელთა შენთა.
    18 და ყოველმან ისრაჱლმან ძალითურთ მათით ღაღად-ყვეს ესე, რამეთუ სიკუდილსა ჰხედვიდეს წინაშე გულთა მათთა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე