ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ესთერი

თავი მეთხუთმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
    1

და ჰრქუა მას: ამცენ და ეტყოდე, რათა შევიდეს მეფისა და ევედროს მას ერისა ჩუენისათჳს.

    2 მოიჴსენენ დღენი იგი სიმდაბლისა შენისანი, რომელთა შინა აღიზარდე ჴელითა ჩემითა, რამეთუ ამან, რომელი შემდგომობს მეფისა, ეტყოდა მეფესა ჩუენთჳს მოსიკუდიდ ჩუენდა.
    3 აწ ევედრე უფალსა და ეტყოდე ჩუენთჳს მეფესა, მიჴსნენ ჩუენ სიკუდილისაგან.
    4 დღესა მესამესა დასცხრა იგი ლოცვისაგან და განიძარცვა სამოსელი სიმდაბლისა და შეიმოსა სამოსელი დიდებისა. და იქმნა იგი განშვენებულ ფრიად.
    5 და ხადა სახელსა ყოველთა მცნობელთასა, ღმერთსა მაცხოვარსა, და წარიყვანა მის თანა ორნი შიმუნვარნი.
    6 ერთსა მას მისდევდა და ჴელი დაეყრდნა,
    7 და მეორე იგი აღუმცირებდა სამოსელსა მისსა, ხოლო იგი მეწამულ იყო შვენიერებითა სიკეთისა მისისათა და პირი მისი მხიარულ იყო,
    8 ხოლო გული მისი შეძრწუნებულ იყო.
    9 და განვლნა ყოველნი კარნი სამეფოსანი და დადგა წინაშე ასვირეოსის მეფისა; ხოლო იგი ჯდა საყდარსა ზედა სამეუფოსა მისსა და ყოველი სამოსელი წარჩინებული ემოსა ოქროჲთა ქსოვილი და ანთრაკი პატიოსანი.
    10 და აღიპყრა პირი მისი განჴურვებული დიდებითა და მიჰხედნა გულისწყრომითა მისითა; და შეეშინა დედოფალსა და ექცა ფერი პირისა მისისა. და დაიჴსნეს ძარღუნი, დაიფარა პირი თჳსი მჴევლისა ზურგითა.
    11

ხოლო ღმერთმან და უფალმან ყოვლისა დამბადებელმან რისხვა იგი მეფისა წყალობად გარდააქცია და ცვალა გულისწყრომა მისი მშჳდობად. და ნუგეშინის-სცემდა მას სიტყჳთა მშჳდობისათა და ეტყოდა მას:

    12 რაჲ არს, ესთერ დედოფალო? მე ვარ ძმა შენი, ნუ გეშინინ.
    13 არა მოჰკვდე, რამეთუ ზოგადთა არს ბრძანება ჩუენი და არა შენდა მიმართ, აჰა ესერა, კვერთხი ჴელთა შენთა.
    14 და აღიღო კვერთხი იგი ოქროჲსა და დასდვა ქედსა მისსა და ამბორსუყოფდა მას.
    15 და ჰრქუა: მეტყოდე მე, დედოფალო.
    16 და ჰრქუა მას ესთერ: გიხილე შენ, უფალო ჩემო, ვითარცა ანგელოზი ღმრთისაჲ და შემიძრწუნდა გული ჩემი შიშითა დიდებისა გულისწყრომისა შენისათა,
    17 რამეთუ პირი შენი მადლითა სავსე არს.
    18 და ამას რაჲ იტყოდა იგი, ფერი პირისა მისისა გარდაეცვალა ყვითლად. და ესე იყო ღვაწლისაგან შიშისა მისისა და აღივსო პირი მისი ოფლითა, რაჟამს ეტყოდა იგი ამას, დაჴსნდა და მოაკლდა.
    19 და მეფე ასჳრეოს შეძრწუნებულ იყო ფრიად და ყოველნი მსახურნი მისნი.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე