ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ეზეკიელ წინასწარმეტყველი

თავი მეათე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ვიხილე და, აჰა, ცამყარზე, რომელიც ქერუბიმების თავს ზემოთ არის, გამოჩნდა რაღაც საფირონის ქვისმაგვარი, რაღაც ტახტისმაგვარი, მათ ზემოთ.

1

და ვიხილე და, აჰა, ზედაჲთ სამყაროსა, ზეშთა თავისა ქეროვიმთასა, ვითარცა ქვისა საპფირონისა, მსგავსებაჲ სახესა საყდრისასა მათ ზედა.

2 უთხრა მან სელით შემოსილ კაცს, უთხრა: შემოდი ბორბლებს შორის ქერუბიმთა ქვეშ და აივსე პეშვი ქერუბიმთა შორის აღებული ცეცხლის მუგუზლებით და გადააყარე ქალაქს. და შევიდა ჩემს თვალწინ. 2 და თქუა კაცისა მიმართ, მოსილისა სამოსლითა: შევედ საშუალ ეტლისთუალთა, ქუეშე კერძოთა ქეროვიმთასა, და აღივსენ მჭელნი შენნი ნაკუერცხლებითა ცეცხლისაჲთა საშუალისაგან ქეროვიმთასა და განაბნიე ქალაქსა ზედა. და შევიდა წინაშე ჩემსა.
3 ქერუბიმები სახლის მარჯვენა მხარეს იდგნენ, როცა შევიდა კაცი და ღრუბელმა აავსო შიდა ეზო. 3 და ქეროვიმნი დგეს მარჯუენით კერძო სახლისა, შე-რა-ვიდოდა კაცი იგი და ღრუბელი აღავსებდა შინაგანსა ეზოსა.
4 ასცილდა უფლის დიდება ქერუბიმებს და გაემართა სახლის ზღურბლისკენ, და აივსო სახლი ღრუბლით, ეზო კი სავსე იყო უფლის დიდების ნათებით. 4 და ამაღლდა დიდება უფლისა ქეროვიმთაგან ურთავად მიმართ სახლისა, და აღავსო ღრუბელმან სახლი, და ეზოჲ აღივსო ნათლითა დიდებისა უფლისათა.
5 ხმა ქერუბიმთა ფრთებისა გარეთა ეზომდე აღწევდა, როგორც ხმა ყოვლადძლიერისა, როცა ლაპარაკობს იგი. 5 და ჴმაჲ ფრთეებისა ქეროვიმთაჲსაჲ ისმოდა ვიდრე ეზოჲსა გარეშისამდე, ვითარცა ჴმაჲ ღმრთისა სადდაისა, მეტყუელისაჲ.
6 როცა უბრძანა სელით შემოსილ კაცს და უთხრა: აიღე ცეცხლი ბორბლებს შორის, ქერუბიმთა შორისო, და ისიც შევიდა და ბორბალთან დადგა, 6 და იყო, ამცნებდა რაჲ იგი კაცსა მას, მოსილსა სამოსლითა წმიდითა, მეტყუელი: მიიღე ცეცხლი საშუალისაგან ეტლისთუალთაჲსა, შორისისაგან ქეროვიმთაჲსა; და შევიდა და დადგა მახლობელად ეტლისთუალთასა.
7 მაშინ, გაიწოდა ხელი ერთმა ქერუბიმმა ქერუბიმთაგან ცეცხლისკენ, რომელიც ქერუბიმთა შორის იყო, აიღო და ჩაუდო პეშვში სელით შემოსილს. მანაც აიღო და გავიდა. 7 და გამოყო ქეროვიმმან ჴელი თჳსი საშუალისაგან ქეროვიმთასა საშუალ ცეცხლისა, რომელი იყო შორის ქეროვიმთაჲსა, და მოიღო და მისცა ჴელთა შემოსილისათა სამოსლითა წმიდითა, და მიიღო და გამოვიდა.
8 ადამიანის ხელისმაგვარი რამ უჩანდათ ქერუბიმებს ფრთებქვეშ. 8 და ვიხილენ ქეროვიმნი და მსგავსებაჲ ჴელთა კაცთასაჲ ქუეშე კერძო ფრთეთა მათთასა.
9 ვიხილე და, აჰა, ოთხი ბორბალია ქერუბიმთა გვერდით: ერთი ბორბალი ერთი ქერუბიმის გვერდით; თარშიშის ქვის მსგავსია ბორბლები. 9 და ვიხილე და, აჰა, ოთხნი ეტლისთუალნი დგეს, მახლობელნი ქეროვიმთანი; ეტლისთუალი ერთი, მოახლე ქეროვიმისა ერთისაჲ და შესახედავი ეტლისთუალთაჲ, ვითარცა შესახედავი ქვისა ანთრაკისაჲ.
10 შესახედაობით ერთმანეთის მსგავსია ოთხივე ბორბალი, თითქოს ბორბალი ბორბალში იყოს ჩასმული. 10 და შესახედავი მათი მსგავსებ ოთხთა შორის, ვითარსახედ იყვის ეტლისთუალი საშუალ ეტლისთუალისა.
11 სვლისას ოთხივე მხარეს მიდიოდნენ; სვლისას არ ტრიალებდნენ, რადგან იმ მიმართულებით მიდიოდნენ, საითკენაც თავები ჰქონდათ მიქცეული. სვლისას არ ტრიალდებოდნენ. 11 სლვასა შინა მათსა ოთხთა კერძოთა მიმართ ვიდოდეს იგინი, არა მიიქცეოდეს სლვასა შინა მათსა, რამეთუ რომლისაცა მიმართ ადგილისა მიიხილის დასაბამმან ერთმან, უკანა მისსა ვიდოდეს და არა მიიქცეოდეს სლვასა შინა მათსა.
12

მთელი მათი ტანი, მთელი მათი ზურგი, ყველა მათი ფრთა და ბორბლები ირგვლივ სავსე იყო თვალებით, ბორბლები ოთხივე მათგანისა.

12

და ყოველი ჴორცი მათი და ზურგნი მათნი და ჴელნი მათნი და ფრთენი მათნი და ეტლისთუალნი სავსე თუალებითა გარემოჲს ოთხთა ეტლისთუალთა მათთა.

13 როგორც ჩამესმა, ქუხილი ერქვათ ამ ბორბლებს. 13 ხოლო ეტლისთუალთა ამათ ეწოდა გელგელ, მესმოდა რაჲ მე.
14 თითოეულს ოთხი სახე ჰქონდა: ერთის სახე ქერუბინის სახე იყო, მეორის სახე ადამიანის სახე იყო, მესამის სახე ლომის სახე იყო, მეოთხის სახე არწივის სახე იყო. 14 და ოთხნი პირნი აქუნდეს თითოეულსა ცხოველთაგანსა. პირი ერთი - პირი ქეროვიმისაჲ, და პირი მეორე - პირი კაცისაჲ, და მესამე - პირი ლომისაჲ, და მეოთხე - პირი არწივისაჲ.
15 აღიმართნენ ქერუბიმები; ესენი ცოცხალი არსებები იყვნენ, რომლებიც მდინარე ქებარის პირას ვიხილე. 15 და აღიმაღლეს ქეროვიმთა ესე ცხოველი, რომელი ვიხილე მდინარესა ზედა ქობარისასა.
16 როცა დაიძრებოდნენ ქერუბიმები, ბორბლები მოძრაობდნენ მათ გვერდით; როცა ფრთებს გაშლიდნენ ქერუბიმები მიწიდან ასაწევად, არ ტრიალდებოდნენ ბორბლები მათი გვერდიდან. 16 და სლვასა თანა ქეროვიმთასა ვიდოდეს ეტლისთუალნი ესე, მახლობელნი მათნი. და განმარტებასა თანა ქეროვიმთაგან ფრთეთა მათთასა ამაღლებისათჳს ქუეყანით, არა მოიქცეოდეს ეტლისთუალნი მათნი, დაღათუ იგინი მოახლეთაგან მათთა.
17 დადგომისას ისინიც იდგნენ, აწევისას ისინიც აიწეოდნენ მათთან ერთად, რადგან ცოცხალი სული იყო მათში. 17 დგომასა შინა მათსა დგიან და აღმაღლებასა შინა მათსა აღიმაღლებდეს მათ თანა მით, რამეთუ სული სიცოცხლისა იყო მათ თანა.
18 გასცილდა უფლის დიდება სახლის ზღურბლს და ზედ დაადგა ქერუბიმებს. 18 და გამოვიდა დიდება უფლისა ურთავისაგან ტაძრისაჲსა და აღვიდა ქეროვიმთა ზედა.
19 გასვლისას გაშალეს ფრთები ჩემს თვალწინ ქერუბიმებმა და აიმართნენ მიწიდან ბორბლებითურთ მათ გვერდით; შედგნენ უფლის სახლის აღმოსავლეთ კარიბჭეში შესასვლელთან და ისრაელის ღმერთის დიდება იყო მაღლა, მათ ზემოთ. 19 და აღიხუნეს ქეროვიმთა ფრთენი მათნი და აღიმაღლეს ქუეყანით წინაშე ჩემსა აღსლვასა თანა მათსა და ეტლისთუალთაცა მახლობელთა მათთა და დადგეს წინა კართა ზედა ბჭისა სახლისა უფლისა პირისპირისასა; და დიდებაჲ ღმრთისა ისრაჱლისაჲ იყო მათ ზენა, ზენაკერძო;
20 ეს ის ცოცხალი არსებანი იყვნენ, რომლებიც ვიხილე ისრაელის ღმერთის ქვეშ მდინარე ქებარის პირას, და მივხვდი, რომ ქერუბიმები იყვნენ. 20 ესე ცხოველი არს, რომელი ვიხილე ქუეშე კერძო ღმრთისა ისრაჱლისაჲსა მდინარესა ზედა ქობარისასა, და ვცან, ვითარმედ ქეროვიმისა არს.
21 თითოეულს ოთხ-ოთხი სახე ჰქონდა და ოთხ-ოთხი ფრთა თითოეულს, და ადამიანის ხელისმაგვარი რამ ფრთებქვეშ. 21 ოთხნი პირნი ერთისა და ოთხნი ფრთენი ერთისა და მსგავსებაჲ ჴელთა კაცისათაჲ ქუეშე კერძო ფრთეთა მათთასა.
22 მათი სახეები იმათი სახეების მსგავსი იყო, რომლებიც ვიხილე მდინარე ქებარის პირას, მათი შესახედაობაც და თავად ისინიც. თითოეული თავისი პირისახის მიმართულებით მიდიოდა. 22 ესე პირნი არიან, რომელნი ვიხილენ ქუეშე კერძო დიდებისა ღმრთისა ისრაჱლისაჲსა, მდინარესა ზედა ქობარისასა. ხილვაჲ მათი და ესენი, თითოეული მათი პირისპირ თჳსსა ვიდოდა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე