ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ეზეკიელ წინასწარმეტყველი

თავი ოცდამეცხრე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

მეათე წელს, მეათე თვის თორმეტში, იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:

1

წელსა მეათორმეტესა, თთუესა შინა მეათორმეტესა, ერთსა თთჳსასა, იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყველი:

2 ადამის ძევ! მიმართე პირი ფარაონისკენ, ეგვიპტის მეფისკენ, და უწინასწარმეტყველე მას და მთელს ეგვიპტეს. 2 ძეო კაცისაო, განამტკიცე პირი შენი ფარაოს ზედა, მეფისა ეგჳპტისასა; და წინაწარმეტყუელებდ მის ზედა ყოველსა ზედა ეგჳპტესა,
3 ელაპარაკე და უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, შენზე ვარ ფარაონო, ეგვიპტის მეფევ. დიდო გველეშაპო, რომ ჩაწოლილხარ შენს მდინარეებში და ამბობ, ჩემია ჩემი მდინარე, ჩემთვის შევქმენიო. 3 იტყოდე და თქუ: ამათ იტყჳს უფალი, უფალი: აჰა, მე შენ ზედა, ფარაო, მეფეო ეგჳპტისაო, ვეშაპსა დიდსა, მჯდომარესა საშუალ მდინარეთა მისთა მეტყუელსა: ჩემნი არიან მდინარენი, მე შევქმნენ იგინი.
4 ლაყუჩებში ჩანგლებს გაგიყრი, შენი მდინარეების თევზებს ქერეჭზე მოგაკრავ; ამოგიყვან შენი მდინარეებიდან და შენი მდინარეების ყველა თევზი ქერეჭზე გექნება მიკრული. 4 და მე ვსცე მახე ღაწუთა მიმართ შენთა და მოვაბნე თევზნი მდინარისა შენისანი ფრთეთა მიმართ შენთა, და აღმოგიყვანო შენ შორის მდინარისაგან შენისა; და ყოველნი თევზნი მდინარისა შენისანი და ქეცთა შენთა აღეწებნენ.
5 მოგისვრი უდაბნოში შენი მდინარეების თევზებთან ერთად და ტრამალზე დაეცემი; არავინ აგიღებს და არავინ აგკრეფს; მიწის მხეცებს და ცის ფრინველებს მიგცემ შესაჭმელად. 5 და განგაგდო შენ უდაბნოდ მიმართ, შენ და ყოველნი თევზნი მდინარისა შენისანი. და დაგამჴუა სწრაფით და პირსა ზედა ველისასა დაჰვარდე, და არღარა შემოჰკრბე და აღარა კრება-ჰყო; მჴეცთა ქუეყანისათა და მფრინველთა ცისათა მიგცე შენ შესაჭმელად.
6 მიხვდება ეგვიპტის ყველა მცხოვრები, რომ უფალი ვარ, რადგან ლერწმის საყრდენი იყავი ისრაელის სახლისთვის. 6 და ცნან ყოველთა დამკჳდრებულთა ეგჳპტისათა, ვითარმედ მე ეარ უფალი მის წილ, რომელ ექმენ კუერთხ ლერწმისა სახლსა ისრაჱლისასა.
7 როცა ხელს გავლებდნენ, იმსხვრეოდი და ჩხვლეტდი მათ მკლავებს; როცა გეყრდნობოდნენ. ტყდებოდი და წელში აშეშებდი მათ. 7 ოდეს გიპყრეს შენ ჴელითა მათითა, შეიმუსრე და ოდეს ეზედმპყრობელა მათ ზედა ყოველი ჴელი და ოდეს ზედგანისუენა შენ ზედა, შეიმუსრე და შეჰფქევ ყოველი ძალი მათი.
8 ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მოვავლენ შენზე მახვილს და ამოგიწყვეტ კაცსა და პირუტყვს. 8 ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: აჰა მე მოვაწევ შენ ზედა მახჳლსა და წარვსწყმედ კაცთა შენგან და საცხოვართა.
9 გადაიქცევა ეგვიპტის ქვეყანა უდაბნოდ და ნაოხარად, და მიხვდებიან, რომ უფალი ვარ, რადგან თქვი: ჩემია ნილოსი და მე შევქმენიო. 9 და იყო ქუეყანაჲ ეგჳპტისაჲ წარსაწყმედელად და მოსაოჴრებელად და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი ნაცვლად თქმისა შენგან: მდინარენი ჩემნი არიან და მე შევქმენ იგინი,
10 ამიტომ, აჰა, შენზე ვარ და შენს მდინარეზე, ოხრად ვაქცევ ეგვიპტის ქვეყანას და გავაუდაბურებ სევენეს ციხე-სიმაგრიდან ქუშის საზღვრამდე. 10 ამისთჳს, აჰა, მე შენ ზედა და ყოველთა ზედა მდინარეთა შენთა, და მივსცე ქუეყანაჲ ეგჳპტისაჲ ოჴრებად და წარწყმედად მაგდალოჲთგან და სჳნით და ვიდრე საზღვართამდე ეთიოპისათა.
11 არ დაიდგმება იქ კაცის ფეხი და პირუტყვის ფეხი არ მოხვდება იქ; ორმოცი წელი დაუსახლებელი იქნება. 11

არა განვლოს მის მიერ ფერჴმან კაცისამან და ყოველმან საცხოვარმან არა განვლოს იგი და არდამკჳდრებულ იქმნეს ორმეოც წელ.

12

უდაბნოდ ვაქცევ ეგვიპტის ქვეყანას გაუდაბურებულ ქვეეანათა შორის და მის ქალაქებს შორის, და უდაბური იქნება ორმოცი წელი. გავფანტავ ეგვიპტეს ხალხებში და მიმოვაბნევ ქვეყანათა შორის.

12 და მივსცე ქუეყანა მისი წარსაწყმედელად შორის ქუეყანისა მოოჴრებულისა და ქალაქნი მისნი შორის ქალაქთა მოოჴრებულთასა იყვნენ ორმეოც წელ. უჩინოქმნილ იყოს და განვსთესო ეგჳპტე წარმართთა შორის, და განვფიწლნე იგინი სოფლებსა შორის.
13 რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: ორმოცი წლის ბოლოს შევკრებ ეგვიპტეს ხალხებიდან, სადაც იქნებიან გაფანტული. 13 ამათ იტყჳს უფალი, უფალი: შემდგომად ორმეოცისა წლისა შევკრიბნე მეგჳპტელნი წარმართთაგან, სადა განიბნინეს, მუნ.
14 დავაბრუნებ ეგვიპტის ტყვეებს, დავაბრუნებ ფათროსის ქვეყნად, მათ სამშობლოში, და შეიქნებიან დამდაბლებულ სამეფოდ. 14 და მოვაქციო ტყუეობაჲ ეგჳპტისაჲ და დავამკჳდრნე იგინი პათურისსა, ქუეყანასა შინა, რომლისაგან მოცემულ იქმნეს, და იყოს მუნ სამთავროჲ მდაბალი უფროს ყოველთა სამთავროთასა.
15 სხვა სამეფოებზე დაბალი იქნება და ვეღარ აღზევდება ხალხებზე; დავამცირებ, რომ აღარ გაუბატონდეს ხალხებს. 15 და იყოს სიმდაბლე არამაღლებად მერმე წარმართთა ზედა და შემცირებულ-ვყუნე იგინი უმრავლო-ყოფაღ მათდა წარმართთა შორის.
16 აღარ იქნება ის იმედად ისრაელის სახლისთვის; დანაშაულს ახსენებდა, როცა მათკენ მიიქცეოდნენ; მაშინ მიხვდებიან, რომ უფალი ღმერთი ვარ. 16 და არღა იყვნენ მერმე სახლისათჳს ისრაჱლისა სასოებად, აღსაჴსენებელად უსჯულოებისა შედგომასა შინა მათსა უკანა გულთა მათთა და ცნან, ვითარმედ მე ვარ ადონაი უფალი.
17 ოცდამეშვიდე წელს, პირველი თვის პირველში, იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი. 17 და იყო შვიდ და მეოცესა წელსა ერთსა თთჳსასა იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:
18 ადამის ძევ! ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ, მძიმე სამუშაო დააკისრა თავის ლაშქარს ტვიროსის წინააღმდეგ: ყველა თავი გადახოტრილია და ყველა მხარი გადატყაულია; არ ექნება გასამრჯელო არც მას, არც მის ლაშქარს ტვიროსისგან იმ შრომაში, რასაც მის წინააღმდეგ შრომობდა. 18 ძეო კაცისაო, ნაბუქოდონოსორ მეფემან ბაბილონისამან დაამონა ძალი თჳსი მონებითა დიდითა ტჳროსსა ზედა; ყოველი თავი მტიერ და ყოველი მჴარი მოშუე და სასყიდელი არა იქმნა მისსა და ძალი მისი ტჳროსსა ზედა დამონებასა, რომელი ჰმონეს მის ზედა.
19 ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ვაძლევ ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, ეგვიპტას ქვეყანას, რომ წაიღოს მისი დოვლათი, იალაფოს და დაიტაცოს. ის იქნება მისი ლაშქრის გასამრჯელო. 19 ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი, უფალი: მიცემით მივსცე მე ნაბუქოდონოსორ მეფესა ბაბილონისასა ქუეყანაჲ ეგჳპტისაჲ და წარიღოს სიმრავლე მისი და წარიტყუენოს ტყუე მისი და იავარ-ყვნეს იავარნი მისნი, და იყოს სასყიდელ ძალისა მისისა.
20 მის წინააღმდეგ შრომის საზღაურად მივცემ მას ეგვიპტის ქვეყანას, რადგან ჩემთვის ირჯებოდნენ, ამბობს უფალი ღმერთი. 20 მსახურებისა წილ მისისა, რომელი ჰმონა ტჳროსსა ზედა, მივეც მას ქუეყანაჲ ეგჳპტისაჲ, - იტყჳს ადონაი უფალი; ამათ იტყჳს უფალი, უფალი:
21 იმ დღეს აღმოვუცენებ რქას ისრაელის სახლს და მოგანიჭებ შენ პირის ხსნილობას მათ შორის; მაშინ მიხვდებიან, რომ უფალი ვარ. 21 მას დღესა შინა აღმოსცენდეს რქაჲ ყოვლისა სახლისა ისრაჱლისაჲ და შენ მიგცე პირი აღებული შორის მათსა, და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე