ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ეზეკიელ წინასწარმეტყველი

თავი ოცდამეთერთმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

მეთერთმეტე წელს, მესამე თვის პირველში იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:

1

და იყო მეათერთმეტესა წელსა, მესამესა შინა თთუესა, ერთსა თთჳსასა, იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

2 ადამის ძევ! უთხარი ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, და მის სიმრავლეს: ვის ედრები-თქო შენი სიდიადით? 2 ძეო კაცისაო, თქუ ფარაოჲს მიმართ, მეფისა ეგჳპტისა, და სიმრავლისა მიმართ მისისა: რასა ამსგავსე თავი შენი სიმაღლესა შინა შენსა?
3 აჰა, აშური კედარი იყო ლიბანში, რტომშვენიერი და ჩრდილოვანი ტევრი; ზრომაღალი იყო და ღრუბლებს სწვდებოდა მისი წვეროკინი; 3 აჰა, ასსურ-კჳპაროსი შორის ლიბანსა, და კეთილ რტოებითა, და მაღალ სიდიდითა, და ჴშირ ჩრდილითა და საშუალ ღრუბელთა მთავრობაჲ მისი.
4 წყლებმა გაზარდეს ის, უფსკრულმა აღამაღლა, მისი მდინარეები გარს უვლიდნენ მის ნერგს და გზავნიდნენ თავის ნაკადებს მინდვრის ყოველი ხისკენ. 4 წყალმან განზარდა იგი, და უფსკრულმან აღამაღლა იგი. მდინარენი მისნი მოადინნა გარემო ნერგთა მისთა და შეყენებანი მისნი განავლინნა ყოველთა მიმართ ხეთა ველისათა.
5 ამიტომაც მინდვრის ყველა ხეზე უფრო მეტად ამაღლდა მისი ტანი; გაეზარდა რტოები და დაუგრძელდა ტოტები უხვი წყლების წყალობით, რომელთაც ააღორძინეს. 5 ამისთჳს ამაღლდა სიდიდე მისი უფროს ყოველთა ხეთა ველისათა და განვრცნეს რტონი მისნი და ამაღლდეს ბაბილონი მისნი წყალსა ზედა მრავალსა.
6 ცის ყოველი ფრინველი იბუდებდა მის რტოებში და მის ტოტგებქვეშ მინდვრის ყოველი მხეცი ბადებდა; უამრავი ხალხი ცხოვრობდა მის ჩრდილში. 6 ბაბილოთა შორის მისთა დაიბუდეს ყოველთა მფრინველთა ცისათა და ქუეშე კერძო რტოთა მისთა შობდეს ყოველნი მჴეცნი ველისანი, აჩრდილსა ქუეშე მისსა დაემკჳდრა ყოველი სიმრავლე წარმართთაჲ.
7 მშვენობდა ის სიმაღლით და თავისი გრძელი ტოტებით, რადგან ფესვები დიდ წყლებში ჰქონდა გადგმული. 7 და იქმნა შუენიერ სიკეთითა მისითა სივრცისათჳს რტოთა მისთაჲსა, რამეთუ იქმნეს ძირნი მისნი წყალსა ზედა მრავალსა.
8 კედრები ვერ ჩრდილავდნენ მას ღვთის ბაღში; ალვისხეები ვერ ედრებოდნენ თავისი რტოებით; ნეკერჩხლები თავისი ტოტებით ვერ უტოლდებოდნენ მას; ღვთის ბაღის ვერცერთი ხე ვერ უსწორდებოდა თავისი სილამაზით. 8 კჳპაროზნი ესევითარებ სამოთხესა შინა ღმრთისაჲსა, და პიტუნი არა მსგავს იყუნეს ბაბილოთა მისთა, და სოჭნი არა იქმნეს მსგავს მორჩთა მისთა, ყოველი ხე სამოთხესა შინა ღმრთისაჲსა არე ემსგავსა მას სიკეთესა შინა მისსა,
9 უამრავი რტოებით დავამშვენე და შურდა მისი ედემის ყოველ ხეს, რომელიც კი იყო ღვთის ბაღში. 9 სიმრავლისათჳს რტოთა მისთაჲსა დაეშურვნეს მას ხენი საშუებლისა სამოთხისა ღმრთისანი.
10

ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: რაკი გაიზარდა ტანით და მისწვდა მისი წკეროკინი ღრუბლებს, რაკი გადიდგულდა თავისი სიმაღლით,

10

ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი, უფალი: ამის წილ, რომელ იქმენ დიდ სიდიდითა, და მიეც მთავრობა შენი საშუალ ღრუბელთასა, და ვიხილე სიმაღლესა შინა მისსა.

11 ჩავუგდებ ხალხთა მძლეველს ხელში და ის გაუსწორდება მას; მისი უკეთურების გაბო მოვიშორებ. 11 და განვეც იგი ჴელთა მთავართა წარმართთასა და ყვეს წარწყმედაჲ მისი.
12 მოკვეთავენ მას უცხონი, უსასტიკესნი ხალხთა შორის. და დააგდებენ; ყოველ მთაზე და ყოველ ხევში ჩაიყრება მისი ტოტები, ჩაილეწება მისი რტოები ქვეყნის ყველა მდინარეში; გამოვა მისი ჩრდილიდან ქვეენის ყოველი ხალხი და მიატოვებენ მას. 12 და მოასრულეს იგი უცხოთა ბუგრთა წარმართთაგანთა და დაამჴუეს იგი მთათა ზედა; ყოველთა შინა ჴევნებთა დაცჳვეს რტონი მისნი, და დაიმუსრნეს კეწერნი მისნი ყოველსა ზედა ველსა ქუეყანისასა, და შთამოვიდეს საფარველისაგან მისისა ყოველნი ერნი წარმართთანი და დააქუეყანეს იგი.
13 მის ნანგრევებზე დასახლდება ცის ყოველი ფრინველი და მის ტოტებს მინდვრის ყოველი მხეცი შეაფარებს თავს. 13 და დაცემას მისსა ზედა განისუენეს ყოველთა მფრინველთა ცისათა, და კეწერთა მისთა ზედა იქმნეს ყოველნი მჴეცნი ველისანი,
14 რათა არ აღზევდეს ტანით წყალთან მყოფი არცერთი ხე და არ უწვდინოს ღრუბლებს წვეროკინი, რათა არ შეჩერდეს მის წინაშე წყლის მსმელი, მისი სიმაღლით გაოცებული; რადგან ყველანი სასიკვდილოდ არიან განწირულნი ქვეშეთისთვის საფლავად ჩასულ ადამის ძეთა შორის. 14 რაჲთა არა ამაღლდენ სიდიდესა თანა მათსა ყოველნი ხენი წყლისზედანი, და არა მისცეს მთავრობაჲ მისი საშუალ ღრუბელთასა, და არა დადგეს სიმაღლესა შორის მათსა მისსა მიმართ ყოველნი მსუმელნი წყალსა, რამეთუ ყოველნი მიეცნეს სიკუდილდ სიღრმედ ქუეყანისა, შორის ძეთა კაცთა, შთამავალთასა მთხრებლად.
15 ასე ამბობს უფალი ღმერთი: მისი ქვესკნელში ჩასვლის დღეს გავუმართავ გლოვას, დავუგმანავ უფსკრულს და შევაკავებ მის მდინარეებს და დაწდება დიდი წყლები; დავამწუხრებ მასზე ლიბანს და მინდვრის ყოველი ხე დაღონდება მის გამო. 15 ამათ იტყჳს ადონაი უფალი: დღესა, რომელსა შინა შთაყვანებულ იქმნა ჯოჯოხეთად, ეგლოვდა მას უფსკრული, დაფარა და ზედდაადგინნა მდინარენი მისნი და დააყენა სიმრავლე წყლისაჲ და დააბნელა მის ზედა ლიბანმან, ყოველნი ხენი ველისანი მის ზედა დაიჴსნნეს.
16 მისი დაცემის ხმაზე ხალხებს შევაძრწუნებ, როცა ქვესკნელში ჩავიყვან მას საფლავად ჩასულებთან და ნუგეშს იცემს ქვეშეთის ქვეყანაში ედემის ყოველი ხე, ლიბანის რჩეული და საუკეთესო, ყოველნი, წყლით დარწყლულებულნი. 16 ჴმისაგან და კუეთებისა მისისა შეირყინეს ყოველნი წარმართნი, ოდეს შთამიყვანდა ჯოჯოხეთად, შთამავალთა თანა მღჳმედ, და ნუგეშინის-სცემდეს მას უქუესთა შინა ყოველნი ხენი საშუებელისანი და ურჩეულესნი და უკეთესნი ლიბანისანი, ყოველნი მსუმელნი წყალსა;
17 ისინიც ჩავლენ მასთან ერთად ქვესკნელში, მახვილით განგმირულებთან ერთად; მისი მხარი იყვნენ და ცხოვრობდნენ მის ჩრდილში ხალხთა შორის. 17 და რამეთუ იგინიცა შთავიდეს მის თანა ჯოჯოხეთად, მოწყლულთა თანა მახჳლისა მიერ, და თესლი მისი დამკჳდრებულთა ქუეშე საგრილსა მისსა, შორის ცხორებისა მათისა, წარწყმდეს.
18 რომელს ედარები დიდებით და სიდიადით ედემის ხეთა შორის? მაინც ჩახვალ ედემის ხეებთან ერთად ქვეშეთის ქვეყანაში და წინდაუცვლელთა შორის დაწვები, მახვილით განგმირულებთან ერთად. ეს არის ფარაონი და მთელი მისი სიმრავლე, ამბობს უფალი ღმერთი. 18 ვის ემსგავსე ძალისა მიერ, და დიდებისა მიერ და სიდიდისა მიერ? ხეთა შორის საშუებელისათა შთამოვედ და შთაყვანებულ იქმენ ხეთა თანა საშუებელისათა, სიღრმედ ქუეყანისა; შორის წინდაუცუეთელთასა დაიძინო, წყლულთა თანა მახჳლისათა. ესრეთ ფარაო და ყოველი სიმრავლე ძალისა მისისაჲ, - იტყჳს ადონაი უფალი.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე