ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ფსალმუნნი

ფსალმუნი 104

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ადიდეთ უფალი, მოუხმეთ მის სახელს, აუწყეთ ხალხებს საქმენი მისნი.

1

აუარებდით უფალსა და ხადოდეთ სახელსა მისსა, მიუთხრენით წარმართთა შორის საქმენი მისნი.

2 აქეთ იგი, უგალობეთ მას, ილაპარაკეთ ყველა მის სასწაულზე. 2 აქებდით მას და უგალობდით მას, მიუთხრობდით ყოველთა საკჳრველებათა მისთა.
3 განდიდდით მისი წმიდა სახელით, გამხიარულდეს გული უფლის მაძიებელთა. 3 იქებოდით სახელითა მისითა წმიდითა; იხარებდინ გული მეძიებელთა უფლისათა.
4 ეძიეთ უფალი და ძლიერება მისი, ეძიეთ პირი მისი მარადის. 4 მოიძიეთ უფალი და განძლიერდით და ეძიებდით პირსა მისსა მარადის;
5 გაიხსენეთ მისი ნამოქმედარი სასწაულები, საოცრებანი და სამართალნი მისთა ბაგეთა. 5 მოიჴსენეთ საკჳრველებათა მისთა, რომელ ქმნნა სასწაულნი და სამართალნი პირისა მისისანი.
6 შთამომავალო აბრაამისა, მისი მორჩილისა, ძენო იაკობისა, რჩეულნო მისნო. 6 ნათესავნი აბრაჰამისნი მონანი მისნი, შვილნი იაკობისნი რჩეულნი მისნი.
7 ის არის უფალი ღმერთი ჩვენი, მთელ ქვეყნიერებაზეა სამართალნი მისნი. 7 თავადი არს უფალი ღმერთი ჩუენი, და ყოველსა ქუეყანასა ზედა არიან სამართალნი მისნი.
8 ახსოვს მარადის აღთქმა თავისი, სიტყვა, რომ დაადგინა ათას თაობამდე, 8 მოიჴსენა უკუნისამდე აღთქმისა თჳსისა და სიტყვაჲ, რომელ ამცნო ათასამდე ნათესავად,
9 რომელიც დაუდო აბრაამს, და თავისი ფიცი ისაკთან. 9 რომელ-იგი დადვა აბრაჰამის თანა და ფიცი მისი ისაკის თანა.
10 დაუდგინა იაკობს იგი წესად და ისრაელს - სამარადჟამო აღთქმად. 10 და დაამტკიცა იგი იაკობის თანა ბრძანებად და ისრაჱლისა აღთქმად საუკუნოდ.
11 უთხრა: შენ მოგცემ ქანაანის ქვეყანას წილად თქვენი მემკვიდრეობისა. 11 და ჰრქუა მას: შენ მიგცე ქუეყანა იგი ქანანისა ნაწილად მკჳდრებისა თქუენისა;
12 როცა ისინი თითზე ჩამოსათვლელნი იყვნენ, ცოტანი შეხიზნულები იქ, 12 რამეთუ იყვნეს იგინი რიცხჳთ მცირე-მცირე და მსხემ მას შინა.
13 იარებოდნენ ერთი ხალხიდან მეორესთან, სამეფოდან - სხვა ერთან. 13 და ვიდოდეს იგინი თესლითი თესლად და მეფეთაგან ერად სხუად.
14

არავის ანებებდა მათს დაჩაგვრას და ამუნათებდა მათთვის მეფეებს:

14 არა აუფლა კაცსა ვნებად მათდა და ამხილა მათთჳს მეფეთა:
15 არ შეეხოთ ჩემს ცხებულებს და ჩემს წინასწარმეტყველებს არ უბოროტოთ. 15 ნუ შეეხებით ცხებულსა ჩემსა და წინაწარმეტყუელთა ჩემთა შორის ნუ უკეთურობთ.
16 და მოუხმო შიმშილს დედამიწაზე და ყოველი სახსარი პურისა შემუსრა. 16

და მოუწოდა სიყმილსა ქუეყანად და ყოველი ძალი პურისა შემუსრა.

17 გაგზავნა მათ წინ კაცი; მონად გაიყიდა იოსები. 17 წარავლინა წინაწარ მათსა კაცი, და მონად განისყიდა იოსები.
18 გატანჯეს ბორკილებით ფეხნი მისნი, რკინა მისწვდა მის სულს. 18 დაამდაბლნეს ბორკილითა ფერჴნი მისნი, რკინასა განვლო სულძან მისმან.
19 ვიდრე ასრულდებოდა ნათქვამი მისი, უფლის სიტყვამ გამობრძმედა იგი. 19 ვიდრე მოწევნადმდე სიტყჳსა მისისა სიტყუამან უფლისამან გამოაჴურვა იგი.
20 გაგზავნა მეფემ და გაათავისუფლა იგი - გამგებელი ხალხებისა - და გამოიხსნა იგი. 20 მიავლინა მეფემან და განჰჴსნა იგი მთავრად ერისა და განუტევა იგი.
21 დააყენა თავისი სახლის ბატონად და გამგებელად მთელი თავისი მონაგარისა. 21 და დაადგინა იგი უფლად სახლსა თჳსისა და მთავრად ყოვლისა მონაგებისა მისისა;
22 რათა მოქცეოდა მის თავადებს თავისი სურვილისამებრ და განებრძნო მოხუცებულნი მისნი. 22 სწავლად მთავართა მისთა, ვითარცა თავი თჳსი, და მოხუცებულთა მისთა განბრძნობად.
23 და მოვიდა ისრაელი ეგვიპტეში, და გადასახლდა იაკობი ქამის ქვეყანაში. 23 და შევიდა ისრაჱლი ეგჳპტედ, და იაკობ დაემკჳდრა ქუეყანასა ქამისსა.
24 და გაამრავლა ღმერთმა, მისი ხალხი ფრიად და გააძლიერა მის მტრებზე მეტად. 24 და აღაორძინა ერი მისი ფრიად და განაძლიერა იგი უფროს მტერთა მისთა.
25 შეცვალა მათი გული მისი ხალხის შესაძულებლად, მის მორჩილთა მიმართ სივერაგის განსაზრახველად. 25 გარდააქცია გული მისი მოძულებად ერისა მისისა და ზაკუად მონათა შორის მისთა.
26 გაგზავნა მოსე, მსახური თვისი, აარონი, რომელიც ამოირჩია. 26 წარავლინა მოსე, მონაჲ მისი, და აჰრონ, რომელი გამოირჩია თავისა თჳსისა;
27 დაამკვიდრეს მათში სიტყვები მისი სასწაულებისა, და საოცრებანი ქამის ქვეყანაში. 27 დასხნა მათ შორის სიტყუანი სასწაულთა მისთანი და ნიშთა მისთანი ქუეყანასა მას ქამისასა.
28 მიავლინა წყვდიადი და დააბნელა, და არ გაურჩებულან მის სიტყვაზე, 28 მიავლინა მათდა ბნელი და დააბნელნა, რამეთუ განამწარნეს სიტყუანი მისნი.
29 გადააქცია მათი წყლები სისხლად და დახოცა მათი თევზები. 29 გარდააქცინა სისხლად მდინარენი მათნი და მოსწყჳდნა თევზნი მათნი;
30 აავსო მათი ქვეყანა ბაყაყებით, მეფეთა პალატებიც კი. 30 განამრავლა ქუეყანამან მათმან მყუარი საუნჯეთა შორის მეფეთა მათთასა.
31

თქვა და მოვიდნენ მწერები, ტილი მთელ მათ საზღვრებში.

31

თქუა, და მოჴდა ძაღლისმწერი და მუმლი ყოველთა საზღვართა მათთა.

32 წვიმის მაგიერ სეტყვა წარმოუგზავნა მათ, ალმოდებული ცეცხლი - მათ ქვეყანას. 32 დასხნა წჳმანი მათნი სეტყუად, და ცეცხლი აღატყდებოდა ქუეყანასა მათსა.
33 მოსრა ვაზი მათი და ლეღვი მათი და დალეწა ხეები მათ საზღვრებში. 33 და დასცა ვენაჴები მათი და ლეღოვანი მათი და შემუსრა ყოველი ხე საზღვარისა მათისა.
34 თქვა და მოვიდა კალია და მგრაგნელი აურაცხელი, 34 თქუა, და მოჴდა მკალი და ბუზჳ, რომლისა არა იყო რიცხჳ;
35 და გადაჭიმეს მთელი ბალახი მათ ქვეყანაში, და გადაჭიმეს მთელი ნაყოფი მათი მიწისა. 35 შეჭამა ყოველი თივა ქუეყანასა შინა მათსა და მოჭამა ყოველი ნაყოფი ქუეყანისა მათისა.
36 და მოსრა ყოველი პირმშო მათ ქვეყანაში, დასაბამი მთელი მათი ძალისა. 36 და დასცა ყოველი პირმშო ქუეყანასა შინა მათსა დასაბამად ყოვლისა ტკივილისა მათისა.
37 და გამოიყვანა ისინი ვერცხლით და ოქროთი, და მათ ტომებში არავინ იყო უძლური. 37 და გამოიყვანნა იგინი ოქროთა და ვეცხლითა, და არა იყო ნათესავსა მათსა სნეულ.
38 გაუხარდა ეგვიპტეს მათი გამოსვლა, რადგან თავს დაატყდათ მათ შიში. 38 იხარა ეგჳპტემან გამოსლვასა მათსა, რამეთუ დაეცა შიში მათი მათ ზედა.
39 გადააფარა ღრუბელი საფრად და ცეცხლი - ღამის გასანათებლად. 39 განჰმარტა ღრუბელი საგრილად მათდა და ცეცხლი მნათობად მათდა ღამე.
40 ითხოვეს და გაუგზავნა მწყერი და ზეციური პურით გააძღო ისინი. 40 ითხოეს, და მოჴდა მწყერ-მარჴილი და პურითა ზეცისათა განაძღნა იგინი;
41 გაკვეთა კლდე და გადმოდინდა წყალი, წავიდა უდაბნოში მდინარედ. 41 სცა კლდესა, და გამოეცნეს წყალნი, და ვიდოდეს ურწყულსა მდინარენი.
42 რადგან გაიხსენა თავისი წმიდა სიტყვა თავისი მორჩილის აბრაამის მიმართ. 42 რამეთუ მოიჴსენა სიტყჳსა წმიდისა თჳსისა, რომელ ყო აბრაჰამის მიმართ, მონისა თჳსისა.
43 გამოიყვანა თავისი ხალხი სიხარულით, რჩეულნი თვისნი ზარ-ზეიმით. 43 და გამოიყვანა ერი თჳსი სიხარულით და რჩეულნი მისნი - შუებით.
44 მისცა მათ წარმართთა ქვეყნები და ნაჯაფი ერებისა დაიმკვიდრეს მათ. 44 და მისცა მათ სოფლები წარმართთა, და ნაშრომი ერთა დაიმკჳდრეს,
45 რათა დაიცვან წესები მისი და მის კანონებს გაუფრთხილდნენ. ადიდეთ უფალი! 45 რაჲთა დაიცვენ სამართალნი მისნი და სჯული მისი მოიძიონ. დიდებაჲ

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე