ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ფსალმუნნი

ფსალმუნი 11

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

დავითის საგალობელი რვასიმიან საკრავზე, გუნდის ლოტბარს.

1

დასასრულსა, მერვისათჳს ფსალმუნი დავითისი

2 მიხსენი, უფალო, რადგან აღარ არსებობს ღვთისმოსავი, რადგან გამქრალან ჭეშმარიტნი კაცთა მოდგმიდან. 2 მაცხოვნე მე, ღმერთო, რამეთუ მოაკლდა წმიდაჲ, რამეთუ შემცირდეს ჭეშმარიტნი ძეთა კაცთაგან.
3 ტყუილს ეტყვიან ერთიმეორეს, ქლესა ტუჩებით ორპირულად ლაპარაკობენ; 3 ამავოსა იტყოდა კაცად-კაცადი მოყუსისა მიმართ თჳსისა, ბაგითა ზაკულითა გულსა შინა და გულსა შინა იტყოდა ბოროტსა.
4 მოსპობს უფალი ქლესა ბაგეებს, გოროზად მოლაპარაკე ენებს. 4 აჴოცენინ უფალმან ყოველნი ბჭენი მზაკუარნი და ენაჲ დიდად მეტყუეელი,
5 რომელნიც ამბობენ: ჩვენი ენებით ვიმძლავრებთ, ბაგენი ჩვენი ჩვენთანაა; ვინ გვიბატონებს? 5 რომელთა თქუეს: ენაჲ ჩუენი განვიდიდოთ, ბაგენი ჩუენნი ჩუენ თანა არიან; და ვინ ჩუენდა უფალ არს?
6 ღარიბთა დარბევისა და ჩაგრულთა კვნესის გამო აღვდგები, ამბობს უფალი, აღმოვუჩენ შველას, ვისაც მახე დაუგეს. 6 ჭირისათჳს გლახაკთასა და სულთქმისათჳს დავრდომილთასა აწ აღვდგე, იტყჳს უფალი, დავდვა ცხორებაჲ და განვცხადნე მას ზედა.
7 უფლის სიტყვები წმიდა სიტყვებია, მიწის ქურაში გაწმედილი ვერცხლი, შვიდჯერ გადახალისებული. 7 სიტყუანი უფლისანი არიან სიტყუა წმიდა, ვეცხლ გამოჴურვებულ და გამოცდილ მიწით და განწმედილ შჳდ წილად.
8 უფალო, შენ შეინახავ მათ, დაიცავ ამ თაობიდან უკუნისამდე. 8 შენ, უფალო, მიცვენ ჩუენ და დამიმარხენ ჩუენ ამიერ თესლითგან და მიუკუნისამდე.
9 ირგვლივ ბოროტნი მიმოდიან, რაკი ამაღლდნენ უღირსები კაცთა მოდგმიდან. 9 გარემოს უღმრთონი ვლენან; სიმაღლითა შენითა დაიცვენ ძენი კაცთანი.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე