| ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
| ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
| 1 |
მიყვარს, რომ ისმენს უფალი ჩემს ხმას, ჩემს ვედრებას. |
1 |
შევიყუარე, რამეთუ ისმინოს უფალმან ჴმისა ვედრებისა ჩემისა. |
| 2 | რომ მომაპყრო ყური და ჩემი დღენი მოვუხმობ მას. | 2 | მოყო ყური მისი ჩემდა, და მე დღეთა ჩემთა ვხადოდი მას. |
| 3 | გარს შემომერტყნენ სასიკვდილო ტკივილები, ჯოჯოხეთის სატანჯველი მომადგა მე, გაჭირვება და მწუხარება ვპოვე. | 3 | გარემომადგეს მე სალმობანი სიკუდილისანი, და ჭირთა ჯოჯოხეთისათა მპოვეს მე; ჭირი და სალმობაჲ ვპოვე. |
| 4 | და სახელს მოვუხმობ უფლისას; გევედრები, უფალო, გადაარჩინე სული ჩემი. | 4 | და სახელსა უფლისასა ვხადე: |
| 5 | მოწყალეა უფალი და მართალი, და შემბრალეა ღმერთი ჩვენი. | 5 | ჵ, უფალო, იჴსენ სული ჩემი. მოწყალე არს უფალი და მართალ და ღმერთი ჩემი მწყალობელ. |
| 6 | იცავს უფალი გულუბრყვილოებს; დავუძლურდი და მან მიშველა მე. | 6 | დაიცავს ჩჩჳლთა უფალი; დავმდაბლდი, და მაცხოვნა მე. |
| 7 | დაბრუნდი, სულო ჩემო, შენს განსასვენებელში, რადგან უფალმა კეთილი მოგაგო შენ. | 7 | მოიქეც, სულო ჩემო, განსასუენებელად შენდა, რამეთუ უფალმან კეთილი გიყო შენ, |
| 8 | რადგან შენ იხსენი სული ჩემი სიკვდილისაგან, თვალი ჩემი - ცრემლისაგან, ფეხი ჩემი - წაბორძიკებისაგან; | 8 | რამეთუ იჴსენ სული ჩემი სიკუდილისაბან, თუალნი ჩემნი - ცრემლთაგან და ფერჴნი ჩემნი - ბორკილისაგან. |
| 9 | ვივლი უფლის წინაშე ცოცხალთა ქვეყანაში. | 9 | სათნო-ვეყო წინაშე უფლისა სოფელსა შინა ცხოველთასა. დიდება |