| ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
| ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
| 1 |
გალობა აღსავალთა. დავითისათვის. გავიხარე, როცა მითხრეს: უფლის სახლში წავიდეთ. |
1 |
ვიხარე, რომელთა მრქუეს მე: სახლსა უფლისასა შევიდეთ. |
| 2 | იდგნენ ფეხნი ჩვენნი შენს კარიბჭეებში, იერუსალიმო! | 2 | და დადგომილ იყვნეს ფერჴნი ჩემნი ეზოთა შენთა, იერუსალჱმ. |
| 3 | იერუსალიმი ნაგებია, როგორც ქალაქი ერთად შერწყმული. | 3 | იერუსალიმი შენებულ არს, ვითარცა ქალაქი, რომლისა საყოფელ მისი მის თანა. |
| 4 | რადგან იქ ავიდნენ ტომნი, ტომნი უფლისანი სამოწმებლად ისრაელისა, სადიდებლად უფლის სახელისა. | 4 | რამეთუ მუნ აღჴდეს ტომნი, ტომნი უფლისანი საწამებელად ისრაჱლისა და აღსარებად სახელისა უფლისა. |
| 5 | რადგან იქ იდგა ტახტები სამართლისა, ტახტები დავითის სახლისა. | 5 | რამეთუ მუნ დაიდგნეს საყდარნი სასჯელისანი, საყდარნი სახლსა მას შინა დავითისსა. |
| 6 | ითხოვეთ მშვიდობა იერუსალიმისათვის; დამშვიდდნენ მოყვარულნი შენნი. | 6 | იკითხეთ მშჳდობაჲ იერუსალჱმისა და განგებულებაჲ მოყუარეთა შენთა. |
| 7 | იყოს მშვიდობა შენს ზღუდეებში, სიმშვიდე შენს სასახლეებში. | 7 | იყავნ მშჳდობაჲ ძალითა შენითა და მეფობაჲ გოდოლ-ტაძრებსა შენსა. |
| 8 | ჩემთა ძმათა და მეგობართა გამო, ვამბობ: მშვიდობა შენ! | 8 | ძმათა ჩემთათჳს და მეგობართა ჩემთათჳს ვიტყოდე მე მშჳდობასა შენთჳს. |
| 9 | ჩვენი უფალი ღმერთის სახლისთვის გისურვებ სიკეთეს შენ. | 9 | სახლისათჳს უფლისა ღმრთისა ჩუენისა გამოგითხოვე კეთილი შენ. |