ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ფსალმუნნი

ფსალმუნი 124

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

გალობა აღსავალთა. უფალზე დანდობილი მსგავსია სიონის მთისა - არ შეირყევა, იდგომება უკუნისამდე.

1

რომელნი ესვენ უფალსა, ვითარცა მთაჲ სიონი; არა შეირყიოს უკუნისამდე, რომელი დამკჳდრებულ არს იერუსალჱმს.

2 იერუსალიმს გარეშემო მთები არტყია, ხოლო უფალი თავისი ერის გარშემოა ამიერიდან უკუნისაადე. 2 მთანი გარემოს მისსა, და უფალი გარემოს ერისა თჳსისა ამიერითგან და უკუნისამდე.
3 რადგან არ დარჩება კვერთხი ბოროტისა მართალთა წილზე, რათა არ გაიწოდონ მართლებმა ხელი სიმრუდეზე. 3 რამეთუ არა დაუტეოს უფალმან კუერთხი ცოდვილთა ნაწილსა ზედა მართალთასა, რაჲთა არა მიყვნენ მართალთა უსჯულოებად ჴელნი მათნი.
4 სიკეთე უყავ, უფალო, კეთილებს და გულმართლებს. 4 კეთილი უყავ, უფალო, სახიერთა და გულითა წრფელთა,
5 ხოლო გადამხრელებს წაიყვანს უფალი ბოროტმოქმედებთან ერთად; მშვიდობა ისრაელს. 5 ხოლო რომელთა გარდააქციონ გულარძნილებად, მიიყვანნეს იგინი უფალმან მოქმედთა თანა უსჯულოებისათა მშჳდობაჲ ისრაჱლსა ზედა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე