ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ფსალმუნნი

ფსალმუნი 127

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

გალობა აღსავალთა. ნეტარია ყოველი, რომელსაც ეშინია უფლისა და იარება მისი გზებით.

1

ნეტარ არიან ყოველნი, რომელთა ეშინის უფლისა, და რომელნი ვლენან გზათა მისთა.

2 შენი ხელების ნაყოფს თუ ჭამ, ნეტარება შენ და სიკეთე შენ! 2 ნაშრომი ნაყოფთა შენთა შჭამო შენ, ნეტარ იყო და კეთილი გეყოს შენ.
3 ცოლი შენი, ვითარცა ვაზი მსხმოიარე შენი სახლის კიდეებში; შენი შვილები, ვითარცა ყლორტები ზეთისხილისა, შენი სუფრის გარშემო. 3 ცოლი შენი, ვითარცა ვენაჴი მსხმო კიდეთა სახლისა შენისათა; შვილნი შენნი, ვითარცა ახალნერგნი ზეთისხილისანი, გარემოს ტაბლისა შენისა.
4 აგერ, ასე რომ იკურთხება კაცი მოშიში უფლისა. 4 აჰა, ესერა, ესრეთ იკურთხოს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა.
5 გაკურთხოს შენ უფალმა სიონიდან, და იხილე სიკეთე იერუსალიმისა მთელი შენი სიცოცხლე. 5 გაკურთხოს შენ უფალმან სიონით, და იხილო შენ კეთილი იერუსალჱმსა ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა
6 იხილე შვილნი შვილთა შენთა. მშვიდობა, ისრაელს! 6 და იხილნე შენ შვილნი შვილთა შენთანი. მშჳდობაჲ ისრაჱლსა ზედა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე