ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ფსალმუნნი

ფსალმუნი 129

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

გალობა აღსავალთა. სიღრმეებიდან მოგიხმობ შენ, უფალო;

1

ღრმით ამოღაღად-ვყავ შენდამი, უფალო;

2 უფალო, ისმინე ჩემი ხმა. მზად იყვნენ შენი ყურები ჩემი ვედრების ხმის მოსასმენად. 2 უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისა; იყვნედ ყურნი შენნი მორჩილ ჴმასა ვედრებისა ჩემისასა.
3 თუ ცოდვებს შემოგვინახავ, უფალო, ვინ დაგიდგება? 3 უკუეთუ უსჯულოებათაებრ მიაგებდე, უფალო, უფალო, ვინმე დაუთმოს?
4 მაგრამ შენს მიერ არის შენდობა, რათა გეკრძალონ. 4 რამეთუ შენ მიერ არს ლხნებაჲ. სახელისა შენისათჳს დაგითმე შენ, უფალო,
5 მეიმედება უფალი, ესავს ჩემი სული და მის სიტყვას ველოდები. 5 დაუთმო სულმან ჩემმან სიტყუასა შენსა. ესავს სული ჩემი უფალსა
6 სული ჩემი ელოდება უფალს უფრო მეტად, ვიდრე გუშაგნი დილას, გუშაგნი დილას, 6 საჴუმილავითგან განთიადისა მიმწუხრადმდე, საჴმილითგან განთიადისა
7 ესავდეს ისრაელი უფალს, რადგან უფალთან არის წყალობა და უხვია დახსნა მისმიერი. 7 ესევდინ ისრაჱლი უფალსა, რამეთუ უფლისა მიერ არს წყალობაჲ და მრავალ არს მის მიერ გამოჴსნა.
8 და ის დაიხსნის ისრაელს ყველა ბრალისაგან. 8 და თავადმან იჴსნის ისრაჱლი ყოველთაგან უსჯულოებათა მისთა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე