ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ფსალმუნნი

ფსალმუნი 132

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

1. გალობა აღსავალთა. დავითისათვის. აჰა, რა კარგია და რა საამურია, ერთად რომ ცხოვრობენ ძმები!

1

აჰა, ესერა, რაჲმე კეთილ, ანუ რამე შუენიერ, არამედ დამკჳდრებაჲ ძმათა ერთად?

2 როგორც ძვირფასი მირონი თავზე, წვერებზე ჩამოღვრილი, აარონის წვერებზე, მისი სამოსის კალთებზე ჩამოღვრილი. 2 ვითარცა ნელსაცხებელი თავსა ზედა, გარდამომავალი წუერთა ზედა, წუერთა ზედა აჰრონისთა, რომელი გარდამოვალნ სამჴართა ზედა სამოსლისა მისისათა.
3 ვითარცა ცვარი ხერმონისა, სიონის მთებზე ამოღვრილი! რადგან იქ დაადგინა უფალმა კურთხევა - სიცოცხლე უკუნისამდე. 3 ვითარცა ცუარი გარდამომავალი აერმონით მთასა ზედა სიონსა: რამეთუ მუნ ამცნო უფალმან კურთხევა და ცხორებაჲ უკუნისამდე.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე