ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ფსალმუნნი

ფსალმუნი 134

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ადიდეთ უფალი! ადიდეთ სახელი უფლისა, ადიდეთ, მორჩილნო უფლისა!

1

აქებდით სახელსა უფლისასა, აქებდით მონანი უფალსა.

2 რომელნიც დგახართ უფლის სახლში, ეზოებში ჩვენი ღმერთის სახლისა. 2 რომელნი სდგათ სახლსა უფლისასა, ეზოთა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა.
3 ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია უფალი; უგალობეთ მის სახელს, რადგან სასურველია. 3 აქებდით უფალსა, რამეთუ სახიერ არს უფალი; უგალობდით სახელსა მისსა, რამეთუ კეთილ;
4 რადგან იაკობი ამოირჩია თავისთვის უფალმა, ისრაელი - თავის წარჩინებულად. 4 რამეთუ იაკობი თჳსად გამოირჩია უფალმან და ისრაჱლი - საბრძანებელად თჳსად.
5 რადგან ვიცოდი, რომ დიდია უფალი და უფალი ჩვენი ყველა ღმერთზე დიდია. 5 რამეთუ მე გულისჴმა-ვყავ, ვითარმედ დიდ არს უფალი, და უფალი ჩუენი უფროს ყოველთა ღმერთთა;
6 ყოველივე, რაც სურდა, მოიმოქმედა უფალმა, ცაში და ქვეყანაზე, ზღვებზე და ყოველ უფსკრულში. 6 ყოველივე, რაოდენი ინება უფალმან, ქმნა ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, ზღუათა შინა და ყოველთა უფსკრულთა;
7 ამოჰყავს ღრუბლები ქვეყნის კიდეებიდან, ელვებს წვიმად აქცევს, გამოჰყავს ქარი თავისი საცავებიდან. 7 აღმოიყვანნის ღრუბელნი დასასრულით ქუეყანისაჲთ და ელვანი წჳმად გარდააქცინა, რომელმან გამოიყვანნის ქარნი საუნჯეთაგან მისთა;
8 რომელმაც მოსრა პირმშონი ეგვიპტისა - ადამიანიდან პირუტყვამდე. 8 რომელმან დასცნა პირმშონი ეგჳპტისანი კაცთაგან მიპირუტყუთამდე;
9 მოავლინა სასწაულები და საოცრებანი შენს შორის, ეგვიპტევ, ფარაონსა და მის მსახურებზე. 9 გამოავლინნა სასწაულნი და ნიშნი შორის შენსა, ეგჳპტე, ფარაოს ზედა და ყოველთა მონათა მისთა;
10 რომელმაც მოსრა ხალხი მრავალი და დახოცა ძლიერი მეფენი - 10 რომელმან დასცა თესლები მრავალი და მოსწყჳდნა მეფენი ძლიერნი:
11 სიხონი, მეფე ამორეველთა, და ყოგი, მეფე ბაშანისა, და ყველა სამეფო ქანაანისა. 11 სეონ, მეფე ამორეველთა, და ოგ, მეფე ბასანისა, და ყოველნი მეფენი ქანანისანი;
12

და მისცა მათი მიწები სამკვიდროდ, სამკვიდროდ ისრაელს - თავის ხალხს.

12

და მისცა ქუეყანა მათი სამკჳდრებელად, სამკჳდრებელად ისრაჱლსა, ერსა თჳსსა.

13 უფალო, შენი სახელი მარადიულია, უფალო, შენი სახსენებელი თაობიდან თაობამდეა. 13 უფალო, სახელი შენი უკუნისამდე და საჴსენებელი შენი თესლითი თესლადმე.
14 რადგან განიკითხავს უფალი თავის ხალხს და თავის მორჩილთ შეივრდომებს. 14 რამეთუ განიკითხოს უფალმან ერი თჳსი. და მონათა თჳსთა ზედა ნუგეშინის-ცემულ იქმნეს.
15 ხალხთა კერპები ვერცხლი და ოქროა, ადამიანის ნახელავი. 15 კერპნი წარმართთანი ოქროსა და ვეცხლისანი, ქმულნი ჴელთა კაცისანი.
16 პირი აქვთ და ვერ ლაპარაკობენ, თვალები აქვთ და ვერ ხედავენ. 16 პირ-ათქს და არა იტყჳან; თუალ-ასხენ და არა ხედვენ,
17 ყურები აქვთ და ვერ ისმენენ, არც აქვთ სუნთქვა მათ პირებს. 17 ყურ-ასხენ და ყურად-იღებენ, რამეთუ არცა არს სული პირსა მათსა.
18 მათი მსგავსნი იქნებიან მათი გამკეთებლები, ყველა, ვინც მათზეა მინდობილი. 18 ემსგავსენ მათ მოქმედნი მათნი.და ყოველნი, რომელნი ესვენ მას
19 ისრაელის სახლო, აკურთხეთ უფალი; აარონის სახლო, აკურთხეთ უფალი! 19 სახლი ისრაჱლისა აკურთხევდით უფალსა, სახლი აჰრონისი აკურთხევდით უფალსა,
20 ლევის სახლო, აკურთხეთ უფალი; უფლის მოშიშნო, აკურთხეთ უფალი! 20 სახლი ლევისი აკურთხევღით უფალსა, მოშიშნი უფლისანი აკურთხევდით უფალსა.
21 კურთხეულია უფალი სიონიდან, დამკვიდრებული იერუსალიმში. ადიდეთ უფალი! 21 კურთხეულ არს სიონით გამო, რომელი დამკჳდრებულ არს იერუსალჱმს.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე