ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ფსალმუნნი

ფსალმუნი 135

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.

1

აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისადე არს წყალობაჲ მისი.

2 ადიდეთ ღმერთი ღმერთებისა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. 2 აუარებდით ღმერთსა ღმერთთასა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ.
3 ადიდეთ უფალი უფალთა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. 3 აუარებდით უფალსა უფალთასა, რამეთუ უკუნისამდე.
4 მარტოდმარტო მოქმედი დიდ საოცრებათა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. 4 რომელმან ქმნა საკჳრველნი დიდ-დიდნი მხოლომან, რამეთუ უკუნისამდე.
5 ცათა შემქმნელი გონიერებით, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. 5 რომელმან ქმნა ცანი გულისჴმის-ყოფით რამეთუ...
6 დედამიწის განმვრცობი წყლებზე, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. 6 რომელმან დაამტკიცა ქუეყანა წყალთა ზედა, რამეთუ...
7 შემქმნელი დიდი მნათობებისა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. 7 რომელმან ქმნა ნათელნი დიდ-დიდნი მხოლომან,
8 მზისა - სამართავად დღისით, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. 8 მზე მფლობელად დღისა, რამეთუ უ...
9 მთვარის და ვარსკვლავებისა - ღამით სამართავად, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. 9 მთოვარე და ვარსკულავები ჴელმწიფებად ღამისა, რამეთუ...
10 რომელმაც განგმირა ეგვიპტე - პირმშოებითურთ, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. 10 რომელმან დასცა ეგჳპტე პირმშოთურთ თჳსით, რამეთუ...
11 და გამოიყვანა ისრაელი მათი შუაგულიდან, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. 11 და გამოიყვანა ისრაჱლი შორის მისსა, რამეთუ...
12 ხელით ძლიერით და მკლავით შემართულით, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. 12 ჴელითა მტკიცითა და მკლავითა მაღლითა, რამეთუ...
13 რომელმაც გააპო მეწამული ზღვა ნაჭერ-ნაჭერ, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. 13 რომელმან განაპო ზღუაჲ მეწამული ორად და განიყვანა ისრაჱლი შორის მისა, რამეთუ უ...
14

და გაიყვანა ისრაელი მის შუაგულში, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.

14

და შთასთხია ფარაო და ძალი მისი ზღუასა მას მეწამულსა, რამეთუ უ...

15 და ჩაღუპა ფარაონი და მისი ჯარი მეწამულ ზღვაში, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. 15  
16 რომელმაც წაიყვანა ხალხი თვისი უდაბნოში, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. 16 რომელმან განიყვანა ერი თჳსი უდაბნოდ რამეთუ...
17 რომელმაც განგმირა მეფენი დიდნი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. 17 რომელმან დასცნა მეფენი დიდ-დიდნი, რამეთუ...
18 და დახოცა მეფენი ძლიერნი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. 18 და მოსწყჳდნა მეფენი ძლიერნი, რამეთუ...
19 სიხონი, მეფე ამორეველთა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი; 19 სეონ, მეფე ამორეველთა, რამეთუ...
20 ოგი, მეფე ბაშანისა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. 20 და ოგ, მეფე ბასანისა, რამეთუ...
21 და მისცა მათი ქვეყნები სამკვიდრებლად, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. 21 და მისცა ქუეყანა მათი სამკჳდრებელად, რამეთუ...
22 სამკვიდრებლად ისრაელს, თავის მორჩილს, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. 22 სამკჳდრებელად ისრაჱლსა, მონასა თჳსსა,
23 რომელმაც ჩვენი დამცირების ჟამს გაგვიხსენა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. 23 რამეთუ სიმდაბლესა შინა ჩუენსა მომიჴსენნა ჩუენ უფალმან, რამეთუ...
24 და გვიხსნა ჩვენი მტრებისაგან, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. 24 და მიჴსნა ჩუენ მტერთა ჩუენთაგან, რამეთუ...
25 რომელიც აძლევს პურს ყოველ ხორციელს, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. 25 რომელმან მოსცის საზრდელი ყოველსა ჴორციელსა, რამეთუ უ...
26 ადიდეთ ცათა ღმერთი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. 26 აუარებდით ღმერთსა ცათასა, რამეთუ...

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე