ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ფსალმუნნი

ფსალმუნი 145

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ადიდეთ უფალი. ადიდე, სულო ჩემო, უფალი.

1

აქებს სული ჩემი უფალსა. ვაქებდე უფალსა ცხორებასა ჩემსა, უგალობდე ღმერთსა ჩემსა, ვიდრემდის ვიყო მე.

2 ვადიდებ უფალს მთელი სიცოცხლე, ვუგალობებ ჩემს ღმერთს, ვიდრე ვარსებობ. 2  
3 იმედს ნუ დაამყარებთ მთავრებზე, ადამს ძეზე, რომელსაც არ შეუძლია შველა. 3 ნუ ესავთ მთავართა, ძეთა კაცთასა, რომელთა თანა არს არა ცხორებაჲ.
4 ამოუვა სული, დაუბრუნდება თავის მიწას; იმ დღეს გაქრება მისი ფიქრები. 4 გამოვიდეს სული მისი და მიიქცის მუნვე მიწად მისდა; მას დღესა შინა წარწყმიდიან ყოველნი ზრახვანი მისნი.
5 ნეტარ არს, ვისიც შემწეა ღმერთი იაკობისა, ვინც დაიმედებულია უფალ ღმერთზე. 5 ნეტარ არს, რომლისა ღმერთი იაკობისი შემწე არს მისა, და სასოება მისი არს უფლისა მიმართ ღმრთისა მისისა,
6 რომელმაც შეჰქმნა ცა და მიწა, ზღვა და ყოველივე, რაც მათშია; რომელიც იცავს ჭეშმარიდ;ერს უკუნისამდე; 6 რომელმან ქმნნა ცანი და ქუეყანა, ზღუაჲ და ყოველი, რაჲ არს მას შინა,
7 იქმს სამართალს ჩაგრულთათვის; აძლევს პურს დამშეულებს; უფალი ათავისუფლებს ბორკილგაყრილებს. 7 რომელი იმარხავნ ჭეშმარიტებასა უკუნისამდე; ყვის სამართალი ვნებულთა და სცის საზრდელი მშიერთა. უფალმან განჰჴსნნის კრულნი,
8 უფალი თვალს უხელს ბრმებს, უფალი მართავს წელმოდრეკილებს, უფალს უყვარს მართალნი. 8 უფალმან განაბრძვნის ბრმანი, უფალმან აღმართნის დაცემულნი, უფალსა უყუარან მართალნი;
9 უფალი იცავს შემოხიზნულებს, ობოლსა და ქვრივს გაამხნევებს და ბოროტთა გზას გაამრუდებს. 9 უფალმან დაიცვნის მწირნი, ობოლი და ქურივი შეიწყნაროს, და ცოდვილთა წარწყმიდოს.
10 იმეფებს უფალი უკუნისამდე, შენი ღმერთი, სიონო, თაობებში. ადიდეთ უფალი! 10 სუფევს უფალი უკუნისამდე, ღმერთი შენი, სიონ, თესლითი თესლამდე.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე