ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ფსალმუნნი

ფსალმუნი 146

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ადიდეთ უფალი! რადგან კარგია განდიდება ჩვენი უფლისა, რადგან სასურველია, შეშვენის ქება-დიდება.

1

აქებდით უფალსა, რამეთუ კეთილ არს გალობაჲ; ღმერთსა ჩუენსა ტკბილ ეყავნ მას ქებაჲ.

2 ააშენებს იერუსალიმს უფალი, განდევნილებს ისრაელისას შემოკრებს. 2 აღაშენოს იერუსალჱმი უფალმან და განბნეულნი ისრაჱლისანი შეკრიბნეს,
3 განკურნავს გულგატეხილებს და ჭრილობებს შეუხვევს მათ. 3 რომელმან განკურნოს შემუსრვილი გული და შეუხჳნნის წყლულებანი მათნი;
4 დაიანგარიშებს ვარსკვლავთა რიცხვს, ყველას თავის სახელს უწოდებს. 4 რომელმან აღრაცხის სიმრავლე ვარსკულავთა და ყოველთავე მათ სახელით უწესნ.
5 დიდია უფალი და დიდძალოვანი, მისი გონიერება განუზომელია. 5 დიდ არს უფალი ჩუენი, დიდ არს ძალი მისი და გულისჴმისა მისისა არა არს რიცხჳ.
6 გაამხნევებს მორჩილებს უფალი, ბოროტეულებს დაამდაბლებს მიწამდე. 6 შეიწყნარნის მშჳდნი უფალმან, ხოლო დაამდაბლნის ცოდვილნი მიწადმდე.
7 გაეხმიანეთ უფალს სამადლობელით, უგალობეთ ჩვენს ღმერთს ქნარით. 7 აკურთხევდით უფალსა აღსარებითა და უგალობდით ღმერთსა ჩუენსა ებნითა,
8 რომელიც ფარავს ცას ღრუბლებით, ამზადებს დედამიწისათვის წვიმას, აღმოაცენებს მთებში ბალახს. 8 რომელმან შემოსნის ცანი ღრუბლითა და განუმზადის წჳმაჲ ქუეყანასა, რომელმან აღმოაცენის თივა მთათა და მწუანე სამსახურებელად კაცთა;
9 აძლევს პირუტყვს თავის საზრდოს, ყორნის ბარგყებს, რომელნიც მოუხმობენ მას. 9 რომელმან მოსცის საზრდელი პირუტყუთა და მართუეთა ყორნისათა, რომელნი ხადიან მას.
10 არც ცხენის ძლიერებას ისურვებს, არც კაცის მუხლმაგრობას ინებებს. 10 არა თუ ძლიერებაჲ ცხენისა უნდა, არცა სხჳლბარკალნი მამაკაცისანი სთნდეს,
11 ისურვებს უფალი თავის მოშიშებს, მისი წყალობის მოიმედეებს. 11 არამედ სთნდეს უფალსა მოშიშნი მისნი და რომელნი ესვენ წყალობათა მისთა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე