ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ფსალმუნნი

ფსალმუნი 16

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ლოცვა დავითისა. ისმინე, უფალო, სიმართლე, ყური მოაპყარ ჩემს ღაღადს, გაიგონე ჩემი ლოცვა უბიწო ბაგეებიდან.

1

ისმინე, უფალო სიმართლისა ჩემისა, მოხედენ ვედრებასა ჩემსა, ყურად-იღე ლოცვისა ჩემისა არა ბაგეთაგან ზაკულთა.

2 შენგან გამოვა ჩემი სამართალი, შენი თვალები განჭვრეტენ სწორად. 2 პირით შენით განმართლებაჲ ჩემი გამოვედინ და თუალთა ჩემთა იხილედ სიწრფოებაჲ;
3 შენ გასინჯვ ჩემი გული, მომინახულე ღამით, გამომცადე, ვერაფერს იპოვი; არ განუდგება ჩემი პირი განზრახვას ჩემსას. 3 გამოსცადე გული ჩემი, განიხილე ღამე; გამომაჴურვე მე და არა იპოვა ჩემ თანა სიცრუჱ.
4 ადამიანურ მოქმედებაში, შენთა ბაგეთა სიტყვის თანახმად, თავს ვიცავდი უკუღმართი გზებისაგან. 4 რათა არა იტყოდის პირი ჩემი საქმესა კაცთასა, სიტყუათათჳს ბაგეთა შენთასა მე დავიცვენ გზანი ფიცხელნი.
5 გაამაგრე ჩემი ნაბიჯები შენს გზაზე, დაე, არ გადაუხვიონ ჩემმა ტერფებმა. 5 დაამტკიცენ ფერჴნი ჩემნი ალაგთა შენთა, რათა არა შემიბრკუმენ სლვანი ჩემნი.
6 მე მოგიხმობ, რადგან მომისმენ, ღმერთო; ყური მომაპყარ, მოისმინე ჩემი სიტყვები. 6 მე ღაღად-ვყავ, რამეთუ ისმინე ჩემი, ღმერთო; მოყავ ჩემ ზედა ყური შენი და ისმინე სიტყუათა ჩემთა.
7 გვიჩვენე გასაოცარი წყალობა, დაიმედებულთა მხსნელო მტრებისაგან შენი მარჯვენით. 7 საკჳრველ-ყავ წყალობა შენი, რომელი იჴსნი მოსავთა შენთა მჴდომთაგან მარჯუენისა შენისათა.
8 შემინახვ თვალისჩინივით, შენი ფრთების ჩრდილქვეშ შემიფარე. 8 დამიცევ მე, უფალო, ვითარცა გუგა თუალისა საფარველსა ფრთეთა შენთასა, დამიფარო მე
9 ბოროტთაგან, რომელნიც თავს მესხმიან, მტრებისაგან, გარს რომ მერტყმიან სულის ამოსახდელად. 9 პირისაგან უღმრთოთასა, რომელნი მაჭირვებდეს მე; მტერთა ჩემთა სული ჩემი მოიცვეს
10 ისინი ქონში ჩაიკეტნენ, მათი ბაგეები ამპარტავნობით ლაპარაკობენ, 10 და ცმელი თჳსი შეიყენეს; პირი მათი იტყოდა ამპარტავანებასა.
11 ყოველ ნაბიჯზე აწ გარს გვერტყმიან, გვითვალთვალებენ, რათა ძირს დაგვცენ. 11 განმაგდეს მე და აწ, ესერა, მომიცვეს მე, თუალნი მათნი ყუნეს დადრეკილ ქუეყანად.
12 ისინი წააგვანან ლომს, მსხვერპლზე რომ ოცნებობს და ლომის ბოკვერს, საფარში მჯდომარეს. 12 შემრაცხეს, ვითარცა ლომი განმზადებული ნადირსა და ვითარცა ლეკჳ ლომისა იყოფებინ რაჲ ფარულთა.
13 აღდექ, უფალო, წინ გადაუდექი, დააჩოქე, გადაარჩინე ჩემი სული ბოროტისაგან შენი მახვილით. 13 აღდეგ, უფალო, უსწრვე მათ და დააბრკოლენ იგინი და იჴსენ სული ჩემი უღმრთოთაგან, მახჳლი შენ
14 იმ კაცებისაგან - შენი ხელით, უფალო, ამქვეყნიური კაცებისაგან, რომელთაც წილი სიცოცხლეში აქვთ, რომელთა მუცლებს ავსებ შენი საგანძურებიდან; რათა გაძღნენ მათი შვილები და ნარჩენი თავიანთ ბავშვებს დაუტოვონ. 14 მტერთაგან ჴელისა შენისათა, უფალო, მცირედთაგან ქუეყანით მიმოდაყვენ იგინი ცხორებასა მათსა და საიდუმლოთა შენთაგან, რამეთუ აღივსო მუცელი მათი, განძღეს ჭამადითა და დაუტევეს ნეშტი ყრმათა მათთა,
15 მე სიმართლით ვიხილავ შენს სახეს, გავძღები გამოღვიძებისას შენი სახების მზერით. 15 ხოლო მე სიმართლითა ვეჩუენო პირსა შენსა, განვძღე გამოჩინებასა დიდებისა შენისასა. დიდებაჲ

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე