ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ფსალმუნნი

ფსალმუნი 18

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

გუნდის ლოტბარს, დავითის საგალობელი.

1

დასასრულსა, ფსალმუნი დავითის

2 ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო. 2 ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნილსა ჴელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო.
3 დღე დღეს გადასცემს სიტყვას, ღამე კი ღამეს უმხელს აზრს. 3 დღე დღესა აუწყებს სიტყუასა და ღამე ღამესა მიუთხრობს მეცნიერებასა.
4 არც მთქმელია და არც ნათქვამი, სადაც მათი ხმა არ ისმოდეს. 4 არა არიან თქმულ არცა სიტყუაჲ, რომელთა-იგი არა ესმა ჴმაჲ მათი.
5 მთელი დედამიწის ზურგზე გადის მათი ხაზი და სამყაროს კიდეებამდე აღწევს მათი სიტყვები; მან მზეს დაუდგა კარავი მათში. 5 ყოველსა ქუეყანასა განჴდა ჴმაჲ მათი და კიდეთა სოფლისათა _ სიტყუანი მათნი.
6 და ის ვითარცა ნეფე, გამოდის საქორწინო გავალაკიდან; გმირივით ხარობს გარბენას გზისას. 6 მზესა აღდგა კარავი თჳსი; და თავადი, ვითარცა სიძე რაჲ გამოვალნ ეზოთ თჳსით, იხარებდეს იგი, ვითარცა გმირი სრბად გზასა.
7 ცათა კიდიდან არის მისი აღმოსავალი და მისი ბრუნვა - მათ კიდეებამდე, და ვერაფერი ემალება მის მხურვალებას. 7 ცისკიდითგან არს გამოსლვა მისი და მიწევნა მისი ვიდრე კიდედ ცისამდე; და არა არს, ვინ დაეფაროს სიცხესა მისსა.
8 რჯული უფლისა სრულყოფილია, სულს განამტკიცებს; მცნება უფლისა ჭეშმარიტია, გააბრძნობს გულუბრყვილოებს. 8 შჯული უფლისაჲ უბიწო არს და მოაქცევს სულთა; წამებანი უფლისანი სარწმუნო არიან და გონიერ-ყვნიან ყრმანი.
9 მართებულია უფლის ბრძანებანი, გულს ახარებენ; მცნება უფლისა სპეტაკია, შუქს აძლევს თვალებს. 9 სიმართლენი უფლისანი წრფელ არიან და ახარებენ გულთა; მცნებაჲ უფლისაჲ ბრწყინვალე არს, განმანათლებელ თუალთა. შიში უფლისაჲ წმიდა არს და ჰგიეს იგი უკუნითი უკუნისამდე.
10 შიში უფლისა წმიდა არის, მარადიული. უფლის განსჯანი - ჭეშმარიტნი, მართალნი ერთობ. 10 განკითხვანი უფლისანი ჭეშმარიტებით არიან და განმართლებულ მის თანა.
11 სასურველი არიან ოქროზე და თვით ბაჯაღლოზე მეტად და უტკბილესნი თაფლისა და გოლეულისა. 11 გულისსათქმელ არიან უფროს ოქროსა და ანთრაკთა პატიოსანთა ფრიად და უტკბილეს უფროს თაფლისა ღა გოლეულისა.
12 და შენი მორჩილი მათით არის განათებული; დიდია საზღაური მათი დაცვისათვის. 12 და რამეთუ მონამანცა შენმან იცვნეს ესე, და დაცვასა მათსა მოსაგებელ მრავალ.
13 ვინ გულისხმა-ჰყოს შეცდომები? განმწმინდე მე დაფარულთაგან. 13 შეცოდებანი ვინმე გულისჴმა-ყუნეს? საიდუმლოთა ჩემთაგან განმწმიდე მე.
14 ბოროტთაგანც განაშორე მორჩილი შენი, რათა არ გაბატონდნენ ჩემზე; მაშინ უმწაკვლო შევიქმნები და თავს დავაღწევ დიდ ცოდვას. 14 და უცხოთაგან იცევ მონა შენი; არა თუ მეუფლნენ, მაშინ უბიწო ვიყო მე და განვწმიდნე მე ცოდვისაგან დიდისა.
15 დაე, იყოს შენთვის სასურველი სიტყვანი ჩემი პირისა და ზრახვანი ჩემი გულისა, უფალო, ბურჯო და დამხსნელო ჩემო. 15 და იყვნენ შენდა სათნო სიტყუანი პირისა ჩემისანი და ზრახვანი გულისა ჩემისანი შენ წინაშე მარადის, უფალო, მწეო ჩემო და მჴსნელო ჩემო.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე