ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ფსალმუნნი

ფსალმუნი 2

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

რატომ ბობოქრობენ ხალხები და ერები ესწრაფიან ამაოებას?

1

რად აღიძრნეს წარმართნი და ერმან იზრახა ცუდი?

2 ამქვეყნიური მეფეები ამხედრებულან და შეთქმულან წარჩინებულნი უფლის წინააღმდეგ, და მის ცხებულზე გალაშქრებულან. 2 შეითქუნეს მეფენი ქუეყანისანი და მთავარნი შეკრბეს ერთად უფლისათჳს და ცხებულისა მისისათჳს.
3 დავგლეჯთ მათს სადავეებს და მოვიშორებთ მათს ხუნდებსო. 3 განვხეთქნეთ აპაურნი მათნი და განვაგდოთ ჩუენგან უღელი მათი.
4 მკვიდრი ზეცისა გაიცინებს, უფალი აბუჩად აიგდებს მათ. 4 რომელი დამკჳდრებულ არს ცათა შინა, ეცინოდის მათ და უფალმან შეურაცხ-ყუნეს იგინი
5 მაშინ ეტყვის მათ თავისი რისხვით და თავისი გულისწყრომით შეაძრწუნებს: 5 მაშინ იტყოდის მათდა მიმართ რისხვითა მისითა და გულისწყრომითა მისითა შეაძრწუნნეს იგინი.
6 მე ვაკურთხე მეფე ჩემი სიონზე - ჩემს წმიდა მთაზე. 6 ხოლო მე დავდეგ მეუფედ მის მიერ ზედა სიონსა, მთასა წმიდასა მისსა
7 გაუწყებთ უფლის კანონმდებლობას: უფალმა მითხრა: ძე ხარ ჩემი, დღეს გშობე შენ; 7 თხრობად ბრძანებასა უფლისასა. უფალმან მრქუა მე: ძე ჩემი ხარი შენ, და დღეს მიშობიე შენ.
8 მთხოვე და მოგცემ ხალხებს სამემკვიდროდ, ხოლო ქვეყნის კიდეებს - სამკვიდრებლად. 8 ითხოენ ჩემგან და მიგცნე შენ წარმართნი სამკჳდრებელად შენდა და დაპყრობად შენდა კიდენი ქუეყანისანი.
9 შენ დალეწავ მათ რკინის კვერთხით, მეთუნის ჭურჭელივით დაამსხვრევ. 9 ჰმწყსნე იგინი კუერთხითა რკინისათა და ვითარცა ჭურნი მეკეცეთანი შეჰმუსრნე იგინი.
10 ახლა კი გონს მოდით, მეფენო! განისწავლენით, ქვეყნის მსაჯულნო! 10 და აწ, მეფენო, გულისჴმა-ყავთ და განისწავლენით ყოველნი მსაჯულნი ქუეყანისანი
11 ემსახურეთ უფალს შიშით და შეჰღაღადეთ თრთოლვით. 11 ჰმონეთ ნფალსა შიშით და უგალობდით მას ძრწოლით.
12 ეამბორეთ ძეს, რომ არ განრისხდეს იგი და არ დაიღუპოთ გზაში, რადგან მალე აღიგზნება რისხვა მისი. ნეტარ არს ყველა, ვინც მასზეა მინდობილი. 12 მიიღეთ სწავლა, ნუუკუე განრისხნეს უფალი და წარსწყმდეთ თქუენ გზისა მისგან მართლისა,
    13 რაჟამს აღატყდეს მყის გულისწყრომა მისი. ნეტარ არიან ყოველნი რომელნი ესვენ მას.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე