ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ფსალმუნნი

ფსალმუნი 28

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ფსალმუნი დავითისა. უძღვენით უფალს, ღვთის შვილებო, უძღვენით უფალს ქება-დიდება.

1

შესწირევდით უფლისა შვილნი ღმრთისანი, შესწირევდით უფლისა შვილთა ვერძთასა,

2 უძღვენით უფალს მისი სახელის დიდება; თაყვანი ეცით უფალს წმინდა ბრწყინვალებით. 2 შესწირევდით უფლისა დიდებასა და პატივსა. შესწირევდით უფლისა დიდებასა სახელისა მისისასა; თაყუანის-ეცით უფალსა ეზოსა შინა წმიდასა მისსა.
3 ხმა უფლისა წყლებზე; დიდების ღმერთმა დაიგრგვინა; უფლის (ხმა იყო) მრავალ წყალზე. 3 ჴმაჲ უფლისაჲ წყალთა ზედა, ღმერთი დიდებისა ქუხდა, უფალი წყალთა ზედა მრავალთა.
4 ხმა უფლისა ძლიერებით, ხმა უფლისა ბრწყინვალებით. 4 ჴმაჲ უფლისაჲ ძლიერებით, ჴმაჲ უფლისაჲ დიდად შუენიერებით.
5 ხმა უფლისა დაამსხვრევს ნაძვებს; და დაამსხვრევს ლიბანის ნაძვებს უფალი. 5 ჴმამან უფლისამან შემუსრნეს ნაძუნი და შემუსრნეს უფალმან ნაძუნი იგი ლიბანისანი.
6 და ათამაშებს მათ ხბოსავით, ლიბანს და სირიონს - მარტორქის შვილის მსგავსად. 6 და დააწულილნეს იგინი, ვითარცა ჴბო იგი ლიბანისა და საყუარელი იგი - ვითარცა შვილი მარტორქისა.
7 ხმა უფლისა გაჰკვეთს ცეცხლის ალს. 7 ჴმამან უფლისამან განკუეთის ალი ცეცხლისა.
8 ხმა უფლისა უდაბნოს შეარყევს; შეარყევს უფალი კადეშის უდაბნოს. 8 ჴმამან უფლისამან შეძრის უდაბნო და შეაძრწუნოს უფალმან უდაბნო იგი კადისა.
9 ხმა უფლისა ნაადრევად მოამშობიარებს ირმებს და გააშიშვლებს ტყეებს; და მის ტაძარში ყოველივე ამბობს დიდებას. 9 ჴმამან უფლისამან განამტკიცნის ირემნი და განაცხადნის მაღნარნი; და ტაძარსა წმიდასა მისსა თქუას ყოველმან ვინ დიდებაჲ მისი.
10 უფალი იჯდა წარღვნის დროს და დაჯდება უფალი ხელმწიფედ უკუნისამდე. 10 უფალმან წყლითრღუნა დაამკჳდრის; და დაჯდეს უფალი მეუფედ უკუნისამდე.
11 უფალი ძალას მისცემს თავის ხალხს, უფალი აკურთხებს თავის ხალხს მშვიდობით. 11 უფალმან ძალი ერსა თჳსსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თჳსი მშჳდობით.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე