ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ფსალმუნნი

ფსალმუნი 29

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ფსალმუნი დავითისა, ქება სახლის განახლებისა.

1

ფსალმუნი, გალობაჲ განახლებისა სახლისა დავითისი

2 განგადიდებ შენ, უფალო, რადგან მიხსენი და ჩემზე მტრები არ გაახარე. 2 აღგამაღლო შენ, უფალო, რამეთუ შემივედრე მე და არა ახარე მტერთა ჩემთა ჩემ ზედა.
3 უფალო, ღმერთო ჩემო! მოგიხმე და შენ განმკურნე მე. 3 უფალო ღმერთო ჩემო, ღაღად-ვყავ შენდამი და განვიკურნო.
4 უფალო, შენ ამოიყვანე სული ჩემი ჯოჯოხეთიდან, და გამაცოცხლე, რომ საფლავში არ ჩავსულიყავ. 4 უფალო, აღმოიყვანე ჯოჯოხეთით სული ჩემი და მიჴსენ მე მათგან, რომელნი შთავლენან მღჳმესა.
5 უგალობეთ უფალს, მისო წმიდანებო, ადიდეთ ხსენება მისი სიწმიდისა. 5 უგალობდით უფალსა ღირსნი მისნი და აუვარებდით საჴსენებელსა სიწმიდისა მისისასა.
6 რადგან წამიერია რისხვა მისი, ხოლო სიცოცხლე - მისი სურვილით; ღამით გლოვა დაისადგურებს, ხოლო ცისკრის ჟამს - მხიარულება. 6 რამეთუ რისხვა არს გულისწყრომასა მისსა და ცხორებაჲ არს ნებითა მისითა; მწუხრსა განისუენოს ტირილმან და ცისკარსა სიხარულმან.
7 და მე ვთქვი ჩემი ნეტარების ჟამს: არ დავეცემი უკუნისამდე. 7 ხოლო მე ვთქუ განგებულებასა ჩემსა: არა შევიძრა მე უკუნისამდე.
8 შენი სურვილით, უფალო, გადაარჩინე ჩემი მთა; დაფარე შენი სახე და - შევძრწუნდი. 8 უფალო. ნებითა შენითა ეც სიკეთესა ჩემსა ძალი; გარემიაქციე პირი შენი ჩემგან და მე შევძრწუნდი.
9 შენ მოგიხმობ, უფალო, და ჩემს ბატონს შევევედრები: 9 მე შენდამი, უფალო, ჴმა-ვყო და ღმრთისა ჩემისა მიმართ ვილოცო.
10 რა სარგებლობა იქნება ჩემს სისხლში, როდესაც საფლავში ჩავალ? განა მტვერი შეგასხამს ხოტბას? განა შენს ჭეშმარიტებას განაცხადებს? 10 რამე სარგებელ არს სისხლთა ჩემთაგან, შთა-თუ-ვიდე მე განსახრწნელსა? მიწამან ნუ აღგიაროსა შენ, ანუ უთხრასა ჭეშმარიტებაჲ შენი?
11 უფალო, მომისმინე და შემიწყალე, იყავი შემწე ჩემი. 11 ესმა უფალსა და შემიწყალა მე და უფალი იქმნა მწე ჩემდა.
12 შენ ჩემი წუხილი ცეკვად მიქციე, ძაძა გამხადე და სიხარულით შემმოსე. 12 მოაქციე გლოვა ჩემი სიხარულად ჩემდა; განხეთქე ძაძა ჩემი და გარეშემარტყ მე სიხარული.
13 ამისათვის გიგალობებს სული ჩემი და არ დადუმდება, უფალო, ღმერთო ჩემო! შენ გადიდებ უკუნისამდე. 13 რათა გიგალობდეს შენ დიდებაჲ ჩემი და არა შევინანო. უფალო ღმერთო ჩემო, უკუნისამდე აღგიარო შენ.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე