ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ფსალმუნნი

ფსალმუნი 39

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი.

1

დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი

2 მტკიცედ ვესავდი უფალს და მომხედა მე, და მოისმინა ჩემი ვედრება. 2 თმენით დაუთმე უფალსა და მომხედნა მე
3 და ამომიყვანა საზარელი ორმოდან, გაუვალი ლაფიდან, და დააყენა კლდეზე ფეხნი ჩემნი, წარმართა ჩემი ნაბიჯები. 3 და ისმინა ლოცვისა ჩემისა. და აღმომიყვანა მე მღჳმისაგან გლახაკებისა და თიჴისაგან უყისა და დაამტკიცნა კლდესა ზედა ფერჴნი ჩემნი და წარჰმართნა სლვანი ჩემნი.
4 და მისცა ჩემს ბაგეებს ახალი გალობა - განსადიდებლად ჩვენი ღმერთისა. ბევრი ნახავს და შეშინდება და მიენდობა უფალს. 4 და აღავსო პირი ჩემი ქებითა ახლითა გალობად ღმრთისა ჩუენისა; იხილონ მრავალთა და შეეშინოს და ესვიდენ უფალსა.
5 ნეტარ არს კაცი, ვინც უფალზე ამყარებს იმედს, და არ მიმართავს კადნიერთ და სიცრუის მოტრფიალეთ. 5 ნეტარ არს კაცი, რომლისა სახელი უფლისაჲ სასო მისა არს და არა მიხედნა ამავოებასა, არცა სიცბილსა ტყუილისასა.
6 ბევრი რამ გააკეთე შენ, უფალო, ღმერთო ჩემო; შენს სასწაულებსა და ჩანაფიქრებზე ჩვენს მიმართ - ვინ შეგედრება შენ! ვიქადაგებ და ვილაპარაკებ; მრავალია და ძნელია სათქმელად. 6 მრავალ-ჰყავ შენ, უფალო ღმერთო ჩუენო, საკჳრველი შენი, და განზრახვათა შენთა არა არს, ვინ გემსგავსოს შენ; უთხარ და ვიტყოდე, და განმრავლდეს უფროს რიცხჳსა.
7 მსხვერპლი და შესაწირავი არ ისურვე; ყურები გამიმახვილე; აღსავლენი და ცოდვის მსხვერპლი არ მოგითხოვია; 7 შესაწირავი და მსხუერპლი არა გთნდა, ხოლო ჴორცნი დამამტკიცენ მე; საკუერთხები ცოდვისათჳს არა ითხოვე.
8 მაშინ ვთქვი: აი, მოვედი; წიგნის გრაგნილში წერია ჩემზე. 8 მაშინ ვთქუ: ესერა, მოვალ; თავსა წიგნთასა წერილ არს ჩემთჳს.
9 შენი სურვილის შესრულება მინდოდა, ღმერთო, და რჯული შენი ჩემს გულშია. 9 ყოფად ნებისა შენისა, ღმერთო ჩემო, ვინებე, და შჯული შენი შუვა მუცელსა ჩემსა.
10 სიმართლეს მოვუთხრობდი დიდ კრებულს; აჰა, ბაგენი ჩემნი არ მომიკუმავს, უფალო, შენ უწყი. 10 ვახარე სიმართლე შენი ეკლესიასა შინა დიდსა; აჰა, ესერა, ბაგენი ჩემნი არა დავიპყრნე. უფალო, შენ უწყი;
11

შენი სიმართლე არ დამიფარავს ჩემს გულში, შენს ერთგულებასა და შენს ხსნაზე ვლაპარაკობდი, შენი წყალობა და ჭეშმარიტება არ დამიმალავს დიდი კრებულისათვის.

11

სიმართლე შენი არა დავფარე, გულსა შინა ჩემსა ჭეშმარიტებაჲ შენი და მაცხოვარებაჲ შენი ვთქუ, არა დავფარე წყალობაჲ შენი და ჭეშმარიტებაჲ შენი კრებულსა შორის დიდძალსა.

12 შენ, უფალო, არ დამილიო შენი თანაგრძნობა; შენი წყალობა და შენი ჭეშმარიტება მუდამ მიცავენ მე. 12 ხოლო შენ, უფალო, ნუ განმაშორებ მოწყალებათა შენთა ჩემთაგან; წყალობამან შენმან და ჭეშმარიტებამან შენმან მარადის შემიწყნარენ მე.
13 რადგანაც გარე შემომეხვია აურაცხელი უბედურება, წამომეწივნენ ცოდვანი ჩემნი და არ შემეძლო დანახვა; ჩემი თმის ბეწვებზე მეტად მომრავლდნენ და გულმა მიმატოვა. 13 რამეთუ მომიცვეს მე ბოროტთა, რომელთა არა არს რიცხჳ; მეწინეს მე უსჯულოებანი ჩემნი და მე ვერ უძლე ხილვად; განმიმრავლდეს მე უფროს თმათა თავისა ჩემისათა და გულმან ჩემმან დამიტევა მე.
14 ისურვე, უფალო, ჩემი დახსნა; უფალო, ჩემს დასახმარებლად გამოეშურე. 14 გთნდინ, უფალო, ჴსნა ჩემი. უფალო, შეწევნად ჩემდა მომხედენ.
15 დაე, შერცხვნენ და გაწბილდნენ, ვინც ჩემი სულის დაღუპვას ეძებს, უკუიქცნენ და თავი მოეჭრათ ჩემს ავის მდომებს; 15 ჰრცხუენოდენ და კდემებოდენ თანად, რომელნი ეძიებენ სულსა ჩემსა მიღებად მას; მართლუკუნიქცენ და სირცჳლეულ იქმნენ, რომელთა უნდა ბოროტი ჩემი.
16 დაე, შეძრწოლდნენ სირცხვილისაგან, ვინც მეუბნებოდა: ოჰო, ოჰო! 16 მიღებად მეყსეულად სირცხჳლი მათი, რომელნი მეტყოდეს: მე ვაშა, ვაშა!
17 გაიხაროს და გამხიარულდეს ყველა, ვინც შენ გეძებს, მუდამ თქვან შენი შველის მოყვარულებმა: დიდია უფალი. 17 იხარებდენ და იშუებდენ შენდამი ყოველნი, რომელნი გეძიებენ შენ, უფალო, და თქუედ მარადის: დიდ არს უფალი! რომელთა უყუარს მაცხოვარებაჲ შენი.
18 ხოლო მე ღარიბ-ღატაკი ვარ; უფალი იფიქრებს ჩემზე. ჩემი დამხმარე და მხსნელი შენა ხარ, ღმერთო ჩემო, ნუ დააყოვნებ. 18 ხოლო მე გლახაკ და დავრდომილ ვარი; უფალმან იღუაწოს ჩემთჳს; შემწე და მჴსნელი ჩემი ხარი შენ, ღმერთო ჩემო, ნუ ჰყოვნი. დიდება

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე