ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ფსალმუნნი

ფსალმუნი 40

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი.

1

დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი

2 ნეტარ არს, ვინც ფიქრობს ღატაკზე. უბედურების დღეს გადაარჩენს მას უფალი. 2 ნეტარ არს, რომელმან გულისჴმა-ყოს გლახაკისა და დავრდომილისა, დღესა ბოროტსა იჴსნას იგი უფალმან.
3 უფალი დაიცავს მას და აცოცხლებს და ბედნიერი იქნება ქვეყანაზე; და არ გადასცემს მის მტრებს მათი სურვილისამებრ. 3 უფალმან დაიცვას იგი და აცხოვნოს იგი და სანატრელ ყოს იგი ქუეყანასა ზედა, და არა მისცეს იგი ჴელთა მტერთა მისთასა.
4 უფალი გაამაგრებს მას მისი სნეულების სარეცელზე; მთელ მის სარეცელს შენ შეცვლი მისი ავადმყოფობის ჟამს. 4 უფალი შეეწიოს მას ცხედარსა ზედა სალმობისა მისისასა; ყოველი სარეცელი მისი გარემიაქციე არაძლებასა შინა მისსა.
5 ვთქვი მე: უფალო, შემიწყალე, განმიკურნე ჩემი სული, რადგან შეგცოდე. 5 მე ვთქუ: უფალო, მიწყალე მე და განკურნე სული ჩემი, რამეთუ ვცოდე შენდა.
6 ჩემი მტრები ავს იტყვიან ჩემზე: „როდის მოკვდება და გაქრება მისი სახელი“. 6 მტერთა ჩემთა თქუეს ბოროტი ჩემთჳს: ოდესმე მოკუდეს და წარწყმდეს სახელი მისი.
7 და თუ მოვა სანახავად, ტყუილს ილაპარაკებს; მისი გული სიცრუეს თხზავს; გარეთ გავა და ალაპარაკდება. 7 და შემო-თუ-ვიდეს ხილვად, ამაოსა იტყჳნ; გულმან მისმან შეიკრიბა უსჯულოებაჲ თავისა თჳსისა; გარეგანვიდის გარე, და მასვე იტყჳნ.
8 ერთთავად ჩემზე ჩურჩულებენ ყველანი, ვინც მოძულეა ჩემი; ბოროტს ფიქრობენ ჩემზე. 8 ჩემთჳს ცუნდრუკობდეს ყოველნი მტერნი ჩემნი, ჩემთჳს ზრახვიდეს ბოროტსა.
9 სისაძაგლე აცუნდრუკებს მას და, თუ დაწვა, ვეღარ წამოდგება. 9 სიტყუაჲ უსჯულოებისა დამდვეს ჩემ ზედა; ნუუკუე მძინარემან არღარა ნუ შესძინოსა აღდგომა?
10 ჩემთან მშვიდობიანად მყოფმაც კი, რომლის იმედიც მქონდა, რომელიც ჩემს პურს ჭამდა, ტერფი აღმართა ჩემს წინააღმდეგ. 10 და რამეთუ ამანცა, კაცმან მშჳდობისა ჩემისამან, რომელსა-იგი მე ვესევდი, რომელი ჭამდა პურსა ჩემსა, მან განადიდა ჩემ ზედა შეტყუილი.
11 ხოლო შენ, უფალო, შემიწყალე, და წამომაყენე, და მე მივუზღავ მათ. 11 არამედ შენ, უფალო, მიწყალე მე და აღმადგინე მე, და მე მივაგო მათ.
12 ამით ვიცოდი, რომ გიყვარდი, რომ არ გაიხარებს მტერი ჩემზე. 12 ამით ვცან, რამეთუ მინებე მე, რამეთუ არა უხაროდის მტერსა ჩემსა ჩემ ზედა.
13 და მე ჩემი უბიწოებისათვის შემეწევი და შენს წინაშე დამაყენებ სამარადისოდ. 13 ხოლო მე უბიწოებითა ჩემითა შემიწყნარე და დამამტკიცე მე შენ წინაშე უკუნისამდე.
14 კურთხეულ არს უფალი, ღმერთი ისრაელისა უკუნითი უკუნისამდე. ამინ, ამინ! 14 კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაჱლისა ამიერითგან და უკუნისამდე! იყავნ, იყავნ!

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე